პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად
"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პი­რო­ბებ­ში ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფსი­ქი­კუ­რი მდგრა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გახ­და.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სიმ­შვი­დე ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კის პი­რო­ბებ­ში? - ამ სა­კი­თხზე რჩე­ვე­ბის­თვის AMBEBI.GE-მ ფსი­ქო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ თა­მარ გა­გო­ში­ძეს მი­მარ­თა.

- რო­გორ იმოქ­მე­და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­ერ­თო ემო­ცი­ურ­მა ფონ­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ზე და რო­გო­რი უნდა იყოს ჩვე­ნი რე­აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ ეს სი­ტუ­ა­ცია არის უჩ­ვე­უ­ლო, და­უ­გეგ­მა­ვი გა­მოწ­ვე­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ზო­გა­დად არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბად სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­დე­საც არ ვი­ცით რა მოხ­დე­ბა და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ, ადა­მი­ა­ნებს გვე­წყე­ბა შფოთ­ვა და ეს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შფოთ­ვა თუ არ აგე­წე­ვა, ის უფრო და­მან­გრე­ვე­ლი იქ­ნე­ბა ფსი­ქი­კის­თვის. რაც ვნა­ხეთ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე. არ აე­წი­ათ შფოთ­ვა - ეს რა ვირუ­სია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პი­აო, არ­ხე­ი­ნად იყ­ვნენ და ერ­თი­ა­ნად ჩაც­ვივ­დნენ მერე პა­ნი­კა­ში.

შფოთ­ვა არის გა­დარ­ჩე­ნის ერთ-ერთი მე­ქა­ნიზ­მი, ეს არის ჯან­სა­ღი რე­აქ­ცია ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც არის საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი. შფოთ­ვა გვი­ბიძ­გებს მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ, რათა გა­და­ვირ­ჩი­ნოთ თავი

ასევე დაგაინტერესებთ
19:32 / 04-03-2020

11 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ, თუ კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში იმყოფებით

10:54 / 13-03-2020

როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის დროს? - WHO-ს რეკომენდაციები

17:33 / 18-03-2020

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"

18:54 / 18-03-2020

"ბევრი მოხუცი გარდაიცვალა და მომვლელები უსამსახუროდ დარჩნენ" - რას ჰყვება 9 აპრილის გმირი ქალი იტალიის დაკეტილი ქალაქიდან

08:42 / 21-03-2020

"დადგა დრო, გული გავუხსნათ ოჯახის წევრებს... ჩვენი იმუნიტეტი ერთმანეთის გახარებაა" - შალვა ამონაშვილის რჩევები "სახლში გამოკეტილებს"

13:16 / 26-03-2020

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

ამი­ტომ, თუ თქვენ ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შფოთ­ვა აგე­წი­ათ, ამა­ში არა­ფე­რია სა­გან­გა­შო. პი­რი­ქით, ეცა­დეთ არ შე­ი­ნა­ხოთ ეს თქვენ­თვის, არ მიჩ­ქმა­ლოთ ემო­ცი­ე­ბი, გა­მო­ხა­ტეთ ისი­ნი, გა­რეთ გა­მო­ი­ტა­ნეთ. მაგ­რამ, ცხა­დია, არა პა­ნი­კუ­რად, ისე, რომ სხვე­ბი დათ­რგუ­ნოთ. ეცა­დეთ, ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ხა­ტოთ თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი ფონი, მა­გა­ლი­თად, თქვით, რომ გე­ში­ნი­ათ, რომ ეს არის საფრ­თხი­ლო სი­ტუ­ა­ცია, რა არის იმა­ში სა­თა­კი­ლო, რომ გე­ში­ნი­ათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის?!

- რო­დე­საც ყო­ველ­დღი­უ­რად იგებ იმის შე­სა­ხებ, რომ ინ­ფექ­ცია სულ უფრო ფარ­თოდ ვრცელ­დე­ბა და ამას­თან იზ­რდე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვიც, ძნე­ლია სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ დავ­რჩეთ ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი და არ გა­დაგ­ვძლი­ოს ნე­გა­ტი­ურ­მა ემო­ცი­ებ­მა?

- გე­თან­ხმე­ბით, სათ­ქმე­ლად იო­ლია, თუმ­ცა შე­სას­რუ­ლებ­ლად არის ძნე­ლი. მაგ­რამ, რო­დის არ ვარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი პა­ნი­კა­ში? - რო­დე­საც ის არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და რაც მთა­ვა­რია, სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. რა­საც აკე­თებს დღეს ჩვე­ნი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი.

და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი, გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და სა­ერ­თოდ ჭარ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, რა­ო­დენ ობი­ექ­ტუ­რიც არ უნდა იყოს, არის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ჩვენ არ უნდა გვქონ­დეს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ინ­ფორ­მა­ცია. სჯობს მცი­რე, მაგ­რამ ადეკ­ვა­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ­დეთ. ამი­ტომ ის­ტე­რი­უ­ლად არ შე­ვა­მოწ­მოთ სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ე­ბი. დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ გა­ვი­გოთ რა ხდე­ბა და უბ­რა­ლოდ გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა.

მე მა­გა­ლი­თად, მხო­ლოდ ერთხელ, სა­ღა­მოს ვეც­ნო­ბი სი­ახ­ლე­ებს, ვი­გებ რა სი­ტუ­ა­ცი­აა და მთე­ლი დღე არ ვარ ჩაფ­ლუ­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში. ამას­თან, რო­დე­საც გაგ­ვი­ტა­ცებს და მოგ­ვე­ძა­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი და მო­სა­ლოდ­ნელ სა­ში­ნე­ლე­ბებ­ზე ფიქ­რე­ბი წაგ­ვი­ღებს, უბ­რა­ლოდ ეცა­დეთ და შე­ჩერ­დით. გა­და­ი­ტა­ნეთ სხვა რა­მე­ზე ყუ­რა­დღე­ბა. ადე­ქით, რა­მით და­კავ­დით, თუნ­დაც ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით, ან ესა­უბ­რეთ მე­გობ­რებს, ოჯა­ხის წევ­რებს და არ შეყ­ვეთ ფიქ­რებს ზედ­მე­ტად.

უნდა გა­ვიხ­სე­ნოთ, ის რომ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე მსოფ­ლიო არა­ერ­თხელ მდგა­რა და ამა­საც გა­დავ­ლა­ხავთ. რა­საც ჩვენ ვერ ვა­კონ­ტრო­ლებთ, მა­გა­ლი­თად ერთ ბეწო კო­რო­ნას, იმა­ზე დარდს რა აზრი აქვს, მი­თხა­რით? მაგ­რამ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კონ­ტრო­ლოთ ჩვე­ნი სახე, ხელი, დის­ტან­ცია სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან და ა.შ. ამი­ტომ მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ აქეთ­კენ და არ და­ვი­ტო­ვოთ დრო ნე­გა­ტი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­თვის.

- პირ­ველ რიგ­ში, რაც ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ა­კე­თეს პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ში­შის სა­პა­სუ­ხოდ იყო ის, რომ მო­ი­მა­რა­გეს საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი. ამ რე­აქ­ცი­ას რო­გორ ახ­სნით? რამ­დე­ნად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ქმე­დე­ბაა?

- საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო ამის ყუ­რე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლა­დი რე­აქ­ცია, რო­დე­საც შენ ფიქ­რობ თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. შვე­ი­ცა­რი­ი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნა სუ­რა­თე­ბი ახ­ლო­ბელ­მა, უნდა ნა­ხოთ რა ხდე­ბა. შვე­ი­ცა­რი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ყვე­ლა­ზე კმა­ყო­ფილ და და­ლა­გე­ბულ ქვე­ყა­ნა­ზე! ეს პირ­ვე­ლა­დი რე­აქ­ცია ყვე­ლას ჰქონ­და. ეს იყო ყო­ველ­თვის, რო­დე­საც არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი იწყე­ბო­და. ამი­ტომ ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ სრუ­ლი­ად ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, მე­ქა­ნი­კუ­რი რე­აქ­ცი­ად შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ.

რო­დე­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში პრო­დუქ­ტე­ბის ჭარ­ბი წარ­მო­ე­ბაა, ფაქ­ტობ­რი­ვად გა­სა­ღე­ბა­ზეა მსოფ­ლიო, ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლია ეს ქმე­დე­ბა

დღე­ვან­დელ ჭარ­ბწარ­მო­ე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, სად წა­ი­ღონ პრო­დუქ­ტი არ იცი­ან, მი­თუ­მე­ტეს ახლა, რო­დე­საც რეს­ტორ­ნე­ბი იკე­ტე­ბა, სად უნდა გა­საღ­დეს ეს პრო­დუქ­ცია, ხომ უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ და გა­ყი­დონ?! ამ მხრივ დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ამას ინერ­ცი­ით აკე­თე­ბენ.

- რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ პი­რებს, მათ კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი აქვთ ემო­ცი­უ­რი ფონი. რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ მათ სწო­რად და სა­სარ­გებ­ლოდ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა?

- თუ და­ვუკ­ვირ­დე­ბით, ისე­დაც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დის ჩვე­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ასე არ არის?! მთე­ლი დღე ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ გვცა­ლია არაფ­რის­თვის, ერ­თმა­ნე­თის­თვი­საც კი. სულ ვნატ­რობ­დით თა­ვი­სუ­ფალ დროს და სახ­ლში ყოფ­ნას. მაგ­რამ რო­დე­საც გვა­ი­ძუ­ლე­ბენ, რომ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვი­ყოთ, უკვე აღარ მოგ­ვწონს.

არა­და თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­იძ­ლე­ბა იყოს ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო ჩვენ­თვის - შე­გიძ­ლია ცოტა ხანს გა­ჩერ­დე, და­ფიქ­რდე, რის­თვი­საც არ გე­ცა­ლა, იმის­თვის მო­ი­ცა­ლო. ამას აქვს თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე. გა­აჩ­ნია რა კუ­თხით შევ­ხე­დავთ

მაგ­რამ იცით რა­ტომ არ მოგ­ვწონს სახ­ლში ყოფ­ნა? იმი­ტომ, რომ ჩვენ ჩვე­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით ვართ გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც კი. არ გვქონ­და ჩვენ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო, ამი­ტომ ახლა შეგ­ვიძ­ლია მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მივ­მარ­თოთ იქეთ­კენ, რომ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცია და­ვამ­ყა­როთ.

რე­ა­ლუ­რად, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვაა, თუ ორი­ვე მშო­ბე­ლი დის­ტან­ცი­ურ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, კიდე უკე­თე­სი, და­ვუთ­მოთ დრო ჩვენს შვი­ლებს და ამო­ვავ­სოთ ის დე­ფი­ცი­ტი, რაც გვქონ­და. შე­გიძ­ლი­ათ ითა­მა­შოთ ოჯა­ხუ­რი თა­მა­შე­ბი, რაც სა­უ­კე­თე­სო თე­რა­პი­ად ით­ვლე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გექ­ნე­ბათ მშობ­ლე­ბის, უფ­რო­სე­ბის მი­სა­მარ­თით?

- სა­ერ­თოდ, ბავ­შვე­ბი მა­გა­ლითს პირ­და­პირ ჩვენ­გან იღე­ბენ. მშობ­ლე­ბის­გან, უფ­რო­სე­ბის­გან. ამი­ტომ თუ მათ და­პა­ნი­კე­ბუ­ლი ვე­ნახ­ვე­ბით, ამით დიდ ზი­ანს მი­ვა­ყე­ნებთ მათ ფსი­ქი­კას. ბავ­შვებს უნდა ვუჩ­ვე­ნოთ ჩვე­ნი მა­გა­ლი­თი. ვე­ცა­დოთ, რომ მათ­თან ვი­ყოთ მშვი­დე­ბი და მკვეთ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი არ გა­მოვ­ხა­ტოთ. ვა­ი­მე, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ყვე­ლა და­ვინ­ფი­ცირ­დე­ბით და ა.შ.

ასე­ვე ნუ და­ვე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა, ან რამე ასე­თი მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მო­წო­დე­ბე­ბის­გან თავი შე­ვი­კა­ვოთ

ჩვენ ზო­გა­დად და ხა­ტოვ­ნად უნდა ავუხ­სნათ მათ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. თუ რა­ტომ არის მათი სახ­ლში დარ­ჩე­ნა დრო­ე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რა­ტომ უნდა და­ი­ბა­ნონ ხე­ლე­ბი ხში­რად. ვე­ცა­დოთ, სი­ტყვე­ბი სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ ბავ­შვებ­თან. ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ, მაგ­რამ ავუხ­სნათ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა­ფე­რი არ მოს­დის. რომ თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვი­ან და ჰი­გი­ე­ნას და­ი­ცა­ვენ, არა­ფე­რიც არ ემუქ­რე­ბათ.

თუმ­ცა, სა­ჭი­როა რომ სა­დღაც გა­მოვ­ხა­ტოთ ეს ჩვე­ნი ში­შე­ბი და ემო­ცი­ე­ბი არა? უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვენ­ზე ემო­ცი­უ­რად ძლი­ე­რებ­თან და არა ჩვენ­ზე სუს­ტებ­თან და ბავ­შებ­თან. გა­ვუ­ზი­ა­როთ ჩვე­ნი ზო­მი­ე­რი ში­შე­ბი მე­უღ­ლეს, მშობ­ლებს, ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე მე­გობ­რებ­თან და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლამ გა­ვამ­ხნე­ვოთ ერ­თმა­ნე­თი. გამ­ხნე­ვე­ბა ეხ­მა­რე­ბა უფრო იმას, ვინც ამ­ხნე­ვებს, ვიდ­რე იმას ვი­საც ამ­ხნე­ვე­ბენ. ამ დროს კარ­გად მუ­შა­ო­ბენ ენ­დორ­ფი­ნე­ბი.

ეს სი­ტუ­ა­ცია ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ძა­ლი­ან კარ­გად შე­მო­ვაბ­რუ­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ - რომ ჩვენ, რო­გორც იქნა მო­ვი­ცა­ლეთ და და­ვი­წყეთ ერ­თმა­ნე­თის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა, ერ­თმა­ნე­თის მო­კი­თხვა და თუ კო­რო­ნამ გვა­ი­ძუ­ლა ამის გა­კე­თე­ბა, ყო­ჩაღ კო­რო­ნას! თუ ჩვენ ამას შევ­ხე­დავთ ასე, რომ ეს არის საფრ­თხი­ლო სი­ტუ­ა­ცია, მაგ­რამ აქე­და­ნაც შეგ­ვიძ­ლია რამე ვის­წავ­ლოთ და სარ­გე­ბე­ლი ვნა­ხოთ, ასეც იქ­ნე­ბა. გვახ­სოვ­დეს, რომ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა გა­დაგ­ვარ­ჩენს!

- ბევ­რი სტრუქ­ტუ­რა, მათ შო­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და თქვენც, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, გა­და­დი­ხართ დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე. რო­გორ ფიქ­რობთ, რო­გორ იმუ­შა­ვებს და რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა ეს სტრა­ტე­გია?

- ახლა ჩვენ ყვე­ლა ვართ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტის სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც არის ძა­ლი­ან კარ­გი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა. ვფიქ­რობთ დის­ტან­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე რო­გორ გა­და­ვერ­თოთ, რომ ეს იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ეფექ­ტუ­რი. მა­გა­ლი­თად ჩვენ, თსუ, 23 მარ­ტი­დან იწყებს დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას, სტუ­დენ­ტებს უნდა მო­ვემ­სა­ხუ­როთ, რომ მათ მი­ი­ღონ დის­ტან­ცი­უ­რად გა­ნათ­ლე­ბა.

ასე­ვე ვფიქ­რობთ, რო­გორ გა­ვუ­წი­ოთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში. სხვა­თა­შო­რის მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი შფოთვის გამო უკვე იმა­ტა ზა­რებ­მა და მო­თხოვ­ნამ დის­ტან­ცი­ურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ამის გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ში ვართ. ეს არის სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლი, უამ­რა­ვი სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მაა. ვტეს­ტავთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეფექ­ტუ­რიც იქ­ნე­ბა.

პატრიოტი 2
2

თამარი გამორჩეული პიროვნება და პროფესიონალია!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად

"რა არის სათაკილო იმაში, რომ დაინფიცირების გეშინიათ?!" - თამარ გაგოშიძის რჩევები კორონავირუსის პანიკის დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფსიქიკური მდგრადობის შენარჩუნება გახდა.

როგორ უნდა დავიცვათ ფსიქოლოგიური სიმშვიდე ვირუსით გამოწვეული საყოველთაო პანიკის პირობებში? - ამ საკითხზე რჩევებისთვის AMBEBI.GE-მ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ თამარ გაგოშიძეს მიმართა.

