სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია
"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

მკი­თხველს კარ­გად ახ­სოვს იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის ფე­ის­ბუქ-პოს­ტი, რო­მელ­შიც ის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იტა­ლია თა­მუ­ნა გი­გუ­აშ­ვი­ლის­თვის მე­ო­რე სამ­შობ­ლოა, პი­ა­ნის­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩია დაბ­რუ­ნე­ბა და ახლა ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი­დან AMBEBI.GE-ს თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა:

- 10 წე­ლია რაც იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ. თბი­ლი­სის კო­ნერ­ვა­ტო­რი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ წა­ვე­დი და ას­პი­რან­ტუ­რა­ში იქ ვის­წავ­ლე. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კონ­ტრაქ­ტი და­მი­დეს და ამ­ჟა­მად ვარ ჯო­ა­კი­ნო რო­სი­ნის სა­ხე­ლო­ბის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სო­რი და კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ „რო­სი­ნი ოპე­რა ფეს­ტი­ვალ­ზე“.

იტა­ლი­ა­ზე და იტა­ლი­ელ ხალ­ხზე უზო­მოდ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მი­მი­ღეს და შე­მიყ­ვა­რეს ისე, თით­ქოს მათი ოჯა­ხის წევ­რი ვი­ყა­ვი... ამი­ტომ სა­ოც­რად გან­ვიც­დი იმას, რაც იქ ხდე­ბა

რთუ­ლი პე­რი­ო­დი გვაქვს ყვე­ლას, მაგ­რამ იტა­ლი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირს დღეს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო ცა­რი­ე­ლი ქვეყ­ნის ყუ­რე­ბა... ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა ყო­ველ­თვის იცი­ნის, წარ­მო­უდ­გენ­ლად შე­იც­ვა­ლა... ბევ­რმა ჩემ­მა ნაც­ნობ­მა თუ მე­გო­ბარ­მა და­კარ­გა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს იქა­ურ მე­გობ­რებ­თან. ყვე­ლა ცდი­ლობს სახ­ლში ყოფ­ნას და გა­რეთ ფაქ­ტი­უ­რად აღა­რა­ვინ გა­დის. ჩემს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელს უკვე დიდი ხა­ნია მა­ღა­ლი სი­ცხე აქვს და იმის გამო, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია, ოჯა­ხის ექი­მე­ბი სახ­ლში დარ­ჩე­ნას ურ­ჩე­ვენ. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ.

ყვე­ლა­ზე ცუდი შეგ­რძნე­ბა რაც მე პი­რა­დად მქონ­და, იყო დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბა და ჩვე­უ­ლი ხმა­უ­რის გა­გე­ბის მა­გივ­რად სრუ­ლი სი­ჩუ­მე ქუ­ჩა­ში. მაქ­სი­მუმს რა­საც გა­ი­გებ­დი, სას­წრა­ფოს მან­ქა­ნე­ბის ხმა იყო (ჰოს­პი­ტალ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ). მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა სტრე­სი­სა, ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბა და ამ­ხნე­ვებს, მო­ი­გო­ნეს უამ­რა­ვი გა­სარ­თო­ბი, რისი გა­კე­თე­ბაც ონ­ლა­ინ შე­იძ­ლე­ბა.

- ერთ დღე­ში შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- დიახ, მა­ნამ­დე იყო ცხოვ­რე­ბის სწრა­ფი ტემ­პი, ქა­ლა­ქი­დან-ქა­ლაქ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბევ­რი სი­ცი­ლი, საქ­მეს­თან ერ­თად ბევ­რი გარ­თო­ბა, უზო­მოდ კე­თი­ლე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბი არი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ სა­გი­ჟე­თის დრო­საც, რო­დე­საც რჩე­ვა ვკი­თხე ჩვე­ნი ქა­ლა­ქის მერს, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­მეხ­მა­რა და და­მა­რი­გა რო­გორ შევ­ძლებ­დი ჯერ ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქი­დან და მერე ქვეყ­ნი­დან გას­ვლას.

- მა­ინც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეთ?

- ბოლო რე­ი­სით წა­მო­ვე­დი, რად­გან მა­ინც ჩემ ოჯახ­თან ერ­თად ყოფ­ნა ვარ­ჩიე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მო­მი­წევ­და. ჩა­კე­ტი­ლი ქვეყ­ნი­დან გას­ვლა­ში და­მეხ­მარ­ნენ იტა­ლი­ე­ლე­ბი და აქვე არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა და სა­ოც­რად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა...

