პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი
"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შეს­ყიდ­ვის არა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას. ძა­ლი­ან ბევ­რი ზე­თით, მა­კა­რო­ნით, შაქ­რით, ან მა­რი­ლით ხელ­ში არ აღ­მოვ­ჩნდეთ, რო­მელ­საც მერე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირ­დე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ერ­მა, რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ პა­ნი­კის არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყვე­ლა ერ­თად გა­ვერ­თი­ან­დეთ ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, სო­ლი­და­რო­ბა მათ შო­რის გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ჩვენც არ ავ­ყვეთ ზედ­მეტ ემო­ცი­ებს, პა­ნი­კას, ძა­ლი­ან კარ­გად გვქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან მჭიდ­როდ და ძა­ლი­ან კო­ორ­დი­ნე­ბუ­ლად ვმუ­შა­ობთ იმის­თვის, რომ გა­მოვ­რი­ცხოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის შე­ფერ­ხე­ბა.

ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე სა­ხის პა­ნი­კუ­რი შეს­ყიდ­ვის, რა­ი­მე სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დგას. ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ამ პრო­დუქ­ცი­ა­საც გარ­კვე­უ­ლი ვადა აქვს და მერე შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი ჩვენ თვი­თონ მო­ვაკ­ლოთ შე­მო­სა­ვალს და აღ­მოვ­ჩნდეთ ძა­ლი­ან ბევ­რი, ზე­თით, მა­კა­რო­ნით, შაქ­რით, ან მა­რი­ლით ხელ­ში, რო­მელ­საც მერე რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირ­დე­ბო­და.

რა თქმა უნდა, მთელ მსოფ­ლი­ო­ში არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, მა­გა­რამ ასე­ვე თქვენ ხე­დავთ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ნა­ბიჯს წი­ნას­წარ რომ ვთვლით, ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ბევრ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ყვე­ლა სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ეს იქ­ნე­ბა სა­ვაჭ­რო, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო, თუ სხვა სექ­ტო­რი, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ყვე­ლა ჩვე­ნი სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა და რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის სექ­ტო­რის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს.

დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ეს არის მო­ლა­რე, კონ­სულ­ტან­ტი მა­ღა­ზი­ა­ში, გამ­ყიდ­ვე­ლი, თუ ნე­ბი­სი­ე­რი ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს სა­ჯა­რო სექ­ტორს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ყვე­ლა ეს ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს ძა­ლი­ან დიდ და­ფა­სე­ბას, მად­ლო­ბას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თმა­ნეთს გა­ვუფრ­თხილ­დეთ, და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რა­საც ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი გვე­უბ­ნე­ბა და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში პა­ნი­კას არ ავ­ყვეთ“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

"ბევრი ზეთით, მაკარონით ან შაქრით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ არ გვჭირდებოდა" - მაია ცქიტიშვილი

ჭარბი რაოდენობით გარკვეული პროდუქციის შესყიდვის არანაირი საჭიროება არ დგას. ძალიან ბევრი ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში არ აღმოვჩნდეთ, რომელსაც მერე, რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები ყველა ერთად გავერთიანდეთ ამ თვალსაზრისითაც, ჩვენი პასუხისმგებლობა, სოლიდარობა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ ჩვენც არ ავყვეთ ზედმეტ ემოციებს, პანიკას, ძალიან კარგად გვქონდეს გააზრებული, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ბიზნესი ძალიან მჭიდროდ და ძალიან კოორდინებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი სახის შეფერხება.

ამ ეტაპზე რაიმე სახის პანიკური შესყიდვის, რაიმე სახის განსაკუთრებული ქმედებების აუცილებლობა არ დგას. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქციასაც გარკვეული ვადა აქვს და მერე შეიძლება ჩვენი ოჯახები ჩვენ თვითონ მოვაკლოთ შემოსავალს და აღმოვჩნდეთ ძალიან ბევრი, ზეთით, მაკარონით, შაქრით, ან მარილით ხელში, რომელსაც მერე რამდენიმე დღეში აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ არ გვჭირდებოდა.

რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში არაორდინალური ვითარებაა, მაგარამ ასევე თქვენ ხედავთ უკლებლივ ყველა ნაბიჯს წინასწარ რომ ვთვლით, ვახორციელებთ ბევრ პრევენციულ ღონისძიებას, აქტიურად ვმუშაობთ ყველა სექტორის წარმომადგენელთან, ეს იქნება სავაჭრო, ფარმაცევტული, სამედიცინო, თუ სხვა სექტორი, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა ჩვენი სამთავრობო უწყება და რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის სექტორის ყველა წარმომადგენელი აქტიურად მუშაობს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის მოლარე, კონსულტანტი მაღაზიაში, გამყიდველი, თუ ნებისიერი ის ადამიანი, რომელიც დღეს საჯარო სექტორს ემსახურება.

ყველა ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას, მადლობას თითოეული მოქალაქის მხრიდან. მნიშვნელოვანია ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი გვეუბნება და არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ავყვეთ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"