პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე
"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი სერ­გი კა­პა­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, რომ ტროლ­მა გვერ­დებ­მა მას­ზე ჭორი გა­ავ­რცე­ლეს, თით­ქოს იტა­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩა­მო­სულ­მა კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბი და­არ­ღვია. კა­პა­ნა­ძე აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"სამ­თავ­რო­ბო მე­დია ტრო­ლებ­მა აა­გო­რეს ბინ­ძუ­რი პი­ა­რი, რომ თურ­მე მე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებს ვარ­ღვევ და რომ პა­ნი­კა მო­ვა­წყვე აე­რო­პორ­ტში და რომ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვე­დი რამ­დე­ნი­მე დღის წინ.

აქ გან­ვმარ­ტავ ამ ერთხელ, მათ გა­სა­გო­ნად, ვი­საც მარ­თლა აინ­ტე­რე­სებს რა­შია საქ­მე. ბინ­ძურ და ნა­ძი­რა­ლა ტრო­ლებს არ ვპა­სუ­ხობ, რა თქმა უნდა.

ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი პი­რად საქ­მე­ზე ორი დღით კი­ევ­ში (და არა იტა­ლი­ა­ში). კი­ე­ვი­დან წა­მო­ვე­დი წინა პა­რას­კევს, 13-ში. ამ დროს არ იყო და­კე­ტი­ლი ფრე­ნე­ბი, გარ­და იტა­ლი­ი­სა, ჩი­ნე­თი­სა და ირა­ნი­სა.

- ის რე­ი­სი, რომ­ლი­თაც ჩა­მო­ვე­დი იყო რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სი კი­ე­ვი-თბი­ლი­სი და არა იტა­ლი­ი­დან მგზავ­რე­ბის ჩა­მომ­ყვა­ნი სპეც რე­ი­სი, რო­გორც ამას სამ­თავ­რო­ბო მე­დია ტრო­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ

- იმ რე­ი­სით ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი გა­ა­ტა­რეს თერ­მო­შე­მოწ­მე­ბა­ზე (სი­ცხე­ზე) და შემ­დეგ ჩე­უ­ლებ­რი­ვად გა­უშ­ვეს სახ­ლში, რად­გან კი­ე­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი რე­ი­სი არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და არც კა­რან­ტინს, არც იზო­ლა­ცი­ას და ა.შ.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის არ უთ­ქვამს არც ერთი მგზავ­რის­თვის და მით უმე­ტეს ჩემ­თვის, რომ რამე ზო­მე­ბი იყო მი­სა­ღე­ბი ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ან კა­რან­ტი­ნი, ან თვი­თი­ზო­ლა­ცია ან რამე სხვა ზომა. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა, რად­გან სა­ნამ ფრე­ნე­ბი აიკ­რძა­ლე­ბო­და დღე­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ათა­სი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­დი­ო­და თბი­ლის­ში სხვა­დას­ვა რე­ი­სე­ბით იმ ად­გი­ლე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც არ იყო აკ­რძალ­ვე­ბი.

- მთე­ლი გზა აქე­დან და იქე­დან ვმგზავ­რობ­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბით, ჩე­მი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

- კო­მენ­ტარს იმა­ზე, რომ რა­ღაც პა­ნი­კა და ის­ტე­რი­კა მო­ვა­წყვე, არც გა­ვა­კე­თებ, იმ­დე­ნად დიდი მა­რაზ­მია.

- ამ რე­ის­ზე თუ იყ­ვნენ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ი­დან მო­მა­ვა­ლი მგზავ­რე­ბი, ეს ჩემ­თვის არც მა­შინ არ იყო ცნო­ბი­ლი და არც ახ­ლაა ცნო­ბი­ლი. თუ ასე იყო და ამ რე­ი­სის მგზავ­რებ­მა რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღონ, ამა­ზე ალ­ბათ ვინ­მე უნდა დაგ­ვკავ­ში­რე­ბო­და და ეც­ნო­ბე­ბი­ნა.

შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის და კა­რან­ტი­ნის წესი არ და­მირ­ღვე­ვია, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ არა­ნი­რი მსგავ­სი რე­კო­მენ­და­ცია, არა­ფერს ვამ­ბობ და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, იმ რე­ი­სის მგზავ­რე­ბის მი­მართ. არ ყო­ფი­ლა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, შა­ბათს და კვი­რას ჩე­მი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვი­ყა­ვი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, რად­გან სიფრ­თხი­ლეს თავი არ სტკი­ვა.

ამის მე­რეც, სახ­ლი­დან გა­მოვ­დი­ვარ მხო­ლოდ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, მა­გა­ლი­თად გუ­შინ ვი­ყა­ვი პარ­ლა­მენ­ტში კენ­ჭისყრა­ზე, ისევ ნიღ­ბით და ხელ­თათ­მა­ნე­ბით.

მეს­მის, რომ პა­ნი­კაა ქვე­ყა­ნა­ში და ისიც მეს­მის, რომ მთავ­რო­ბის ამო­ცა­ნა ამ პი­რო­ბებ­შიც კი, რჩე­ბა ოპო­ზი­ცი­ის გა­შა­ვე­ბა და და­ზი­ა­ნე­ბა. ამი­ტომ, ამას მშვი­დად აღ­ვიქ­ვამ. უბ­რა­ლოდ, ნა­ძირ­ლო­ბას რო­დე­საც სჩა­დის კონ­კრე­ტუ­ლი ვაი-ჟურ­ნა­ლის­ტი და სამ­თავ­რო­ბო მე­დია ტრო­ლი, ვი­ტო­ვებ უფ­ლე­ბას, ასე­თად შე­ვა­ფა­სო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაცებს რა გიჭირთ
23

რომელი კორონა მოგერევათ

დათო
24

რას ნიშნავს ორი დღე იყავით სახლში???!!! ჩამოხვედით ქვეყნიდან, სადაც ოფოციალურად დაფიქსიებულია დაავადების ათეული შემთხვევა , არაოფიცილურად კი ალბათ გაცილებით ბევრია!!! მე თვითონ ვიმყოფები ამჟამად კიევში და მეტ-ნაკლებად ვიცი რა ხდება აქ!!! საქართველოდან იტალიაში კვირაში რამოდენიმე ავია რეისია, აქ კიდევ ასჯერ მეტი და პლუს მანქანებით და ავტობუსებით ათეული ათასი ადამიანი კვეთს ევროპის საზღვარს ყოველდღიურად!!! ჩვენმა მთავრობამ ოპერეტიულად მიიღო ზომები!!! ამას აქ , რომ ვაჟღერებდი , ყველა იცინოდა და არასერიოზუად უდგებოდა და დღემდე ასე გრძელდება!!! ამხანაგო სერგი, რომ ჩამობრძანდით კიევიდან, თვითიზოლიაციაში უნდა მოხვედრილიყავით!!! თუ გგონიათ, რომ პარლამენტარის ი მ უ ნ ი ტ ე ტ ი დაგიცავთ ვირუსისგან???!!! ამ საქცელის შემდეგ , საერთდ როგორ ვენდოთ თქვენს შეხედულებებს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ საკითხებზე???!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ტროლმა გვერდებმა მასზე ჭორი გაავრცელეს, თითქოს იტალიაში იმყოფებოდა და ჩამოსულმა კარანტინის წესები დაარღვია. კაპანაძე აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:

"სამთავრობო მედია ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე მე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ და რომ პანიკა მოვაწყვე აეროპორტში და რომ იტალიიდან ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ.

აქ განვმარტავ ამ ერთხელ, მათ გასაგონად, ვისაც მართლა აინტერესებს რაშია საქმე. ბინძურ და ნაძირალა ტროლებს არ ვპასუხობ, რა თქმა უნდა.