კი­ე­ვის ავი­ა­ხა­ზე­ბით დავ­ბრუნ­დი, შეგ­ვავ­სე­ბი­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, სა­დაც ვწერ­დით ყვე­ლა­ნა­ირ მო­ნა­ცემს. ბორტზე ამო­ვიდ­ნენ ეკი­პი­რე­ბუ­ლი ექი­მე­ბი და შე­ა­მოწ­მეს ყვე­ლა მგზავ­რი. ბოლო ორ კვი­რა­ში რამ­დე­ნი­მე აე­რო­პორ­ტში მო­მი­წია ყოფ­ნამ და სი­მარ­თლის­თვის უნდა ვთქვა, თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი ყვე­ლა­ზე უფრო სა­ფუძ­ვლი­ა­ნი იყო.

- ახლა სად იმ­ყო­ფე­ბით კა­რან­ტინ­ში?

- თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძა­ლი­ან კარგ სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც დიდი ყუ­რა­დღე­ბით გვივ­ლი­ან და გვაკ­ვირ­დე­ბი­ან. სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნავ კი­დევ ერთხელ, რომ ასეთ ზო­მებს ნამ­დვი­ლად არც ერთი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა არ ან ვერ ატა­რებს. მგო­ნია ეს პე­რი­ო­დი ყვე­ლას ცხოვ­რე­ბას და მო­მა­ვალს შე­ე­ხე­ბა და შეც­ვლის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში?

- მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი ბუნ­დო­ვა­ნია, გა­და­ი­დო ან გა­უქ­მდა უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნდა მი­მე­ღო, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და იმე­დი მაქვს ყვე­ლა­ნი ერ­თად, მალე გა­დავ­ლა­ხავთ ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდს.

- რას ურ­ჩევ­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც თქვენ­ნა­ი­რად მო­უ­წი­ათ დაბ­რუ­ნე­ბა და ახლა იზო­ლა­ცი­ა­ში ან კა­რან­ტინ­ში არი­ან?

- დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში, და­იც­ვან დის­ტან­ცია ერ­თმა­ნე­თის­გან, ბო­რო­ტე­ბაა და­ნა­შა­უ­ლი კი არა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ი­დან გაქ­ცე­ვა! არ და­მა­ლონ სიმპტო­მე­ბი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში თუკი ეჭვი აქვთ, რომ ვირუ­სი აქვთ თვი­თონ არ მი­ვიდ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ იტა­ლი­ა­ში ექი­მე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ამი­თაც და­ინ­ფი­ცირ­და. და­ე­მორ­ჩი­ლონ იმას, რა­საც სა­ხელ­მწი­ფო გა­და­წყვეტს. ზუს­ტად წე­სე­ბის არ­დაც­ვამ და სი­ტუ­ა­ცი­ის არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმამ გა­მო­იწ­ვია ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა იტა­ლი­ა­ში...

დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 36 000-მდე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი კი - 3 ათას ადა­მი­ანს აღ­წევს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინგა
3

წარმატებები ამ არაჩვეულებრივი ოჯახის არაჩვეულებრივ შვილს!

შაკო
3

რა კაი გოგოა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

მკითხველს კარგად ახსოვს იტალიაში მცხოვრები ქართველი პიანისტის ფეისბუქ-პოსტი, რომელშიც ის კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ურთულეს მდგომარეობაზე წერდა.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია თამუნა გიგუაშვილისთვის მეორე სამშობლოა, პიანისტმა საქართველოში არჩია დაბრუნება და ახლა ორკვირიანი კარანტინიდან AMBEBI.GE-ს თავისი ემოციების შესახებ უყვება:

- 10 წელია რაც იტალიაში ვცხოვრობ. თბილისის კონერვატორიის დამთავრების შემდეგ წავედი და ასპირანტურაში იქ ვისწავლე. დასრულების შემდეგ კონტრაქტი დამიდეს და ამჟამად ვარ ჯოაკინო როსინის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი და კონცერტმაისტერი. პარალელურად ვმუშაობ „როსინი ოპერა ფესტივალზე“.

იტალიაზე და იტალიელ ხალხზე უზომოდ ვარ შეყვარებული, მიმიღეს და შემიყვარეს ისე, თითქოს მათი ოჯახის წევრი ვიყავი... ამიტომ საოცრად განვიცდი იმას, რაც იქ ხდება

რთული პერიოდი გვაქვს ყველას, მაგრამ იტალიას განსაკუთრებით უჭირს დღეს, წარმოუდგენელი იყო ცარიელი ქვეყნის ყურება... ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა... ბევრმა ჩემმა ნაცნობმა თუ მეგობარმა დაკარგა ახლობელი ადამიანები.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს იქაურ მეგობრებთან. ყველა ცდილობს სახლში ყოფნას და გარეთ ფაქტიურად აღარავინ გადის. ჩემს რამდენიმე თანამშრომელს უკვე დიდი ხანია მაღალი სიცხე აქვს და იმის გამო, რომ საავადმყოფოები გადატვირთულია, ოჯახის ექიმები სახლში დარჩენას ურჩევენ. იმის მიუხედავად, რომ თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსი აქვთ.

ყველაზე ცუდი შეგრძნება რაც მე პირადად მქონდა, იყო დილით გაღვიძება და ჩვეული ხმაურის გაგების მაგივრად სრული სიჩუმე ქუჩაში. მაქსიმუმს რასაც გაიგებდი, სასწრაფოს მანქანების ხმა იყო (ჰოსპიტალთან ახლოს ვცხოვრობ). მიუხედავად ამხელა სტრესისა, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ამხნევებს, მოიგონეს უამრავი გასართობი, რისი გაკეთებაც ონლაინ შეიძლება.

- ერთ დღეში შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- დიახ, მანამდე იყო ცხოვრების სწრაფი ტემპი, ქალაქიდან-ქალაქში მოგზაურობა, ბევრი სიცილი, საქმესთან ერთად ბევრი გართობა, უზომოდ კეთილები და ყურადღებიანები არიან. წარმოიდგინეთ, ამ საგიჟეთის დროსაც, როდესაც რჩევა ვკითხე ჩვენი ქალაქის მერს, ყველანაირად დამეხმარა და დამარიგა როგორ შევძლებდი ჯერ ჩაკეტილი ქალაქიდან და მერე ქვეყნიდან გასვლას.

- მაინც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეთ?

- ბოლო რეისით წამოვედი, რადგან მაინც ჩემ ოჯახთან ერთად ყოფნა ვარჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი აუცილებელი კარანტინის გავლა მომიწევდა. ჩაკეტილი ქვეყნიდან გასვლაში დამეხმარნენ იტალიელები და აქვე არ შემიძლია არ ვთქვა თბილისის აეროპორტის თანამშრომლების კეთილგანწყობა და საოცრად კოორდინირებული მუშაობა...

კიევის ავიახაზებით დავბრუნდი, შეგვავსებინეს სპეციალური ფორმები, სადაც ვწერდით ყველანაირ მონაცემს. ბორტზე ამოვიდნენ ეკიპირებული ექიმები და შეამოწმეს ყველა მგზავრი. ბოლო ორ კვირაში რამდენიმე აეროპორტში მომიწია ყოფნამ და სიმართლისთვის უნდა ვთქვა, თბილისის კონტროლი ყველაზე უფრო საფუძვლიანი იყო.

- ახლა სად იმყოფებით კარანტინში?

- თბილისის ერთ-ერთ ძალიან კარგ სასტუმროში, სადაც დიდი ყურადღებით გვივლიან და გვაკვირდებიან. სიამაყით აღვნიშნავ კიდევ ერთხელ, რომ ასეთ ზომებს ნამდვილად არც ერთი ევროპული ქვეყანა არ ან ვერ ატარებს. მგონია ეს პერიოდი ყველას ცხოვრებას და მომავალს შეეხება და შეცვლის.

- როგორ ფიქრობთ, რა იქნება მომავალში?

- მომავლის გეგმები ბუნდოვანია, გადაიდო ან გაუქმდა უამრავი პროექტი, რაშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და იმედი მაქვს ყველანი ერთად, მალე გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს.

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც თქვენნაირად მოუწიათ დაბრუნება და ახლა იზოლაციაში ან კარანტინში არიან?

- დარჩნენ სახლებში, დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, ბოროტებაა დანაშაული კი არა თვითიზოლაციიდან გაქცევა! არ დამალონ სიმპტომები, არავითარ შემთხვევაში თუკი ეჭვი აქვთ, რომ ვირუსი აქვთ თვითონ არ მივიდნენ საავადმყოფოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იტალიაში ექიმების დიდი რაოდენობა ამითაც დაინფიცირდა. დაემორჩილონ იმას, რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს. ზუსტად წესების არდაცვამ და სიტუაციის არასერიოზულად აღქმამ გამოიწვია ამდენი ადამიანის დაინფიცირება იტალიაში...

დღეის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 36 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი - 3 ათას ადამიანს აღწევს.

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - "9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!"