სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს
"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და, უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, თავი შე­ი­კა­ვონ გა­რეთ გას­ვლის­გან და სახ­ლში დარ­ჩნენ.

რო­გორც მან ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბათ პენ­სი­ო­ნე­რებს და 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა მო­ქა­ლა­ქე­ებს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ სერ­ვისს მი­აწ­ვდის.

"მინ­და ჩვენს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს მო­ვუ­წო­დო, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, რომ სახ­ლში დავ­რჩეთ. უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, ნუ დავ­ტო­ვებთ ჩვენს სო­ცი­ა­ლურ სივ­რცეს, ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ჩვენს მშობ­ლებს, პენ­სი­ო­ნე­რებს, 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­ზეც ზრუნ­ვა სა­ხელ­მწი­ფომ გარ­კვე­უ­წი­ლად თა­ვის თავ­ზე აიღო და უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა მათ მი­აწ­ვდის ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბელ სერ­ვისს, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დროს აწ­ვდი­და.

კი­დევ ერთხელ მინ­და გი­სურ­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბა, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვენ ამ გა­მოწ­ვე­ვა­საც გლო­ბა­ლუ­რად, ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ეფექ­ტი­ა­ნად ვუ­პა­სუ­ხებთ“,-გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ასე­ვე ეს­წრე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Zaza
24

პურს ვინ მოგვიტანს?

status quo
4

ყოჩაღ გახარია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და სახლში დარჩნენ.

როგორც მან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს განსაკუთრებით ეხებათ პენსიონერებს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

მისი თქმით, საქართველოს ფოსტა მოქალაქეებს ყველა აუცილებელ სერვისს მიაწვდის.

"მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ. უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ დავტოვებთ ჩვენს სოციალურ სივრცეს, ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს მშობლებს, პენსიონერებს, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომელზეც ზრუნვა სახელმწიფომ გარკვეუწილად თავის თავზე აიღო და უახლოესი დღეებიდან საქართველოს ფოსტა მათ მიაწვდის ყველა აუცილებელ სერვისს, რომელსაც ჩვეულებრივი ცხოვრების დროს აწვდიდა.

კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გლობალურად, ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან ერთად ეფექტიანად ვუპასუხებთ“,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"