სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი
"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რის­კებ­ზე მზად­ყოფ­ნი­სა და რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, ანა კას­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩე­ხე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც გუ­და­ურ­ში მოგ­ზა­უ­რობ­დნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მათ ქვეყ­ნებ­ში და­უ­დას­ტურ­დათ.

რო­გორც კას­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ტუ­რის­ტებ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრს, რის შემ­დე­გაც და­ი­წყო იმ ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მათ ნა­წილს კი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცა.

"ჩე­ხეთ­ში COVID-19 და­უ­დას­ტურ­და ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც ჰქონ­და გუ­და­ურ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია 4-9 მარტს. იგი მოგ­ზა­უ­რობ­და 6-კა­ცი­ან ტუ­რის­ტულ ჯგუფ­თან ერ­თად, მათ­გან კი­დევ ერთს, სლო­ვა­კე­თის მო­ქა­ლა­ქეს, ასე­ვე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და­უ­დას­ტურ­და COVID-19.

და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ მათ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეს ამის შე­სა­ხებ, (რაც მათი მხრი­დან შეგ­ნე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლია) რის შემ­დე­გაც და­ი­წყო იმ ად­გი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ჰქონ­დათ კონ­ტაქ­ტე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, ზო­გი­ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ე­ცა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ზე რე­კო­მენ­და­ცია.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჩვენ არ გაგ­ვიბ­რუ­ნე­ბია უკან. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ არ და­დას­ტუ­რე­ბი­ათ COVID-19, რად­გან მათ სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ არ გა­ნუ­ცხა­დე­ბი­ათ არა­ვის­თვის“, - წერს კას­რა­ძე.

ცნო­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, გუ­და­ურ­ში მდე­ბა­რე კაფე-რეს­ტო­რან­მა "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვიდ­ნენ, რად­გან მათ­თან, სა­ვა­რა­უ­დოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის მქო­ნე ჩეხი ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რეს­ტო­რა­ნი ამის გამო და­ი­კე­ტა. "მთვრა­ლი ალუბ­ლის" პოს­ტში გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო, რომ ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ, მათ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი­დან მი­ა­წო­დეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
2

გუდაურში თუ აიკიდეს ეგ ვირუსი, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში დაუდასტურდათ 3-4 დღის მერე თუ სინგაპურში? 

დათო
1

და საბაგიროს კაბინებში ვისთან ერთადაც ისხდნენ რამდენი იქნება ესეთი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

"საქართველოში მათ არ დადასტურებიათ კორონავირუსი" - რას წერს გუდაურში მოგზაურ ჩეხ ტურისტებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძის ინფორმაციით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, მათ ქვეყნებში დაუდასტურდათ.

როგორც კასრაძე სოციალურ ქსელში წერს, ტურისტებმა ეს ინფორმაცია მიაწოდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ, მათ ნაწილს კი თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

"ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19.

დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.

ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - წერს კასრაძე.

ცნობისათვის, რამდენიმე საათის წინ, გუდაურში მდებარე კაფე-რესტორანმა "მთვრალი ალუბალი" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რადგან მათთან, სავარაუდოდ კორონავირუსის ინფექციის მქონე ჩეხი ტურისტები იმყოფებოდნენ და რესტორანი ამის გამო დაიკეტა. "მთვრალი ალუბლის" პოსტში განმარტებული იყო, რომ ინფორმაცია ამის შესახებ, მათ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიაწოდეს.

კლინიკიდან გაწერეს პირველი პაციენტი, რომელმაც საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

სპეცპროექტი COVID-19 - ყველაფერი კორონავირუსის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში