სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ვა­ჟის, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას შე­სა­ხებ წერს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს. რო­გორც მა­ნა­ნა არჩვა­ძე გამ­სა­ხურ­დია წერს, ცოტ­ნეს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. პა­ცი­ენ­ტის დედა ვა­ჟის სხვა კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს.

"მოგ­მარ­თავთ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, აღმსა­რებ­ლო­ბი­სა, ასა­კი­სა და სქე­სი­სა!

გთხოვთ გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ნად­გო­მა, რათა ვიხ­სნათ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი­სა­გან ან სა­მუ­და­მო და­ინ­ვა­ლი­დე­ბი­სა­გან. მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა. მე­სა­მე თვე სრულ­დე­ბა სტამ­ბო­ლის აჩი ბა­დე­ნის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბი­დან. შე­დე­გი თით­ქმის უმ­ნიშ­ვნე­ლოა. ეს კლი­ნი­კა არ არის ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მდგო­მა­რე­ო­ბის მაპრო­ფი­რე­ბე­ლი. ეს გახ­ლავთ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ონ­კო­ლო­გი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვად­მყო­ფო, რო­მე­ლიც უძ­ლუ­რია მსგავ­სი ავად­მყო­ფე­ბის მი­მართ ჩა­ა­ტა­როს მკურ­ნა­ლო­ბის ის მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბას დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად შეც­ვლი­და.

ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო თბი­ლი­სი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბი­სას, თუ რო­მელ კლი­ნი­კა­ში გა­დაგ­ვყავ­და ცოტ­ნე. ორი­ენ­ტა­ცია აღე­ბუ­ლი მქონ­და თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ზე ან ამე­რი­კის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის ჰოს­პი­ტალ­ზე, რო­მე­ლიც ფაქ­ტოვ­ბრი­ვად სამ თვე­ში გა­მო­ჯან­მრთლე­ბის პრო­ცე­სის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნებ­და."ჩემ­თვის უც­ნო­ბი" პი­როვ­ნე­ბე­ბი დღე­საც კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ცოტ­ნეს გა­დაყ­ვა­ნას ზემ­ოთხსე­ნე­ბულ რო­მე­ლი­მე ჰოს­პი­ტალ­ში, რაც რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს მის სი­ცო­ცხლეს, მის ჯან­მრთე­ლე­ბას.

მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ ცოტ­ნეს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე და სხვა ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე. ნუ და­მი­ღუ­პავთ შვილს, რომ­ლის სი­ცო­ცხლეს და მის სრულ­ფა­სოვ­ნე­ბას ებ­რძვი­ან გარ­კვე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლას, მე - დედა მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია, რო­მელ­საც გა­მო­უ­ცხა­დეს ბრძო­ლა, რად­გან მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია ცოტ­ნეს მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, (რომ­ლის წი­ნა­შეც რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ დავ­დე­ქი, რო­დე­საც ცოტ­ნე იმ­ყო­ფე­ბო­და შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში). უკა­ნა­ს­ქ­ნე­ლად ა. წ. 21 თე­ბერ­ვალს 13:00 სა­ათ­ზე, სა­ა­ვად­მყო­ფოს ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­სულს ცოტ­ნე დამ­ხვდა ჰი­პერ­ვო­ლე­მი­ურ შოკ­ში, რომ­ლის დრო­საც ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კრი­ტი­კუ­ლად გა­უ­ა­რეს­და (დი­ას­ტო­ლუ­რი წნე­ვა 36 მმ-მდე , სუთ­ქვის სიხ­ში­რე R - 30-35 ' ; პულ­სი P - 180 '). მე, ყო­ვე­ლი­ვე ეს მო­ნა­ცე­მე­ბი რომ არ და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, იქ მყო­ფებ­მა მო­ნი­ტო­რი­მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­მორ­თეს!!!

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ვე­ლი­ვე ამ "ექ­სპე­რი­მენტს" ეს­წრე­ბო­და ე.წ. მხარ­დამ­ჭე­რი თან­მხლებ მა­მა­კაც­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჩემი მის­ვლის­თა­ნა­ვე გა­ი­პა­რა. დე­რე­ფა­ნი სავ­სე იყო სა­ა­ვად­ყო­ფის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბით , პა­ლა­ტა იყო ღია. მიხ­ვდი თუ რა უბე­დუ­რე­ბის მომსწრე უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი , ამი­ვარ­და ტი­რი­ლი , რიც გა­მოც და­მი­პი­რის­პირ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მინ­სტრა­ცია (თით­ქოს ჩემ­მა ტი­რილ­მა უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სხვა ავად­მყო­ფებ­ზე). სწო­რედ ეს გახ­და "სა­ბა­ბი", რათა ჩემ­თვის აეკ­რძა­ლათ ცოტ­ნეს ნახ­ვა, თა­ვი­ან­თი და­ნა­შა­უ­ლის გა­და­სა­ფა­რად.ამა წლის 21 თე­ბერ­ვალს (შემ­თხვე­ვის დღეს) 4 სა­ა­თის შემ­დეგ ცოტ­ნე გა­დაყ­ვა­ნი­ლიქ­ნა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რი­თაც ფა­ტა­ლურ შე­დეგს გა­და­ურ­ჩა. მსგავს შემ­თხვე­ვებს რო­მო­დე­ნი­მე­ჯერ ჰქონ­და ად­გი­ლი, რი­თაც იკ­ვე­თე­ბა ან არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფი­სა.

მოგ­მარ­თვათ ყვე­ლას! გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ნად­გო­მა ცოტ­ნე­სა და მისი მრა­ვა­ლ­ჭირ­ნა­ხუ­ლი დე­დის მი­მართ, რათა ამ კლი­ნი­კი­დან გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნას ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ერთ-ერთ ჰოს­პი­ტალ­ში, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ცოტ­ნეს სი­ცო­ცხლე.

P.S. ჩემი ტი­რი­ლი იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ჩემს მიერ კვი­რა­ში სამ­ჯერ მა­ინც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­სა და მის დე­რე­ფან­ში რა მო­სა­ტა­ნია.ავად­მყო­ფე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ემო­ცი­ებს უმ­ძი­მე­სი ფორ­მე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ ყო­ვე­ლი­ვეს მი­მართ, რის წი­ნა­შეც ად­გი­ლობ­რი­ვი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რიც უძუ­ლუ­რი იყო. ჩემი ტი­რი­ლის მი­ზეზ­ზე ლა­პა­რა­კი იქ მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან შე­და­რე­ბით მარ­თლაც რა მო­სა­ტა­ნია . პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დედა მე­ო­ცე დღეა რაც ჩა­მო­ა­შო­რეს შვილს, რო­მე­ლიც ცოტ­ნეს ე.წ. "მკურ­ნა­ლო­ბა­ში" გა­მო­სა­ვალს ვერ ხე­დავ­და.

და­ნარ­ჩენ­ზე, რაც უშუ­ა­ლოდ ექი­მებ­თან ჩემი შე­თან­ხმე­ბით მოხ­და ცოტ­ნეს სა­სი­კე­თოდ, შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ... აქვე მინ­და დავ­ძი­ნო, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა დავ­კა­ში­რე­ბო­დი და საქ­მის კურ­სში ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა, ამ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯო­მა­რე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მი­ნის­ტრი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. დაბ­ლო­კი­ლი აღ­მოვ­ჩნდი სრუ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან. დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა თქვენ­თვის მო­მინ­დია...

პა­ტი­ვის­ცე­მით მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია12.03.2020 წ. თურ­ქე­თი . ქა­ლა­ქი სტამ­ბუ­ლი"

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლის ანა ჯა­ბა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც ანა ჯა­ბა­ურ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს ყვე­ლა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვა უტარ­დე­ბა და მისი სხვა ჰოს­პი­ტალ­ში გა­დაყ­ვა­ნა არ იგეგ­მე­ბა.

„ეს არის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი, რო­მელ­შიც ყვე­ლა ექიმ­მა კარ­გად იცის თა­ვის საქ­მე. გარ­და იმი­სა, რომ მე აქ ვიმ­ყო­ფე­ბი და ცოტ­ნეს­თან ვარ, პრო­ფე­სი­ით ვარ ექი­მი და არა­ნი­რი ლაფ­სუ­სი მე არ გა­მო­მე­პა­რე­ბა. ცოტ­ნეს უკეთ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ჭი­როა და უკვე რო­დე­საც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, სა­ჭი­რო მო­მენ­ტში იგი გა­და­ვა სხვა კლი­ნი­კა­ში სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ. არა­ვი­თა­რი თურ­ქულ კლი­ნი­კა­ში და სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მისი გა­დაყ­ვა­ნა არ მოხ­დე­ბა,ჩვენ გა­და­ვიყ­ვანთ მას პირ­და­პირ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრში, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა.

სრუ­ლი სიც­რუ­ეა ის, რომ დამ­ძიმ­და ცოტ­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბა. ცოტ­ნე არის კარ­გად და სტა­ბი­ლუ­რად. ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და ნელ-ნელა მი­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მაგ­რამ დი­ნა­მი­კა არის და­დე­ბი­თი და ცოტ­ნე არის კარ­გად“, - აცხა­დებს ჯა­ბა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია 19 დე­კემ­ბერს დაჭ­რეს. მისი დაჭ­რის ფაქ­ტზე 4 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი. ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Goga
23

ძალიან კატეგორიულიც ნუ იქნებით ქალბატონო მანანა. ცოტნე გამსახურდია არის საქართველოს რიგითი მოქალაქე. ზვიადის პატივისცემითაა რომ ამდენი გაუკეთეს კიდე. მოგვიწოდებს თურმე.

ამინი
56

თურქეთში რომ მიდიხართ სამკურნალოდ ვინაა იქ პატრონი. ისე ამოგაცლიან რომელიმე ორგანოს როგორც არაფერი რამდენი მოკლეს მანდ..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდია წერს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის დედა ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!

გთხოვთ გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბოლის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან. შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.

ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა."ჩემთვის უცნობი" პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.

მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიღუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები. მოგიწოდებთ ყველას, მე - დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასქნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R - 30-35 ' ; პულსი P - 180 '). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორიმომენტალურად გამორთეს!!!

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ "ექსპერიმენტს" ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა. დერეფანი სავსე იყო საავადყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით , პალატა იყო ღია. მიხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი , ამივარდა ტირილი , რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა "საბაბი", რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რომოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია . პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. "მკურნალობაში" გამოსავალს ვერ ხედავდა.

დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ... აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკაშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია...

პატივისცემით მანანა არჩვაძე-გამსახურდია12.03.2020 წ. თურქეთი . ქალაქი სტამბული"

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება და მისი სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება.

„ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის, ძვირადღირებული და საკმაოდ ცნობილი ჰოსპიტალი, რომელშიც ყველა ექიმმა კარგად იცის თავის საქმე. გარდა იმისა, რომ მე აქ ვიმყოფები და ცოტნესთან ვარ, პროფესიით ვარ ექიმი და არანირი ლაფსუსი მე არ გამომეპარება. ცოტნეს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და უკვე როდესაც რეაბილიტაცია იქნება საჭირო, საჭირო მომენტში იგი გადავა სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ. არავითარი თურქულ კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა არ მოხდება,ჩვენ გადავიყვანთ მას პირდაპირ სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა ამის საჭიროება იქნება.

სრული სიცრუეა ის, რომ დამძიმდა ცოტნეს მდგომარეობა. ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. ხანგრძლივი პროცესია და ნელ-ნელა მიდის გაუმჯობესება, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და ცოტნე არის კარგად“, - აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ.

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს