სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს
"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს

ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე 1 წე­ლია, აშშ-ში ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საქ­მი­ა­ნობს და ამ­ჟა­მად ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ქარ­თველ­მა დოქ­ტორ­მა COVID 19-ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ვირუ­სის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.

მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე დღეს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის, ასე­ვე თა­ვად ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა:

- ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ო­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს, რაც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რათა ვირუსს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დავ­ხვდეთ რო­გორც მარ­თვის, ასე­ვე - პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.

ასევე დაგაინტერესებთ
19:21 / 07-03-2020

ქრება თუ არა კორონავირუსი დათბობასთან ერთად და როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვირუსთან საბრძოლველად - ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

11:46 / 19-03-2020

"ქვეყანა, სადაც ყველა ყოველთვის იცინის, წარმოუდგენლად შეიცვალა..." - რას ყვება იტალიიდან დაბრუნებული ქართველი პიანისტი, რომელიც ამჟამად კარანტინშია

15:03 / 19-03-2020

"იბუპროფენი" და "კაპტოპრილი" კორონავირუსით ინფიცირებას უწყობს ხელს? - ბიძინა კულუმბეგოვი ვირუსთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებზე

11:37 / 08-04-2020

"მსოფლიოში მაისისთვის უნდა ჩაწყნარდეს ვითარება, ოქტომბერში კი COVID-19-ის მეორე, ძალიან მწარე ტალღა დაიწყება" - გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი

09:40 / 30-09-2020

"ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი გრიპის სეზონის საფრთხეებსა და Covid19-ის ვაქცინაზე

შექ­მნი­ლი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ლო­კა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს, თუ რა უნდა ქნას ექიმ­მა, თუ მას­თან სიმპტო­მე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მი­დის. ვცდი­ლობთ, ეს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა იყოს, და­წყე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი­დან, დიგ­ნო­ზი­თა და მკურ­ნა­ლო­ბის ჩათ­ვლით.

ეს ახა­ლი ვირუ­სია და ბევ­რი რამ მის შე­სა­ხებ ექი­მებ­მაც არ იცი­ან, ამი­ტომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­სი­აა, მათ­თვის სა­ფიქ­რა­ლად ცოტა რამ დავ­ტო­ვოთ და უკვე გა­წე­რილ გეგ­მას მიჰ­ყვეს თი­თო­ე­უ­ლი ექი­მი

ასე­ვე, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად, წამ­ლე­ბის, მათ შო­რის Remdesivir-ის კვლე­ვა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. თუ პა­ცი­ენ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სპე­ცი­ფი­კურ კრი­ტე­რი­უმს, გა­მო­ნაკ­ლი­სის წე­სით ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ პრე­პა­რატს მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ი­ღებს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას შევ­ძლებთ. ჯერ საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი აქ ასე მრავ­ლად არ არის, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ მო­მა­ვალ კვი­რებ­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­მე­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოგ­ხვდათ თვალ­ში?

- პირ­ვე­ლია ის, რომ თით­ქოს კო­რო­ნა­ვირუ­სი გრი­პი­ვი­თაა. გრიპს ის­ტო­რი­უ­ლად ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი პან­დე­მი­ე­ბი, მაგ­რამ მი­თია, თით­ქოს მას ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვი­ტანთ, რო­გორც გრი­პი გა­დაგ­ვაქვს. ჩი­ნეთ­შიც, იტა­ლი­ა­შიც და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვამ უკვე აჩ­ვე­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით COVID 19 აჭარ­ბებს გრი­პის ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, გა­და­დის ბევ­რად მარ­ტი­ვად, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მეტ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს.

მე­ო­რე, რაც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და, იყო, რომ ალ­კოჰო­ლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გა­გე­ბუ­ლი, რომ თით­ქოს, ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა შვე­ლის. 3%-იანი ალ­კოჰო­ლით გაწ­მენ­და ვირუ­სის ნა­წი­ლა­კებს უსუ­ლო ზე­და­პი­რებ­ზე კლავს, მაგ­რამ ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თან.

