პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება
კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სამი თვით, იჯა­რის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ის 600-მდე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე, რომ­ლებ­საც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კუთ­ვნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, ან ფარ­თი აქვთ მე­რი­ის­გან იჯა­რით აღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბილ­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თბი­ლი­სის მე­რია, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის და შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში მე­წარ­მე­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გა­ნაგ­რძობს.

რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თბილ­სის მე­რი­ამ უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მთე­ლი წლის გა­და­სახ­დე­ლი თან­ხის­გან ღია კაფე-ბა­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი, რო­მელ­თაც იჯა­რით ჰქონ­დათ ტე­რი­ტო­რია აღე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­გან.

„დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 3 თვით, იჯა­რის გა­და­სა­ხა­დის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ის 600-მდე მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე, რომ­ლებ­საც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის კუთ­ვნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, ან ფარ­თი აქვთ მე­რი­ის­გან იჯა­რით აღე­ბუ­ლი. ამ მე­წარ­მე­ებს, თბი­ლი­სის მე­რია გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს - მარ­ტის, აპ­რი­ლის და მა­ი­სის თვის იჯა­რის გა­და­სა­ხა­დის­გან. ამ შე­ღა­ვა­თის ფორ­მა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად, სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბას­თან ერ­თად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რის თა­ო­ბა­ზეც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მე­წარ­მე­ებს თა­ვად და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­ღა­ვა­თით სარ­გებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ი­ჯა­რე ვალ­დე­ბუ­ლია ამ შე­ღა­ვა­თის პი­რო­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლოს ქვე­მო­ი­ჯა­რე­ებ­ზეც, თუ კი მას იჯა­რით აღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ქვე­ი­ჯა­რით აქვს გა­ცე­მუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი კონ­კრე­ტულ მე­წარ­მეს იჯა­რით აქვს აღე­ბუ­ლი ფარ­თი და შემ­დეგ სხვა პი­რებ­ზე აქი­რა­ვებს, შე­ღა­ვა­თი ყვე­ლა მათ­განს შე­ე­ხე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ღა­ვა­თით რე­ა­ლუ­რად 600 მო­ი­ჯა­რე მე­წარ­მე­ზე ბევ­რად მეტი პირი ისარ­გებ­ლებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო მე­წარ­მე­ებს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

თბილ­სი­ის მერ­მა კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლამ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით შე­ვას­რუ­ლოთ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

„უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ და­ვიც­ვათ პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი, ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს სა­ჭი­რო მან­ძი­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვი­დეთ გა­რეთ, დავ­რჩეთ სახ­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ვე­რი­დოთ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა. აქვე, კი­დევ ერთხელ მინ­და უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, თი­თო­ე­ულ ექიმს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ამ გა­მოწ­ვე­ვას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუმკლავ­დე­ბით. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Koba
10

კახა უფალმა დაგლოცოს ) მაგარი კაცი ხარ

აზი
0

ელიავას ბაზრობაზე იჯარით ვინც ვართ აღარ გადავიხდით იჯარის ფულს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის მერია, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილსის მერიამ უკვე გაათავისუფლა მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს - მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად, სიტუაციის დასტაბილურებასთან ერთად განხორციელდება, რის თაობაზეც მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები მეწარმეებს თავად დაუკავშირდებიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილსიის მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველამ მაქსიმალური სიზუსტით შევასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ნაბიჯებით ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით. გისურვებთ ჯანმრთელობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შს მინისტრი ბოლო დღეებში გაწეული შრომისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხი დაამტკიცა

"კვერცხი გადააყლაპეთ, არ ისმის ხმა" - ხმაური პარლამენტის ხხდომათა დარბაზში