პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადასტურდა, რომ ლუკა სირაძისთვის პოლიციის განყოფილებაში დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი" - ჩოლოიანის საქმის პროკურორი
"დადასტურდა, რომ ლუკა სირაძისთვის პოლიციის განყოფილებაში დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი" - ჩოლოიანის საქმის პროკურორი

15 წლის ლუკა სი­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხულ­მა ორმა პო­ლი­ცი­ელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ლუკა სი­რა­ძე არას­რულ­წლოვ­ნის­თვის დამ­თრგუნ­ველ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ლუკა სი­რა­ძეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არა­სა­თა­ნა­დო გა­რე­მო ჰქონ­და შექ­მნი­ლი.

"დღე­ვა­ნელ პრო­ცეს­ზე დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­ი­კი­თხნენ. ორი­ვე მათ­გან­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ 2019 წლის 10 დე­კემ­ბერს, როცა არას­რულ­წლო­ვა­ნი ლუკა სი­რა­ძე ხსე­ნე­ბულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გა­მომ­ძი­ე­ბელ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ან­თან, ამ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არას­რულ­წლოვ­ნის­თვის დამ­თრგუნ­ვე­ლი გა­რე­მო იყო შემ­ქნი­ლი. მოწ­მე­ებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მოწ­მე­ებ­მა ჩო­ლო­ი­ა­ნის პი­როვ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზეც ისა­უბ­რეს და გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ თა­ვი­ანთ თა­ნამ­შრო­მელს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ. თუმ­ცა, იმ ფაქტს ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან, რაც ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ბეჭ­დი­ლია. და­დას­ტურ­და, რომ ლუკა სი­რა­ძე პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­გორ­შიც ნე­ბი­სი­ე­რი არას­რულ­წლო­ვა­ნი უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეს. მის­თვის გარ­კვე­ულ­წი­ლად, დამ­თრგუნ­ვე­ლი და არა­სა­თა­ნა­დო გა­რე­მო იყო შექ­მნი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა, რომ დღეს და­კი­თხუ­ლი ორი პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყოს, ვი­ნა­ი­დან ისი­ნიც იმა­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ლუკა სი­რა­ძის გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია გა­მოკ­ვე­თი­ლი.

"ამ ეტაპ­ზე არა­თუ პო­ლი­ცი­ის ამ ორი თა­ნამ­შრომ­ლის, არა­მედ სა­ერ­თოდ არა­ვის მი­მართ დევ­ნის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი იძი­ებს ამ საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ საქ­მეს - თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­სა და ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მეს. თუ ვინ­მეს მი­მართ გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სტარ­და­ტი იქ­ნე­ბა შეკ­რე­ბი­ლი, უცი­ლებ­ლად სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩხე­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 15 წლის მო­ზარ­დი ლუკა სი­რა­ძე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დე­კემ­ბერს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მა­რი­ა­ნა ჩო­ლო­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა 19 დე­კემ­ბერს შე­უ­ფარ­და. სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა ლუკა სი­რა­ძის საქ­მე­ზე, პო­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მხრი­დან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი გა­დაც­დო­მა გა­მოკ­ვე­თა. უწყე­ბამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას მი­მარ­თა პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის­თვის შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტის მიზ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
5

ნუ წელავთ საქმეს, აქ არაფერია გამოსაძიებელი. გაასამართლეთ ეს ქალი 

გუგა
4

ვუმსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს ეს დანაკარგი ყველას შეგვეხო, მაგრამ არა მგონია რომ ამ გამომძიებლის ქალის მარგინალიზაციით საქმეს ეშველოს ან მიცვალებულის ოჯახს ტკივილი შეუმსუბუქდეს მე არ ვიცი ჩოლოიანი გადასცდა თუ არა კანონის ფარგლებს, მაგრამ ბავშვის სიკვდილში მის დადანაშაულება მორალურადაც და სამართლებრივადაც მცდარი ნაბიჯია.ბავშვის გადაწყვეტილების მიზეზი სხვაგანაა საძებნი მოზარდის ფსიქიკა გამომძიებლის უტაქტო მოქმედებას საეჭვოა იმ მდგომარეობამდე მიეყვანა რომ მას ასეთი ტრაგიკული გადაწყვეტილება მიეღო მიზეზი იქიდან უნდა ვიკვლიოთ როცა ბავშვმა თავის ემოციური მდგომარება წარწერებში გამოხატა მას უჭირდა რაღაც აწუხებდა მაგრამ ყველა სირაქლემას პოზაში აღმოვჩნდით ვერავინ გავუგეთ თავი ეულად ვაგრძნობინეთ და მოხდა ის რაც მოხდა

ავტორი:

"დადასტურდა, რომ ლუკა სირაძისთვის პოლიციის განყოფილებაში დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი" - ჩოლოიანის საქმის პროკურორი

"დადასტურდა, რომ ლუკა სირაძისთვის პოლიციის განყოფილებაში დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი" - ჩოლოიანის საქმის პროკურორი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე ჩხეიძემ განუცხადა, ლუკა სირაძეს პოლიციის განყოფილებაში არასათანადო გარემო ჰქონდა შექმნილი.

"დღევანელ პროცესზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების რიგითი თანამშრომლები დაიკითხნენ. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრულწლოვანი ლუკა სირაძე ხსენებულ განყოფილებაში იმყოფებოდა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან, ამ განყოფილებაში არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველი გარემო იყო შემქნილი. მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარკვეული გარემოებები. მოწმეებმა ჩოლოიანის პიროვნულ მახასიათებლებზეც ისაუბრეს და გასაკვირი არ არის, რომ თავიანთ თანამშრომელს დადებითად ახასიათებენ. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გაექცევიან, რაც ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილია. დადასტურდა, რომ ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში იმ სათანადო პირობებში არ იმყოფებოდა, როგორშიც ნებისიერი არასრულწლოვანი უნდა იმყოფებოდეს. მისთვის გარკვეულწილად, დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი“, - განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ დღეს დაკითხული ორი პოლიციელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, ვინაიდან ისინიც იმავე განყოფილებაში იმყოფებოდნენ, სადაც ლუკა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა, პროკურორი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისმგებლობის საკითხია გამოკვეთილი.

"ამ ეტაპზე არათუ პოლიციის ამ ორი თანამშრომლის, არამედ საერთოდ არავის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეს - თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს. თუ ვინმეს მიმართ გარკვეული მტკიცებულებების სტარდატი იქნება შეკრებილი, უცილებლად სათანადო რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

"აჭარა უკვე წითელი ზონაა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო" - როგორ აფასებს მარინა ეზუგბაია ქვეყნის ეპიდმდგომარეობას

"21 აჭარაში გამოვლინდა, 5 კი თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება" - ინფორმაცია 45 ახალი ინფიცირებულის შესახებ

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?