პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს
ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

16 მარ­ტი­დან „ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ მე-7 ტომს მკი­თხვე­ლი გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად შე­ი­ძენს. ამ ტომ­ში და­ვით მე­ფის ფსალ­მუნ­თა (1-10 კა­ნო­ნე­ბის) გან­მარ­ტე­ბე­ბი შე­ვი­და.

გთა­ვა­ზობთ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი­სა და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლის ბლოგს ამ ტო­მის შე­სა­ხებ:

ერთი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ი­დუმ­ლო აქვს სუ­ლი­ერ წარ­მა­ტე­ბას: რო­გო­რი წმინ­და ცხოვ­რე­ბი­თაც არ უნდა განვვლოთ სი­ცო­ცხლის დღე­ე­ბი, საკ­მა­რი­სია ერთი გა­ფიქ­რე­ბაც კი - რო­გორ კარ­გად ვცხოვ­რობ, სხვებს ათი თა­ვით ვჯო­ბი­ვარ, ისი­ნი ასე­თი ცოდ­ვი­ლე­ბი არი­ან, მე კი ღმერ­თის­თვის სათ­ნოდ ვი­ცხოვ­რე, ჩემი სუ­ლი­ე­რი ცოდ­ნა და ჩემი საქ­მე­ნი სხვე­ბი­სას ბევ­რად აღე­მა­ტე­ბაო - აი, აქ მთავ­რდე­ბა ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი აღ­მავ­ლო­ბა, თავ­ქვე ვეშ­ვე­ბით მიღ­წე­უ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სი­მაღ­ლი­დან და ღვთის­გან ნა­ბო­ძე­ბი მად­ლიც გვტო­ვებს იმ დრომ­დე, ვიდ­რე დიდ სი­ნა­ნულ­ში არ ჩავ­ვარ­დე­ბით.

და­ცე­მუ­ლი მო­ნა­ნუ­ლი სული გა­ცი­ლე­ბით ძვირ­ფა­სია უფ­ლი­სათ­ვის, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი "წმინ­და" ცხოვ­რე­ბით გა­ამ­პარ­ტავ­ნე­ბუ­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი. ჰოდა, ნუ გვიკ­ვირს, როცა ცხოვ­რე­ბა მა­ლა­მო­სა­ვით გვიგ­ზავ­ნის მო­რიგ გან­საც­დე­ლებს ამ ყვე­ლაფ­რის მი­სახ­ვედ­რად. მა­ინც გვი­ჭირს მიხ­ვედ­რა.

დღე­ვან­დე­ლი გან­საც­დე­ლე­ბიც ამის­თვის არის, მაგ­რამ...

ვირუ­სი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს და ადრე თუ გვი­ან მო­ვი­დეს ჩვენს გა­რე­მოც­ვა­შიც. შე­იძ­ლე­ბა სხვა გან­საც­დე­ლიც დაგ­ვა­ტყდეს თავს ყვე­ლას ერ­თად, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც მიდ­გეს საქ­მე... ჰოდა აი, მანდ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვინ ვინ ვიქ­ნე­ბით... შეგ­ვრჩე­ბა თუ არა ადა­მი­ა­ნო­ბის ნი­შან­წყა­ლი... სხვი­სი სი­ცო­ცხლის­თვის სა­კუ­თა­რის გა­წირ­ვას თუ არა, რის­კზე წას­ვლას მა­ინც თუ შევ­ძლებთ? თუ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გავ­წი­რავთ ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს და დავ­ჭამთ ერ­თმა­ნეთს? ერთი რამ გვა­ვი­წყდე­ბა - ისე გვა­ვი­წყდე­ბა, რომ თით­ქოს არც გაგ­ვე­გო­ნოს, ან არ გვჯე­რო­დეს: სიკ­ვდი­ლი ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას მოგ­ვად­გე­ბა! მთა­ვა­რი კი ის არის, რო­გორ - გუ­ლის რა მდგო­მა­რე­ო­ბით შევ­ხვდე­ბით ამ დღეს! ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი არ დაგ­ვა­ვი­წყდეს! ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ! ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი არ დავ­კარ­გოთ, თო­რემ მერე ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თი იქ­ნე­ბა…

VII ტომი

„ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის“ ეს ტომი, ისე­ვე რო­გორც წინა ტო­მე­ბი, მრა­ვალ ადა­მი­ანს და­ა­ინ­ტე­რე­სებს და ანუ­გე­შებს.

ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ძი­რი­თა­დად ფსალ­მუ­ნებ­ზე იყო აგე­ბუ­ლი, ამი­ტომ ყველ­გან, სა­დაც ქრის­ტი­ა­ნო­ბა გავ­რცელ­და, ყვე­ლა­ზე ადრე ფსალ­მუნ­თა წიგ­ნი ითარ­გმნე­ბო­და.

ბიბ­ლი­ის წიგნ­თა კრე­ბუ­ლი­დან ერთ-ერთი პირ­ვე­ლი სწო­რედ ფსალ­მუნ­თა წიგ­ნი ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში. მას "და­ვით­ნიც~ ეწო­დე­ბო­და. XI სა­უ­კუ­ნე­ში ძველ ტექ­სტში გა­დამ­წე­რე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი უზუს­ტო­ბე­ბი გა­ას­წო­რა და გა­და­ა­მუ­შა­ვა წმინ­და გი­ორ­გი მთაწ­მინ­დელ­მა. სწო­რედ გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლი­სე­უ­ლი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი, ფსალ­მუ­ნე­ბის კა­ნო­ნი­კუ­რი ტექ­სტი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა XI სა­უ­კუ­ნი­დან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ.

რად­გან ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სას, ასე­ვე მრევ­ლის წევ­რე­ბის მიერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თუ ჯგუ­ფუ­რი ლოც­ვის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფსალ­მუნ­თა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ტექ­სტი (გი­ორ­გი მთაწ­მინ­დე­ლი­სე­უ­ლი), ჩვენს პრო­ექ­ტში ფსალ­მუნ­თა გან­მარ­ტე­ბე­ბიც ძველ ქარ­თულ ტექსტს მიჰ­ყვე­ბა. ძი­რი­თა­დი ტექ­სტი კი მო­ცე­მუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლით, რათა ადა­მი­ანს მათი აღ­ქმა და გა­აზ­რე­ბა გა­უ­ად­ვილ­დეს.

ფსალ­მუნ­თა ეს მუხ­ლობ­რი­ვი გან­მარ­ტე­ბე­ბი ეყ­რდნო­ბა წმინ­და მა­მე­ბის _ წმინ­და კი­რი­ლე ალექ­სან­დრი­ე­ლის, წმინ­და ათა­ნა­სე დი­დის, წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის, წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის, წმინ­და თე­ო­დო­რი­ტე კვი­რე­ლი­სა და სხვა წმინ­და მა­მა­თა კო­მენ­ტა­რებს. ფსალ­მუ­ნე­ბის კო­მენ­ტა­ტორ­თა ღვთივ­განბ­რძნო­ბი­ლი ნა­აზ­რე­ვი შე­ჯე­რე­ბუ­ლი და გან­მარ­ტე­ბუ­ლია არ­ქი­მან­დრიტ მა­კა­რი აბე­სა­ძის მიერ. ფსალ­მუ­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბე­ბი იბეჭ­დე­ბო­და ჟურ­ნალ "კა­რიბ­ჭე­ში~. ძი­რი­თა­დი ტექ­სტი გა­და­ა­მუ­შა­ვეს, შე­ავ­სეს და გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­დეს არ­ქი­მან­დრიტ­მა მა­კა­რიმ (აბე­სა­ძემ) და შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძემ.

ფსალ­მუნ­თა მნიშ­ვნე­ლო­ბა

რაღა თქმა უნდა, რწმე­ნით წარ­მოთ­ქმუ­ლი ყვე­ლა გულ­წრფე­ლი ლოც­ვა უფ­ლის მიერ შე­ი­წი­რე­ბა; მაგ­რამ „ფსალ­მუ­ნე­ბი“, წმინ­და მა­მა­თა გად­მო­ცე­მით, ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­ახ­ლო­ებს ღმერ­თთან და ყვე­ლა­ზე უკეთ გვა­ნუ­გე­შებს. ისი­ნი ხომ სუ­ლიწ­მინ­დის შთა­გო­ნე­ბით და­წე­რა და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყველ­მა.

ფსალ­მუნ­ნი უძ­ვე­ლე­სი ლოც­ვაა, ამ სა­გა­ლო­ბელ­თა აღ­ვლე­ნით სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ღმერ­თს ადა­მი­ა­ნე­ბი და ამით მი­ლი­ო­ნო­ბით მორ­წმუ­ნე ცხონ­და. ამი­ტო­მაც ეს არის უფალ­თან მიმყვა­ნი გა­მოც­დი­ლი გზა.

ჩვენ გვაქვს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ხა­ნის სხვა­დას­ხვა სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე წმინ­და მა­მა­თა და­წე­რი­ლი ლოც­ვე­ბი, მაგ­რამ ისი­ნიც კი ფსალ­მუ­ნე­ბით იწყე­ბა. გა­სა­ო­ცა­რი ღვთის დი­დე­ბი­სა და უძ­ლი­ე­რე­სი წარ­მო­მავ­ლო­ბის გამო, ფსალ­მუ­ნე­ბის მი­მართ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულ ლტოლ­ვას გრძნობს.

რაც მთა­ვა­რია, ეს სა­გა­ლობ­ლე­ბი სუ­ლიწ­მინ­დის შთა­გო­ნე­ბი­თაა და­წე­რი­ლი და მას­ში არა მხო­ლოდ ლოც­ვე­ბი, წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბიც არის. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი ფსალ­მუ­ნე­ბი მო­ი­ცავს ახალ აღ­თქმა­ში მო­სახ­დენ მოვ­ლე­ნებს, მათ­ში აღ­წე­რი­ლია ახა­ლი აღ­თქმის ის­ტო­რია - უფ­ლის შობა, ღვთის სას­წა­უ­ლე­ბი...

„ფსალ­მუნ­თა“ შე­სა­ხებ წმინ­და მა­მე­ბი სა­ო­ცარ სი­ტყვებს ამ­ბო­ბენ. მა­გა­ლი­თად, წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი ბრძა­ნებს, რომ „უმ­ჯო­ბე­სია, მზემ და­კარ­გოს თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე­ბა, ვიდ­რე ის, რომ ფსალ­მუ­ნე­ბის კი­თხვას თავი და­ვა­ნე­ბოთ.“; ბა­სი­ლი დიდი კი, _ „არც ერთი სხვა წიგ­ნი ისე არ ადი­დებს ღმერ­თს, რო­გორც წიგ­ნი ფსალ­მუნ­თა“. ამი­ტო­მაა რომ დიდი გან­საც­დე­ლის დროს მო­ძღვრე­ბი ყო­ველ­თვის ურ­ჩე­ვენ მრევლს, რომ „ფა­სალ­მუ­ნე­ბი“ იკი­თხონ. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გან­საც­დე­ლის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლით შეგ­ვე­წე­ვა 90-ე ფსალ­მუ­ნი, 50-ე ფსალ­მუ­ნი კი სი­ნა­ნუ­ლი სა­გა­ლო­ბე­ლია. პატ­რი­არ­ქი ძალ­ზე ხში­რად ბრძა­ნებს, რომ ყვე­ლა მორ­წმუ­ნემ ეს ფსალ­მუ­ნე­ბი ზე­პი­რად უნდა იცო­დეს.

„ფსალ­მუნ­თა“ რწმე­ნით კი­თხვი­სას ასე­თი მად­ლის მოქ­მე­დე­ბას არა­ერ­თი წმინ­და მამა აღ­ნიშ­ნავს და გან­საც­დელ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც გრძნო­ბენ უდი­დეს ნუ­გეშს - ფსალ­მუნ­თა კი­თხვა აძ­ლევს მათ გან­საც­დე­ლის გამ­კლა­ვე­ბის ისეთ ძა­ლას, რო­მელ­საც მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დნენ.

ნუ­გე­შად ქცე­ო­დეს ეს ტო­მიც თი­თო­ე­ულ წამ­კი­თხველს და სუ­ლის მა­ნა­ნად ეპ­კუ­როს ჩვენს დამ­ძი­მე­ბულ დღე­ვან­დე­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს

16 მარტიდან „ბიბლიის განმარტებების“ მე-7 ტომს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენს. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (1-10 კანონების) განმარტებები შევიდა.

გთავაზობთ პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის, თამარ მამაცაშვილის ბლოგს ამ ტომის შესახებ:

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საიდუმლო აქვს სულიერ წარმატებას: როგორი წმინდა ცხოვრებითაც არ უნდა განვვლოთ სიცოცხლის დღეები, საკმარისია ერთი გაფიქრებაც კი - როგორ კარგად ვცხოვრობ, სხვებს ათი თავით ვჯობივარ, ისინი ასეთი ცოდვილები არიან, მე კი ღმერთისთვის სათნოდ ვიცხოვრე, ჩემი სულიერი ცოდნა და ჩემი საქმენი სხვებისას ბევრად აღემატებაო - აი, აქ მთავრდება ჩვენი სულიერი აღმავლობა, თავქვე ვეშვებით მიღწეული ნებისმიერი სიმაღლიდან და ღვთისგან ნაბოძები მადლიც გვტოვებს იმ დრომდე, ვიდრე დიდ სინანულში არ ჩავვარდებით.

დაცემული მონანული სული გაცილებით ძვირფასია უფლისათვის, ვიდრე საკუთარი "წმინდა" ცხოვრებით გაამპარტავნებული და თავდაჯერებული. ჰოდა, ნუ გვიკვირს, როცა ცხოვრება მალამოსავით გვიგზავნის მორიგ განსაცდელებს ამ ყველაფრის მისახვედრად. მაინც გვიჭირს მიხვედრა.

დღევანდელი განსაცდელებიც ამისთვის არის, მაგრამ...

ვირუსი შეიძლება გავრცელდეს და ადრე თუ გვიან მოვიდეს ჩვენს გარემოცვაშიც. შეიძლება სხვა განსაცდელიც დაგვატყდეს თავს ყველას ერთად, არც ის არის გამორიცხული, თავის გადარჩენაზეც მიდგეს საქმე... ჰოდა აი, მანდ გამოჩნდება, ვინ ვინ ვიქნებით... შეგვრჩება თუ არა ადამიანობის ნიშანწყალი... სხვისი სიცოცხლისთვის საკუთარის გაწირვას თუ არა, რისკზე წასვლას მაინც თუ შევძლებთ? თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის გავწირავთ ყველას და ყველაფერს და დავჭამთ ერთმანეთს? ერთი რამ გვავიწყდება - ისე გვავიწყდება, რომ თითქოს არც გაგვეგონოს, ან არ გვჯეროდეს: სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას მოგვადგება! მთავარი კი ის არის, როგორ - გულის რა მდგომარეობით შევხვდებით ამ დღეს! ყველაზე მთავარი არ დაგვავიწყდეს! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ! ერთმანეთის სიყვარული არ დავკარგოთ, თორემ მერე ყველაფერი სულერთი იქნება…

VII ტომი

„ბიბლიის განმარტებების“ ეს ტომი, ისევე როგორც წინა ტომები, მრავალ ადამიანს დააინტერესებს და ანუგეშებს.

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნებზე იყო აგებული, ამიტომ ყველგან, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა, ყველაზე ადრე ფსალმუნთა წიგნი ითარგმნებოდა.

ბიბლიის წიგნთა კრებულიდან ერთ-ერთი პირველი სწორედ ფსალმუნთა წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზეც, სავარაუდოდ, მეოთხე საუკუნეში. მას `დავითნიც~ ეწოდებოდა. XI საუკუნეში ძველ ტექსტში გადამწერების მიერ დაშვებული უზუსტობები გაასწორა და გადაამუშავა წმინდა გიორგი მთაწმინდელმა. სწორედ გიორგი მთაწმინდელისეული ძველი ქართული, ფსალმუნების კანონიკური ტექსტი გამოიყენება XI საუკუნიდან დღემდე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ.

რადგან ღვთისმსახურებისას, ასევე მრევლის წევრების მიერ ინდივიდუალური თუ ჯგუფური ლოცვის დროს გამოიყენება ფსალმუნთა ძველი ქართული ტექსტი (გიორგი მთაწმინდელისეული), ჩვენს პროექტში ფსალმუნთა განმარტებებიც ძველ ქართულ ტექსტს მიჰყვება. ძირითადი ტექსტი კი მოცემულია თანამედროვე ქართულით, რათა ადამიანს მათი აღქმა და გააზრება გაუადვილდეს.