მე­სა­მე, რა­საც ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ბოსტნე­უ­ლის საპ­ნით გა­რე­ცხვას ეხე­ბა - არა­ნა­ი­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რომ ეს რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბას გვაძ­ლევს.

- რით გან­სხვავ­დე­ბა COVID-19 კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა, ად­რინ­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­გან?

- წინა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ე.წ. SARS და MERS, პრაქ­ტი­კუ­ლად, ეპი­დე­მი­ის დო­ნე­ზე დამ­თავ­რდა, კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში სწრა­ფად გარ­ცელ­და, ჰქონ­და მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ იმა­ვე რე­გი­ონ­ში ლო­კა­ლიზ­და და პან­დე­მი­ის მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი ვე­ღარ შე­ი­ძი­ნა.

COVID 19-მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ის პირ­ვე­ლი ვირუ­სია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­ე­დოს პრაქ­ტი­კუ­ლად მთელ მსოფ­ლი­ოს

კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯა­ხი ჩვენ­თვის ახა­ლი არ არის და ამ ორი პან­დე­მი­ის გარ­და, არ­სე­ბობს კი­დევ 4 სე­რო­ტი­პი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გრიპს, მარ­ტივ მსუ­ბუქ რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. COVID 19-თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­და­დის, გერ­მა­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, არა მხო­ლოდ ხვლე­ბით და ლა­პა­რა­კით, არა­მედ - სუნ­თქვი­თაც. გა­და­ცე­მის გზა ფო­მი­ტე­ბი­ცაა - ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ცე­მის მი­ნი­მუმ ორი გზა აქვს.

მე­ო­რე მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეპი­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი რთუ­ლია, არის ალ­ბათ ის, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 24-48 სა­ა­თით ადრე, ანუ, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ნამ პა­ცი­ენტს და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­დე­ბა, მან პო­ტენ­ცი­უ­რად სხვა და­ა­ინ­ფი­ცი­როს. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლოდ, COVID 19-ის მქო­ნე 1 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ახლო კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში 2-ნა­ხე­ვარ კონ­ტაქტს აინ­ფი­ცი­რებს. რი­ცხვი, მო­სახ­ლე­ო­ბის 60%, რაც ან­გელ­მა მერ­კელ­მა ახ­სე­ნა, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა - ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს შე­უძ­ლი­ათ, წი­ნას­წარ დათ­ვა­ლონ, რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქე­დან მო­დის. ეს პო­ტენ­ცი­უ­რი რი­ცხვია, თუმ­ცა არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თლა ამ­დე­ნი იქ­ნე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის 30-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შიდა გა­და­დე­ბაც. ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ სინ­ჯე­ბის აღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა უფრო გა­ფარ­თოვ­დეს?

- მთა­ვა­რია, გვეს­მო­დეს მსგავ­სი ვირუ­სე­ბის ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ეტა­პი. თა­ვი­დან ე.წ. ვირუ­სის შე­კა­ვე­ბის ფა­ზაა - რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ან შე­და­რე­ბით ცოტა შემ­თხვე­ვაა, მაგ­რამ გარ­შე­მო პან­დე­მი­აა, აქ­ტი­უ­რად ატა­რებ ტეს­ტი­რე­ბას, და­ინ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­ტაქ­ტებ­საც ბო­ლომ­დე ეძი­ე­ბი. ამ ეტა­პამ­დე ნამ­დვი­ლად იყო და არის სწო­რი მიდ­გო­მა, გავ­ტეს­ტოთ მხო­ლოდ ისე­თი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც სიმპტო­მე­ბი აქვს და თან ახლო კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან.

თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ახლა ეპი­დე­მი­ის მე­ო­რე ფა­ზა­ში შევ­დი­ვართ, როცა შიდა გა­და­ცე­მის, ანუ ე.წ. მე­სა­მე­უ­ლი და მე­ო­თხე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე აზრი აღარ აქვს, ყვე­ლა კონ­ტაქტს ჩა­ვე­ძი­ოთ, არ არ­სე­ბობს რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ზუს­ტად გა­მო­ავ­ლენს, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულს ვის­თან ჰქონ­და შე­ხე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა, რე­კო­მენ­და­ცია ისე შე­იც­ვა­ლოს, რომ მხო­ლოდ სიმპტო­მე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ტეს­ტონ და მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ მი­ე­ნი­ჭოს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტებ­მა არაფ­რით არ მო­ი­თხო­ვონ ტეს­ტი­რე­ბა, თვი­თი­ზო­ლა­ცია საკ­მა­რი­სია. სიმპტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ ისე­თი სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, რომ პა­ცი­ენ­ტმა მის­ვლის გა­რე­შე იცო­დეს, რა ქნას - პირ­ველ რიგ­ში, მის­ვლამ­დე და­უ­კავ­შირ­დეს ექიმს, არ გა­ზარ­დოს თა­ვი­სი და სხვე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე. შე­სა­ბა­მი­სად, ტეს­ტი­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ალ­ბათ დად­გე­ბა, თუმ­ცა ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლია და ამა­ში არა­ფე­რი სა­პა­ნი­კო და სა­გან­გა­შო არ არის.

- შე­ფა­სე­ბუ­ლია, რომ ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნას და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წე­ლი­წა­დი და რამ­დე­ნი­მე თვე დას­ჭირ­დე­ბა. რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ეს დრო და რა­ტომ სჭირ­დე­ბა ამ­ხე­ლა პე­რი­ო­დი?

- ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, მით უმე­ტეს, თუ გა­შიფ­რუ­ლი გაქვს ვირუ­სის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­სა­ლა, ეს რამ­დე­ნი­მე კვი­რის ამ­ბა­ვია. მაგ­რამ შემ­დეგ უნდა გა­ი­ა­როს მზა­დე­ბა, პა­ტა­რა ზო­მის ცხო­ვე­ლებ­ში, შემ­დეგ დიდი ზო­მის ცხო­ვე­ლებ­ში, რად­გან ვლინ­დე­ბა არა მხო­ლოდ ის, თუ რამ­დე­ნად გი­ცავს ვაქ­ცი­ნა, არა­მედ ისიც, თუ რა გვერ­დი­თი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ეფექ­ტე­ბი აქვს. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში კვლე­ვა, მერე კი ფარ­თო მა­სებ­ზე ვრცელ­დე­ბა.

ამი­ტომ არ ვე­ლით, რომ ვაქ­ცი­ნა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში წა­მოგ­ვე­წე­ვა. თუმ­ცა, ის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, თუ კო­რო­ნა­ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რო­ბას აჩ­ვე­ნებს და გა­ი­სად ისევ შე­მობ­რუნ­დე­ბა - იმე­დია, ასე არ მოხ­დე­ბა. პრე­პა­რა­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი ვაქ­ცი­ნას და­ას­წრებს, თუმ­ცა ჯერ კვლე­ვის სა­გა­ნია, რამ­დე­ნად მუ­შა­ობს თი­თო­ე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი და რო­მელს რა შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

- არ­სე­ბობს ჯერ და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ ზა­ფხუ­ლის მოს­ვლას­თან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სი გაქ­რე­ბა. თუ ასე არ მოხ­დე­ბა, არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი, ის ამინ­დთან ერ­თად, უბ­რა­ლოდ, ტრანსფორ­მირ­დეს და ლე­ტა­ლუ­რო­ბა და­კარ­გოს?

- იმი­ტომ ვერ გპა­სუ­ხობთ და ვერ გამ­შვი­დებთ ვე­რა­ვინ, რომ უბ­რა­ლოდ, ეს არა­ვინ იცის. ამი­ტო­მაც ჰქვია ახა­ლი, რომ მისი ქცე­ვა ჯერ ბო­ლომ­დე არ ვი­ცით. დათ­ბო­ბას­თან ერ­თად რა მო­უ­ვა ვირუსს, ამის გათ­ვლა რთუ­ლია, მაგ­რამ უხე­ში პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

თბილ ქვეყ­ნებ­ში ვირუ­სის გა­და­ცე­მა მოხ­და - აფ­რი­კა­ში, ალ­ჟირ­ში, სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში, იქ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ვერც კი მოვა ახ­ლოს ეკ­ვა­ტო­რის ზე­მოთ მყოფ ქვეყ­ნებ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას­თან. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ ქვეყ­ნებ­ში ტეს­ტი­რე­ბის რე­სურ­სე­ბი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლია.

ჩემი პროგ­ნო­ზით, დათ­ბო­ბა ეპი­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ფაქ­ტო­რი, მაგ­რამ არა - გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი. ზა­ფხულ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის გარ­და, იც­ვლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვაც - მე­ტად ვა­ნი­ა­ვებთ ოთა­ხებს, უფრო ხში­რად გავ­დი­ვართ ღია სივ­რცე­ში. დათ­ბო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნე­თის­გან დის­ტან­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვაძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეპი­დე­მია ალ­ბათ, შე­სუს­ტდე­ბა.

- სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის სხვა­დას­ხვა მე­თოდს მი­მარ­თა­ვენ. თქვე­ნი აზ­რით, რა არის მთა­ვა­რი, რისი გა­კე­თე­ბაც შე­უძ­ლია სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას, რომ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ქმე­დი­თი იყოს?

- შევ­დი­ვართ იმ ფა­ზა­ში, რომ ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და მისი კი­დევ უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბაც პრაქ­ტი­კუ­ლად გარ­და­უ­ვა­ლია, მო­ი­მა­ტებს მძი­მე, კრი­ტი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი უნდა იყოს იმა­ზე, თუ რა კეთ­დე­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით. სამ კომ­პო­ნენტს გა­მოვ­ყოფ­დი:

პირ­ვე­ლია - ტეს­ტი­რე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უნდა შე­იქ­მნას უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გა­დავ­წყვეტთ, ვინ შე­მოწ­მდე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე, რათა მოხ­დეს დრო­უ­ლი იზო­ლა­ცია და ექი­მე­ბის მზად­ყოფ­ნის­თვი­საც ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლია შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი შემ­თხვე­ვა, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის თუ - შე­და­რე­ბით მძი­მე.

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი - ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბაა, რაც უკვე ხდე­ბა.

მე­სა­მე - ტრე­ნინ­გია, რაც ასე­ვე, რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ხდე­ბა - ბევ­რი ახალ­გაზ­რდა რე­ზი­დენ­ტი ჩა­ერ­თვე­ბა ამა­ში, ექი­მე­ბი, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი. ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად უნდა და­ვატ­რე­ნინ­გოთ, რომ იცოდ­ნენ არა მხო­ლოდ მარ­თვა, რაც უკვე ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­მოს­დით, არა­მედ თა­ვის დაც­ვაც, რომ მო­ა­ხერ­ხონ, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის მერე, ვირუ­სი შემ­დეგ პა­ცი­ენტს არ გა­და­უ­ტა­ნონ, არ გახ­დნენ გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი და თა­ვა­დაც არ და­ინ­ფი­ცირ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
1

ასე იქნება მუდამ, ესაა შედეგი ღია საზღვრების და ტურიზმომანიის.

კორონა
63

ერთადერთი ადამიანი რომელიც ობიექტურად და საფუძვლიანად ხსნის საკითს. 

ავტორი:

"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს

"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს

ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი მამუკა მაჩაიძე 1 წელია, აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქმიანობს და ამჟამად ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებს მონაწილეობას.

ქართველმა დოქტორმა COVID 19-ის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ვირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებზე ამახვილებდა ყურადღებას და აღნიშნავდა, რომ ინფექციის შესახებ დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია გავრცელდა.

მამუკა მაჩაიძე დღეს AMBEBI.GE-ს რესპონდენტია და კორონავირუსთან დაკავშირებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების, ასევე თავად ინფექციის შესახებ ესაუბრება:

- ჰოპკინსის უნივერსიტეტი მსოფლიოში დაინფიცირებულ პაციენტებთან და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებს, რაც სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების საშუალებას გვაძლევს, რათა ვირუსს მომზადებულები დავხვდეთ როგორც მართვის, ასევე - პრევენციის თვალსაზრისით.