- როგორ იმოქმედა კორონავირუსთან დაკავშირებულმა საერთო ემოციურმა ფონმა ადამიანების ფსიქიკაზე და როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში?

- დავიწყოთ იმით, რომ ეს სიტუაცია არის უჩვეულო, დაუგეგმავი გამოწვევა ადამიანებისთვის. ზოგადად არაპროგნოზირებად სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით რა მოხდება და როგორ უნდა მოვიქცეთ, ადამიანებს გვეწყება შფოთვა და ეს სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა. შფოთვა თუ არ აგეწევა, ის უფრო დამანგრეველი იქნება ფსიქიკისთვის. რაც ვნახეთ დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე. არ აეწიათ შფოთვა - ეს რა ვირუსია, ჩვეულებრივი გრიპიაო, არხეინად იყვნენ და ერთიანად ჩაცვივდნენ მერე პანიკაში.

შფოთვა არის გადარჩენის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ჯანსაღი რეაქცია ისეთ სიტუაციაზე, რომელიც არის საფრთხისშემცველი. შფოთვა გვიბიძგებს მობილიზებისკენ, რათა გადავირჩინოთ თავი

ამიტომ, თუ თქვენ ამ კორონავირუსის გამო შფოთვა აგეწიათ, ამაში არაფერია საგანგაშო. პირიქით, ეცადეთ არ შეინახოთ ეს თქვენთვის, არ მიჩქმალოთ ემოციები, გამოხატეთ ისინი, გარეთ გამოიტანეთ. მაგრამ, ცხადია, არა პანიკურად, ისე, რომ სხვები დათრგუნოთ. ეცადეთ, ადეკვატურად გამოხატოთ თქვენი ემოციური ფონი, მაგალითად, თქვით, რომ გეშინიათ, რომ ეს არის საფრთხილო სიტუაცია, რა არის იმაში სათაკილო, რომ გეშინიათ დაინფიცირების?!

- როდესაც ყოველდღიურად იგებ იმის შესახებ, რომ ინფექცია სულ უფრო ფართოდ ვრცელდება და ამასთან იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც, ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავრჩეთ ადეკვატურები და არ გადაგვძლიოს ნეგატიურმა ემოციებმა?

- გეთანხმებით, სათქმელად იოლია, თუმცა შესასრულებლად არის ძნელი. მაგრამ, როდის არ ვარდება ადამიანი პანიკაში? - როდესაც ის არის ინფორმირებული და რაც მთავარია, სწორად ინფორმირებული. რასაც აკეთებს დღეს ჩვენი დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

დაუზუსტებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საერთოდ ჭარბი ინფორმაცია, რაოდენ ობიექტურიც არ უნდა იყოს, არის ზიანის მომტანი. ჩვენ არ უნდა გვქონდეს განუსაზღვრელი ინფორმაცია. სჯობს მცირე, მაგრამ ადეკვატურ ინფორმაციას ვფლობდეთ. ამიტომ ისტერიულად არ შევამოწმოთ საინფორმაციო წყაროები. დღეში ერთხელ ან ორჯერ გავიგოთ რა ხდება და უბრალოდ გავაგრძელოთ ცხოვრება.

მე მაგალითად, მხოლოდ ერთხელ, საღამოს ვეცნობი სიახლეებს, ვიგებ რა სიტუაციაა და მთელი დღე არ ვარ ჩაფლული ამ ინფორმაციებში. ამასთან, როდესაც გაგვიტაცებს და მოგვეძალება ნეგატიური წარმოდგენები და მოსალოდნელ საშინელებებზე ფიქრები წაგვიღებს, უბრალოდ ეცადეთ და შეჩერდით. გადაიტანეთ სხვა რამეზე ყურადღება. ადექით, რამით დაკავდით, თუნდაც ჰიგიენური პროცედურებით, ან ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს და არ შეყვეთ ფიქრებს ზედმეტად.

უნდა გავიხსენოთ, ის რომ ასეთი გამოწვევების წინაშე მსოფლიო არაერთხელ მდგარა და ამასაც გადავლახავთ. რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, მაგალითად ერთ ბეწო კორონას, იმაზე დარდს რა აზრი აქვს, მითხარით? მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი სახე, ხელი, დისტანცია სხვა ადამიანებთან და ა.შ. ამიტომ მთელი ძალისხმევა მივმართოთ აქეთკენ და არ დავიტოვოთ დრო ნეგატიური წარმოდგენებისთვის.

- პირველ რიგში, რაც ადამიანებმა გააკეთეს პანდემიით გამოწვეული შიშის საპასუხოდ იყო ის, რომ მოიმარაგეს საკვები პროდუქტები. ამ რეაქციას როგორ ახსნით? რამდენად რაციონალური ქმედებაა?

- საკმაოდ არასასიამოვნო იყო ამის ყურება. ეს არის პირველადი რეაქცია, როდესაც შენ ფიქრობ თავის გადარჩენაზე. შვეიცარიიდან გამომიგზავნა სურათები ახლობელმა, უნდა ნახოთ რა ხდება. შვეიცარიაზეა საუბარი, ყველაზე კმაყოფილ და დალაგებულ ქვეყანაზე! ეს პირველადი რეაქცია ყველას ჰქონდა. ეს იყო ყოველთვის, როდესაც არაპროგნოზირებადი გლობალური პრობლემები იწყებოდა. ამიტომ ეს ბუნებრივია, მაგრამ სრულიად ირაციონალური, მექანიკური რეაქციად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

როდესაც მთელ მსოფლიოში პროდუქტების ჭარბი წარმოებაა, ფაქტობრივად გასაღებაზეა მსოფლიო, ღიმილისმომგვრელია ეს ქმედება

დღევანდელ ჭარბწარმოების საზოგადოებაში, სად წაიღონ პროდუქტი არ იციან, მითუმეტეს ახლა, როდესაც რესტორნები იკეტება, სად უნდა გასაღდეს ეს პროდუქცია, ხომ უნდა გამოიტანონ და გაყიდონ?! ამ მხრივ დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ადამიანები ხშირად ამას ინერციით აკეთებენ.

- რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მათ კიდევ უფრო გამძაფრებული აქვთ ემოციური ფონი. როგორ უნდა გამოიყენონ მათ სწორად და სასარგებლოდ ეს მდგომარეობა?

- თუ დავუკვირდებით, ისედაც თვითიზოლაციაში გადის ჩვენი მთელი ცხოვრება, ასე არ არის?! მთელი დღე ვართ დაკავებულები, არ გვცალია არაფრისთვის, ერთმანეთისთვისაც კი. სულ ვნატრობდით თავისუფალ დროს და სახლში ყოფნას. მაგრამ როდესაც გვაიძულებენ, რომ თვითიზოლაციაში ვიყოთ, უკვე აღარ მოგვწონს.

არადა თვითიზოლაცია შეიძლება იყოს ძალიან კარგი და სასარგებლო ჩვენთვის - შეგიძლია ცოტა ხანს გაჩერდე, დაფიქრდე, რისთვისაც არ გეცალა, იმისთვის მოიცალო. ამას აქვს თავისი პოზიტიური მხარე. გააჩნია რა კუთხით შევხედავთ

მაგრამ იცით რატომ არ მოგვწონს სახლში ყოფნა? იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მექანიკური ცხოვრების სტილით ვართ გაუცხოებული საკუთარი ოჯახის წევრებისგანაც კი. არ გვქონდა ჩვენ მათთან ურთიერთობისთვის დრო, ამიტომ ახლა შეგვიძლია მთელი ძალისხმევა მივმართოთ იქეთკენ, რომ საკუთარი ოჯახის წევრებთან კარგი კომუნიკაცია დავამყაროთ.

რეალურად, ეს ძალიან საინტერესო გამოწვევაა, თუ ორივე მშობელი დისტანციურზე გადაიყვანეს, კიდე უკეთესი, დავუთმოთ დრო ჩვენს შვილებს და ამოვავსოთ ის დეფიციტი, რაც გვქონდა. შეგიძლიათ ითამაშოთ ოჯახური თამაშები, რაც საუკეთესო თერაპიად ითვლება.

- რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას. რა რეკომენდაციები გექნებათ მშობლების, უფროსების მისამართით?

- საერთოდ, ბავშვები მაგალითს პირდაპირ ჩვენგან იღებენ. მშობლებისგან, უფროსებისგან. ამიტომ თუ მათ დაპანიკებული ვენახვებით, ამით დიდ ზიანს მივაყენებთ მათ ფსიქიკას. ბავშვებს უნდა ვუჩვენოთ ჩვენი მაგალითი. ვეცადოთ, რომ მათთან ვიყოთ მშვიდები და მკვეთრი რეაქციები არ გამოვხატოთ. ვაიმე, რა გვეშველება, ყველა დავინფიცირდებით და ა.შ.