ფსალმუნთა ეს მუხლობრივი განმარტებები ეყრდნობა წმინდა მამების _ წმინდა კირილე ალექსანდრიელის, წმინდა ათანასე დიდის, წმინდა ბასილი დიდის, წმინდა იოანე ოქროპირის, წმინდა თეოდორიტე კვირელისა და სხვა წმინდა მამათა კომენტარებს. ფსალმუნების კომენტატორთა ღვთივგანბრძნობილი ნააზრევი შეჯერებული და განმარტებულია არქიმანდრიტ მაკარი აბესაძის მიერ. ფსალმუნების განმარტებები იბეჭდებოდა ჟურნალ `კარიბჭეში~. ძირითადი ტექსტი გადაამუშავეს, შეავსეს და გამოსაცემად მოამზადეს არქიმანდრიტმა მაკარიმ (აბესაძემ) და შორენა მერკვილაძემ.

ფსალმუნთა მნიშვნელობა

რაღა თქმა უნდა, რწმენით წარმოთქმული ყველა გულწრფელი ლოცვა უფლის მიერ შეიწირება; მაგრამ „ფსალმუნები“, წმინდა მამათა გადმოცემით, ყველაზე მეტად გვაახლოებს ღმერთთან და ყველაზე უკეთ გვანუგეშებს. ისინი ხომ სულიწმინდის შთაგონებით დაწერა დავით წინასწარმეტყველმა.

ფსალმუნნი უძველესი ლოცვაა, ამ საგალობელთა აღვლენით საუკუნეების განმავლობაში ესაუბრებოდნენ ღმერთს ადამიანები და ამით მილიონობით მორწმუნე ცხონდა. ამიტომაც ეს არის უფალთან მიმყვანი გამოცდილი გზა.

ჩვენ გვაქვს ქრისტიანული ხანის სხვადასხვა საუკუნეში მოღვაწე წმინდა მამათა დაწერილი ლოცვები, მაგრამ ისინიც კი ფსალმუნებით იწყება. გასაოცარი ღვთის დიდებისა და უძლიერესი წარმომავლობის გამო, ფსალმუნების მიმართ ყველა ადამიანი განსაკუთრებულ ლტოლვას გრძნობს.

რაც მთავარია, ეს საგალობლები სულიწმინდის შთაგონებითაა დაწერილი და მასში არა მხოლოდ ლოცვები, წინასწარმეტყველებებიც არის. წინასწარმეტყველური ფსალმუნები მოიცავს ახალ აღთქმაში მოსახდენ მოვლენებს, მათში აღწერილია ახალი აღთქმის ისტორია - უფლის შობა, ღვთის სასწაულები...

„ფსალმუნთა“ შესახებ წმინდა მამები საოცარ სიტყვებს ამბობენ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ „უმჯობესია, მზემ დაკარგოს თავისი ბრწყინვალება, ვიდრე ის, რომ ფსალმუნების კითხვას თავი დავანებოთ.“; ბასილი დიდი კი, _ „არც ერთი სხვა წიგნი ისე არ ადიდებს ღმერთს, როგორც წიგნი ფსალმუნთა“. ამიტომაა რომ დიდი განსაცდელის დროს მოძღვრები ყოველთვის ურჩევენ მრევლს, რომ „ფასალმუნები“ იკითხონ. თითოეულ ჩვენგანს განსაცდელის დროს განსაკუთრებული ძალით შეგვეწევა 90-ე ფსალმუნი, 50-ე ფსალმუნი კი სინანული საგალობელია. პატრიარქი ძალზე ხშირად ბრძანებს, რომ ყველა მორწმუნემ ეს ფსალმუნები ზეპირად უნდა იცოდეს.

„ფსალმუნთა“ რწმენით კითხვისას ასეთი მადლის მოქმედებას არაერთი წმინდა მამა აღნიშნავს და განსაცდელში მყოფი ადამიანებიც გრძნობენ უდიდეს ნუგეშს - ფსალმუნთა კითხვა აძლევს მათ განსაცდელის გამკლავების ისეთ ძალას, რომელსაც მოცემულ სიტუაციაში ვერც კი წარმოიდგენდნენ.

ნუგეშად ქცეოდეს ეს ტომიც თითოეულ წამკითხველს და სულის მანანად ეპკუროს ჩვენს დამძიმებულ დღევანდელობას.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (მეოთხე თავი)

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ დაიწყო!

„ეს არის ალგორითმული მაფია, მსოფლიოს ახალი გადანიწილების წინ“, - დეტალები კორონავირუსის შესახებ, რომელიც ლალი მოროშკინამ ახალ წიგნში აღწერა