პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება
ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ჩარ­თუ­ლო­ბით, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ინ­ტერ­ნეტ­მა­ღა­ზია – lit.ge – სთან, რათა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა მი­ე­ცეს ამ პლატ­ფორ­მა­ზე გან­თავ­სე­ბულ გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-ისა და „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის“ 2093 ელექტრო­ნულ წიგნ­ზე.

„გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ უერ­თდე­ბა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ხელ­მის­წვდომს ხდის ელექტრო­ნულ წიგ­ნებს, lit.ge-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ჩვე­ნი 2000-მდე ელექ­ტორ­ნუ­ლი წიგ­ნი, მათ შო­რის, პა­ტა­რე­ბის­თვის ზღაპ­რე­ბი, ასე­ვე მხატ­ვრუ­ლი და არამ­ხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, თა­ნა­მედ­რო­ვე თარ­გმა­ნე­ბი და ა.შ. ეს წიგ­ნე­ბი ერთი თვით სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უფა­სო. გარ­და ამი­სა, „გა­მომ­ცე­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“- ის ერთ-ერთი პლატ­ფორ­მაა აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი- gudabooks.ge, სა­დაც წიგ­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გავ­ხა­დეთ ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ზო­გა­დად, gudabooks.ge-ზე 200-მდე წიგ­ნია გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის მიერ და აქვს აპ­ლი­კა­ცია „guda“, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ტე­ლე­ფონ­შიც შეძ­ლებთ მოს­მე­ნას", - გა­მომ­ცე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის" დი­რექ­ტო­რი თი­ნა­თინ ასა­თი­ა­ნი.

„ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო ბიზ­ნესს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, სო­ლი­და­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

სა­მა­გა­ლი­თოა ის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რაც ამ კომ­პა­ნი­ებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­დეს ელექტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი – მხატ­ვრუ­ლი და სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის”, – გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რის და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ეკა­ტე­რი­ნე დგე­ბუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში რო­დე­საც სა­გა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­და, მოს­წავ­ლე­ებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ეს დრო მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ასე­ვე ამ­ბობს, რომ მთავ­რო­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­შია სხვა კომ­პა­ნი­ებ­თა­ნაც, რომ­ლებ­საც ასე­ვე აქვთ გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი და ახლო მო­მა­ვალ­ში, ისი­ნი თა­ვად გა­ნა­ცხა­დე­ბენ სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

Lit.ge -ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია:

  • მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­რე­გის­ტრირ­დეს სა­იტ­ზე lit.ge (ელ.ფოს­ტით ან ფე­ის­ბუ­ქით);
  • ავ­ტო­რი­ზი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი უნდა შე­ვი­დეს “სამ­კი­თხვე­ლოს” გვერ­დზე, სა­დაც სამ­კი­თხვე­ლოს ერ­თთვი­ა­ნი პა­კე­ტი დახ­ვდე­ბა უფა­სოდ;
  • პა­კე­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­დეგ, მომ­ხმა­რე­ბელს ეძ­ლე­ვა სა­სურ­ვე­ლი სამი წიგ­ნის არ­ჩე­ვი­სა და სა­კუ­თარ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა;
  • სამ­კი­თხვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია 2093 წიგ­ნი;წიგ­ნე­ბის წა­სა­კი­თხად, ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე აუ­ცი­ლე­ბე­ლია იოტა რი­დე­რის აპლი­კა­ცი­ის გად­მო­წე­რა.
00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

ელექტრონული წიგნების ერთთვიანი პაკეტი უფასო იქნება - „გამომცელობა პალიტრა L“ ინიციატივას უერთდება

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების სამინისტროს ჩართულობით, მიღწეულია შეთანხმება ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია – lit.ge – სთან, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში, თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ გამომცელობა „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე.

„გამომცელობა პალიტრა L“ უერთდება ამ ინიციატივას და ხელმისწვდომს ხდის ელექტრონულ წიგნებს, lit.ge-ზე განთავსებულია ჩვენი 2000-მდე ელექტორნული წიგნი, მათ შორის, პატარებისთვის ზღაპრები, ასევე მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა, თანამედროვე თარგმანები და ა.შ. ეს წიგნები ერთი თვით საზოგადოებისთვის იქნება უფასო. გარდა ამისა, „გამომცელობა პალიტრა L“- ის ერთ-ერთი პლატფორმაა აუდიოწიგნები- gudabooks.ge, სადაც წიგნების გარკვეული რაოდენობა გავხადეთ ხელმისაწვდომი. ზოგადად, gudabooks.ge-ზე 200-მდე წიგნია გახმოვანებული ცნობილი მსახიობებისა და ავტორების მიერ და აქვს აპლიკაცია „guda“, რომლის მეშვეობითაც, ტელეფონშიც შეძლებთ მოსმენას", - გამომცელობა „პალიტრა L-ის" დირექტორი თინათინ ასათიანი.

„ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარული ურთიერთობა.

სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს საზოგადოების მიმართ და ხელმისაწვდომი გახადეს ელექტრონული რესურსები – მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის”, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, იმ პერიოდში როდესაც საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა, მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, ეს დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის გამოიყენონ.

მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ მთავრობა კომუნიკაციაშია სხვა კომპანიებთანაც, რომლებსაც ასევე აქვთ გარკვეული წინადადებები და ახლო მომავალში, ისინი თავად განაცხადებენ საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ.

Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის, აუცილებელია:

  • მომხმარებელი დარეგისტრირდეს საიტზე lit.ge (ელ.ფოსტით ან ფეისბუქით);
  • ავტორიზირებული მომხმარებელი უნდა შევიდეს “სამკითხველოს” გვერდზე, სადაც სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი დახვდება უფასოდ;
  • პაკეტის გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა სასურველი სამი წიგნის არჩევისა და საკუთარ ბიბლიოთეკაში დამატების საშუალება;
  • სამკითხველოში ხელმისაწვდომია 2093 წიგნი;წიგნების წასაკითხად, ელექტრონულ მოწყობილობაზე აუცილებელია იოტა რიდერის აპლიკაციის გადმოწერა.

გამომცემლობა "პალიტრა L" - არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის აუდიოწიგნები უფასო გახდება

განსაკუთრებული წიგნი განსაკუთრებული დიზიანით - „ნათლიას“ ახალმა გამოცემამ მკითხველის აღფრთოვანება გამოიწვია

#შემოდიპორტალში - მსოფლიოს ბესტსელერი „ასასინის შეგირდი“ ქართულ ენაზე