ასევე ნუ დავემუქრებით ბავშვებს: თუ ხელს არ დაიბან კორონა დაგემართება, ან რამე ასეთი მუქარის შემცველი მოწოდებებისგან თავი შევიკავოთ

ჩვენ ზოგადად და ხატოვნად უნდა ავუხსნათ მათ არსებული სიტუაციის შესახებ. თუ რატომ არის მათი სახლში დარჩენა დროებით აუცილებელი, რატომ უნდა დაიბანონ ხელები ხშირად. ვეცადოთ, სიტყვები სწორად შევარჩიოთ ბავშვებთან. ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგრამ ავუხსნათ, რომ ადამიანების უმრავლესობას არაფერი არ მოსდის. რომ თუ კარგად მოიქცევიან და ჰიგიენას დაიცავენ, არაფერიც არ ემუქრებათ.

თუმცა, საჭიროა რომ სადღაც გამოვხატოთ ეს ჩვენი შიშები და ემოციები არა? უნდა გამოვხატოთ ჩვენზე ემოციურად ძლიერებთან და არა ჩვენზე სუსტებთან და ბავშებთან. გავუზიაროთ ჩვენი ზომიერი შიშები მეუღლეს, მშობლებს, ვისაუბროთ ამაზე მეგობრებთან და რაც მთავარია, ყველამ გავამხნევოთ ერთმანეთი. გამხნევება ეხმარება უფრო იმას, ვინც ამხნევებს, ვიდრე იმას ვისაც ამხნევებენ. ამ დროს კარგად მუშაობენ ენდორფინები.

ეს სიტუაცია ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგად შემოვაბრუნოთ ჩვენს სასარგებლოდ - რომ ჩვენ, როგორც იქნა მოვიცალეთ და დავიწყეთ ერთმანეთის გათვალისწინება, ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის მოკითხვა და თუ კორონამ გვაიძულა ამის გაკეთება, ყოჩაღ კორონას! თუ ჩვენ ამას შევხედავთ ასე, რომ ეს არის საფრთხილო სიტუაცია, მაგრამ აქედანაც შეგვიძლია რამე ვისწავლოთ და სარგებელი ვნახოთ, ასეც იქნება. გვახსოვდეს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა გადაგვარჩენს!

- ბევრი სტრუქტურა, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები და თქვენც, ფსიქოლოგები, გადადიხართ დისტანციურ მუშაობაზე. როგორ ფიქრობთ, როგორ იმუშავებს და რამდენად ეფექტური იქნება ეს სტრატეგია?

- ახლა ჩვენ ყველა ვართ პრობლემის გადაწყვეტის სიტუაციაში, რაც არის ძალიან კარგი და საინტერესო გამოწვევა. ვფიქრობთ დისტანციურ მომსახურებაზე როგორ გადავერთოთ, რომ ეს იყოს რაც შეიძლება ეფექტური. მაგალითად ჩვენ, თსუ, 23 მარტიდან იწყებს დისტანციურ სწავლებას, სტუდენტებს უნდა მოვემსახუროთ, რომ მათ მიიღონ დისტანციურად განათლება.

ასევე ვფიქრობთ, როგორ გავუწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება პაციენტებს დისტანციურ რეჟიმში. სხვათაშორის მეუბნებიან, რომ კორონავირუსით გამოწვეული შფოთვის გამო უკვე იმატა ზარებმა და მოთხოვნამ დისტანციურ ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე. ამის გადაწყვეტის პროცესში ვართ. ეს არის სრულიად შესაძლებელი, უამრავი სპეციალური პროგრამაა. ვტესტავთ და დარწმუნებული ვარ, ეფექტურიც იქნება.

"დამეწყო სახსრების ტკივილით, არც სურდო მქონდა, არც მახველებდა" - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული, რომელიც ინფექციურში დედასთან და შვილებთან ერთად მკურნალობს

"ირლანდია უშვებს ტესტს, რომლითაც 15 წუთში დგინდება კორონავირუსი... უმუშევრად დარჩენილებს აქ დახმარება ენიშნებათ" - რას ყვება ქართველი ემიგრანტი

28 მარტამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია წვიმა