საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლამის საკუთარი შვილების თვალწინ მომახრჩო..." - ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
"ლამის საკუთარი შვილების თვალწინ მომახრჩო..." - ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ქალი, რო­მელ­მაც მო­ძა­ლა­დე ქმა­რი დაჭ­რა, სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ნანა გო­გა­ლა­ძეს მო­სა­მარ­თლემ ქმე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბელ მო­გე­რი­ე­ბად ჩა­უთ­ვა­ლა, რის გა­მოც სას­ჯე­ლის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ტი­პის საქ­მე­ე­ბი იშ­ვი­ა­თია ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ეს საქ­მე კი პრე­ცე­დენ­ტუ­ლია. "სა­ფა­რის" ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც ქა­ლის უფ­ლე­ბებს იცავ­და, AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც თავს აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იცავ­დნენ, გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სჯიდ­ნენ.

ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე და გა­მარ­თლე­ბუ­ლი ქალი ნანა გო­გა­ლა­ძე

"ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი საქ­მე თა­ვი­სი არ­სით, რად­გან სა­სა­მარ­თლომ ქალი, რო­მელ­ზეც საქ­მე ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით იყო აღ­ძრუ­ლი, სა­სა­მარ­თლომ კი არ და­სა­ჯა, არა­მედ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. პრაქ­ტი­კის დამ­კვიდ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ად­რეც მქონ­და ასე­თი საქ­მე და სა­სა­მარ­თლომ გან­ზრა­ხულ და­ნა­შა­უ­ლად ჩა­უთ­ვა­ლა და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და" - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

შემ­თხვე­ვა ორი წლის წინ მოხ­და. ნანა გო­გა­ლა­ძე ყვე­ბა, რომ ოჯახ­ში სის­ტე­მა­ტი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო - ქმა­რი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ხში­რად ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბო­და. ახა­ლი წლის ღა­მეს მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა და მისი დახ­რჩო­ბა სცა­და. ქალ­მა 112-ში და­რე­კა, რომ შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა მას­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე 45 წუ­თით დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, რის გა­მოც ნანა გო­გა­ლა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ცივი ია­რა­ღით თავი და­ეც­ვა და ქმა­რი დაჭ­რა.

გო­გა­ლა­ძის მი­მართ საქ­მე სსკ-ის 117-ე მუხ­ლით აღიძ­რა, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ავად­მყო­ფუ­რად ეჭ­ვი­ა­ნი იყო. ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, და­მიბ­ლო­კა ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი ტე­ლე­ფონ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ამო­მი­შა­ლა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი, ჩემს პირ­ველ მე­უღ­ლე­ზე, ბავ­შვე­ბის მა­მა­ზეც სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ამის გამო, სკან­და­ლე­ბი გვქონ­და. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­მა­მუ­შა­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე, მარ­თლა და­ვი­წყე იმის და­ჯე­რე­ბა, რომ მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა­ში სულ და­ვი­კარ­გე­ბო­დი...

ახა­ლი წლის დი­ლას, ბავ­შვე­ბი მა­მას ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. სა­უბ­რის წუ­თე­ბის დათ­ვლა და­ი­წყო, ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ ელა­პა­რა­კე­ბო­დით ამ კაც­სო. მე ვუ­პა­სუ­ხე, ამ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რომ მდო­მო­და, შენ­თან, ორი ბავ­შვით თბი­ლის­ში არ წა­მო­ვი­დო­დი-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, იმ ღა­მეს სა­ში­ნე­ლი აგ­რე­სია ჰქონ­და, ვე­ღარ გა­ა­კონ­ტრო­ლა, ფი­ზი­კუ­რად და­მი­პი­რის­პირ­და იმ დო­ნემ­დე, რომ ლა­მის სა­კუ­თა­რი ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე მო­მახ­რჩო...

დე­და­ჩე­მი მძარ­ცვე­ლე­ბის ხე­ლით მოკ­ვდა დახ­რჩო­ბით... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა სა­ში­ნე­ლი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა და­უ­კავ­ში­რე, სი­ცო­ცხლეს მოხ­რჩო­ბით გას­რუ­ლე­ბი­ნებს. იმ წამს, დე­დას ამ­ბავ­მაც გა­მი­ელ­ვა თვალ­წინ, ისიც კი ვი­ფიქ­რე, რა ენით აუ­წე­რე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა ელო­დათ ამ ამ­ბის შემ­სწრე ჩემს შვი­ლებს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ თა­ვად მაქვს გა­მოვ­ლი­ლი…რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერ­მა წა­მი­ე­რად თვალ­წინ გა­მირ­ბი­ნა, მივ­ხვდი, თავ­და­სა­ცა­ვად უკა­ნას­კნე­ლი ძა­ლე­ბი უნდა მო­მეკ­რი­ბა - სხვა გზა უბ­რა­ლოდ არ მქონ­და.

ასეც მოხ­და, მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ეს ადა­მი­ა­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ნით დავ­ჭე­რი. მდგო­მა­რე­ო­ბა იმა­ნაც და­ამ­ძი­მა, რომ მა­ნამ­დე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი პატ­რუ­ლი 45 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვი­და. პო­ლი­ცია დრო­უ­ლად რომ მო­სუ­ლი­ყო, ეს ინ­ცი­დენ­ტიც არ მოხ­დე­ბო­და და თავს მო­საკ­ლა­ვა­დაც ვე­ღარ და­მეს­ხმე­ბო­და.

სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ და­მი­ბა­რეს და მე წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი. სრულ გა­უ­გებ­რო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი, უამ­რავ ქა­ღალ­დზე მო­მა­წე­რი­ნეს ხელი, მაგ­რამ ხელ­ზე არა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტი არ გად­მო­უ­ცი­ათ. საქ­მეს მთლი­ა­ნა­დაც კი არ ვიც­ნობ­დი. თურ­მე, ის მუხ­ლი მქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ამ კა­ცის მოკ­ვლა გან­ზრახ მინ­დო­და, მა­შინ, როცა აუ­ცი­ლე­ბე­ლი თავ­დაც­ვის მუხ­ლი სა­ერ­თოდ გა­მო­ი­რი­ცხა. ეს იყო სა­ში­ნე­ლი უსა­მარ­თლო­ბა!

ასე ყო­ფი­ლა ჩვენს სის­ტე­მა­ში - თუ და­ი­ნა­ხეს, რომ ადა­მი­ანს კერ­ძო ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, ან ნაკ­ლე­ბად იცის ქარ­თუ­ლი, თვალს არ და­ხუ­ჭა­ვენ, ისე აჩე­ჩე­ბენ სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტურ ბრალს. მხო­ლოდ იმა­ზე დარ­დო­ბენ, თა­ვი­ან­თი საქ­მე წას­წი­ონ წინ და "პა­გო­ნე­ბი" მო­ი­მა­ტონ…

პრო­კუ­რო­რი ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყო გან­წყო­ბი­ლი და უხე­შად მიღ­რენ­და, ხომ გი­თხა­რი, მე რა­საც გე­ტყვი, უნდა და­მი­ჯე­რო, 5000-იან გი­რა­ო­ზე უნდა და­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვიო. მარ­წმუ­ნებ­და, და­თან­ხმდი ამ გი­რა­ო­ზე და არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მნე­ბაო. მე ვუ­პა­სუ­ხე, ნე­ტავ იცო­დეთ, სად ვცხოვ­რობ, 5000 კი არა, 200 ლა­რის გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ მაქვს-მეთ­ქი. ეს რომ ავუხ­სე­ნი პრო­კუ­რორს, მუ­ქა­რა­ზე და დე­დის გი­ნე­ბა­ზე გა­და­ვი­და, მე შენ გიჩ­ვე­ნებ სე­ირ­სო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ადა­მი­ა­ნი მტრად გა­და­მე­კი­და იმის გამო, რომ 5000-იანი გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე უარი ვთქვი…“ - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ნანა გო­გა­ლა­ძე.

რო­გორც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი ამ­ბობს, ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს პატ­რულ­მა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­უ­წე­რა, რის შემ­დე­გაც მის სი­ახ­ლო­ვეს არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

საქ­მის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში და­ა­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. საქ­მე­ში "სა­ფა­რი" მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩა­ერ­თო.

"აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ბევ­რი პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვა, ამას­თან, არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ქა­ლის მი­მართ სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა. უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო ის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მო­ძა­ლა­დემ ქალს მი­ა­ყე­ნა. ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა მო­ძა­ლა­დე ქმრის წი­ნა­აღ­მდეგ და მას წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი.

ჩვენ გა­მოვ­კვე­თეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლე­ბის მარ­თლზო­მი­ე­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, რაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მო­სა­მარ­თლემ. გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი მოწ­მე, ჩა­ტარ­და რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. შე­დე­გად, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა, და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბა, ნანა გო­გა­ლა­ძის მი­მართ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა“ - ამ­ბობს საქ­მის ად­ვო­კა­ტი ელი­სო რუ­ხა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
5

სწორი გადაწყვეტილება მიუღია მოსამართლეს. სხვათა შორის გუდაურში ის კაციც თავს იცავდა მაგრამ კი დააპატიმრეს მაინც.

100%
72

ნუ ახლა სხვისი ცხოვრება- სხვისი ცხოვრებაა, მაგრამ...

რატომ ჰგონიათ ქალებს, რომ მეორე ქმარი, პირველი ქმრის შვილებს შეიყვარებს?!

მეორე, ჩვენ არ ვართ ევროპელები (და კიდევ კარგი, რომ არ ვართ), სადაც ყოფილი და მომდევნო ქმრები ან ცოლები ურთიერთობენ და ხალისობენ.

 მესამე, არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ მოეწონება საკუთარი ცოლის სხვა კაცთან (თუნდაც არასასიყვარულო) ურთიეთობა. თითქმის არ არსებობს ეჭვიანობა საბაბის გარეშე.

და მეოთხე, ამ ქალს პატრონი ეყოლება, კაცს არა-აი ესაა ლოგიკა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლამის საკუთარი შვილების თვალწინ მომახრჩო..." - ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

"ლამის საკუთარი შვილების თვალწინ მომახრჩო..." - ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი დაჭრა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნანა გოგალაძეს მოსამართლემ ქმედება აუცილებელ მოგერიებად ჩაუთვალა, რის გამოც სასჯელისგან გაათავისუფლა.

აუცილებელი მოგერიების ტიპის საქმეები იშვიათია ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, ეს საქმე კი პრეცედენტულია. "საფარის" ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც ქალის უფლებებს იცავდა, AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ აქამდე არსებული პრაქტიკით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებიც თავს აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იცავდნენ, განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის სჯიდნენ.

ადვოკატი ელისო რუხაძე და გამართლებული ქალი ნანა გოგალაძე

"ეს არის განსაკუთრებული საქმე თავისი არსით, რადგან სასამართლომ ქალი, რომელზეც საქმე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით იყო აღძრული, სასამართლომ კი არ დასაჯა, არამედ უდანაშაულოდ ცნო. პრაქტიკის დამკვიდრების თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი. ადრეც მქონდა ასეთი საქმე და სასამართლომ განზრახულ დანაშაულად ჩაუთვალა და პატიმრობა შეუფარდა" - ამბობს უფლებადამცველი.

შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. ნანა გოგალაძე ყვება, რომ ოჯახში სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო - ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა. ახალი წლის ღამეს მამაკაცი თავს დაესხა და მისი დახრჩობა სცადა. ქალმა 112-ში დარეკა, რომ შეეტყობინებინა მასზე ძალადობის შესახებ და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია შემთხვევის ადგილზე 45 წუთით დაგვიანებით მივიდა, რის გამოც ნანა გოგალაძე იძულებული გახდა ცივი იარაღით თავი დაეცვა და ქმარი დაჭრა.

გოგალაძის მიმართ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე, დამიბლოკა ყველა კონტაქტი ტელეფონში, სოციალური ქსელებიდან ამომიშალა ბავშვობის მეგობრები, ჩემს პირველ მეუღლეზე, ბავშვების მამაზეც საშინლად ეჭვიანობდა. ამის გამო, სკანდალები გვქონდა. ფსიქოლოგიურად დამამუშავა მასთან ურთიერთობის მანძილზე, მართლა დავიწყე იმის დაჯერება, რომ მის გარეშე ცხოვრებაში სულ დავიკარგებოდი...

