მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

იტა­ლი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი, ბერ­გა­მოს სა­ა­ვად­მყო­ფოს ბავ­შვთა კარ­დე­ო­ლო­გი, და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთავ­ზობთ:

"ბევ­რი მწერს და ერთი პოს­ტიც მი­ვუ­ძღვნათ!

1. I am ok, თბი­ლის­ში ვარ, სახ­ლში. იტა­ლი­ი­დან პა­რიზ­ში გავფრინ­დი სო­სოს თა­მაშ­ზე და შემ­დეგ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად ჩა­მო­ვე­დი. ამა­სო­ბა­ში სა­ზღვრე­ბიც ჩა­კე­ტა ლომ­ბარ­დი­ამ. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ზუს­ტად იმ გარ­თუ­ლე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბას ეხე­ბა, რო­მელ­საც COVID-19 იწ­ვევს, და არა მარ­ტო. დიდი იმე­დი მაქვს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა ხელს არ შე­უშ­ლის ჩვე­ნი პრო­ექ­ტის და­წყე­ბას.

2. ჩემი პოს­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, და ბევ­რიც ღლი­ცი­ნით და ნიშ­ნის მო­გე­ბით რე­მარ­კებს მი­კე­თებს, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ზუს­ტი იყო იმ მო­მენ­ტის­თვის. ყვე­ლა­ზე ცოტა 20 ათა­სი ადა­მი­ა­ნი დამ­შვიდ­და (რო­გორც თვი­თონ წერ­დნენ) და არ აყვა პა­ნი­კის იმ პირ­ველ ფა­ზას, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ვირუ­სის აფეთ­ქე­ბის ერთ-ერთი პირ­ველ მი­ზე­ზად შეგ­ვიძ­ლია მი­ვიჩ­ნი­ოთ.

3. დღე­საც მჯე­რა, რომ პა­ნი­კა სრუ­ლი­ად დამ­ღუპ­ვე­ლია. დღე­საც მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თუნ­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვს, უნდა დარ­ჩეს სახ­ლში და იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რის სერ­ვი­სებ­მა გა­უძ­ლონ ყვე­ლა მსუ­ბუქ­სიმპტო­მი­ან პა­ცი­ენტს. აქ შე­მო­დის ჩვე­ნი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის როლი. გა­ვუფრ­თხილ­დეთ ბა­ბუ­ებს, ბე­ბი­ებს, დე­დებს და მა­მებს და სხვა რისკ ჯგუ­ფებს, რად­გან დღეს ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მათი ჯან­მრთე­ლო­ბა.

4. ახალ­გაზ­რდო­ბა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ია­რა­ღი, რი­თიც იტა­ლია ებ­რძვის ვირუ­სის ყვე­ლა­ზე რთულ გა­მოვ­ლი­ნე­ბებს. ჩემი მე­გობ­რე­ბი და ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბი (გა­მოც­დი­ლი ექი­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით) 12-14 სა­ა­თი­ა­ნი ცვლებ­ში მუ­შა­ო­ბენ სკა­ფან­დრე­ბის გა­უხ­დე­ლად. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, რომ არ ვარ იქ და ვერ ვეხ­მა­რე­ბი, მაგ­რამ რა­საც ვუ­ყუ­რებ არის საფრ­თხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოც მივა იმა­ვე სტა­დი­ამ­დე (იმე­დი მაქვს, რომ არა, მაგ­რამ მზად უნდა ვი­ყოთ for the worst), რო­დე­საც მარ­თლა დას­ჭირ­დე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლის თავ­და­დე­ბა, და ამ დროს მირ­ჩევ­ნია აქ ვიყო, ვიდ­რე სხვა­გან. ამას­თა­ნა­ვე შევ­ქმე­ნით ჯგუ­ფი სა­ხე­ლით: “ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი COVID 19-ის წი­ნა­აღ­მდეგ“, სა­დაც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა ექიმს, მედ-სტუ­დენტს, მედ-დასა თუ სა­ნიტ­რებს შევ­კრებთ და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სწრაფ და ეფექ­ტურ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას მო­ვა­ხერ­ხებთ.

5. რაც შე­ე­ხე­ბა ტაშს, ტაში ყვე­ლას, ვინც სი­ტუ­ა­ცი­ი­ის პრე­ვენ­ცი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მო­დუ­ნე­ბა ჯერ ად­რეა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ჯერ კი­დევ წინ არის.

სახ­ლში ვინც ვართ კი, არ ავ­ყვეთ პა­ნი­კას, არ გა­დავ­ტვირ­თოთ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბი 36.9 "სი­ცხის" გამო და enjoy quality time! Peace".

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

დავუშვათ, მსუბუქი სიმპტომები მაქვს და დავრჩი სახლში - ოჯახის დანარჩენი წევრები როგორ დავიცვა ინფიცირებისგან კორპუსის სტანდარტულ ბინაში, სადაც ერთი სველი წერტილია? 

აი ია
0

გააჩნია სახლს,კაი რა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ

იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, ბერგამოს საავადმყოფოს ბავშვთა კარდეოლოგი, დავით მათიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:

"ბევრი მწერს და ერთი პოსტიც მივუძღვნათ!

1. I am ok, თბილისში ვარ, სახლში. იტალიიდან პარიზში გავფრინდი სოსოს თამაშზე და შემდეგ უმნიშვნელოვანესი პროექტის დასაწყებად ჩამოვედი. ამასობაში საზღვრებიც ჩაკეტა ლომბარდიამ. ჩვენი პროექტი ზუსტად იმ გართულებების მკურნალობას ეხება, რომელსაც COVID-19 იწვევს, და არა მარტო. დიდი იმედი მაქვს, რომ არსებული ვითარება ხელს არ შეუშლის ჩვენი პროექტის დაწყებას.

2. ჩემი პოსტი, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა, და ბევრიც ღლიცინით და ნიშნის მოგებით რემარკებს მიკეთებს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტი იყო იმ მომენტისთვის. ყველაზე ცოტა 20 ათასი ადამიანი დამშვიდდა (როგორც თვითონ წერდნენ) და არ აყვა პანიკის იმ პირველ ფაზას, რომელიც იტალიაში ვირუსის აფეთქების ერთ-ერთი პირველ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

3. დღესაც მჯერა, რომ პანიკა სრულიად დამღუპველია. დღესაც მჯერა, რომ ადამიანი, რომელსაც თუნდაც კორონავირუსი აქვს, უნდა დარჩეს სახლში და იმკურნალოს სახლის პირობებში. შეუძლებელია ჯანდაცვის სექტორის სერვისებმა გაუძლონ ყველა მსუბუქსიმპტომიან პაციენტს. აქ შემოდის ჩვენი, როგორც მოქალაქეების როლი. გავუფრთხილდეთ ბაბუებს, ბებიებს, დედებს და მამებს და სხვა რისკ ჯგუფებს, რადგან დღეს ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი ჯანმრთელობა.

4. ახალგაზრდობა არის ყველაზე მთავარი იარაღი, რითიც იტალია ებრძვის ვირუსის ყველაზე რთულ გამოვლინებებს. ჩემი მეგობრები და ახალგაზრდა კოლეგები (გამოცდილი ექიმების ხელმძღვანელობით) 12-14 საათიანი ცვლებში მუშაობენ სკაფანდრების გაუხდელად. ძალიან განვიცდი, რომ არ ვარ იქ და ვერ ვეხმარები, მაგრამ რასაც ვუყურებ არის საფრთხე, რომ საქართველოც მივა იმავე სტადიამდე (იმედი მაქვს, რომ არა, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ for the worst), როდესაც მართლა დასჭირდება მედპერსონალის თავდადება, და ამ დროს მირჩევნია აქ ვიყო, ვიდრე სხვაგან. ამასთანავე შევქმენით ჯგუფი სახელით: “ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალი COVID 19-ის წინააღმდეგ“, სადაც შეძლებისდაგვარად ყველა ახალგაზრდა ექიმს, მედ-სტუდენტს, მედ-დასა თუ სანიტრებს შევკრებთ და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფ და ეფექტურ მობილიზაციას მოვახერხებთ.

5. რაც შეეხება ტაშს, ტაში ყველას, ვინც სიტუაციიის პრევენციაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მოდუნება ჯერ ადრეა, ყველაფერი შეიძლება ჯერ კიდევ წინ არის.

სახლში ვინც ვართ კი, არ ავყვეთ პანიკას, არ გადავტვირთოთ სამედიცინო სერვისები 36.9 "სიცხის" გამო და enjoy quality time! Peace".

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყველაზე რთული მე-8 დღე აღმოჩნდა, მეგონა ვიგუდებოდი..." - როგორ დაამარცხა ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ქალმა კორონავირუსი სახლის პირობებში

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს