სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები
როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

შე­ა­ჩე­რებს თუ არა სით­ბო კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას? - ეს პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვაა. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში ვირუ­სი და­სუს­ტდე­ბა, თუმ­ცა ეს ვა­რა­უ­დი ასე­ვე მო­ი­ცავს იმ ფაქ­ტორ­საც, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ზა­ფხუ­ლო­ბით ერ­თმა­ნე­თის­გან მეტ დის­ტან­ცი­ას იჭე­რენ და გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, სხვა შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­თან ერ­თად, ესეც უნდა აი­სა­ხოს.

ტემ­პე­რა­ტუ­რა ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სო­რის, მო­ჰა­მედ სა­ჯა­დის უახ­ლეს კვლე­ვა­ში, სა­დაც ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ COVID 19-ის გავ­რცე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ტე­ნი­ა­ნო­ბა უწყობს ხელს.

მან შე­ის­წავ­ლა ის რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცელ­და და შე­ამ­ჩნია, რომ ინ­ფექ­ცი­ის ეპი­ცენ­ტრი ჩრდი­ლო­ეთ გა­ნე­დის 30-დან 50-ე პა­რა­ლე­ლამ­დე მო­ექ­ცა და მო­იც­ვა შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი: სამ­ხრეთ კო­რეა, ია­პო­ნია, ირა­ნი და ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლია, შემ­დეგ კი აშშ-ს ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი, ეს­პა­ნე­თი და საფ­რან­გე­თი.

თუ შე­ვა­და­რებთ ერთი მხრივ, 2020 წლის იან­ვარ­ში, ქა­ლაქ უხან­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, ამა­ვე მო­ნა­ცე­მებს თე­ბერ­ვალ­ში, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სი ფარ­თოდ გავ­რცელ­და, თვალ­ში მოგ­ვხვდე­ბა ის, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­შუ­ა­ლოდ 5-11 გრა­დუს ცელ­სი­უსს, ხოლო ტე­ნი­ა­ნო­ბა - 47-84%-ს შე­ად­გენ­და.

მეც­ნი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ უხა­ნის მსგავ­სი სუ­რა­თის შექ­მნას და კო­რო­ნა­ვირუ­სის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალ აქ­ტი­ვო­ბას უფრო სამ­ხრეთ აზი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ბანგ-კოკ­ში ელოდ­ნენ, რო­მელ­საც ჩი­ნეთ­თან გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მოგ­ზა­უ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებს, თუმ­ცა, ეს ასე არ მოხ­და. ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს ის, რომ ტა­ი­ლან­დში 2020 წლის იან­ვარ­სა და თე­ბერ­ვალ­ში ბევ­რად მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ფიქ­სირ­დე­ბო­და.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, COVID 19-მა გავ­რცე­ლე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა ვერც უშუ­ა­ლოდ ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქვეყ­ნებ­ში - რუ­სეთ­სა და მონ­ღო­ლეთ­ში, და ვერც - ჩი­ნე­თის სამ­ხრე­თით. სამ­ხრეთ აზი­ა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ, უფრო ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მქო­ნე რე­გი­ო­ნე­ბის ანა­ლო­გი­ურ მო­ნა­ცე­მებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი ერთი თვის ინ­ტერ­ვალ­ში, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­და­რე­ბი­თი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა. არც ერთ მათ­გან­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 0 გრა­დუს ცელ­სი­უ­სის ქვე­მოთ არ და­ცე­მუ­ლა, რაც, რო­გორც კვლე­ვა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, იმის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის­თვის "მყარ ნი­ა­დაგს" შე­იძ­ლე­ბა, მი­ნი­მა­ლურ ზღვა­რი ჰქონ­დეს.

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის კვლე­ვა­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ამ შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვა­რა­უ­დე­ბის გა­კე­თე­ბა, მსოფ­ლი­ოს რა ნა­წი­ლებ­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში.

ესაა დიდი ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ვა­რა­უ­დო­ბენ: ლონ­დო­ნი, მან­ჩეს­ტე­რი, ბერ­ლი­ნი, პრა­ღა, ჰამ­ბურ­გი, ვან­კუ­ვე­რი, ნიუ იორ­კი, ვარ­შა­ვა, გლაზ­გო, კი­ე­ვი, სენტ ლუ­ი­სი და პე­კი­ნი.

მეც­ნი­ე­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის 2019 წლის მარ­ტი­სა და აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ას­კვნის, რომ შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ე­ხოს მან­ჯუ­რი­ას (ჩი­ნე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი პრო­ვინ­ცია), ცენ­ტრა­ლურ აზი­ას, კავ­კა­სი­ას, აღ­მო­სავ­ლეთ და ცენ­ტრა­ლურ ევ­რო­პას, ბრი­ტა­ნე­თის კუნ­ძუ­ლებს, აშშ-ს ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ცენ­ტრა­ლურ და­სავ­ლეთს და ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ას. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­სა­ლოდ­ნელ აწე­ვას. დათ­ბო­ბა შე­საძ­ლოა იყოს იმის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ შემ­ცირ­და უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა...

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვირუ­სი რაც უფრო ჩრდი­ლო­ე­თით გავ­რცელ­დე­ბა, პო­პუ­ლა­ცი­ის უფრო და უფრო ნაკ­ლებ სიმ­ჭიდ­რო­ვეს შეხ­ვდე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­იკ­ლებს.

სა­ჯა­დი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ოჯა­ხი, რო­მელ­საც მეც­ნი­ე­რე­ბი უკვე იც­ნო­ბენ (მა­გა­ლი­თად, ე.წ. SARS და MERS) დე­კემ­ბე­რი-აპ­რი­ლის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია, თუმ­ცა, ზა­ფხუ­ლის თვე­ებ­ში, ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მქო­ნე რე­გი­ო­ნებ­ში არ მჟღავ­ნდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა იმ ოპ­ტი­მის­ტუ­რი ვა­რა­უ­დის გა­კე­თე­ბაც, რომ მო­მა­ვალ თვე­ებ­ში, ჩრდი­ლო­ეთ გა­ნე­დის 30-ე პა­რა­ლე­ლის ზედა ნა­წილ­ში არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, COVID-19 საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა.

ნა­ლე­ბად და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია ის, რომ მეც­ნი­ე­რი მსჯე­ლო­ბი­სას არ გა­მო­რი­ცხავს, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რი აღ­მოჩ­ნდეს, რაც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ბევრ სა­ხე­ო­ბას, მათ შო­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის სხვა სე­რო­ტი­პებს ახა­სი­ა­თებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
7

ეს ინფორმაცია 80 პროცენტი სწორია საუდის არაბეთში ინდოეთში ყატარში პაკისტანში და კიდევ ბევრ ისეთ ვეყანაში თუნდა ჰონ კონგში ჩინეთის გვერდით არაა გავრცელებული და ასე უჭირს ცირკულირება როგორც ჩანს 0 გრადუსზე გამოდის რომ ეს ვირსი თავს კარგად გრძნობს 1 დან 10 გრადუსამდე იმიტომაცაა ეხლა მოსკოვში რო იმძლავრა იქ ეხლა ვირუსის ხესაყრელი ამინდია რაც შეეხება სოჭში ჯერ არცერთი დაინფიცირებული არაა ალბათ მაინც აპრილის შუა რიცხვებიდან უნდა ველოდეთ შესუსტებას.

zurabi
2

მე მაინც მგონია რომ 25 გრადუს ტემპერატურაზე ეს ვირუს არ გაქრება მარა ცირკულირებას ვერ შეძლებს თუ რა თქმა უნდა რესპირატორულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

როგორი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში ვრცელდება ყველაზე მეტად COVID-19? - მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევის შედეგები

შეაჩერებს თუ არა სითბო კორონავირუსის გავრცელებას? - ეს პანდემიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. არსებობს ვარაუდი, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში ვირუსი დასუსტდება, თუმცა ეს ვარაუდი ასევე მოიცავს იმ ფაქტორსაც, რომ ადამიანები ზაფხულობით ერთმანეთისგან მეტ დისტანციას იჭერენ და გადაცემის შემთხვევათა რაოდენობის შემცირებაზე, სხვა შესაძლო მიზეზებთან ერთად, ესეც უნდა აისახოს.

ტემპერატურა ერთ-ერთი მთავარი საკითხია მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორის, მოჰამედ საჯადის უახლეს კვლევაში, სადაც ნავარაუდევია, რომ COVID 19-ის გავრცელებას გარკვეული ტემპერატურა და ტენიანობა უწყობს ხელს.

მან შეისწავლა ის რეგიონები, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა და შეამჩნია, რომ ინფექციის ეპიცენტრი ჩრდილოეთ განედის 30-დან 50-ე პარალელამდე მოექცა და მოიცვა შემდეგი ქვეყნები: სამხრეთ კორეა, იაპონია, ირანი და ჩრდილოეთ იტალია, შემდეგ კი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი, ესპანეთი და საფრანგეთი.

თუ შევადარებთ ერთი მხრივ, 2020 წლის იანვარში, ქალაქ უხანში დაფიქსირებულ ტემპერატურასა და ტენიანობას, ხოლო მეორე მხრივ, ამავე მონაცემებს თებერვალში, იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი ფართოდ გავრცელდა, თვალში მოგვხვდება ის, რომ ორივე შემთხვევაში ტემპერატურა საშუალოდ 5-11 გრადუს ცელსიუსს, ხოლო ტენიანობა - 47-84%-ს შეადგენდა.

მეცნიერი აღნიშნავს, რომ უხანის მსგავსი სურათის შექმნას და კორონავირუსის განსაკუთრებით მაღალ აქტივობას უფრო სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით ბანგ-კოკში ელოდნენ, რომელსაც ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვე და მნიშვნელოვანი სამოგზაურო ურთიერთობები აკავშირებს, თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ყურადღებას იქცევს ის, რომ ტაილანდში 2020 წლის იანვარსა და თებერვალში ბევრად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა.

ამავე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, COVID 19-მა გავრცელება ვერ მოახერხა ვერც უშუალოდ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში - რუსეთსა და მონღოლეთში, და ვერც - ჩინეთის სამხრეთით. სამხრეთ აზიაში პაციენტებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზემოთ ჩამოთვლილ, უფრო ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონების ანალოგიურ მონაცემებს.

აღნიშნული რეგიონები ერთი თვის ინტერვალში, ტემპერატურისა და ტენიანობის შედარებითი სტაბილურობითაც გამოირჩევა. არც ერთ მათგანში ტემპერატურა 0 გრადუს ცელსიუსის ქვემოთ არ დაცემულა, რაც, როგორც კვლევაშია მითითებული, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ კორონავირუსის გავრცელებისთვის "მყარ ნიადაგს" შეიძლება, მინიმალურ ზღვარი ჰქონდეს.

მერილენდის უნივერსიტეტის დოქტორის კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ ამ შედეგებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ვარაუდების გაკეთება, მსოფლიოს რა ნაწილებშია მოსალოდნელი კორონავირუსის გავრცელება უახლოეს კვირებში.

ესაა დიდი ქალაქები, სადაც კორონავირუსის გავრცელებას ვარაუდობენ: ლონდონი, მანჩესტერი, ბერლინი, პრაღა, ჰამბურგი, ვანკუვერი, ნიუ იორკი, ვარშავა, გლაზგო, კიევი, სენტ ლუისი და პეკინი.

მეცნიერი ტემპერატურის 2019 წლის მარტისა და აპრილის მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება შეეხოს მანჯურიას (ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი პროვინცია), ცენტრალურ აზიას, კავკასიას, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და ცენტრალურ დასავლეთს და ბრიტანეთის კოლუმბიას. თუმცა, აღნიშნული კვლევა არ ითვალისწინებს ტემპერატურის მოსალოდნელ აწევას. დათბობა შესაძლოა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შემცირდა უხანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა...

მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორის კვლევაში აღნიშნულია, რომ ვირუსი რაც უფრო ჩრდილოეთით გავრცელდება, პოპულაციის უფრო და უფრო ნაკლებ სიმჭიდროვეს შეხვდება, შესაბამისად, მისი გავრცელების შესაძლებლობა ამ მიმართულებით დაიკლებს.

საჯადი ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსების ოჯახი, რომელსაც მეცნიერები უკვე იცნობენ (მაგალითად, ე.წ. SARS და MERS) დეკემბერი-აპრილის პერიოდში ყველაზე აქტიურია, თუმცა, ზაფხულის თვეებში, ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონებში არ მჟღავნდება. შესაბამისად, შეიძლება იმ ოპტიმისტური ვარაუდის გაკეთებაც, რომ მომავალ თვეებში, ჩრდილოეთ განედის 30-ე პარალელის ზედა ნაწილში არსებულ ტერიტორიაზე, COVID-19 საგრძნობლად შემცირდება.

ნალებად დამაიმედებელია ის, რომ მეცნიერი მსჯელობისას არ გამორიცხავს, ახალი კორონავირუსი სეზონური აღმოჩნდეს, რაც ინფექციური დაავადებების ბევრ სახეობას, მათ შორის, კორონავირუსების სხვა სეროტიპებს ახასიათებს.