საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეთესათ პანიკა და ქაოსი..." - საიდან გაიგზავნა ცრუ SMS-ები?
"შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეთესათ პანიკა და ქაოსი..." - საიდან გაიგზავნა ცრუ SMS-ები?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე­ზე ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი შე­ე­ცად­ნენ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბის გზით, უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და და­ე­თე­სათ პა­ნი­კა და ქა­ო­სი.

"2020 წლის 16 მარტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, შპს „მაგ­თი­კო­მის“, სს „სილ­ქნე­ტის“ და შპს "ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს" მეშ­ვე­ო­ბით, მო­ქა­ლა­ქე­ებს ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და.

ამის შემ­დეგ, პირ­თა ჯგუფ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს რიგ მო­ქა­ლა­ქე­ებს, “მთავ­რო­ბის” და “ჯან­დაც­ვის” სა­ხე­ლით გა­უგ­ზავ­ნა ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბის, ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ვი­თომ­და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, ისი­ნი შე­ე­ცად­ნენ მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის ფონ­ზე, დე­ზინ­ფორ­მი­რე­ბის გზით, უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მო­სახ­ლე­ო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და და­ე­თე­სათ პა­ნი­კა და ქა­ო­სი, რაც თა­ვის მხრივ ხელს შე­უშ­ლი­და სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მყი­სი­ე­რად და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის და შემ­დგომ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ში­ნა­არ­სის მქო­ნე შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გაგ­ზავ­ნის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­ტარ­და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

დად­გინ­და, რომ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა გან­ხორ­ცი­ელ­და კომ­პა­ნი­ე­ბის „SMS OFFICE“-ის და "ემ ეს ჯგუ­ფი”-ის სერ­ვი­სე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ებ­ში სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი სხვა­დას­ხვა ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბა.

ამ ეტა­პის­თვის საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხუ­ლია ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე და მიმ­დი­ნა­რე­ობს ცრუ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა დად­გე­ნა მათ­თან შემ­დგო­მი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბას სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 318-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი აწარ­მო­ებს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sms office......
18

და ესენი სხვებს ეძახიან ტროლებს 

არა ქოცს! არა ნაცს!
13

როცა უნდათ მაშინვე გამოაშკარავებენ..............

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეთესათ პანიკა და ქაოსი..." - საიდან გაიგზავნა ცრუ SMS-ები?

"შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაეთესათ პანიკა და ქაოსი..." - საიდან გაიგზავნა ცრუ SMS-ები?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გავრცელების საქმეზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით, კონკრეტული პირები შეეცადნენ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი.

"2020 წლის 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ, შპს „მაგთიკომის“, სს „სილქნეტის“ და შპს "ვიონი საქართველოს" მეშვეობით, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ, პირთა ჯგუფმა, საქართველოს რიგ მოქალაქეებს, “მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. აღნიშნული ქმედებით, ისინი შეეცადნენ მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, დეზინფორმირების გზით, უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და დაეთესათ პანიკა და ქაოსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ცრუ შეტყობინებების გავრცელებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მყისიერად დაიწყო გამოძიება და დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის და შემდგომში დეზინფორმაციული შინაარსის მქონე შეტყობინებების საქართველოს მოსახლეობაში გაგზავნის პრევენციის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში გატარდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

დადგინდა, რომ შეტყობინებების გაგზავნა განხორციელდა კომპანიების „SMS OFFICE“-ის და ,,ემ ეს ჯგუფი”-ის სერვისების მეშვეობით. აღნიშნულ კომპანიებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა.

ამ ეტაპისთვის საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა მათთან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.

გამოძიებას საბოტაჟის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა