სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიფრთხილე და არა შიში!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
"სიფრთხილე და არა შიში!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში წე­რია, პირ­ველ ეტაპ­ზე გა­უქ­მდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტე­ბი; შე­ი­ზღუ­და სა­სახ­ლე­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის მი­ღე­ბე­ბი.

"ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ისე­ვე, რო­გორც, პრაქ­ტი­კუ­ლად, მთე­ლი მსოფ­ლიო, ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი. ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით პან­დე­მია გა­მო­ცხად­და. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, ნიშ­ნავს იმას, რომ ვი­თა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია. მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ პან­დე­მია გუ­ლის­ხმობს საფრ­თხის არა გარ­კვე­ულ სა­ფე­ხურს, არა­მედ მი­უ­თი­თებს და­ა­ვა­დე­ბის გე­ოგ­რა­ფი­ულ გავ­რცე­ლე­ბა­ზე, ანუ ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე გავ­რცე­ლე­ბა­ზე. დღე­ი­სათ­ვის, - იმ რე­ა­ლო­ბა­ში, როცა ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა ეპი­დე­მი­ის მწვა­ვე შე­მო­ტე­ვას ებ­რძვის, - ჩვენ­თან მდგო­მა­რე­ო­ბა სა­გან­გა­შო არ არის.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მი­ღე­ბულ იქნა დრო­უ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი ზო­მე­ბი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი. თუმ­ცა, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ნიშ­ნავს იმას, რომ შეგ­ვიძ­ლია მოვ­დუნ­დეთ და არ მო­ვემ­ზა­დოთ ყვე­ლა შე­საძ­ლო სცე­ნა­რის­თვის. ყვე­ლას გვე­ვა­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­თან ერ­თად, მი­ი­ღო აუ­ცი­ლე­ბე­ლი ზო­მე­ბი. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­უქ­მდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტე­ბი; შე­ი­ზღუ­და სა­სახ­ლე­ში სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტის მი­ღე­ბე­ბი. ამის შემ­დეგ გა­უქ­მდა ვი­ზი­ტე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლი გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე, თუმ­ცა, ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ რე­ჟიმ­ში სრულ­ფა­სოვ­ნად მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა და გრძელ­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მუ­შა­ო­ბა უწყე­ბა­თა­შო­რის კო­მი­სი­ა­ში. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სა­ხელ­მწი­ფო და, კერ­ძოდ, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ყვე­ლა ზო­მას იყე­ნებს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად. ში­ნა­გან საქ­მე­თა და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ზღვრებ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ეფექ­ტი­ა­ნად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. ამის შე­დე­გია, რომ და­ა­ვა­დე­ბამ ამ დრომ­დე არ მი­ი­ღო გავ­რცე­ლე­ბის უფრო მძაფ­რი ფორ­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­მა და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ჩვე­ნი ნა­ბი­ჯე­ბი. სწო­რედ ამ ნა­ბი­ჯე­ბის შე­დე­გია ის, რომ ჩვენ პა­ნი­კის არც სა­ფუძ­ვე­ლი და არც უფ­ლე­ბა არ გვაქვს. პა­ნი­კა­ზე უარი არ ნიშ­ნავს უა­რის თქმას სი­ფხიზ­ლე­ზე, სიფრ­თხი­ლე­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ზე. ეს არის ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ზღუ­დოთ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი, - მით უმე­ტეს, რომ და­ა­ვა­დე­ბა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს არ ემუქ­რე­ბა. ის ემუქ­რე­ბა ზო­გა­დად, ქვე­ყა­ნას და მის ეკო­ნო­მი­კას.

სწო­რედ ამი­ტომ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კო­ლექ­ტი­უ­რად უნდა ავი­ღოთ და გა­ვი­ნა­წი­ლოთ. ჩვენ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ სა­კუ­თარ თავ­ზე, ჩვენს ოჯა­ხებ­ზე, ახ­ლობ­ლებ­ზე, გარ­შე­მომ­ყო­ფებ­ზე; პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვართ ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღე­ზე. ამ დღე­ებ­ში ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბი­თა და ქცე­ვის წე­სე­ბით და­ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს პატ­რი­ო­ტიზმს, ჩვენს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სამ­შობ­ლოს მი­მართ. ეპი­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ში ან აგ­რე­სი­ის რა­ი­მე სხვა ფორ­მა­ში. იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­ხელ­მწი­ფო მთელ ძა­ლის­ხმე­ვას მი­მარ­თავს ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, ზუს­ტად ისე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ.

ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან და მის ეკო­ნო­მი­კურ შე­დე­გებ­თან ბრძო­ლა­ში ჩვენ უნდა ვი­ყოთ ერ­თი­ან­ნი და ეს ერ­თი­ა­ნო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ხვა­ლინ­დელ გა­მარ­ჯვე­ბას. მინ­და მივ­მარ­თო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს: თქვენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მზე ძა­ლი­ან ბევ­რია და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თქვენ გე­კის­რე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ა­წო­დოთ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, ყვე­ლა სი­ახ­ლე, რაც ამ პრო­ცესს ეხე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლად და დრო­უ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბა თქვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამ პრო­ცე­სის სწო­რი მარ­თვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ერთი მხრივ, გამჭვირ­ვა­ლო­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, მე­ო­რე მხრივ კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან, რო­გორც პა­ნი­კის მთა­ვა­რი წყა­როს­გან, თავ­შე­კა­ვე­ბა.

ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ულ­წი­ლად გამ­წვა­ვე­ბის­თვი­საც, რა­საც მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა გვაჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა, დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი გვაქვს. მჯე­რა, რომ რო­გო­რი სა­მა­გა­ლი­თოც იყო ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­გი­რე­ბა ეპი­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპ­ზე, ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა მისი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი. მთა­ვა­რია ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და კო­ლექ­ტი­უ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ამ რე­ა­ლო­ბა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, და­ვი­ვი­წყოთ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ისე­დაც ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ და ამ გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე უფრო მე­ტად და­უც­ველ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ. და­ბო­ლოს, სიფრ­თხი­ლე და არა შიში!", -ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ავ­რცე­ლებს.

grisha
23

ქალბატონი სალომე როგორც პრეზიდენტი და მტავარსარდალი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. მან პირველმა გააძლიერა უსაფრთხოების ნორმები და მერე სხვასაც მოუწოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სიფრთხილე და არა შიში!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

"სიფრთხილე და არა შიში!" - სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს როგორც სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში წერია, პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები.

"ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო, ცხოვრების სრულიად განსხვავებულ რეჟიმზეა გადასული. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოცხადდა. ეს, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ვითარება სერიოზულია. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პანდემია გულისხმობს საფრთხის არა გარკვეულ საფეხურს, არამედ მიუთითებს დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე, ანუ ყველა კონტინენტზე გავრცელებაზე. დღეისათვის, - იმ რეალობაში, როცა ზოგიერთი ქვეყანა ეპიდემიის მწვავე შემოტევას ებრძვის, - ჩვენთან მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

პირველივე დღიდან მიღებულ იქნა დროული და ეფექტიანი ზომები, რამაც განაპირობა დაავადების გავრცელების მაქსიმალური კონტროლი. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მოვდუნდეთ და არ მოვემზადოთ ყველა შესაძლო სცენარისთვის. ყველას გვევალება არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მიიღო აუცილებელი ზომები. პირველ ეტაპზე გაუქმდა საერთაშორისო ვიზიტები; შეიზღუდა სასახლეში სხვადასხვა ფორმატის მიღებები. ამის შემდეგ გაუქმდა ვიზიტები რეგიონებში.

ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, თუმცა, ამ განსაკუთრებულ რეჟიმში სრულფასოვნად მუშაობა გრძელდება და გრძელდება ადმინისტრაციის მუშაობა უწყებათაშორის კომისიაში. პირველივე დღიდან სახელმწიფო და, კერძოდ, ჯანდაცვის სისტემა ყველა ზომას იყენებს გავრცელებული დაავადების შესაკავებლად. შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი სამსახურები საზღვრებზე ზედამხედველობას ეფექტიანად ახორციელებენ. ამის შედეგია, რომ დაავადებამ ამ დრომდე არ მიიღო გავრცელების უფრო მძაფრი ფორმა.

საერთაშორისო პარტნიორებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დადებითად შეაფასეს ჩვენი ნაბიჯები. სწორედ ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ ჩვენ პანიკის არც საფუძველი და არც უფლება არ გვაქვს. პანიკაზე უარი არ ნიშნავს უარის თქმას სიფხიზლეზე, სიფრთხილესა და რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ეს არის ჩვენი ერთობლივი ვალდებულება, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ დაავადების გავრცელების არეალი, - მით უმეტეს, რომ დაავადება მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს არ ემუქრება. ის ემუქრება ზოგადად, ქვეყანას და მის ეკონომიკას.

სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობა კოლექტიურად უნდა ავიღოთ და გავინაწილოთ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საკუთარ თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ახლობლებზე, გარშემომყოფებზე; პასუხისმგებელი ვართ ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. ამ დღეებში ჩვენი მოქალაქეობრივი შეგნებითა და ქცევის წესებით დავადასტურებთ ჩვენს პატრიოტიზმს, ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. ეპიდემიასთან გამკლავება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიზარდოს ქსენოფობიაში ან აგრესიის რაიმე სხვა ფორმაში. იმ პირობებში, როცა სახელმწიფო მთელ ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში პანდემიის შესაკავებლად, პოლიტიკური ძალები, ზუსტად ისე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უნდა აცნობიერებდნენ.

ამ დაავადებასთან და მის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანნი და ეს ერთიანობა განაპირობებს ხვალინდელ გამარჯვებას. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ყველა სიახლე, რაც ამ პროცესს ეხება. საზოგადოების სრულად და დროულად ინფორმირება თქვენი ვალდებულებაა. ამ პროცესის სწორი მართვისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, გამჭვირვალობა, მოქალაქეებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ კი აუცილებელია გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, როგორც პანიკის მთავარი წყაროსგან, თავშეკავება.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ვითარების გარკვეულწილად გამწვავებისთვისაც, რასაც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, თუმცა, დამცავი მექანიზმები გვაქვს. მჯერა, რომ როგორი სამაგალითოც იყო ჩვენი სახელმწიფოს რეაგირება ეპიდემიის პირველ ეტაპზე, ასეთივე იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. მთავარია ჩვენი ერთიანობა და ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ამ რეალობაში არ შეიძლება, დავივიწყოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ცხოვრობენ და ამ გამოწვევის წინაშე უფრო მეტად დაუცველნი აღმოჩნდნენ. დაბოლოს, სიფრთხილე და არა შიში!", -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ავრცელებს.

პაციენტებისთვის დამატებით 1500-მდე საწოლს ვამზადებთ - მინისტრი ინფიცირებულთა მოსალოდნელ ზრდასა და ე.წ. აგრესიულ ტესტირებაზე

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში