სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს
უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. ყო­ველ­დღი­უ­რად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ელო­დე­ბა, რო­დის გა­მოვ­ლენ სა­ა­ვად­მყო­ფოს შე­ნო­ბი­დან ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე და უახ­ლეს ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

სა­ბედ­ნი­ე­როდ კრი­სი­ზის პე­რი­ოდ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ სამი მა­მა­კა­ცის: პა­ა­ტა იმ­ნა­ძის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძი­სა და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გარ­და, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კი­დევ ორი ქალ­ბა­ტო­ნის თავ­და­დე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

ჯერ კი­დევ, ორი კვი­რის წინ მის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა მკი­თხველ­მა სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია მოგ­ვწე­რა, თუ რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა ენ­დე­ლა­ძემ 15 წლის წინ B ჰე­ჰა­ტი­ტის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში ოპე­რა­ცი­ის დროს და­ა­ვად­და. რო­გორც მკი­თხვე­ლი გვიყ­ვე­ბა, პა­ცი­ენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი თით­ქმის არ არ­სე­ბობ­და და სწო­რედ ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნას ძა­ლის­ხმე­ვით ის გა­დარ­ჩა.

მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე შვილ­თან, ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რიშ­ვი­ლთან ერ­თად

ენ­დე­ლა­ძე ყო­ველ­დღი­უ­რად და­უ­ზა­რებ­ლად მუ­შა­ობს და გვაც­ნობს ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, ბევ­რმა კი არ იცის, რომ წლე­ბის წინ მას უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი შე­ემ­თხვა.

2017 წლის 28 მარტს მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იუ­რის­ტი ირაკ­ლი ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ირაკ­ლი ან­ტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, სა­დაც 13 წლის შვი­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ტე­ლე­წამ­ყვან ნელი აგირ­ბას­თან და წყვი­ლის ერ­თწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და­კარ­გვა და რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა­ში სწო­რედ მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია და­ეხ­მა­რა, რო­მელ­თა­ნაც წლე­ბის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს.

მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს ჰყავს 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი, ჩოგ­ბურ­თე­ლი ცოტ­ნე ძი­მის­ტა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდ მო­მა­ვალს უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეონა
6

სასიამოვნო ქალბატონი :)

besik
4

gaixaret samagalito qalbatono

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

უცნობი ფაქტები ცნობილი ინფექციონისტის შესახებ - რა ტრაგედია შეემთხვა 2017 წელს მარინა ენდელაძეს

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყოველდღიურად მთელი საქართველო ელოდება, როდის გამოვლენ საავადმყოფოს შენობიდან ექიმი-ინფექციონისტები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას.

საბედნიეროდ კრისიზის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სამი მამაკაცის: პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის გარდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ორი ქალბატონის თავდადებასა და პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე გამორჩეული პროფესიონალია.

ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ მის შესახებ ერთ-ერთმა მკითხველმა საინტერესო ისტორია მოგვწერა, თუ როგორ გადაარჩინა ენდელაძემ 15 წლის წინ B ჰეჰატიტის ვირუსით ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც მოსკოვში ოპერაციის დროს დაავადდა. როგორც მკითხველი გვიყვება, პაციენტი საქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, რომ მისი გადარჩენის იმედი თითქმის არ არსებობდა და სწორედ ქალბატონი მარინას ძალისხმევით ის გადარჩა.

მარინა ენდელაძე შვილთან, ირაკლი ძიმისტარიშვილთან ერთად

ენდელაძე ყოველდღიურად დაუზარებლად მუშაობს და გვაცნობს ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, ბევრმა კი არ იცის, რომ წლების წინ მას უმძიმესი ამბავი შეემთხვა.

2017 წლის 28 მარტს მისი ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტარაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.

ქალბატონ მარინას ძალიან გაუჭირდა ერთადერთი შვილის დაკარგვა და როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მდგომარეობიდან გამოსვლაში სწორედ მარინა ეზუგბაია დაეხმარა, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებს.

მარინა ენდელაძეს ჰყავს 16 წლის შვილიშვილი, ჩოგბურთელი ცოტნე ძიმისტარაშვილი, რომელსაც ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

მრავალმხრივი ინტერესების მქონე წარმატებული სტუდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

ფიზიკური დაპირისპირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გუმათში გრძელდება - აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი