მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე
"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის რის­კის გამო, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის სრუ­ლი­ად ჩა­კე­ტი­ლია.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა:

"ცხინ­ვა­ლი არ და­უშ­ვებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სამ­ხრეთ ოსე­თის გავ­ლით ქარ­თვე­ლე­ბის რუ­სეთ­ში გა­დი­ნე­ბას. სა­ზღვა­რი სა­ი­მე­დოდ არის ჩა­კე­ტი­ლი, იმ შემ­თხვე­ვის­თვის თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ნი­კა და­ი­წყე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ტალ­ღა ამ ქვეყ­ნი­დან უფრო მე­ტად და­ცუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­კენ და­იძ­რე­ბა. ვერ და­ვუშ­ვებთ, რომ ისი­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­ე­მარ­თონ..." - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი მე­დო­ევ­მა, რა­საც ოსებ­შიც კი, ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, თბი­ლი­სი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ახალ­გო­რე­ლი ქალი, თით­ქოს უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, და­ბის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში გახ­სნილ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. არა­და, მას­თან ერ­თად თბი­ლი­სი­დან კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და, რო­მელ­თაც დიდი ალ­ბა­თო­ბით კონ­ტაქ­ტი სხვებ­თაც ექ­ნე­ბო­დათ და ბი­ბი­ლო­ვის "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის" ლო­გი­კით, კა­რან­ტი­ნი მა­თაც ეკუთ­ვნით.

ოსუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, 17 მო­ქა­ლა­ქეს აკ­ვირ­დე­ბი­ან. მათ­გან 11 ადა­მი­ა­ნი ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი 6 - ცხინ­ვალ­ში... ბოლო დღე­ებ­ში, ბი­ბი­ლო­ვის "მთავ­რო­ბამ" სო­ფელ პე­რევ­ში არ­სე­ბუ­ლი ე.წ. გამ­შვე­ბი პუნ­ქტი ჩა­კე­ტა, ეს იყო გზა, რო­მელ­საც გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ახალ­გო­რე­ლე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და სურ­სა­თის შე­სა­ტა­ნად იყე­ნებ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბით თქმით, ე.წ. სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვას უკვე მოჰ­ყვა პრობ­ლე­მე­ბი და თუ ასე გაგ­რძელ­და, რე­გი­ონ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რულ კრი­ზი­სი გარ­და­უ­ვა­ლია. ისე­დაც დაც­ლი­ლი ახალ­გო­რი, ახლა კი­დევ უფრო მე­ტად და­ემ­სგავ­სა "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლაქს"...

"ქალი, რო­მე­ლიც ახალ­გო­რის სამ­შო­ბი­ა­როს კა­რან­ტინ­შია, თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რის გას­ვე­ნე­ბა­ში იყო. ჩა­კე­ტი­ლი გზის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს და ის ქარ­თულ მხა­რეს იმ პი­რო­ბით გა­უშ­ვეს, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ორი კვი­რა კა­რან­ტინ­ში დარ­ჩე­ბო­და და უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ოღონდ მის­თვის არც სი­ცხე გა­უ­ზო­მავთ, არც ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ან სად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ჩვენ­თან შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ლა­ბო­რა­ტო­რია არ არ­სე­ბობს..." - ამ­ბობს ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტი თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის ფო­ტო­ე­ბი "მოჩ­ვე­ნე­ბე­ბის ქა­ლა­ქად" ქცე­უ­ლი ახალ­გო­რი­დან

"რის სა­ფუძ­ველ­ზე აცხა­დებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ცხინ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა?! რუ­სეთ­ში შე­ფა­რუ­ლი პა­ნი­კაა, ჩვენ­თან კი სურ­სა­თი უკვე შემ­ცირ­და. რა რე­სურ­სი გვაქვს, რომ ვი­თა­რე­ბა კრი­ზი­სუ­ლი არ გახ­დეს, თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა? რუ­სეთ­ში უკვე ვირუ­სის 50-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ალ­ბათ მე­ტია, მაგ­რამ პა­ნი­კის ში­შით არ ახ­მა­უ­რე­ბენ... ხომ არ ჯობ­და რუ­სეთ­თან ჩაგ­ვე­კე­ტა სა­ზღვა­რი, რად­გან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რუ­სეთ­ში მუდ­მი­ვად და­დი­ან სა­ვაჭ­როდ და სხვა­დას­ხვა საქ­მის­თვის?!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჯი­ო­ე­ვი.

"ცხინ­ვა­ლი­დან, ალ­ბათ პა­ნი­კი­სა და იმ პრო­პა­გან­დის გამო, რომ ქარ­თულ მხა­რეს კო­რო­ნა­ვირუ­სი მძვი­ნა­რებს და ძა­ლი­ან სა­ში­შია, უკვე იმ მე­წარ­მე­ებ­მა შე­ი­კა­ვეს თავი სურ­სა­თის შე­მო­ტა­ნის­გან, ვინც გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი იზო­ლა­ცი­ის დროს მო­დი­ო­და. მა­შინ, შე­და­რე­ბით მა­ღალ ფას­ში, მაგ­რამ ნი­სი­ად ვი­ღებ­დით პრო­დუქტს და შემ­დეგ გა­ვის­ტუმ­რეთ, ახლა ისი­ნიც შე­ჩერ­დნენ... სურ­სა­თის გარ­და, უკვე გაჩ­ნდა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტიც... იმე­დია, ის პე­რი­ო­დი არ მოგ­ვე­ნატ­რე­ბა, რო­დე­საც ძვი­რად ნა­ყიდ სურ­სათ­სა და წამ­ლებს ერ­თმა­ნეთს ვუ­ყოფ­დით..." - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ახალ­გო­რის მკვიდ­რი.

“რომ წარ­მო­ვიდ­გენთ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს თუ ამ ვირუ­სის ერთი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­დე­ბა, სა­სო­წარ­კვე­თა­ში ვვარ­დე­ბით... ახ­ლობ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, თუ რო­გორ იმა­რა­გებ­დნენ ქარ­თულ მხა­რეს მცხოვ­რებ­ლე­ბი სურ­სათს, ჩვენ რა მო­ვი­მა­რა­გოთ, როცა არა­ფე­რია?! გზის გახ­სნის შემ­დეგ, ბევ­რი არ დაბ­რუნ­და, ვინც დაბ­რუნ­და, ისიც ნა­ნობს - იქ ექი­მი და წა­მა­ლი მა­ინც არის, ჩვენ აქ რა ვქნათ?!" - ამ­ბობს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო არ აპი­რებს, თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ტო­ვე­ბას აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში მსოფ­ლიო პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბი­სას.

"ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ ეს დღე­ე­ბია, ყვე­ლა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რათა გა­ვა­ტა­როთ უფრო კონ­კრე­ტუ­ლად აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ასე­ვე ორი­ვე რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა იყოს მე­ტად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, თუ რა ზო­მებს უნდა მი­მარ­თონ, რომ თავი და­იც­ვან.

ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ მო­სახ­ლე­ო­ბას დი­აგ­ნოს­ტი­კის და მათ­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­კურ­ნა­ლო სერ­ვი­სე­ბით

ჩა­კე­ტი­ლო­ბა და ზო­გა­დად წვდო­მის არ­ქო­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ­დეც დიდი ხნით ადრე, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, დღეს, რო­დე­საც ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი დგას მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე, მა­გა­ლი­თად იგი­ვე ცხინ­ვა­ლის აფ­თი­ა­ქებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბა ხდე­ბა, ალ­ბათ მხო­ლოდ დღეს შე­ვი­კა­ვებ თავს კი­დევ და­მა­ტე­ბით შე­ფა­სე­ბის­გან, არა­ერ­თხელ გა­მი­კე­თე­ბია ეს შე­ფა­სე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვი­საც ნა­თე­ლია...

ახლა არის მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის დრო და მო­ვუ­წო­დებ მა­თაც, ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ტო­ვე­ბას აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში არ ვა­პი­რებთ" - გა­ნა­ცხა­და ცი­ხე­ლაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას..

ავტორი:

"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

"გვეუბნებიან, როგორ იმარაგებენ ქართულ მხარეს სურსათს... ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?!" - ახალგორი კორონავირუსის საფრთხის წინაშე

ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ცხინვალის რეგიონი ქართული მხარისთვის სრულიად ჩაკეტილია.

რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა:

"ცხინვალი არ დაუშვებს კორონავირუსის გამო სამხრეთ ოსეთის გავლით ქართველების რუსეთში გადინებას. საზღვარი საიმედოდ არის ჩაკეტილი, იმ შემთხვევისთვის თუ საქართველოში პანიკა დაიწყება და მოქალაქეების ტალღა ამ ქვეყნიდან უფრო მეტად დაცული ქვეყნებისკენ დაიძრება. ვერ დავუშვებთ, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ჩრდილოეთისკენ გაემართონ..." - განაცხადა დიმიტრი მედოევმა, რასაც ოსებშიც კი, ირონიული შეფასებები მოჰყვა.

ახალგორელი სამოქალაქო აქივისტი თამარ მეარაყაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, თბილისიდან დაბრუნებული ახალგორელი ქალი, თითქოს უსაფრთხოების მიზნით, დაბის სამშობიარო სახლში გახსნილ საკარანტინო ზონაში გადაიყვანა. არადა, მასთან ერთად თბილისიდან კიდევ რამდენიმე ადამიანი დაბრუნდა, რომელთაც დიდი ალბათობით კონტაქტი სხვებთაც ექნებოდათ და ბიბილოვის "ხელმძღვანელობის" ლოგიკით, კარანტინი მათაც ეკუთვნით.

ოსური მედიის ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ვირუსის პრევენციის მიზნით, 17 მოქალაქეს აკვირდებიან. მათგან 11 ადამიანი ახალგორის რაიონში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენი 6 - ცხინვალში... ბოლო დღეებში, ბიბილოვის "მთავრობამ" სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, ეს იყო გზა, რომელსაც გამოუვალი სიტუაციების შემთხვევაში, ახალგორელები მედიკამენტებისა და სურსათის შესატანად იყენებდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობით თქმით, ე.წ. საზღვრების ჩაკეტვას უკვე მოჰყვა პრობლემები და თუ ასე გაგრძელდა, რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისი გარდაუვალია. ისედაც დაცლილი ახალგორი, ახლა კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა "მოჩვენებების ქალაქს"...

"ქალი, რომელიც ახალგორის სამშობიაროს კარანტინშია, თბილისში ოჯახის წევრის გასვენებაში იყო. ჩაკეტილი გზის მიუხედავად, გამონაკლისი დაუშვეს და ის ქართულ მხარეს იმ პირობით გაუშვეს, რომ დაბრუნების შემდეგ, ორი კვირა კარანტინში დარჩებოდა და უკვე რამდენიმე დღეა, კარანტინში იმყოფება. ოღონდ მისთვის არც სიცხე გაუზომავთ, არც ანალიზი გაუკეთებიათ, ან სად უნდა გაეკეთებინათ, ჩვენთან შესაბამისი სპეციალისტები და ლაბორატორია არ არსებობს..." - ამბობს ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილის ფოტოები "მოჩვენებების ქალაქად" ქცეული ახალგორიდან

"რის საფუძველზე აცხადებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ცხინვალს საქართველოს დახმარება არ სჭირდება?! რუსეთში შეფარული პანიკაა, ჩვენთან კი სურსათი უკვე შემცირდა. რა რესურსი გვაქვს, რომ ვითარება კრიზისული არ გახდეს, თავის მოტყუება? რუსეთში უკვე ვირუსის 50-ზე მეტი შემთხვევაა, სინამდვილეში, ალბათ მეტია, მაგრამ პანიკის შიშით არ ახმაურებენ... ხომ არ ჯობდა რუსეთთან ჩაგვეკეტა საზღვარი, რადგან ჩვენი მოქალაქეები რუსეთში მუდმივად დადიან სავაჭროდ და სხვადასხვა საქმისთვის?!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ჯიოევი.

"ცხინვალიდან, ალბათ პანიკისა და იმ პროპაგანდის გამო, რომ ქართულ მხარეს კორონავირუსი მძვინარებს და ძალიან საშიშია, უკვე იმ მეწარმეებმა შეიკავეს თავი სურსათის შემოტანისგან, ვინც გასული თვეების განმავლობაში, იმ რამდენიმეთვიანი იზოლაციის დროს მოდიოდა. მაშინ, შედარებით მაღალ ფასში, მაგრამ ნისიად ვიღებდით პროდუქტს და შემდეგ გავისტუმრეთ, ახლა ისინიც შეჩერდნენ... სურსათის გარდა, უკვე გაჩნდა მედიკამენტების დეფიციტიც... იმედია, ის პერიოდი არ მოგვენატრება, როდესაც ძვირად ნაყიდ სურსათსა და წამლებს ერთმანეთს ვუყოფდით..." - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ახალგორის მკვიდრი.

“რომ წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოხდეს თუ ამ ვირუსის ერთი შემთხვევა მაინც დაფიქსირდება, სასოწარკვეთაში ვვარდებით... ახლობლები გვეუბნებიან, თუ როგორ იმარაგებდნენ ქართულ მხარეს მცხოვრებლები სურსათს, ჩვენ რა მოვიმარაგოთ, როცა არაფერია?! გზის გახსნის შემდეგ, ბევრი არ დაბრუნდა, ვინც დაბრუნდა, ისიც ნანობს - იქ ექიმი და წამალი მაინც არის, ჩვენ აქ რა ვქნათ?!" - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო არ აპირებს, თავისი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას.

"ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეს დღეებია, ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, ასევე ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა გავატაროთ უფრო კონკრეტულად აფხაზეთის მიმართულებით გარკვეული საპრევენციო ღონისძიებები, ასევე ორივე რეგიონში მოსახლეობა იყოს მეტად ინფორმირებული, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, რომ თავი დაიცვან.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ დავეხმაროთ მოსახლეობას დიაგნოსტიკის და მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამკურნალო სერვისებით

ჩაკეტილობა და ზოგადად წვდომის არქონა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, რომელიც პანდემიამდეც დიდი ხნით ადრე, თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად იზოლირებული გახლდათ, დღეს, როდესაც ასეთი პრობლემები დგას მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე, მაგალითად იგივე ცხინვალის აფთიაქებში ქართული წარწერებიანი მედიკამენტების ამოღება ხდება, ალბათ მხოლოდ დღეს შევიკავებ თავს კიდევ დამატებით შეფასებისგან, არაერთხელ გამიკეთებია ეს შეფასება და მოსახლეობისთვისაც ნათელია...

ახლა არის მობილიზაციის დრო და მოვუწოდებ მათაც, ყველას, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში არ ვაპირებთ" - განაცხადა ციხელაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას..

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ პერევის ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა

"საზღვარი საიმედოდაა ჩაკეტილი, რომ თუ საქართველოში პანიკა დაიწყება, ხალხი არ მოაწყდეს უფრო დაცულ ქვეყნებს" - დიმიტრი მედოევი

"ხელების ხშირად დაბანის პირობებიც არ გვაქვს, წყალი არ არის... ვის იმედზე ვართ, რუსეთის?" - ჩაკეტილი აფხაზეთი კორონავირუსის მოლოდინში