სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი
სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი

პლაზ­მა­ცენ­ტრი „ჰე­მოპ­ლაზ­მა“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წელს და­ფუძნ­და და მისი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო არის ტრანსფუ­ზი­ო­ლო­გია. „ჰე­მოპ­ლაზ­მა­ში“ და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან პლაზ­მა­ფე­რე­ზით - დო­ნო­რე­ბის­გან სის­ხლის თხე­ვა­დი ნა­წი­ლის, პლაზ­მის აღე­ბით, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნი სის­ხლის 45-60% შე­ად­გენს და რომ­ლის­გა­ნაც უნი­კა­ლუ­რი და შე­უც­ვლე­ლი ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი მზად­დე­ბა.

პლაზ­მი­სა და მისი დო­ნო­რო­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს დე­ტა­ლუ­რად შპს „ჰე­მოპ­ლაზ­მას“ დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი რა­ი­ნა­უ­ლი ესა­უბ­რა.

- რა არის პლაზ­მა და რო­გო­რია მისი აღე­ბის პრო­ცე­სი?

- პლაზ­მა სის­ხლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და და­ახ­ლო­ე­ბით, მის 45-60%-ს შე­ად­გენს. თა­ვად ამ თხი­ე­რი ნა­წი­ლის 80-90% წყა­ლია, და­ნარ­ჩე­ნი კი მას­ში გახ­სნი­ლი ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბაა.

პლაზ­მა­ფე­რე­ზი, ანუ პლაზ­მის აღე­ბის პრო­ცე­სი ჩვენ­თან ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ერთი ნემ­სის პრინ­ცი­პით ტარ­დე­ბა - დო­ნო­რის­თვის ეს მხო­ლოდ ერთი ჩხვლე­ტაა. აპა­რატს გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლი გა­მო­აქვს, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ ფილტრში გა­დის, სა­დაც სის­ხლს პლაზ­მა სცილ­დე­ბა და ცალ­კე სპე­ცი­ა­ლურ ბეგ­ში გროვ­დე­ბა, ხოლო ერით­რო­ცი­ტუ­ლი მასა და­ნარ­ჩენ ფორ­მი­ან ელე­მენ­ტებ­თან, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტთან და ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­თან ერ­თად დო­ნორს უკან უბ­რუნ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთჯე­რა­დი სა­ხარ­ჯი მა­სა­ლის, ე.წ. „სე­ტე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბით ხდე­ბა, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­ბინ­ძუ­რე­ბას ან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას 100%-ით გა­მო­რი­ცხავს.

- თა­ვად „ჰე­მოპ­ლაზ­მის“ შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით?

- შპს „ჰე­მოპ­ლაზ­მა“ 2014 წელს და­არ­სდა, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლოს“ ფარ­გლებ­ში. პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი დო­ნო­რუ­ლი პლაზ­მა­ფე­რე­ზის ცენ­ტრი შევ­ქმე­ნით. ჩვე­ნი ცენ­ტრი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე გერ­მა­ნუ­ლი აპა­რა­ტუ­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი, ამ­ჟა­მად კი დას­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­შია ევ­რო­პუ­ლი წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს (EMA) ვა­ლი­და­ცი­ის პრო­ცე­სი, რაც ნიშ­ნავს, რომ ცენ­ტრი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და მუ­შა­ობს ზუს­ტად იმ პრო­ტო­კო­ლე­ბი­სა და გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი, ავ­სტრი­უ­ლი და სხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პლაზ­მა­ცენ­ტრე­ბი.

- რაში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა პლაზ­მა­ფე­რე­ზის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი პლაზ­მა?

- ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი შე­უც­ვლე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, რო­მე­ლიც გარ­კვე­უ­ლი ავად­მყო­ფო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და სინ­თე­ზუ­რად, ანუ ქი­მი­უ­რი გზით ვერ მი­ი­ღე­ბა. მა­გა­ლი­თად, პლაზ­მი­დან მზად­დე­ბა ე.წ. სის­ხლის შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რე­ბი (ფაქ­ტო­რი VIII და ფაქ­ტო­რი IX), რო­მელ­თა მუდ­მი­ვი და რე­გუ­ლა­რუ­ლი მოხ­მა­რე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰე­მო­ფი­ლი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე, მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის პლაზ­მის­გან მზად­დე­ბა ალ­ბუ­მი­ნი და იმუ­ნოგ­ლო­ბუ­ლი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და შე­უც­ვლე­ლი.

- ვის შე­უძ­ლია გახ­დეს პლაზ­მის დო­ნო­რი?

- პლაზ­მის დო­ნო­რო­ბა შე­უძ­ლია 18 დან 65 წლამ­დე პრაქ­ტი­კუ­ლად ჯან­მრთელ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს. ჩვენ­თან მო­სულ თი­თო­ე­ულ დო­ნორს ვუ­მოწ­მებთ წნე­ვას, პულსს, სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას, ვუ­ტა­რებთ პრე­დო­ნა­ცი­ულ კვლე­ვებს (ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი, ჰე­მა­ტოკ­რი­ტი, სის­ხლის ჯგუ­ფი და რე­ზუ­სი, სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე).

აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებს ამოწ­მებს ექი­მი-თე­რა­პევ­ტი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­იშ­ვე­ბა დო­ნო­რი პლაზ­მა­ფე­რე­ზის პრო­ცე­დუ­რა­ზე. ამას­თა­ნა­ვე, ხდე­ბა და­მა­ტე­ბით სა­ა­ნა­ლი­ზო ნი­მუ­შის აღე­ბა და პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ ტარ­დე­ბა კონ­ფირ­მა­ცი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ერ­თო ცი­ლის შემ­ცვე­ლო­ბა სის­ხლში.

- რა სარ­გებ­ლო­ბა მო­აქვს პლაზ­მის დო­ნა­ცი­ას და რო­გო­რია პლაზ­მა­ფე­რე­ზის ცნო­ბა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში?

- პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი დო­ნო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლოა, რად­გან ამ დროს ხდე­ბა:

  • სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა - ძლი­ერ­დე­ბა მიკ­რო­ცირ­კუ­ლა­ცია კა­პი­ლა­რულ დო­ნე­ზე;
  • ორ­გა­ნიზ­მის დე­ტოქ­სი­კა­ცია - პლაზ­მა­ფე­რე­ზის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ე.წ „შლა­კე­ბის“, მძი­მე მე­ტა­ლე­ბი­სა და სხვა მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ტა­ნა;
  • ძლი­ერ­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტი - პლაზ­მა­ფე­რე­ზის დროს ჯან­მრთე­ლი ორ­გა­ნიზ­მის კომ­პენ­სა­ტო­რუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩარ­თვის შე­დე­გად ხდე­ბა იმუ­ნოს­ტი­მუ­ლა­ცია.

პლაზ­მა­ფე­რე­ზის ცნო­ბა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, გან­სხვა­ვე­ბით და­სავ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან (გერ­მა­ნია, იტა­ლია, ავ­სტრია, აშშ და სხვა), ძალ­ზე და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად პლაზ­მის დო­ნორ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც მცი­რეა. ამი­ტომ გვსურს, მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ვაც­ნოთ პრო­ცე­დუ­რის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, მო­ვუ­წო­დოთ, რომ გახ­დნენ დო­ნო­რე­ბი, შე­ი­მოწ­მონ და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ჯან­მრთე­ლო­ბა, და­ეხ­მა­რონ ადა­მი­ა­ნებს რო­მელ­თათ­ვი­საც პლაზ­მის პრო­დუქ­ტე­ბი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვე­ლო­ვა­ნია და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღონ ფი­ნან­სუ­რი კომ­პენ­სა­ცია.

პლაზ­მის დო­ნა­ცია ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ორ კვი­რა­ში ერთხე­ლაა დაშ­ვე­ბუ­ლი, ანუ წე­ლი­წად­ში 24-ჯერ. შე­და­რე­ბის­თვის: ევ­რო­პა­ში პლაზ­მის ჩა­ბა­რე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 45-დან 55-ჯერ შე­იძ­ლე­ბა, აშშ-ში - წე­ლი­წად­ში 100 დო­ნა­ცი­ამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს იმას ადას­ტუ­რებს, რომ პრო­ცე­დუ­რა უსაფრ­თხოა. გა­ცე­მუ­ლი პლაზ­მის აღ­დგე­ნა ორ­გა­ნიზ­მის მიერ და­ახ­ლო­ე­ბით 48 სა­ათ­ში ხდე­ბა.

R

ავტორი:

სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი

სისხლის შემადგენელი ნაწილის - პლაზმის დონაცია, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაცენტრი

პლაზმაცენტრი „ჰემოპლაზმა“ საქართველოში 2014 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის სფერო არის ტრანსფუზიოლოგია. „ჰემოპლაზმაში“ დაკავებულნი არიან პლაზმაფერეზით - დონორებისგან სისხლის თხევადი ნაწილის, პლაზმის აღებით, რომელიც მთლიანი სისხლის 45-60% შეადგენს და რომლისგანაც უნიკალური და შეუცვლელი ბიოფარმაცევტული პრეპარატები მზადდება.

პლაზმისა და მისი დონორობის შესახებ AMBEBI.GE-ს დეტალურად შპს „ჰემოპლაზმას“ დირექტორი, ირაკლი რაინაული ესაუბრა.

- რა არის პლაზმა და როგორია მისი აღების პროცესი?

- პლაზმა სისხლის შემადგენელი ნაწილია და დაახლოებით, მის 45-60%-ს შეადგენს. თავად ამ თხიერი ნაწილის 80-90% წყალია, დანარჩენი კი მასში გახსნილი ცილები, ცხიმები და სხვადასხვა ნივთიერებაა.

პლაზმაფერეზი, ანუ პლაზმის აღების პროცესი ჩვენთან ულტრათანამედროვე აპარატურის მეშვეობით, ერთი ნემსის პრინციპით ტარდება - დონორისთვის ეს მხოლოდ ერთი ჩხვლეტაა. აპარატს გარკვეული რაოდენობის სისხლი გამოაქვს, რომელიც სპეციალურ ფილტრში გადის, სადაც სისხლს პლაზმა სცილდება და ცალკე სპეციალურ ბეგში გროვდება, ხოლო ერითროციტული მასა დანარჩენ ფორმიან ელემენტებთან, ანტიკოაგულანტთან და ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად დონორს უკან უბრუნდება.

ეს ყველაფერი ერთჯერადი სახარჯი მასალის, ე.წ. „სეტების“ გამოყენებით ხდება, რაც ნებისმიერი ტიპის დაბინძურებას ან ვირუსის გავრცელებას 100%-ით გამორიცხავს.

- თავად „ჰემოპლაზმის“ შესახებ რას გვეტყვით?

- შპს „ჰემოპლაზმა“ 2014 წელს დაარსდა, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში. პროექტის დახმარებით პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი და ერთადერთი დონორული პლაზმაფერეზის ცენტრი შევქმენით. ჩვენი ცენტრი ულტრათანამედროვე გერმანული აპარატურითაა აღჭურვილი, ამჟამად კი დასრულების პროცესშია ევროპული წამლის სააგენტოს (EMA) ვალიდაციის პროცესი, რაც ნიშნავს, რომ ცენტრი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და მუშაობს ზუსტად იმ პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად, როგორც გერმანული, ავსტრიული და სხვა ევროპული ქვეყნების პლაზმაცენტრები.

- რაში გამოიყენება პლაზმაფერეზის შედეგად მიღებული პლაზმა?

- ის გამოიყენება ისეთი შეუცვლელი მედიკამენტების საწარმოებლად, რომელიც გარკვეული ავადმყოფობით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სინთეზურად, ანუ ქიმიური გზით ვერ მიიღება. მაგალითად, პლაზმიდან მზადდება ე.წ. სისხლის შედედების ფაქტორები (ფაქტორი VIII და ფაქტორი IX), რომელთა მუდმივი და რეგულარული მოხმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰემოფილიით დაავადებული პაციენტებისათვის. ასევე, მხოლოდ ადამიანის პლაზმისგან მზადდება ალბუმინი და იმუნოგლობულინები, რომლებიც განსაკუთრებით მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებისთვის არის მნიშვნელოვანი და შეუცვლელი.

- ვის შეუძლია გახდეს პლაზმის დონორი?

- პლაზმის დონორობა შეუძლია 18 დან 65 წლამდე პრაქტიკულად ჯანმრთელ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენთან მოსულ თითოეულ დონორს ვუმოწმებთ წნევას, პულსს, სხეულის ტემპერატურას, ვუტარებთ პრედონაციულ კვლევებს (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, სისხლის ჯგუფი და რეზუსი, სკრინინგული კვლევა ვირუსულ ინფექციებზე).

აღნიშნულ მონაცემებს ამოწმებს ექიმი-თერაპევტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვება დონორი პლაზმაფერეზის პროცედურაზე. ამასთანავე, ხდება დამატებით საანალიზო ნიმუშის აღება და პროცედურის შემდეგ ტარდება კონფირმაციული კვლევები ვირუსულ ინფექციებზე და განისაზღვრება საერთო ცილის შემცველობა სისხლში.

- რა სარგებლობა მოაქვს პლაზმის დონაციას და როგორია პლაზმაფერეზის ცნობადობა საქართველოს მოსახლეობაში?

- პლაზმის ჩაბარება ნებისმიერი დონორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან ამ დროს ხდება:

  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება - ძლიერდება მიკროცირკულაცია კაპილარულ დონეზე;
  • ორგანიზმის დეტოქსიკაცია - პლაზმაფერეზის მეშვეობით ხდება ე.წ „შლაკების“, მძიმე მეტალებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოტანა;
  • ძლიერდება იმუნიტეტი - პლაზმაფერეზის დროს ჯანმრთელი ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმების ჩართვის შედეგად ხდება იმუნოსტიმულაცია.

პლაზმაფერეზის ცნობადობა საქართველოს მოსახლეობაში, განსხვავებით დასავლეთის სახელმწიფოებისგან (გერმანია, იტალია, ავსტრია, აშშ და სხვა), ძალზე დაბალია და შესაბამისად პლაზმის დონორთა რაოდენობაც მცირეა. ამიტომ გვსურს, მოსახლეობას გავაცნოთ პროცედურის დადებითი მხარეები, მოვუწოდოთ, რომ გახდნენ დონორები, შეიმოწმონ და გაიუმჯობესონ ჯანმრთელობა, დაეხმარონ ადამიანებს რომელთათვისაც პლაზმის პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშველოვანია და სურვილის შემთხვევაში მიიღონ ფინანსური კომპენსაცია.

პლაზმის დონაცია ქართული კანონმდებლობით ორ კვირაში ერთხელაა დაშვებული, ანუ წელიწადში 24-ჯერ. შედარებისთვის: ევროპაში პლაზმის ჩაბარება დაახლოებით 45-დან 55-ჯერ შეიძლება, აშშ-ში - წელიწადში 100 დონაციამდეა შესაძლებელი. ეს იმას ადასტურებს, რომ პროცედურა უსაფრთხოა. გაცემული პლაზმის აღდგენა ორგანიზმის მიერ დაახლოებით 48 საათში ხდება.

R

ხველა და რესპირაციული ვირუსული ინფექცია

სახალისო და საინტერესო ქართულენოვანი ონლაინგაკვეთილები ყველა ბავშვისთვის და... სიურპრიზები

რა მნიშვნელობა ენიჭება სააღდგომო პროდუქტების შეფუთვას ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად?