პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა
როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა

6 წლის იყო კლე­რი, როცა 36 წლის ჰენ­რი გა­იც­ნო. როცა და­ქორ­წინ­დნენ, კლე­რი 23 წლის იყო, ჰენ­რი 31 წლის. მათი სიყ­ვა­რუ­ლი დრო­ის ტყვე­ო­ბა­ში მო­ექ­ცა, მაგ­რამ გა­მოც­დას გა­უძ­ლო. ჰენ­რის, გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის გამო, ხში­რად უწევს კლერ­თან ხან­გრძლი­ვად გან­შო­რე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი კი ძალ­ზე ხან­მოკ­ლეა. კლერ­მა არ იცის, რო­დის და რო­გორ გა­მოჩ­ნდე­ბა საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი. მისი მოს­ვლა ზოგ­ჯერ კო­მი­კუ­რია, ზოგ­ჯერ ხი­ფა­თი­ა­ნი, ზოგ­ჯერ კი ტრა­გი­კუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის ყო­ველ­თვის, ყვე­ლა ასაკ­ში ელის, იცის, რომ ჰენ­რი აუ­ცი­ლებ­ლად მოვა.

ეს გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ჰენ­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­აა. წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი არი­ან დრო­ში მოგ­ზა­უ­რი და მისი ცოლი, რო­მელ­საც ქმრის სიძ­ნე­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა უწევს.

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ნი­ფე­ნე­გერს, რო­გორც ახალ­ბე­და ავ­ტორს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­და. თუმ­ცა მწე­რა­ლი არ და­ნებ­და და წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გახ­და ბესტსე­ლე­რი. მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მისი 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და წიგნ­მა არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო.

2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით. ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის ამ სა­ინ­ტე­რე­სო ბესტსე­ლე­რის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა ბრედ პი­ტი­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის კი­ნო­კომ­პა­ნი­ამ Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყი­და, როცა რო­მა­ნი მწე­რალს არც ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი. რე­ჟი­სორ რო­ბერტ შვენ­ტკეს ფილ­მი კი ეკ­რა­ნებ­ზე 6 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. მას­ზე შემ­ქმნე­ლე­ბი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. 2010 წელს ფილ­მი რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და. კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მთა­ვარ რო­ლებს ერიკ ბანა და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი ას­რუ­ლე­ბენ.

ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი უკვე კარ­გად იც­ნობს ფილ­მს „დრო­ში მოგ­ზა­უ­რის ცოლი“, წიგ­ნი კი ცოტა ხნის წინ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ თარ­გმნა და ის უკვე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა

როგორია ცხოვრება, როცა დროში მოგზაურობ – "დროში მოგზაურის ცოლი" ქართულად ითარგმნა

6 წლის იყო კლერი, როცა 36 წლის ჰენრი გაიცნო. როცა დაქორწინდნენ, კლერი 23 წლის იყო, ჰენრი 31 წლის. მათი სიყვარული დროის ტყვეობაში მოექცა, მაგრამ გამოცდას გაუძლო. ჰენრის, გენეტიკური დაავადების გამო, ხშირად უწევს კლერთან ხანგრძლივად განშორება, შეხვედრები კი ძალზე ხანმოკლეა. კლერმა არ იცის, როდის და როგორ გამოჩნდება საყვარელი მამაკაცი. მისი მოსვლა ზოგჯერ კომიკურია, ზოგჯერ ხიფათიანი, ზოგჯერ კი ტრაგიკული. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის, ყველა ასაკში ელის, იცის, რომ ჰენრი აუცილებლად მოვა.

ეს გენეტიკური დაავადების მქონე ჰენრის სასიყვარულო ისტორიაა. წიგნის მთავარი გმირები არიან დროში მოგზაური და მისი ცოლი, რომელსაც ქმრის სიძნელეებთან გამკლავება უწევს.

ამერიკელი მწერლის ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანი 2003 წელს გამოვიდა. ავტორმა ძლიერი სასიყვარული იმედგაცრუება განიცადა, როდესაც წიგნზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ეს იყო ჰენრისა და კლერის ისტორიის მამოტივირებელი. რომანი, რომელიც სამეცნიერო ფიქციისა და რომანტიზმის საინტერესო ნაზავია, დაგაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, დაკარგვა, თავისუფალი ნება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნიფენეგერს, როგორც ახალბედა ავტორს, ლიტერატურული აგენტის მოძებნა გაუჭირდა. თუმცა მწერალი არ დანებდა და წიგნი გამოსვლისთანავე გახდა ბესტსელერი. მოკლე პერიოდში, მისი 2,5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა და წიგნმა არაერთი ჯილდოც, მათ შორის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მიიღო.

2009 წელს გამოვიდა წიგნის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, იმავე სახელწოდებით. ოდრი ნიფენეგერის ამ საინტერესო ბესტსელერის ეკრანიზაციის უფლება ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის კინოკომპანიამ Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყიდა, როცა რომანი მწერალს არც ჰქონდა დასრულებული. რეჟისორ რობერტ შვენტკეს ფილმი კი ეკრანებზე 6 წლის შემდეგ გამოჩნდა. მასზე შემქმნელები 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 2010 წელს ფილმი რამდენიმე ჯილდოს მფლობელიც გახდა. კინოეკრანიზაციაში მთავარ როლებს ერიკ ბანა და რეიჩელ მაკადამსი ასრულებენ.

ქართველი მაყურებელი უკვე კარგად იცნობს ფილმს „დროში მოგზაურის ცოლი“, წიგნი კი ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და ის უკვე წიგნის მაღაზიებშია.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

ლალი მოროშკინას ახალი წიგნი - „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია