სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა
"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა

ნუ ივა­რა­უ­დებთ, რომ თქვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას "კო­ვიდ19" არ შე­ე­ხე­ბა, მო­ემ­ზა­დეთ ისე, თით­ქოს შე­ე­ხე­ბა. ნუ იფიქ­რებთ, რომ თქვენ არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, მო­ემ­ზა­დეთ ისე, თით­ქოს ასე მოხ­დე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ტედ­როს ადა­ნომ გებ­რე­ი­ე­სუს­მა პრეს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მან სო­ლი­და­რო­ბის­თვის ყვე­ლა პარტნი­ორს გა­და­უ­ხა­და მად­ლო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბის­თვის ყვე­ლას ძა­ლის­ხმე­ვის ცენ­ტრში სწო­რედ ამ­გვა­რი სუ­ლის­კვე­თე­ბა უნდა იყოს.

"კო­ვიდ19-ის 200 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, 8 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა სი­ცო­ცხლე და­კარ­გა... ვი­ცით, რომ ბევ­რი ქვე­ყა­ნა ეპი­დე­მი­ის ეს­კა­ლა­ცი­ის წი­ნა­შე დგას. ჩვენ გვეს­მის თქვე­ნი ხმა, ვი­ცით ის უზარ­მა­ზა­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­საც აწყდე­ბით და ის უშ­ვე­ლე­ბე­ლი ტვირ­თი, რომ­ლის ქვე­შაც ხართ. გვეს­მის, რო­გო­რი და­მამ­წუხ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გი­წევს, გვეს­მის, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა სხვა­დას­ხვა სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ცე­მის სხვა­დას­ხვა დო­ნით.

ყო­ველ­დღი­უ­რად, ჯან­მო ესა­უბ­რე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრებს, სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­უ­რებს, ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის მე­ნე­ჯე­რებს, ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რებს, კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, და სხვებს, რათა მათ და­ეხ­მა­როს მომ­ზა­დე­ბა­სა და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გან­სა­ზღვრა­ში, სპე­ცი­ფი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით.

ნუ ივა­რა­უ­დებთ, რომ თქვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ეს გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, მო­ემ­ზა­დეთ ისე, თით­ქოს - მო­ახ­დენს. ნუ იფიქ­რებთ, რომ თქვენ არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, ისე მო­ემ­ზა­დეთ, თით­ქოს და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გებ­რე­ი­ე­სუს­მა.

მი­სი­ვე თქმით, არის ბევ­რი რამ, რისი გა­კე­თე­ბაც მსოფ­ლი­ოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ შე­უძ­ლია.

"თუმ­ცა, იმე­დი არის, ბევ­რი რამ არის, რისი გა­კე­თე­ბაც ყვე­ლა ქვე­ყა­ნას შე­უძ­ლია - ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცი­ის ზო­მე­ბის მი­ღე­ბამ, რო­გო­რი­ცაა სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის, კონ­ცერ­ტე­ბის და თავ­შეყ­რის სხვა ტი­პე­ბის გა­უქ­მე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ხელი შე­უ­წყოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ნე­ლე­ბას; ამან შე­იძ­ლე­ბა, ხელი შე­უ­წყოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე ტვირ­თის შემ­ცი­რე­ბას; და შე­იძ­ლე­ბა, ეპი­დე­მი­ე­ბი მარ­თვა­დი გა­ხა­დოს. მაგ­რამ ეპი­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი­სა და ჩახ­შო­ბის­თვის, შე­მოწ­მე­ბე­ბი, მკურ­ნა­ლო­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ხერ­ხე­მა­ლი უნდა იყოს“, - აღ­ნიშ­ნა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
14

ამ ადამიანმა საერთოდ თუ იცის რა არის განწყობის თეორია?

 

paata
14

მასონები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა

"ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელის მიმართვა

ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებას "კოვიდ19" არ შეეხება, მოემზადეთ ისე, თითქოს შეეხება. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, მოემზადეთ ისე, თითქოს ასე მოხდება , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

მან სოლიდარობისთვის ყველა პარტნიორს გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის დამარცხებისთვის ყველას ძალისხმევის ცენტრში სწორედ ამგვარი სულისკვეთება უნდა იყოს.

"კოვიდ19-ის 200 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 8 000-ზე მეტმა ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა... ვიცით, რომ ბევრი ქვეყანა ეპიდემიის ესკალაციის წინაშე დგას. ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, ვიცით ის უზარმაზარი სირთულეები, რასაც აწყდებით და ის უშველებელი ტვირთი, რომლის ქვეშაც ხართ. გვესმის, როგორი დამამწუხრებელი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, გვესმის, რომ სხვადასხვა ქვეყანა და საზოგადოება სხვადასხვა სიტუაციაშია, დაავადების გადაცემის სხვადასხვა დონით.

ყოველდღიურად, ჯანმო ესაუბრება ჯანდაცვის მინისტრებს, სახელმწიფოების მეთაურებს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებს, საავადმყოფოების მენეჯერებს, ინდუსტრიის ლიდერებს, კომპანიების ხელმძღვანელებს, და სხვებს, რათა მათ დაეხმაროს მომზადებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაში, სპეციფიკური სიტუაციების მიხედვით.

ნუ ივარაუდებთ, რომ თქვენს საზოგადოებაზე ეს გავლენას არ მოახდენს, მოემზადეთ ისე, თითქოს - მოახდენს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, ისე მოემზადეთ, თითქოს დაინფიცირდებით“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც მსოფლიოს ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შეუძლია.

"თუმცა, იმედი არის, ბევრი რამ არის, რისი გაკეთებაც ყველა ქვეყანას შეუძლია - ფიზიკური დისტანციის ზომების მიღებამ, როგორიცაა სპორტული ღონისძიებების, კონცერტების და თავშეყრის სხვა ტიპების გაუქმება, შეიძლება, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელების შენელებას; ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის სისტემაზე ტვირთის შემცირებას; და შეიძლება, ეპიდემიები მართვადი გახადოს. მაგრამ ეპიდემიის კონტროლისა და ჩახშობისთვის, შემოწმებები, მკურნალობა და კონტაქტების დადგენა ყველა ქვეყანაში ეპიდემიასთან ბრძოლის ხერხემალი უნდა იყოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

აშშ-ში გარდაცვლილთა ახლობლებს დაკრძალვის პირდაპირ ეთერში ყურებას ურჩევენ - რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

პუტინი - მეფე არ ვარ! ყოველ დღე ვმუშაობ და არ ვმეფობ!

მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე უდაბნოს კალიების შემოსევაა - განადგურებულია მოსავალი, საკვებზე კი კრიზისია მოსალოდნელი