სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში
საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

სა­ქარ­თვე­ლო ხვა­ლი­დან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას სრუ­ლად წყვეტს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ე­რის მრჩე­ველ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

„ხვა­ლი­დან სრუ­ლად წყდე­ბა სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მხო­ლოდ ის ავი­ა­რე­ი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც არის წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბის მიერ, მთავ­რო­ბას­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს 20-მდე მო­ქა­ლა­ქე და­ინ­ფი­ცირ­და.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დიდი წილი მო­დის იმ ქვეყ­ნებ­ზე, სა­დაც დი­დია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია.

„თი­თო­ე­უ­ლი შემ­თხვე­ვა მო­ნი­ტო­რინგზე აქვს აყ­ვა­ნი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ას. ისი­ნი ყო­ველ­დღი­ურ კავ­შირ­ზე არი­ან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და მე­დი­კო­სებ­თან. უმე­ტეს მათ­განს კო­რო­ნა­ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბას გა­დი­ან ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვად. ბევრ მათ­განს სტა­ცი­ო­ნარ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი და­ეხ­მა­რა. კი­დევ ერთხელ შე­გახ­სნე­ებთ, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბის 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი. ყველ­გან ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენს სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის მხარ­და­ჭე­რის აღ­მო­ჩე­ნა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც არი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

„ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქე დაინფიცირდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაინფიცირებულთა დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია.

„თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან. უმეტეს მათგანს კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივად. ბევრ მათგანს სტაციონართან კომუნიკაციაში საქართველოს წარმომადგენლობები დაეხმარა. კიდევ ერთხელ შეგახსნეებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში

როგორია საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი? - საგარეო უწყება ცხრილს აქვეყნებს