ახალი წლის დილას, ბავშვები მამას ტელეფონით ესაუბრებოდნენ. საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო. მე ვუპასუხე, ამ ადამიანთან ურთიერთობა რომ მდომოდა, შენთან, ორი ბავშვით თბილისში არ წამოვიდოდი-მეთქი.

მოკლედ, იმ ღამეს საშინელი აგრესია ჰქონდა, ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო...

დედაჩემი მძარცველების ხელით მოკვდა დახრჩობით... წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირე, სიცოცხლეს მოხრჩობით გასრულებინებს. იმ წამს, დედას ამბავმაც გამიელვა თვალწინ, ისიც კი ვიფიქრე, რა ენით აუწერელი საშინელება ელოდათ ამ ამბის შემსწრე ჩემს შვილებს - ეს ყველაფერი ხომ თავად მაქვს გამოვლილი…როდესაც ამ ყველაფერმა წამიერად თვალწინ გამირბინა, მივხვდი, თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა - სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა.

ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და თავს მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა.

საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დამიბარეს და მე წამიყენეს ბრალი. სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, უამრავ ქაღალდზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ ხელზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ. საქმეს მთლიანადაც კი არ ვიცნობდი. თურმე, ის მუხლი მქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მოკვლა განზრახ მინდოდა, მაშინ, როცა აუცილებელი თავდაცვის მუხლი საერთოდ გამოირიცხა. ეს იყო საშინელი უსამართლობა!

ასე ყოფილა ჩვენს სისტემაში - თუ დაინახეს, რომ ადამიანს კერძო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ აქვს, ან ნაკლებად იცის ქართული, თვალს არ დახუჭავენ, ისე აჩეჩებენ სრულიად არაადეკვატურ ბრალს. მხოლოდ იმაზე დარდობენ, თავიანთი საქმე წასწიონ წინ და "პაგონები" მოიმატონ…

პროკურორი ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და უხეშად მიღრენდა, ხომ გითხარი, მე რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო, 5000-იან გირაოზე უნდა დათანხმებულიყავიო. მარწმუნებდა, დათანხმდი ამ გირაოზე და არანაირი პრობლემები არ შეგექმნებაო. მე ვუპასუხე, ნეტავ იცოდეთ, სად ვცხოვრობ, 5000 კი არა, 200 ლარის გადახდის საშუალებაც კი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ავუხსენი პროკურორს, მუქარაზე და დედის გინებაზე გადავიდა, მე შენ გიჩვენებ სეირსო. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მტრად გადამეკიდა იმის გამო, რომ 5000-იანი გირაოს გადახდაზე უარი ვთქვი…“ - უყვება AMBEBI.GE-ს ნანა გოგალაძე.

როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, ამ შემთხვევის შემდეგ მის ყოფილ მეუღლეს პატრულმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რის შემდეგაც მის სიახლოვეს არ გამოჩენილა.

საქმის განხილვა სასამართლოში დააახლოებით ორი წელი მიმდინარეობდა. საქმეში "საფარი" მოგვიანებით ჩაერთო.

"აღმოვაჩინეთ ბევრი პროცესუალური დარღვევა, ამასთან, არ მიმდინარეობდა ქალის მიმართ სისტემატური ძალადობის ფაქტების გამოძიება. უგულებელყოფილი იყო ის დაზიანებები, რომელიც მოძალადემ ქალს მიაყენა. ჩვენი განცხადებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მოძალადე ქმრის წინააღმდეგ და მას წარედგინა ბრალი.

ჩვენ გამოვკვეთეთ აუცილებელი მოგერიების ფარგლების მართლზომიერების პირობები, რაც გაითვალისწინა მოსამართლემ. გამოიკითხა არაერთი მოწმე, ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, დააკვალიფიცირა რა აღნიშნული ქმედება, როგორც აუცილებელი მოგერიება, ნანა გოგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა“ - ამბობს საქმის ადვოკატი ელისო რუხაძე.

აფეთქება ფილარმონიასთან - არიან დაშავებულები

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში ვიდეოჩანაწერები გაასაჯაროა (ვიდეო)

რატომ არ ჩაერთო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში FBI - რა განაცხადა პროკურორმა?