შექმნილი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კონკრეტულ ლოკალურ ინსტრუქციებზე მუშაობს, თუ რა უნდა ქნას ექიმმა, თუ მასთან სიმპტომებიანი პაციენტი მიდის. ვცდილობთ, ეს უნიფიცირებული სისტემა იყოს, დაწყებული სიმპტომებიდან, დიგნოზითა და მკურნალობის ჩათვლით.

ეს ახალი ვირუსია და ბევრი რამ მის შესახებ ექიმებმაც არ იციან, ამიტომ ჩვენი მთავარი მისიაა, მათთვის საფიქრალად ცოტა რამ დავტოვოთ და უკვე გაწერილ გეგმას მიჰყვეს თითოეული ექიმი

ასევე, სხვა უნივერსიტეტებთან ერთად, წამლების, მათ შორის Remdesivir-ის კვლევაში ჩავერთვებით. თუ პაციენტი დააკმაყოფილებს სპეციფიკურ კრიტერიუმს, გამონაკლისის წესით ჰოპკინსის უნივერსიტეტი ამ პრეპარატს მწარმოებელი კომპანიისგან მიიღებს და მის გამოყენებას შევძლებთ. ჯერ საქმე აქამდე არ მისულა, დაინფიცირებული პაციენტების შემთხვევები აქ ასე მრავლად არ არის, თუმცა ველოდებით, რომ მომავალ კვირებში ამის საჭიროება დადგება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ კორონავირუსის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. რომელი ცრუ ინფორმაციები მოგხვდათ თვალში?

- პირველია ის, რომ თითქოს კორონავირუსი გრიპივითაა. გრიპს ისტორიულად ახასიათებს მსგავსი პანდემიები, მაგრამ მითია, თითქოს მას ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპი გადაგვაქვს. ჩინეთშიც, იტალიაშიც და ბევრ ქვეყანაში კვლევამ უკვე აჩვენა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს.

მეორე, რაც ჩვენს რეალობაში გავრცელდა, იყო, რომ ალკოჰოლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გაგებული, რომ თითქოს, ალკოჰოლის დალევა შველის. 3%-იანი ალკოჰოლით გაწმენდა ვირუსის ნაწილაკებს უსულო ზედაპირებზე კლავს, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არაა ალკოჰოლის მიღებასთან.

მესამე, რასაც ხშირად მეკითხებიან, ბოსტნეულის საპნით გარეცხვას ეხება - არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რომ ეს რაიმე განსხვავებას გვაძლევს.

- რით განსხვავდება COVID-19 კორონავირუსის სხვა, ადრინდელი შემთხვევებისგან?

- წინა კორონავირუსების ინფექციები, ე.წ. SARS და MERS, პრაქტიკულად, ეპიდემიის დონეზე დამთავრდა, კონკრეტულ რეგიონში სწრაფად გარცელდა, ჰქონდა მაღალი სიკვდილიანობა, მაგრამ იმავე რეგიონში ლოკალიზდა და პანდემიის მეტი პოტენციალი ვეღარ შეიძინა.

COVID 19-მა გვაჩვენა, რომ ის პირველი ვირუსია, რომელსაც შეუძლია მოედოს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს

კორონავირუსის ოჯახი ჩვენთვის ახალი არ არის და ამ ორი პანდემიის გარდა, არსებობს კიდევ 4 სეროტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპს, მარტივ მსუბუქ რესპირატორულ დაავადებას იწვევს. COVID 19-თან დაკავშირებით მთავარი პრობლემაა, რომ ძალიან ადვილად გადადის, გერმანული კვლევის თანახმად, არა მხოლოდ ხვლებით და ლაპარაკით, არამედ - სუნთქვითაც. გადაცემის გზა ფომიტებიცაა - ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები. შესაბამისად, გადაცემის მინიმუმ ორი გზა აქვს.

მეორე მიზეზი, რის გამოც ეპიდემიის კონტროლი რთულია, არის ალბათ ის, რომ პაციენტი გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 24-48 საათით ადრე, ანუ, არსებობს ალბათობა, რომ სანამ პაციენტს დაავადება დაუდგინდება, მან პოტენციურად სხვა დააინფიციროს. დაინფიცირების ინდექსის თანახმად, საშუალოდ, COVID 19-ის მქონე 1 დაინფიცირებული ადამიანი ახლო კონტაქტის შემთხვევაში 2-ნახევარ კონტაქტს აინფიცირებს. რიცხვი, მოსახლეობის 60%, რაც ანგელმა მერკელმა ახსენა, სწორედ აქედან გამომდინარეა - ეპიდემიოლოგებს შეუძლიათ, წინასწარ დათვალონ, რამხელა პოტენციალი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქედან მოდის. ეს პოტენციური რიცხვია, თუმცა არ ნიშნავს, რომ მართლა ამდენი იქნება.

- საქართველოში COVID-19-ის 30-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაფიქსირებულია შიდა გადადებაც. ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ სინჯების აღების საჭიროება უფრო გაფართოვდეს?

- მთავარია, გვესმოდეს მსგავსი ვირუსების ეპიდემიის გავრცელების სხვადასხვა ეტაპი. თავიდან ე.წ. ვირუსის შეკავების ფაზაა - როდესაც ქვეყანაში არაა დაფიქსირებული ან შედარებით ცოტა შემთხვევაა, მაგრამ გარშემო პანდემიაა, აქტიურად ატარებ ტესტირებას, დაინტიფიცირებული ადამიანის კონტაქტებსაც ბოლომდე ეძიები. ამ ეტაპამდე ნამდვილად იყო და არის სწორი მიდგომა, გავტესტოთ მხოლოდ ისეთი პაციენტი, რომელსაც სიმპტომები აქვს და თან ახლო კონტაქტი ჰქონდა დაინფიცირებულთან.

თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ახლა ეპიდემიის მეორე ფაზაში შევდივართ, როცა შიდა გადაცემის, ანუ ე.წ. მესამეული და მეოთხეული შემთხვევები იქნება. ამ ეტაპზე აზრი აღარ აქვს, ყველა კონტაქტს ჩავეძიოთ, არ არსებობს რესურსი, რომელიც ზუსტად გამოავლენს, დაინფიცირებულს ვისთან ჰქონდა შეხება. ამ შემთხვევაში შეიძლება, რეკომენდაცია ისე შეიცვალოს, რომ მხოლოდ სიმპტომებიანი პაციენტები გატესტონ და მოგზაურობის ისტორიას მნიშვნელობა აღარ მიენიჭოს.

მნიშვნელოვანია, უსიმპტომო პაციენტებმა არაფრით არ მოითხოვონ ტესტირება, თვითიზოლაცია საკმარისია. სიმპტომების შემთხვევაშიც, უნდა მოვახერხოთ ისეთი სტრუქტურის შექმნა, რომ პაციენტმა მისვლის გარეშე იცოდეს, რა ქნას - პირველ რიგში, მისვლამდე დაუკავშირდეს ექიმს, არ გაზარდოს თავისი და სხვების დაინფიცირების საფრთხე. შესაბამისად, ტესტირების გაფართოების საჭიროება ალბათ დადგება, თუმცა ეს მოსალოდნელია და ამაში არაფერი საპანიკო და საგანგაშო არ არის.

- შეფასებულია, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას დაახლოებით, 1 წელიწადი და რამდენიმე თვე დასჭირდება. როგორ განისაზღვრება ეს დრო და რატომ სჭირდება ამხელა პერიოდი?

- ვაქცინის დამზადება თანამედროვე ტექნოლოგიებით პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, თუ გაშიფრული გაქვს ვირუსის გენეტიკური მასალა, ეს რამდენიმე კვირის ამბავია. მაგრამ შემდეგ უნდა გაიაროს მზადება, პატარა ზომის ცხოველებში, შემდეგ დიდი ზომის ცხოველებში, რადგან ვლინდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად გიცავს ვაქცინა, არამედ ისიც, თუ რა გვერდითი და დამაზიანებელი ეფექტები აქვს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ადამიანებში კვლევა, მერე კი ფართო მასებზე ვრცელდება.

