სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში
თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

"რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს, მუ­სი­კო­სე­ბი სულ სა­ჭი­როა. "ტი­ტა­ნი­კი" რომ იძი­რე­ბო­და, იქაც კი დარ­ჩნენ მუ­სი­კო­სე­ბი და ბოლო წა­მამ­დე უკ­რავ­დნენ.

გა­მოვ­დი­ვარ ინი­ცი­ა­ტი­ვით, თუ გაგ­რძელ­და ბარ-რეს­ტორ­ნე­ბი­სა და კლუ­ბე­ბის და­ხურ­ვა და ეს მწვა­ვე ფონი, სახ­ლი­დან გა­ვუშ­ვათ ლა­ი­ვე­ბი. ერთი რამ ვიცი ზუს­ტად, იმუ­ნი­ტეტს პა­ნი­კა და მძი­მე ნერ­ვუ­ლი ფონი ასუს­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად პო­ზი­ტი­ვი და სწო­რი კვე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გვჭირ­დე­ბა ახლა" - 12 მარტს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერ­და სა­ლო­მე შუ­ბი­თი­ძე, სტუ­დენ­ტი, მუ­სი­კო­სი და პრო­ექტ "არ­ტი­დეპ­რე­სან­ტის" ავ­ტო­რი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­ას­ხა იდე­ას ფრთე­ბი.

საქ­მე­ში არა­ერ­თი კარ­გი მუ­სი­კო­სი ჩა­ერ­თო, უკვე ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი ინ­ტერ­ნე­ტით, რი­თაც მუ­სი­კამ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, თვი­თი­ზო­ლი­ა­ცი­ა­ში თუ შინ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სახ­ლებ­ში შე­აღ­წია.

"არ­ტი­დეპ­რე­სან­ტის" იდე­ის შე­სა­ხებ AMBEBI.GE სა­ლო­მე შუ­ბი­თი­ძეს ესა­უბ­რა:

- როცა ჩემ­მა მე­უღ­ლემ შაკო ღე­ლეყ­ვამ მი­თხრა, რომ გა­უ­უქ­მდათ და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, გა­დაგ­ვე­დო ქორ­წი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვე­დი, რომ სახ­ლი­დან გვე­კე­თე­ბი­ნა ლა­ი­ვე­ბი. პოსტს გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ნდო­ბა ვიგ­რძე­ნი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან და იმ წუ­თას­ვე მო­მი­ვი­და ეს იდეა.

ბუ­ნებ­რი­ვია, იდეა მუ­შავ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ან­თან გა­ვი­ა­რე ეს სა­კი­თხი. პირ­ვე­ლი ვი­საც შევ­ხვდით მე და ჩემი მე­უღ­ლე, ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე იყო, რო­მე­ლიც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე დაგ­ვეხ­მა­რა ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით და იდე­ის გა­ჩე­ნი­დან 3 დღე­ში, სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ზვი­ად ბოლ­ქვა­ძი­სა და ნი­უ­ტო­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და“ - აღ­ნიშ­ნავს სალი შუ­ბი­თი­ძე.

AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტის თქმით, იდეა დღეს არ­სე­ბულ გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ფიქ­რით მო­ვი­და და ერ­გე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბებს. თუმ­ცა, იდეა იმა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე - დარ­ჩნენ სახ­ლებ­ში, გა­ნე­წყონ ოპ­ტი­მის­ტუ­რად და მო­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ თა­ვებს და გარ­შე­მომ­ყო­ფებს.

"ამ ატაპ­ზე ერთი კონ­ცერ­ტია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და დღეს 18 მარტს, 21:30-დან ჩვენს მსმე­ნელს, მა­ყუ­რე­ბელს მე­ო­რე კონ­ცერ­ტის ხილ­ვა და მოს­მე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. იხი­ლა­ვენ ეთნო-ჯაზ­ბენდ „ირი­ა­ოს“.

"არ­ტი­დეპ­რე­სან­ტი“ ინო­ვა­ცი­უ­რი პლატ­ფორ­მაა, რომ­ლის მი­ზა­ნია, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს თავი მო­უ­ყა­როს და ხე­ლოვ­ნე­ბის ენით სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დოს მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დაც­ვა და შეს­თა­ვა­ზოს ხე­ლოვ­ნე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად მი­წო­დე­ბა.

პლატ­ფორ­მა ამ ეტაპ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს „ფე­ის­ბუქ­ზე“. პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ნე­ბის­მი­ე­რი ჩარ­თვა იქ­ნე­ბა პირ­და­პირ ეთერ­ში, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩა­ერ­თოს და თი­თო­ე­ულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა თავი პრო­ექ­ტის ნა­წი­ლად იგ­რძნოს. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ მა­ღალ ხა­რისხზე, რათა თი­თო­ე­ულ არ­ტისტს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მსმე­ნელს თუ მა­ყუ­რე­ბელს თავი მაქ­სი­მა­ლუ­რად აჩ­ვე­ნოს.

