"ხალიკ ბანკი" მომხმარებელს სესხებზე 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული:
"მომხმარებელთა და თანამშრომელთა ზრუნვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ფიზიკურ პირებს შევთავაზოთ სასესხო ვალდებულებებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.
მომხმარებლებს რომელთაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 24 07 07.
მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესთან საშეღავათო პერიოდი განიხილება ინდივიდუალურად.
ფილიალებში ნაკადის შემცირების მიზნით, როგორც 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის, ასევე სხვა საბანკო მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება დისტანციურად, რაც პოტენციურად შეამცირებს ვირუსის გადადების რისკს.
კორონა ვირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის გთხოვთ:
ერთობლივი ძალისხმევით და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა სახის სირთულე გადალახული იქნება უმოკლეს დროში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 032 2 24 07 07" - ნათქვამია განცხადებაში.
R