პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"19 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ყველაზე უარყოფითი პასუხია" - მარინა ეზუგბაია ახალ მონაცემებსა და დაინფიცირებულების მდგომარეობაზე
"19 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ყველაზე უარყოფითი პასუხია" - მარინა ეზუგბაია ახალ მონაცემებსა და დაინფიცირებულების მდგომარეობაზე

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 19 პა­ცი­ენტს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი ჩა­უ­ტარ­და და ყვე­ლა პა­ცი­ენტზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 44 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ერთ-ერთ პა­ცი­ენტს, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც შე­და­რე­ბით მძი­მე იყო, ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უნდა ვე­ლო­დოთ.

"გუ­შინ 19 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვა და კვლავ 19 პა­ცი­ენ­ტთან პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თან წევს 44 პა­ცი­ენ­ტი. ამ 19 პა­ცი­ენ­ტის მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი­დან ხდე­ბა შე­ფა­სე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში მათი გა­დაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ და ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, შე­მო­ვი­და 7 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­თა­ნაც მოხ­დე­ბა ტეს­ტის აღე­ბა კო­რო­ნა­ვირუს­ზე და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში მათი მდგო­მა­რე­ო­ბაც იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

დი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. იმ პა­ცი­ენ­ტის, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მძი­მედ იყო, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ტემ­პე­რა­ტუ­რა აღარ აცი­ლე­ბია 37.7-ს. უნდა ვე­ლო­დოთ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის თან­და­თა­ნო­ბით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. და­ნარ­ჩე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რჩე­ბა უც­ვლე­ლი. სულ გვი­წევს 7 პნევ­მო­ნი­ით, ერთი იყო მძი­მე, მე­ო­რე სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, და­ნარ­ჩე­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი და პნევ­მო­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაც იყო მსუ­ბუ­ქი.

ჯერ­ჯე­რობთ, არც ერ­თთან და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და თან­და­თა­ნო­ბით მოხ­დე­ბა ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის კვლე­ვა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­დან მე-14 დღეს და მი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გაგ­რძელ­დე­ბა მათი კვლე­ვა და შე­ფა­სე­ბი­თი ნა­წი­ლი თქვენც მო­გე­წო­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ 25 შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, რო­მელ­თა­გან 2 უკავ­შირ­დე­ბა ირან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას, 1 ეს­პა­ნეთ­ში, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა პირ­და­პირ ან ირი­ბად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იტა­ლი­ას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"19 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ყველაზე უარყოფითი პასუხია" - მარინა ეზუგბაია ახალ მონაცემებსა და დაინფიცირებულების მდგომარეობაზე

"19 პაციენტს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი და ყველაზე უარყოფითი პასუხია" - მარინა ეზუგბაია ახალ მონაცემებსა და დაინფიცირებულების მდგომარეობაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველა პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი რჩება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმე იყო, ეზუგბაიას განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კიდევ უფრო გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.

"გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.

დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება უცვლელი. სულ გვიწევს 7 პნევმონიით, ერთი იყო მძიმე, მეორე საშუალო სიმძიმის, დანარჩენის მდგომარეობა იყო მსუბუქი და პნევმონიის მიმდინარეობაც იყო მსუბუქი.

ჯერჯერობთ, არც ერთთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მდგომარეობა სტაბილურია და თანდათანობით მოხდება ამ პაციენტების კვლევა, დიაგნოსტირებიდან მე-14 დღეს და მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, გაგრძელდება მათი კვლევა და შეფასებითი ნაწილი თქვენც მოგეწოდებათ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 25 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"