საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება
"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს, რომ ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ სას­მე­ლის ("სიტ­კბო­ე­ბის“) მი­ღე­ბა სა­კუ­თა­რი ან ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით მოხ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

სა­პატ­რი­არ­ქო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნონ ნა­კურ­თხი წყა­ლი რო­გორც და­სა­ლე­ვად, ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თუ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის სა­პ­კუ­რებ­ლად.

"რო­გორც ცნო­ბი­ლია, კო­რო­ნა ვირუ­სის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი. დღე­ი­სათ­ვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მოქ­მე­დებს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რჩე­ვე­ბი.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ამ მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­აც მის მრევლს მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლი­სა­გან, მათ შო­რის მო­სა­ლო­ცად, და ვურ­ჩევთ ყვე­ლას, უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­დან; ხოლო გაზ­რდი­ლი რის­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა და­იც­ვან იზო­ლა­ცი­ის წესი;

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­იქ­ცნენ ისი­ნიც, რო­მელ­ნიც გრი­პით, ან გრი­პის მსგავ­სი ვირუ­სით არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­ნი და სახ­ლებ­ში დარ­ჩნენ. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მათ მო­ძღვა­რი ბი­ნა­ზე აზი­ა­რებს. ხში­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, რო­გორც და­სა­ლე­ვად (უზ­მო­ზე), ასე­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლის სა­პ­კუ­რებ­ლად. შე­გახ­სე­ნებთ, იმა­საც, რომ გულ­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად თქვათ “იე­სოს ლოც­ვა,“ ან მოკ­ლედ, - "უფა­ლო შე­მი­წყა­ლე.

“რო­გორც წესი, საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის წინ და შემ­დგო­მაც უნდა ით­ქვას შე­სა­ბა­მი­სი ლოც­ვა და საჭ­მელს ჯვა­რი გა­და­ე­სა­ხოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვას და, ზო­გა­დად, სი­სუფ­თა­ვე­ზე ზრუნ­ვას. ასე­ვე სა­ჭი­როა ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა.

უსაფრ­თხო­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­მაც და ეკ­ლე­სი­ე­ბი­სათ­ვის სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა უკვე და­წყე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ტაძ­რებ­ში აღევ­ლი­ნე­ბა ჩვე­უ­ლი წე­სით, თუმ­ცა და­საშ­ვე­ბად მი­ვიჩ­ნევთ, რომ ზი­ა­რე­ბის შემ­დგომ სას­მე­ლის ("სიტ­კბო­ე­ბის“) მი­ღე­ბა მოხ­დეს სა­კუ­თა­რი ან ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბით.

გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ტა­ძა­რი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ღვთის­მყო­ფო­ბი­სა, აქ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი ლი­ტურ­გია კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსა­ხუ­რე­ბაა დე­და­მი­წა­ზე. წირ­ვა-ლოც­ვა­ში რწმე­ნით მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნი მი­ე­ახ­ლე­ბა ცო­ცხალ ღმერ­თს, იესო ქრის­ტეს, რო­მე­ლიც თა­ვად არის წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა და მშვი­დო­ბი­სა, იმე­დი­სა და სი­ხა­რუ­ლი­სა და ამ მადლს არ უნდა გან­ვე­შო­როთ.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ვთხოვთ, გა­მორ­ჩე­უ­ლად ილო­ცონ კო­რო­ნა ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის და მათ­თვის, ვინც თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობს დას­ნე­უ­ლე­ბულ­თა გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად. წირ­ვის შემ­დეგ, კი, სა­სურ­ვე­ლია, მო­ძღვრებ­მა შე­ას­რუ­ლონ ლი­ტა­ნი­ო­ბა და ნა­კურ­თხი წყა­ლი ას­ხუ­რონ ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ქუ­ჩებს

.სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, კვი­რა დღი­დან, 15 მარ­ტი­დან, ყო­ველ კვი­რა დღეს, 1200 სთ-ზე, ყვე­ლა ტა­ძარ­ში (სა­სურ­ვე­ლია უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ებ­შიც ამ დროს­ვე) და­ირ­ე­კოს ზა­რე­ბი და ერ­თად ვთქვათ ლოც­ვე­ბი: "მა­მაო ჩვე­ნო", „ღვთის­მშო­ბე­ლო ქალ­წუ­ლო“ და “მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე,“ ხოლო ვინც არ იქ­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში, სა­დაც არის, იქი­დან შე­მო­უ­ერ­თდეს იმა­ვე ლოც­ვით, რათა ერ­თო­ბი­თა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით შე­ვა­ვედ­როთ უფალს მთე­ლი მსოფ­ლიო, სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი.ამას­თან, მისი უწ­მინ­დე­სო­ბი­სა და უნე­ტა­რე­სო­ბის თხოვ­ნაა, ყო­ველ­მა მორ­წმუ­ნემ ყო­ველ­დღი­უ­რად წა­ი­კი­თხოს ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის და­უჯ­დო­მე­ლი, - "ზეს­თამ­ბრძო­ლი­სა ჩე­მი­სათ­ვის,“ რო­მელ­საც არა­ერ­თგზის უხ­სნია ხალ­ხი დიდი გან­საც­დე­ლის­გან.

მო­გი­წო­დებთ, შე­ვე­წი­ოთ ერ­თმა­ნეთს ნე­ბის­მი­ე­რი სიძ­ნე­ლის გა­და­სა­ლა­ხად, ვი­ყოთ მიმ­ტე­ვე­ბელ­ნი და გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და ზრუნ­ვა; „ურ­თი­ერ­თარს სიმ­ძი­მე იტჳრთეთ და ეს­რეთ აღას­რუ­ლეთ სჯუ­ლი იგი ქრის­ტე­სი“.ღვთის­მშო­ბე­ლი დედა შე­ე­წი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და რწმე­ნამ ღვთი­სამ გა­ნამ­ტკი­ცოს ერი, ამინ!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

ყოფილა შესაძლებელი? სანამ პანდემია არ გამოცხადდა, მანამდე უნდა გეჭირვეულათ?

ლევანი
1

ისიც უნდა გააკონტროლოთ სიცხიანი ადამიანი არ უნდა შეუშვათ ტაძარში.

ავტორი:

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

"დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით" - საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გამოიყენონ ნაკურთხი წყალი როგორც დასალევად, ასევე საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილების საპკურებლად.

"როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას. ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი;

პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს. ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, - "უფალო შემიწყალე.

“როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია. რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.

სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად. წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს

.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: "მამაო ჩვენო", „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, - ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!" - ნათქვამია განცხადებაში.

"მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ცოტა საშიში ვარ" - ამირან გამყრელიძე

"უცნაური იქნებოდა, სასულიერო პირი ავად იყოს და არ გვცოდნოდა" - ანდრია ჯაღმაიძე

ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე თბილისშია