ნამდვილად ვიყავი პირად საქმეზე ორი დღით კიევში (და არა იტალიაში). კიევიდან წამოვედი წინა პარასკევს, 13-ში. ამ დროს არ იყო დაკეტილი ფრენები, გარდა იტალიისა, ჩინეთისა და ირანისა.

- ის რეისი, რომლითაც ჩამოვედი იყო რეგულარული რეისი კიევი-თბილისი და არა იტალიიდან მგზავრების ჩამომყვანი სპეც რეისი, როგორც ამას სამთავრობო მედია ტროლები ავრცელებენ

- იმ რეისით ჩამოსული მგზავრები გაატარეს თერმოშემოწმებაზე (სიცხეზე) და შემდეგ ჩეულებრივად გაუშვეს სახლში, რადგან კიევიდან ჩამოსული რეისი არ ექვემდებარებოდა არც კარანტინს, არც იზოლაციას და ა.შ.

- აბსოლუტურად არავის არ უთქვამს არც ერთი მგზავრისთვის და მით უმეტეს ჩემთვის, რომ რამე ზომები იყო მისაღები ჩამოსვლის შემდეგ, ან კარანტინი, ან თვითიზოლაცია ან რამე სხვა ზომა. ეს გასაგებიცაა, რადგან სანამ ფრენები აიკრძალებოდა დღეში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისში სხვადასვა რეისებით იმ ადგილებიდან, საიდანაც არ იყო აკრძალვები.

- მთელი გზა აქედან და იქედან ვმგზავრობდი სპეციალური სამედიცინო ნიღბით, ჩემივე გადაწყვეტილებით.

- კომენტარს იმაზე, რომ რაღაც პანიკა და ისტერიკა მოვაწყვე, არც გავაკეთებ, იმდენად დიდი მარაზმია.

- ამ რეისზე თუ იყვნენ სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, იტალიიდან მომავალი მგზავრები, ეს ჩემთვის არც მაშინ არ იყო ცნობილი და არც ახლაა ცნობილი. თუ ასე იყო და ამ რეისის მგზავრებმა რამე განსაკუთრებული ზომები უნდა მიიღონ, ამაზე ალბათ ვინმე უნდა დაგვკავშირებოდა და ეცნობებინა.

შესაბამისად, არანაირი თვითიზოლაციის და კარანტინის წესი არ დამირღვევია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არანირი მსგავსი რეკომენდაცია, არაფერს ვამბობ დავალდებულებაზე, იმ რეისის მგზავრების მიმართ. არ ყოფილა.

ამის მიუხედავად, შაბათს და კვირას ჩემივე გადაწყვეტილებით ვიყავი თვითიზოლაციაში, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

ამის მერეც, სახლიდან გამოვდივარ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად გუშინ ვიყავი პარლამენტში კენჭისყრაზე, ისევ ნიღბით და ხელთათმანებით.

მესმის, რომ პანიკაა ქვეყანაში და ისიც მესმის, რომ მთავრობის ამოცანა ამ პირობებშიც კი, რჩება ოპოზიციის გაშავება და დაზიანება. ამიტომ, ამას მშვიდად აღვიქვამ. უბრალოდ, ნაძირლობას როდესაც სჩადის კონკრეტული ვაი-ჟურნალისტი და სამთავრობო მედია ტროლი, ვიტოვებ უფლებას, ასეთად შევაფასო.

"წინა ზოლშია, ყოველ დღე იბრძვის...ძალიან ვნერვიულობ" - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ქმარზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობს

"რომ არ მყავდე, ჩემ თავს ვუსურვებდი ასეთ ქალიშვილს" - პრეზიდენტი შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს და საზოგადოებისთვის უცნობ ფოტოს აქვეყნებს

"დღესაც მჯერა, რომ ადამიანმა რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლის პირობებში უნდა იმკურნალოს" - რას წერს იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