კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის ცხოვრების ჩვეული რიტმი დაარღვია. ყოველ დღე ცხოვრების განსხვავებულ წესებთან გვიწვეს შეჩვევა. ადამიანების ნაწილი კარანტინში, ნაწილიც თვითიზოლაციაშია.
მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელიც მთელ მსოფლიოს აქვს, ადამიანები მაინც ახერხებენ ერთმანეთის გახარებას და ასეთ დროსაც კი შეუძლიათ რომანტიკულები იყონ.
მაგალითად, კონექტიკუტის შტატში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი ხელს ვერ უშლის, რომ კვლავ რომანტიკოსი იყოს. ბობ შელარდის ცოლი, ნენსი ვირუსის გამო კარანტინშია. წყვილს 14 მარტს ქორწინებიდან 67 წელი შეუსრულდა და აქამდე ეს დღე ცალ-ცალკე არასდროს გაუტარებიათ.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Due to coronavirus precaution, Bob Shellard isn't allowed to visit his wife in her Connecticut nursing home. So he stood outside her window and held up a sign that said "I've loved you 67 years and still do. Happy Anniversary." <a href="https://t.co/cIwZxwmZeN">https://t.co/cIwZxwmZeN</a> <a href="https://t.co/nW86SYm4HU">pic.twitter.com/nW86SYm4HU</a></p>— NBC New York (@NBCNewYork) <a href="https://twitter.com/NBCNewYork/status/1239409499116646401?ref_src=twsrc%5Etfw">March 16, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ბობი იმ შენობასთან მივიდა, სადაც ნენსი კარანტინშია. მას თან ჰქონდა ბუშტები და ბანერი წარწერით - "მე შენ მიყვარხარ უკვე 67 წელია, ქორწინების დღეს გილოცავ“.
ნენსიმ ქმარს ფანჯრიდან ხელი დაუქნია და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
"ვიცი, ძალიან უნდა ჩამოსვლა, მაგრამ არც შეუძლია და არც ამის უფლება აქვს. ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ“, - უთხრა ბობმა NBC-ის.