ამიტომ არ ველით, რომ ვაქცინა უახლოეს პერიოდში წამოგვეწევა. თუმცა, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება, თუ კორონავირუსი სეზონურობას აჩვენებს და გაისად ისევ შემობრუნდება - იმედია, ასე არ მოხდება. პრეპარატებს რაც შეეხება, ისინი ვაქცინას დაასწრებს, თუმცა ჯერ კვლევის საგანია, რამდენად მუშაობს თითოეული პრეპარატი და რომელს რა შემთხვევაში გამოვიყენებთ.

- არსებობს ჯერ დაუდასტურებელი მოსაზრება, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. თუ ასე არ მოხდება, არის თუ არა შესაძლებელი, ის ამინდთან ერთად, უბრალოდ, ტრანსფორმირდეს და ლეტალურობა დაკარგოს?

- იმიტომ ვერ გპასუხობთ და ვერ გამშვიდებთ ვერავინ, რომ უბრალოდ, ეს არავინ იცის. ამიტომაც ჰქვია ახალი, რომ მისი ქცევა ჯერ ბოლომდე არ ვიცით. დათბობასთან ერთად რა მოუვა ვირუსს, ამის გათვლა რთულია, მაგრამ უხეში პროგნოზის გაკეთება შეიძლება.

თბილ ქვეყნებში ვირუსის გადაცემა მოხდა - აფრიკაში, ალჟირში, სამხრეთ ამერიკაში, იქ შემთხვევების რაოდენობა ვერც კი მოვა ახლოს ეკვატორის ზემოთ მყოფ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რაოდენობასთან. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ამ ქვეყნებში ტესტირების რესურსები ლიმიტირებულია.

ჩემი პროგნოზით, დათბობა ეპიდემიის დამარცხებაში აუცილებლად იქნება ფაქტორი, მაგრამ არა - განმსაზღვრელი ფაქტორი. ზაფხულში ტემპერატურის გარდა, იცვლება სოციალური ქცევაც - მეტად ვანიავებთ ოთახებს, უფრო ხშირად გავდივართ ღია სივრცეში. დათბობა და ადამიანების ერთმანეთისგან დისტანცირების საშუალება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეპიდემია ალბათ, შესუსტდება.

- სახელმწიფოები კორონავირუსთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რისი გაკეთებაც შეუძლია სხვადასხვა ქვეყანას, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ქმედითი იყოს?

- შევდივართ იმ ფაზაში, რომ ვირუსი გავრცელებულია და მისი კიდევ უფრო მეტად გავრცელებაც პრაქტიკულად გარდაუვალია, მოიმატებს მძიმე, კრიტიკული შემთხვევების რაოდენობაც. ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, თუ რა კეთდება ქვეყნის შიგნით. სამ კომპონენტს გამოვყოფდი:

პირველია - ტესტირებების რაოდენობა, უნდა შეიქმნას უნიფიცირებული სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც გადავწყვეტთ, ვინ შემოწმდება კორონავირუსზე, რათა მოხდეს დროული იზოლაცია და ექიმების მზადყოფნისთვისაც ვიცოდეთ, რომელია შედარებით მსუბუქი შემთხვევა, საშუალო სიმძიმის თუ - შედარებით მძიმე.

მეორე კომპონენტი - ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რაც უკვე ხდება.

მესამე - ტრენინგია, რაც ასევე, როგორც ვიცი, საქართველოში უკვე ხდება - ბევრი ახალგაზრდა რეზიდენტი ჩაერთვება ამაში, ექიმები, რეანიმატოლოგები. ისინი ძალიან კარგად უნდა დავატრენინგოთ, რომ იცოდნენ არა მხოლოდ მართვა, რაც უკვე ფანტასტიკურად გამოსდით, არამედ თავის დაცვაც, რომ მოახერხონ, აღჭურვილობით პაციენტის ნახვის მერე, ვირუსი შემდეგ პაციენტს არ გადაუტანონ, არ გახდნენ გამავრცელებლები და თავადაც არ დაინფიცირდნენ.