პლატ­ფორ­მა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, 3 დღეა არ­სე­ბობს და მის ფარ­გლებ­ში უკვე ჩა­ტარ­და დის­ტან­ცი­უ­რი კონ­ცერ­ტი სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის, ზვი­ად ბოლ­ქვა­ძი­სა და „ნი­უ­ტო­ნის“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა.

ამი­ტომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ვაგ­რძე­ლებთ იმა­ვე შე­მარ­თე­ბით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ველ პირ­და­პირ ეთერს ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში გა­უ­კეთ­და ორ­გა­ნი­ზე­ბა და შეს­რულ­და იდე­ის ავ­ტო­რის ხარ­ჯე­ბით, თუმ­ცა საკ­მა­ოდ მა­ღალ ხა­რისხში. აქვე დავ­ძენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი ასა­კობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი და სეგ­მენ­ტა­ცია, მუ­სი­კო­სე­ბი და მოწ­ვე­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი“ - აღ­ნიშ­ნავს სა­ლო­მე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, ეძე­ბენ სპონ­სო­რებს, რომ­ლე­ბიც მი­ნი­მა­ლურ ჰო­ნო­რარს გა­და­უხ­დი­ან მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს და და­ეხ­მა­რე­ბი­ან „არ­ტი­დეპ­რე­სანტს“ ტექ­ნი­კურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

"ვფიქ­რობ, მო­სა­ლოდ­ნელ შე­დეგს დავ­დებთ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ლა­ი­ვე­ბის ხა­რის­ხი. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით გა­კეთ­და და ახლა ვე­ლო­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, კომ­პა­ნი­ებ­სა თუ კერ­ძო პი­რებს ჩა­ერ­თონ პრო­ექ­ტში და ერ­თად დავძლი­ოთ პრობ­ლე­მე­ბი“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

- ვინ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ჩა­ერ­თოს ამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტში?

- ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლო­ვა­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი. ვმუ­შა­ობთ ლაინ აფსა და ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ბევ­რი ნაც­ნო­ბი და უც­ნო­ბიც ჩა­ერ­თვე­ბა. ჯერ არ ვა­სა­ხე­ლებ, ვი­ნა­ი­დან მა­ყუ­რე­ბელს თან­და­თან და ეტა­პობ­რი­ვად გა­ვუ­კე­თოთ სი­ურპრი­ზე­ბი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ხომ ოპ­ტი­მის­ტუ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

ამ ეტაპ­ზე მე­რია უზ­რუნ­ველ­ყოფს 3 კონ­ცერტს ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ზრუნ­ვის­თვის და ვე­ლო­დე­ბით კე­თილ ადა­მი­ა­ნებს, კომ­პა­ნი­ებს ჩა­ერ­თონ ამ საქ­მე­ში, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ყვე­ლა ენ­თუ­ზი­აზმზე მუ­შა­ობს, მა­შინ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი (მუ­სი­კო­სე­ბი), ვი­საც ზო­გა­დად სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ.

ასე რომ, ჩვენც ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მთავ­რო­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, ძი­რი­თა­დად სახ­ლი­დან ვმუ­შა­ობთ და კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად წე­სე­ბის დაც­ვით ვმოქ­მე­დებთ".

ფოტო: ზურა ქავ­თა­რა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

"რაც არ უნდა ხდებოდეს, მუსიკოსები სულ საჭიროა. "ტიტანიკი" რომ იძირებოდა, იქაც კი დარჩნენ მუსიკოსები და ბოლო წამამდე უკრავდნენ.

გამოვდივარ ინიციატივით, თუ გაგრძელდა ბარ-რესტორნებისა და კლუბების დახურვა და ეს მწვავე ფონი, სახლიდან გავუშვათ ლაივები. ერთი რამ ვიცი ზუსტად, იმუნიტეტს პანიკა და მძიმე ნერვული ფონი ასუსტებს, შესაბამისად პოზიტივი და სწორი კვება ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა" - 12 მარტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა სალომე შუბითიძე, სტუდენტი, მუსიკოსი და პროექტ "არტიდეპრესანტის" ავტორი, რომელმაც რამდენიმე დღეში შეასხა იდეას ფრთები.

საქმეში არაერთი კარგი მუსიკოსი ჩაერთო, უკვე ჩატარდა რამდენიმე კონცერტი ინტერნეტით, რითაც მუსიკამ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, თვითიზოლიაციაში თუ შინ დარჩენილი ადამიანების სახლებში შეაღწია.

"არტიდეპრესანტის" იდეის შესახებ AMBEBI.GE სალომე შუბითიძეს ესაუბრა:

- როცა ჩემმა მეუღლემ შაკო ღელეყვამ მითხრა, რომ გაუუქმდათ დაგეგმილი კონცერტები, გადაგვედო ქორწილი, სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოვედი, რომ სახლიდან გვეკეთებინა ლაივები. პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნდობა ვიგრძენი მეგობრების მხრიდან და იმ წუთასვე მომივიდა ეს იდეა.

ბუნებრივია, იდეა მუშავდებოდა, ძალიან ბევრ ადამიანთან გავიარე ეს საკითხი. პირველი ვისაც შევხვდით მე და ჩემი მეუღლე, ლევან ტაბატაძე იყო, რომელიც პირველ კონცერტზე დაგვეხმარა ტექნიკური თვალსაზრისით და იდეის გაჩენიდან 3 დღეში, სოფო ბათილაშვილის პირველი კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და ნიუტონის მონაწილეობით ჩატარდა“ - აღნიშნავს სალი შუბითიძე.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტის თქმით, იდეა დღეს არსებულ გლობალურ პრობლემაზე ფიქრით მოვიდა და ერგება საჭიროებებს. თუმცა, იდეა იმასაც ითვალისწინებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - დარჩნენ სახლებში, განეწყონ ოპტიმისტურად და მოუფრთხილდნენ საკუთარ თავებს და გარშემომყოფებს.

"ამ ატაპზე ერთი კონცერტია ჩატარებული და დღეს 18 მარტს, 21:30-დან ჩვენს მსმენელს, მაყურებელს მეორე კონცერტის ხილვა და მოსმენა შეეძლება. იხილავენ ეთნო-ჯაზბენდ „ირიაოს“.

"არტიდეპრესანტი“ ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მიზანია, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ხელოვან ადამიანებს თავი მოუყაროს და ხელოვნების ენით საზოგადოებას მოუწოდოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების დაცვა და შესთავაზოს ხელოვნების დისტანციურად მიწოდება.

პლატფორმა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს „ფეისბუქზე“. პროექტის განმავლობაში ნებისმიერი ჩართვა იქნება პირდაპირ ეთერში, რათა საზოგადოება ჩაერთოს და თითოეულმა მაყურებელმა თავი პროექტის ნაწილად იგრძნოს. ორიენტირებულები ვართ მაღალ ხარისხზე, რათა თითოეულ არტისტს ჰქონდეს საშუალება, მსმენელს თუ მაყურებელს თავი მაქსიმალურად აჩვენოს.

პლატფორმა, როგორც აღვნიშნეთ, 3 დღეა არსებობს და მის ფარგლებში უკვე ჩატარდა დისტანციური კონცერტი სოფო ბათილაშვილის, ზვიად ბოლქვაძისა და „ნიუტონის“ მონაწილეობით, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ამიტომ, ბუნებრივია, ვაგრძელებთ იმავე შემართებით. აღსანიშნავია, რომ პირველ პირდაპირ ეთერს ძალიან მოკლე დროში გაუკეთდა ორგანიზება და შესრულდა იდეის ავტორის ხარჯებით, თუმცა საკმაოდ მაღალ ხარისხში. აქვე დავძენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ასაკობრივი ბარიერი და სეგმენტაცია, მუსიკოსები და მოწვეული ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, უმეტესწილად, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი“ - აღნიშნავს სალომე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ხელოვან ადამიანებს არ აქვთ სტაბილური შემოსავალი, ეძებენ სპონსორებს, რომლებიც მინიმალურ ჰონორარს გადაუხდიან მოწვეულ სტუმრებს და დაეხმარებიან „არტიდეპრესანტს“ ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

"ვფიქრობ, მოსალოდნელ შედეგს დავდებთ კეთილი ადამიანების დახმარებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია ლაივების ხარისხი. პირველი კონცერტი საკუთარი ხარჯით გაკეთდა და ახლა ველოდებით ადამიანებს, კომპანიებსა თუ კერძო პირებს ჩაერთონ პროექტში და ერთად დავძლიოთ პრობლემები“ - გვეუბნება რესპონდენტი.

- ვინ შეიძლება კიდევ ჩაერთოს ამ საინტერესო პროექტში?

- ნებისმიერი ხელოვანი, ნებისმიერი მსურველი. ვმუშაობთ ლაინ აფსა და ტექნიკურ დეტალებზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი ნაცნობი და უცნობიც ჩაერთვება. ჯერ არ ვასახელებ, ვინაიდან მაყურებელს თანდათან და ეტაპობრივად გავუკეთოთ სიურპრიზები. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

ამ ეტაპზე მერია უზრუნველყოფს 3 კონცერტს ტექნიკური თვალსაზრისით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვისთვის და ველოდებით კეთილ ადამიანებს, კომპანიებს ჩაერთონ ამ საქმეში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ენთუზიაზმზე მუშაობს, მაშინ როდესაც ადამიანები (მუსიკოსები), ვისაც ზოგადად სტაბილური შემოსავალი არ აქვთ უმუშევრები დარჩნენ.

ასე რომ, ჩვენც ვითვალისწინებთ, მთავრობის რეკომენდაციებს, ძირითადად სახლიდან ვმუშაობთ და კონცერტის მსვლელობისას მაქსიმალურად წესების დაცვით ვმოქმედებთ".

ფოტო: ზურა ქავთარაძე

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

ყავის სმა ონლაინ და სიმღერა კორონავირუსზე აბაზანაში - როგორ ირთობენ თავს პანდემიის დროს ცნობილი ქართველები