მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ
რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"ფა­სე­ბის ზრდა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს" - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, "გუდ­ვი­ლის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი ხა­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კომ­პა­ნი­ას საკ­მა­რის­ზე მეტი მა­რა­გე­ბი გა­აჩ­ნია.

"მა­რა­გე­ბი ამ დრო­ის­თვის ნამ­დვი­ლად საკ­მა­რის­ზე მეტი გვაქვს. ისე­ვე, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი, ასე­ვე იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი. გვაქვს რამ­დე­ნი­მე თვის საკ­მა­ოდ დიდი მა­რა­გი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფა­სე­ბის ზრდა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, რად­გან ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მუ­შაო რე­ჟიმს, რე­ჟი­მი არ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ძა­ბუ­ლი. სა­ო­პე­რა­ციო და შეს­ყიდ­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში, ცოტა უფრო გაზ­რდი­ლი დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობთ. მინ­და ვთქვა, რომ ჩვენ ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მო­თხოვ­ნას და ნა­კადს და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ხა­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა "ნი­კო­რას" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვილ­მაც. მისი თქმით, კომ­პა­ნია მუ­შა­ობს და­ძა­ბულ, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში.

რო­გორც ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, არა­ნა­ი­რი შიში და საფრ­თხე იმი­სა, რომ პრო­დუქ­ტის ან ნედ­ლე­უ­ლის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა, არ არ­სე­ბობს.

"ჩვენ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პა­ნია ვართ, გვაქვს სა­დის­ტრი­ბუ­ციო ქსე­ლი, ასე­ვე წარ­მო­ე­ბა, მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლი, ამი­ტომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვხე­დავთ, რა სი­ტუ­ა­ცი­აა დღეს ქვე­ყა­ნა­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ნა­ი­რი შიში და საფრ­თხე იმი­სა, რომ პრო­დუქ­ტის ან ნედ­ლე­უ­ლის დე­ფი­ცი­ტი იქ­ნე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მთავ­რო­ბა ყო­ველ­დღი­ურ კავ­შირ­შია ჩვენ­თან, ქსე­ლებ­თან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. ახა­ლი წლის დღე­ებ­შიც შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნა­ხოთ დრო­ე­ბით ცა­რი­ე­ლი თარო, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ პრო­დუქ­ტი არ არის, მა­რა­გე­ბი საკ­მა­რი­სია, ვმუ­შა­ობთ და­ძა­ბულ, მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ბო­ქო­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

რა კომენტარი გააკეთეს "ნიკორას" და "გუდვილის" დირექტორებმა პრემიერთან შეხვედრის შემდეგ

"ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას საკმარისზე მეტი მარაგები გააჩნია.

"მარაგები ამ დროისთვის ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს. ისევე, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული, ასევე იმპორტირებული. გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი ყველა მიმართულებით. ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, რეჟიმი არ არის განსაკუთრებულად დაძაბული. საოპერაციო და შესყიდვების მიმართულებით ჩვეულებრივ რეჟიმში, ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით ვმუშაობთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დავაკმაყოფილებთ", - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა "ნიკორას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმაც. მისი თქმით, კომპანია მუშაობს დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში.

როგორც ბოქოლიშვილმა აღნიშნა, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს.

"ჩვენ მულტიფუნქციური კომპანია ვართ, გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, ასევე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს. ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში", - განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს