მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესენჯერის" ჩატში ვხსნი გაკვეთილებს, კარგად იგებენ" - როგორ ასწავლის დისტანციურ რეჟიმში თბილისის სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი
"მესენჯერის" ჩატში ვხსნი გაკვეთილებს, კარგად იგებენ" - როგორ ასწავლის დისტანციურ რეჟიმში თბილისის სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი

სა­ქარ­თვე­ლოს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე შე­წყდა.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტროს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და აკა­დე­მი­უ­რი გეგ­მა, რო­მე­ლიც სკო­ლებს და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­წო­დე­ბათ, თუმ­ცა გეგ­მის დე­ტა­ლე­ბი ჯერ უც­ნო­ბია.

ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დავ­ლენ, თბი­ლი­სის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლის რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბელ­მა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უკვე და­ი­წყო.

მე­სა­მე კლა­სე­ლის მშო­ბე­ლი ნინო ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს რამ­დე­ნი­მე დღეა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი უტარ­დე­ბათ და სი­ახ­ლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

"ერთი სული აქვს ჩემს შვილს, რო­დის მოვა პირ­ვე­ლი სა­ა­თი, რომ კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თოს და "გაკ­ვე­თილს და­ეს­წროს". რო­გორც იცით, ჯერ სკო­ლებს არ და­უ­წყი­ათ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და ჩვე­ნი პე­და­გო­გი სოფო, ფაქ­ტობ­რი­ვად, პი­ო­ნე­რია. სა­ო­ცა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

გვი­ხა­რია, რომ ბავ­შვე­ბი არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს. ორ­შა­ბა­თი­დან სხვა პე­და­გო­გე­ბიც შე­უ­ერ­თე­ბი­ან და ჩემი შვი­ლის კლასს სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ჩა­უ­ტარ­დე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი" - უყ­ვე­ბა ნინო ჩარ­კვი­ა­ნი AMBEBI.GE-ს.

პე­და­გო­გი სო­ფიო ფრან­გიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო აღ­მოჩ­ნდა მის­თვი­საც. მას­წავ­ლებ­ლის თქმით, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი იმ­დე­ნად ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, მის მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბა.

"დე­კემ­ბერ­ში იყო გრი­პე­ბის სე­ზო­ნი, იან­ვარ­შიც დას­ვე­ნე­ბა, თე­ბერ­ვალ­ში და­ვი­წყეთ და ახლა ისევ იგი­ვე... ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, ბავ­შვებს ხელს ცო­ტას წა­ვაშ­ვე­ლებ-მეთ­ქი. თა­ვი­დან რომ და­ვი­წყე, მა­ინც მე­სა­მე კლა­სე­ლე­ბი არი­ან და ვი­ფიქ­რე ვერ ავე­წყო­ბით-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე უხა­რი­ათ, პირ­ველ სა­ათ­ზე რვა­ვე ბავ­შვი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მხვდე­ბა ჩატ­ში, ძაან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან. მარ­თა­ლი გი­თხრათ, მეც გა­ვერ­თე ამით.

სო­ფიო ფრან­გიშ­ვი­ლი მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად

მე­სენ­ჯერ­ში ჩატი მაქვს შექ­მნი­ლი, იქ ვხსნი გაკ­ვე­თი­ლებს და ძა­ლი­ან კარ­გად იგე­ბენ. და­ვა­ლე­ბებ­საც ვაძ­ლევ, ისე კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე თვი­თონ გა­მიკ­ვირ­და. პეტ­რი­აშ­ვი­ლის ზღაპ­რებ­ზე ვართ, ვაძ­ლევ და­ვა­ლე­ბად წა­სა­კითხს, შემ­დეგ ამას გან­ვი­ხი­ლავთ, ვმსჯე­ლობთ. მა­თე­მა­ტი­კა­ში ისე­თი რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა ავ­ხსე­ნი, არ მე­გო­ნა თუ გა­ი­გებ­დნენ, მაგ­რამ ისე კარ­გად გა­ი­აზ­რეს, რომ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი.

ახლა გამ­რავ­ლე­ბა­ზე უნდა გა­და­ვი­დე, ამ პრო­ცესს უნდა უყუ­რონ, ვფიქ­რობ ვი­დეო გაკ­ვე­თილს ჩავ­წერ, გა­ვუგ­ზავ­ნი და შემ­დეგ ონ­ლა­ინ გა­ვივ­ლით ცალ-ცალ­კე. გუ­და­ურ­ში მივ­დი­ვარ და იქე­დან ჩა­ვერ­თვე­ბი მოს­წავ­ლე­ებს.

ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნეს მშობ­ლებ­მა და იქე­და­ნაც გა­მო­დი­ან კონ­ტაქ­ტზე. მოკ­ლედ, სა­ხა­ლი­სოც არის, ახა­ლიც და ნა­ყო­ფი­ე­რიც. ბავ­შვე­ბი არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან და ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ლაგ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ვაგ­რძე­ლებთ სწავ­ლას" - ამ­ბობს სოფო ფრან­გიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს ყველაფერი კარგი..
29

ერთ მხრივ კარგია, რომ აეს ამეცადინებთ ბავშვებს.. მაგრამ ბავშვებს რომ კომპთან დიდხანს ჯდომას ვუკრძალავთ? ან ვისაც არ აქვს? ან სადაც ინტერნეტი არ არის? პ.ს. არ დამიწყოთ ეხლა ყველა ააქვსო.. გადით სოფლებში და ნახავთ

A M E R I C A
35

კარგით რაა ნუ პროფესორობთ ზოგს არააქვს ეს კომპიუტერი და იმან რაქნას?

ავტორი:

"მესენჯერის" ჩატში ვხსნი გაკვეთილებს, კარგად იგებენ" - როგორ ასწავლის დისტანციურ რეჟიმში თბილისის სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი

"მესენჯერის" ჩატში ვხსნი გაკვეთილებს, კარგად იგებენ" - როგორ ასწავლის დისტანციურ რეჟიმში თბილისის სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი

საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი კორონავირუსის საფრთხის გამო პირველ აპრილამდე შეწყდა.

განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელიც სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიეწოდებათ, თუმცა გეგმის დეტალები ჯერ უცნობია.

ვიდრე საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე ოფიციალურად გადავლენ, თბილისის მე-20 საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილების ჩატარება უკვე დაიწყო.

მესამე კლასელის მშობელი ნინო ჩარკვიანი ამბობს, რომ ბავშვებს რამდენიმე დღეა ონლაინ გაკვეთილები უტარდებათ და სიახლით აღფრთოვანებულები არიან.

"ერთი სული აქვს ჩემს შვილს, როდის მოვა პირველი საათი, რომ კომპიუტერი ჩართოს და "გაკვეთილს დაესწროს". როგორც იცით, ჯერ სკოლებს არ დაუწყიათ დისტანციური სწავლება და ჩვენი პედაგოგი სოფო, ფაქტობრივად, პიონერია. საოცარი მასწავლებელია.

გვიხარია, რომ ბავშვები არ ჩამორჩებიან სასწავლო პროცესს. ორშაბათიდან სხვა პედაგოგებიც შეუერთებიან და ჩემი შვილის კლასს სრული დატვირთვით ჩაუტარდება ონლაინ გაკვეთილები" - უყვება ნინო ჩარკვიანი AMBEBI.GE-ს.

პედაგოგი სოფიო ფრანგიშვილი გვეუბნება, რომ ახალი გამოწვევა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მისთვისაც. მასწავლებლის თქმით, ონლაინ გაკვეთილები იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, მის მოლოდინებს გადააჭარბა.

"დეკემბერში იყო გრიპების სეზონი, იანვარშიც დასვენება, თებერვალში დავიწყეთ და ახლა ისევ იგივე... ამიტომ ვიფიქრე, ბავშვებს ხელს ცოტას წავაშველებ-მეთქი. თავიდან რომ დავიწყე, მაინც მესამე კლასელები არიან და ვიფიქრე ვერ ავეწყობით-მეთქი, მაგრამ ისე უხარიათ, პირველ საათზე რვავე ბავშვი გამზადებული მხვდება ჩატში, ძაან საყვარლები არიან. მართალი გითხრათ, მეც გავერთე ამით.

სოფიო ფრანგიშვილი მოსწავლეებთან ერთად

მესენჯერში ჩატი მაქვს შექმნილი, იქ ვხსნი გაკვეთილებს და ძალიან კარგად იგებენ. დავალებებსაც ვაძლევ, ისე კარგად მიმდინარეობს, მე თვითონ გამიკვირდა. პეტრიაშვილის ზღაპრებზე ვართ, ვაძლევ დავალებად წასაკითხს, შემდეგ ამას განვიხილავთ, ვმსჯელობთ. მათემატიკაში ისეთი რთული დავალება ავხსენი, არ მეგონა თუ გაიგებდნენ, მაგრამ ისე კარგად გაიაზრეს, რომ გაკვირვებული დავრჩი.

ახლა გამრავლებაზე უნდა გადავიდე, ამ პროცესს უნდა უყურონ, ვფიქრობ ვიდეო გაკვეთილს ჩავწერ, გავუგზავნი და შემდეგ ონლაინ გავივლით ცალ-ცალკე. გუდაურში მივდივარ და იქედან ჩავერთვები მოსწავლეებს.

ზოგიერთი ბავშვი სოფელში წაიყვანეს მშობლებმა და იქედანაც გამოდიან კონტაქტზე. მოკლედ, სახალისოც არის, ახალიც და ნაყოფიერიც. ბავშვები არ ჩამორჩებიან და ყველაფერი რომ დალაგდება, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ სწავლას" - ამბობს სოფო ფრანგიშვილი.

"მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშავო" - პაატა იმნაძე

"ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია" - როდის გაწერენ "ევექ­სის" წარმომადგენელს ინფექციურიდან

კორონავირუსის პანდემიის დროს წვერის ტარება სასურველი არ არის - ინფექციონისტის რეკომენდაცია კაცებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"