საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს..." - რას ამბობს COVID-19-ზე ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკაში ინფექციურ კლინიკას მეთვალყურეობს
"80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს..." - რას ამბობს COVID-19-ზე ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკაში ინფექციურ კლინიკას მეთვალყურეობს

მსოფ­ლიო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მო­ე­დო, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პან­დე­მი­ად უკვე გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუსს მსოფ­ლი­ო­ში 5 123 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ის წყა­რო ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქი უხა­ნი იყო.

თუმ­ცა ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ევ­რო­პა­ში უფრო სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა, ვიდ­რე ეს ჩი­ნეთ­ში ეპი­დე­მი­ის პი­კის დროს იყო. ვირუ­სის გამო იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

ასე­ვე გუ­შინ გვი­ან ღა­მით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ დო­ნალდ ტრამპმა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ამე­რი­კა­შიც გა­მო­ა­ცხა­და. ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი ამე­რი­კის 50 შტა­ტი­დან 42-შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში გარ­დაც­ვლი­ლია 41 ადა­მი­ა­ნი. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 2045-ს შე­ად­გენს.

AMBEBI.GE სწო­რედ ამე­რი­კა­ში, კერ­ძოდ კი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ ექიმს, ზაზა ვარ­სი­მაშ­ვილს ესა­უბ­რა. იგი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მე­ბის და ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის დი­რექ­ტო­რია. მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ად­გი­ლობ­რი­ვი 5 კლი­ნი­კაა, მათ შო­რის ინ­ფექ­ცი­უ­რი...

- რო­გორც იცით ამე­რი­კა­ში გა­მო­ცხად­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა. ძაან ჩახ­ლარ­თუ­ლია ხოლ­მე რე­ა­ლო­ბა, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი მა­გის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­იძ­ლე­ბა ის იყოს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა გა­მო­ყონ ამ ყვე­ლაფ­რის. რა­საც ახლა ვკი­თხუ­ლობ - აქ ზუს­ტად სი­ტყვა-სი­ტყვით ასე წე­რია, "პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს $50 მი­ლი­არ­დის და­ფი­ნან­სე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სა­ხით".

ამე­რი­კა­ში იგ­რძნო­ბო­და გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა შემ­თხვე­ვე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. აქ უფრო იმის შე­ე­შინ­დათ რომ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ჩა­მო­ვი­დოდ­ნენ და გა­ავ­რცე­ლებ­დნენ... სხვა­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად მგზავ­რო­ბი­სას ვრცელ­დე­ბა, რად­გან და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა და სა­ერ­თო ჰა­ე­რი.

დო­ნალდ ტრამპმა შენ­გე­ნის ზო­ნი­დან შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლა, რაც რა­დი­კა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მელ­საც მომ­ხრე­ე­ბიც ჰყავს და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც... ერ­თდრო­უ­ლად აკ­რძალ­ვა შე­ე­ხე­ბა რო­გორც ფრე­ნებს, ასე­ვე გე­მით ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მგზავ­რო­ბას... სა­ერ­თა­შო­რი­სო მგზავ­რო­ბის აკ­რძალ­ვა და თბი­ლი ამინ­დე­ბის დად­გო­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ა­ფერ­ხებს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ვიცი იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.... სა­ქარ­თვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი რან­გის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი არი­ან! პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შე­სა­ხებ, ისე­დაც ყვე­ლამ იცის! უბ­რა­ლოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მათ მიერ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა შე­უ­წყოს ხელი ამ ყვე­ლა­ფერს, გა­მო­ი­ჩი­ნონ სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.

ზო­გა­დად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი რაც ამ ვირუსს ახა­სი­ა­თებს, და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა უსიპ­ტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ დრო­საც ვირუ­სი გა­დამ­დე­ბია და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად ვირუ­სი ბევრ ადა­მი­ანს გა­დას­დოს. ვერ ვი­ტყო­დი, რომ ამე­რი­კა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ რად­გან ამ­ხე­ლა დის­ტან­ცი­აა, ამან შე­უ­წყო ხელი, დღეს რომ ასე ცოტა შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მე სა­დაც ვარ, იქ ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი შემ­თხვე­ვაც არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა... ახლა უკვე იღე­ბენ ზო­მებს პრე­ვენ­ცი­ის­თვის – სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იკე­ტე­ბა.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ეს ვირუ­სი სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი არ არის! 80% ალ­ბათ ისე გა­და­ი­ტანს, რომ ზედ­მე­ტი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის.

და­ნარ­ჩე­ნებ­ში, ვი­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა ექ­ნე­ბა, სიპ­ტო­მა­ტუ­რად მკურ­ნა­ლო­ბას მი­მარ­თა­ვენ და მათი უმე­ტე­სო­ბაც გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა! არ არის ის ვირუ­სი, რო­მე­ლიც და­ე­მარ­თე­ბა და მოკ­ლავს! უბ­რა­ლოდ ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ იცი­ან რა არის და ცდი­ლო­ბენ და­ად­გი­ნონ. ერთი წლის მერე ალ­ბათ პრო­ტო­კო­ლე­ბიც ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა და ვაქ­ცი­ნაც.

- 2002 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი SARS-ის ვირუ­სი, რო­მე­ლიც 26 ქვე­ყა­ნას მის­წვდა, პან­დე­მი­ად არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი პა­ნი­კა იყო...

- დიახ და მერე ისე გაქ­რა, აღა­რა­ვის გახ­სე­ნე­ბია. 2012 წელს იყო კი­დევ ეგე­თი MERS-ი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ალ­ბათ არც არა­ვინ იცის. პა­ნი­კა უფრო მე­ტად ატე­ხი­ლია იმი­ტომ, რომ ასე ვთქვათ, ახა­ლი მუ­ტი­რე­ბუ­ლი ვირუ­სია, რო­მელ­თა­ნაც აქამ­დე შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია ადა­მი­ანს და არც ზუს­ტი პრო­ტო­კო­ლე­ბი არ­სე­ბობს! სიკ­ვდი­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ტი­პის ვირუ­სებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი აქვს, თან უფრო ად­ვი­ლად ვრცელ­დე­ბა! ზუს­ტად ვე­რა­ვინ გე­ტყვით ახლა, შე­იძ­ლე­ბა ამა­ნაც SARS-ივით ისე ჩა­ი­ა­როს, არა­ვის ახ­სოვ­დეს, თუმ­ცა უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით რა­ღაც ფორ­მით დარ­ჩე­ბა. უბ­რა­ლოდ, მკურ­ნა­ლო­ბა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და გა­მო­სა­ვა­ლიც, ვაქ­ცი­ნაც ექ­ნე­ბათ!

ქვეყ­ნის და­სას­რუ­ლი ნამ­დვი­ლად არ არის და ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ ვინ­მეს გამ­ხნე­ვე­ბა მსურს! რაც არის რე­ა­ლო­ბა, იმას მო­გახ­სე­ნებთ! რაც წე­სე­ბია, ყვე­ლამ და­ვიც­ვათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­საც ვხე­დავ, ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რად კეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი! აუ­ცი­ლე­ბე­ლია პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის მკაც­რად დაც­ვა, მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სა­რის­კო ქვეყ­ნებ­ში, ის ჯაჭ­ვი რომ გა­წყდეს, სა­დაც ინ­ფექ­ცი­ის გა­და­დე­ბა ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და თბი­ლი ამინ­დე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბაც ბევ­რის იმედს იძ­ლე­ვა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რამე წამლის სახელი მაინც დაასახელეთ.
19

პირად ჰგიენას ვინ არ იცავს? ვინ არ იბანდა აქამდე ხელებს? სამსახურში მიდიან ავტობუსით, მეტროთი, მარშრუტკით და როგორ უნდა დაიცვა იქ ჰგიენა? რამდენი ხალხი ჩაგივლის გვერდს, რა ვიცი მე ვინ რისი ვირუსიანია. წამალი თქვით ჯობია, რითი უნდა იმკურნალოს ხალხმა. 

rasa
2

80% ახალგაზრდები და 60 წლამდე ჯანმრთელი ხალხი - კი ბატონო, მაგრამ ვისაც წნევიანი ან ქრონიკული ავადმყოფობებიანი მშობლები გვყავს - იმათ გვეშინია :( რამე შემთხვევით არ მივიტანოთ სახლში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს..." - რას ამბობს COVID-19-ზე ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკაში ინფექციურ კლინიკას მეთვალყურეობს

"80% ამ ვირუსს ალბათ ზედმეტი გართულების გარეშე გადაიტანს..." - რას ამბობს COVID-19-ზე ქართველი ექიმი, რომელიც ამერიკაში ინფექციურ კლინიკას მეთვალყურეობს

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას. კორონავირუსი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანას მოედო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად უკვე გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 5 123 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის გავრცელეის წყარო ჩინეთის ქალაქი უხანი იყო.

თუმცა ამჟამად კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები ევროპაში უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. ვირუსის გამო იტალიასა და ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ასევე გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა ამერიკაშიც გამოაცხადა. ცნობილია, რომ კორონავირუსის შემთხვევები ამერიკის 50 შტატიდან 42-შია დაფიქსირებული. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში გარდაცვლილია 41 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2045-ს შეადგენს.

AMBEBI.GE სწორედ ამერიკაში, კერძოდ კი პენსილვანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, ზაზა ვარსიმაშვილს ესაუბრა. იგი პენსილვანიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემთა სისტემების და ხარისხის კონტროლის დირექტორია. მისი მეთვალყურეობის ქვეშ ადგილობრივი 5 კლინიკაა, მათ შორის ინფექციური...

- როგორც იცით ამერიკაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ძაან ჩახლართულია ხოლმე რეალობა, რეალური მიზეზი მაგის გამოცხადების შეიძლება ის იყოს, რომ დაფინანსება გამოყონ ამ ყველაფრის. რასაც ახლა ვკითხულობ - აქ ზუსტად სიტყვა-სიტყვით ასე წერია, "პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს $50 მილიარდის დაფინანსება ფედერალური დახმარებების სახით".

ამერიკაში იგრძნობოდა გარკვეული პანიკა, მიუხედავად იმისა, რომ აქ კორონავირუსით დაინფიცირებულების მაქსიმალურად ცოტა შემთხვევებია დაფიქსირებული. აქ უფრო იმის შეეშინდათ რომ, დაინფიცირებული ხალხი ჩამოვიდოდნენ და გაავრცელებდნენ... სხვათა შორის, ყველაზე ადვილად მგზავრობისას ვრცელდება, რადგან დახურული სისტემაა და საერთო ჰაერი.

დონალდ ტრამპმა შენგენის ზონიდან შეერთებულ შტატებში შესვლა აკრძალა, რაც რადიკალური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც... ერთდროულად აკრძალვა შეეხება როგორც ფრენებს, ასევე გემით ან ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებულ მგზავრობას... საერთაშორისო მგზავრობის აკრძალვა და თბილი ამინდების დადგომა მნიშვნელოვნად შეაფერხებს ვირუსის გავრცელებას.

რაც შეეხება საქართველოს, ვიცი იქ არსებული მდგომარეობის შესახებ.... საქართველოში უმაღლესი რანგის ინფექციონისტები არიან! პაატა იმნაძე მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია, აღარაფერს ვამბობ ამირან გამყრელიძის შესახებ, ისედაც ყველამ იცის! უბრალოდ მთელი ქვეყნის გაკონტროლება მათ მიერ რთული იქნება, მოსახლეობამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ყველაფერს, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ რეკომენდაციები.

ზოგადად, ყველაზე რთული რაც ამ ვირუსს ახასიათებს, დაახლოებით ორი კვირა უსიპტომოდ მიმდინარეობს. ამ დროსაც ვირუსი გადამდებია და დაინფიცირებულმა შეიძლება თავისდაუნებურად ვირუსი ბევრ ადამიანს გადასდოს. ვერ ვიტყოდი, რომ ამერიკა განსაკუთრებულად მომზადებული იყო, მაგრამ რადგან ამხელა დისტანციაა, ამან შეუწყო ხელი, დღეს რომ ასე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული. მე სადაც ვარ, იქ ჯერჯერობით ერთი შემთხვევაც არ გამოვლენილა... ახლა უკვე იღებენ ზომებს პრევენციისთვის – სკოლები, უნივერსიტეტები იკეტება.

როგორც მოგახსენეთ, ეს ვირუსი სასიკვდილო განაჩენი არ არის! 80% ალბათ ისე გადაიტანს, რომ ზედმეტი გართულების გარეშე ჩაივლის.

დანარჩენებში, ვისაც გართულებული ფორმა ექნება, სიპტომატურად მკურნალობას მიმართავენ და მათი უმეტესობაც გამოჯანმრთელდება! არ არის ის ვირუსი, რომელიც დაემართება და მოკლავს! უბრალოდ ამ მომენტში ყველაზე ეფექტური მკურნალობა არ იციან რა არის და ცდილობენ დაადგინონ. ერთი წლის მერე ალბათ პროტოკოლებიც ეფექტური იქნება და ვაქცინაც.

- 2002 წელს გავრცელებული SARS-ის ვირუსი, რომელიც 26 ქვეყანას მისწვდა, პანდემიად არ გამოცხადებულა, მაგრამ ძალიან დიდი პანიკა იყო...

- დიახ და მერე ისე გაქრა, აღარავის გახსენებია. 2012 წელს იყო კიდევ ეგეთი MERS-ი, რომელიც საქართველოში ალბათ არც არავინ იცის. პანიკა უფრო მეტად ატეხილია იმიტომ, რომ ასე ვთქვათ, ახალი მუტირებული ვირუსია, რომელთანაც აქამდე შეხება არ ჰქონია ადამიანს და არც ზუსტი პროტოკოლები არსებობს! სიკვდილის მაჩვენებელი ჩვეულებრივი გრიპის ტიპის ვირუსებთან შედარებით მაღალი აქვს, თან უფრო ადვილად ვრცელდება! ზუსტად ვერავინ გეტყვით ახლა, შეიძლება ამანაც SARS-ივით ისე ჩაიაროს, არავის ახსოვდეს, თუმცა უფრო დიდი ალბათობით რაღაც ფორმით დარჩება. უბრალოდ, მკურნალობა უკეთესი იქნება და გამოსავალიც, ვაქცინაც ექნებათ!

ქვეყნის დასასრული ნამდვილად არ არის და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს გამხნევება მსურს! რაც არის რეალობა, იმას მოგახსენებთ! რაც წესებია, ყველამ დავიცვათ და საქართველოში რასაც ვხედავ, ძალიან ზომიერად კეთდება ყველაფერი! აუცილებელია პირადი ჰიგიენის მკაცრად დაცვა, მოგზაურობისგან თავის შეკავება სარისკო ქვეყნებში, ის ჯაჭვი რომ გაწყდეს, სადაც ინფექციის გადადება ხდება. საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თბილი ამინდების მოახლოებაც ბევრის იმედს იძლევა!

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"