მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე
თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და თბი­ლი­სის ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბას.

კი­თხვა­ზე, რომ ამ სას­ტუმ­როს ხში­რად სტუმ­რო­ბენ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისე უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, თუ ხდე­ბა მათი გაფრ­თხი­ლე­ბა და დად­გე­ნი­ლია თუ არა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან შე­საძ­ლო კავ­ში­რე­ბი, ამას­თან ჩარ­თუ­ლია თუ არა პო­ლი­ცია საქ­მე­ში, გამ­ყრე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა:

"ამა­ში არი­ან თუ არა ჩარ­თულ­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი ვერ გე­ტყვით. პო­ლი­ცია ჩვენ გვეხ­მა­რე­ბა კა­რან­ტი­ნი­სა და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის დაც­ვა­ში და სე­რი­ო­ზუ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და მდგო­მა­რე­ო­ბა, მას შემ­დგომ, რაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია და­ეხ­მა­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ზე, ეს გახ­ლავთ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამ­დე გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქნა 238 კონ­ტაქ­ტი ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც თქვენ კი­თხვას მის­ვამთ. ჩვენ ძა­ლი­ან ჩაღ­რმა­ვე­ბულ კვლე­ვებს ვა­წარ­მო­ებთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სხვას მე ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ.

შე­მიძ­ლია გი­თხრათ, ყვე­ლა ამ გა­მოკ­ვლე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა, კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია" - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი 55 წლი­საა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლეც.

ამას­თან, AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, რომ ამ ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვას­თა­ნაა კავ­შირ­ში თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბაც. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდში გა­ნუ­ცხა­დეს, ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე ის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალს 10-მდე თა­ნამ­შრო­მელ­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
2

 კერძო კომპანიებს რომ მიმართეთ კარგია მარა არავინ არ ასრულებს. ჩემმა დირექტორმა ერთ ყურში შეუშვა მეორეში გაუშვა ... ცოცხალი თავით არ გადადის დისტანციურ მუშაობაზე,მაშინ როცა ეს სავსებით შესაძლებელია.მონიტორინგი დააწესეთ ადგილზე მოსვლა და შემოწმება

მანანა
13

რატომ მალავთ სასტუმროს სახელს, იქნებ ვინმეს ქონდა კონტაქტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

თბილისის ცნობილი სასტუმროს მფლობელი კორონავირუსითაა ინფიცირებული - რა ინფორმაციას ფლობს შემთხვევაზე ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მფლობელის კორონავირუსით ინფიცირებას.

კითხვაზე, რომ ამ სასტუმროს ხშირად სტუმრობენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები ისე უცხოელი დიპლომატები, თუ ხდება მათი გაფრთხილება და დადგენილია თუ არა ინფიცირებულთან შესაძლო კავშირები, ამასთან ჩართულია თუ არა პოლიცია საქმეში, გამყრელიძემ უპასუხა:

"ამაში არიან თუ არა ჩართულნი სამართალდამცავი უწყებები ვერ გეტყვით. პოლიცია ჩვენ გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის დაცვაში და სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა, მას შემდგომ, რაც საპატრულო პოლიცია დაეხმარა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

რაც შეეხება ინფორმაციას ინფიცირებულზე, ეს გახლავთ პერსონალური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, მე ვფლობ მას და აქამდე გამოკვლეული იქნა 238 კონტაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ. ჩვენ ძალიან ჩაღრმავებულ კვლევებს ვაწარმოებთ ამასთან დაკავშირებით და სხვას მე ვერაფერს მოგახსენებთ.

შემიძლია გითხრათ, ყველა ამ გამოკვლეული ადამიანის მდგომარეობა, კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი 55 წლისაა და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირებულია მისი მეუღლეც.

ამასთან, AMBEBI.GE-მ გაარკვია, რომ ამ ინფიცირების შემთხვევასთანაა კავშირში თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი დირექტორის კორონავირუსით ინფიცირებაც. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს, ვირუსის დადასტურებამდე ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალს 10-მდე თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, რომლებიც ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"ჩემი პირველი მცდელობა და გული მტკივა..." - ზუგდიდში ახალგაზრდა ფერმერს 4 ტონა პომიდორი დაულპა

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება