პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს
კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და გა­დად­მულ ნა­ბი­ჯებს გან­მარ­ტავს.

„ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის და გლო­ბა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს და, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის­თვის მზა­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ახორ­ცი­ე­ლებს სა­კუ­თარ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას.

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და დრო­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია. თუმ­ცა, გა­მოწ­ვე­ვა ძა­ლი­ან დი­დია და თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის, ასე­ვე - სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ჯან­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ის, სა­გა­რეო, ეკო­ნო­მი­კის, გა­ნათ­ლე­ბის, ფი­ნანსთა, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა თუ სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი გა­და­ვი­და მუ­შა­ო­ბის 24-სა­ა­თი­ან სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე.

ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 24 შემ­თხვე­ვა, თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენტს უტარ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ხოლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან შემ­ხებ­ლობ­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­დი­ან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს.

სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­მოს­ცემს ახალ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად.

მათ შო­რის, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საპ­რე­ვენ­ციო ზო­მაა და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის­გან თა­ვის არი­დე­ბა, ამი­ტომ:

  • სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ­და­დე­გე­ბი პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე გა­ხან­გრძლივ­და.
  • ასე­ვე, ერთი თვით, 13 აპ­რი­ლამ­დე გა­და­ვად­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა.
  • სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­სა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლი დრო­ე­ბით გა­და­დი­ან დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე. კერ­ძოდ, ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ სა­ჭი­რო­ებს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ყოფ­ნას, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად შე­ას­რუ­ლე­ბენ სა­მუ­შა­ოს. ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია ეძ­ლე­ვათ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­საც. თუმ­ცა, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლოს უწყე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და არ უნდა აი­სა­ხოს თა­ნამ­შრო­მელ­თა შრო­მით ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე.
  • პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბი 14 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­რო­ებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და რე­ჟი­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­გან. პრო­ბა­ცი­ის ოფი­ცერ­თან და­ფიქ­სი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თან ან ფსი­ქო­ლოგ­თან ჩა­ნიშ­ნუ­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი ამ ეტაპ­ზე გა­უქ­მე­ბუ­ლია. 14 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­რო­ში პრო­ბა­ცი­ო­ნე­რე­ბის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა სა­პა­ტი­ოდ ჩა­ით­ვლე­ბა და მას არა­ვი­თა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა.
  • პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ორი კვი­რის ვა­დით ამოქ­მედ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­სა და მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­უ­ჩერ­დათ პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სით გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ო­ჯა­ხო, ხან­გრძლი­ვი და ხან­მოკ­ლე პა­ემ­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ ხან­მოკ­ლე გას­ვლის, აგ­რეთ­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბულ, პი­რად გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს შე­უ­ჩერ­დათ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის გა­რეთ, სწავ­ლის ან/და მუ­შა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ დას­ვე­ნე­ბი­სა და უქმე დღე­ებ­ში გას­ვლის უფ­ლე­ბა. ასე­ვე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის მოქ­მე­დე­ბის პე­რი­ოდ­ში პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ახალ­შე­სუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი გან­თავ­სე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით.
  • დრო­ე­ბით შე­წყდეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სპორ­ტუ­ლი თუ სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბას­თან.

* ამ დრო­ის­თვის უკვე შე­წყდა: სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლე­სი, ასე­ვე ასა­კობ­რი­ვი პირ­ვე­ლო­ბე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის ეროვ­ნუ­ლი და ასა­კობ­რი­ვი ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ხელ­ბურ­თელ­თა ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ასა­კობ­რი­ვი სა­კა­ლათ­ბურ­თო პირ­ვე­ლო­ბე­ბის გა­თა­მა­შე­ბა და ა.შ.;

* თბი­ლი­სის ოლიმ­პი­ურ სა­სახ­ლე­ში, 27-29 მარტს გა­სა­მარ­თი ძი­უ­დოს გრან პრი, ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (IJF) გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უქ­მდა;

* ხოლო 14 მარტს, მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე და­გეგ­მი­ლი რაგ­ბი ევ­რო­პის ეგი­დით გა­სა­მარ­თი სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის მატ­ჩი მა­ყუ­რებ­ლის გა­რე­შე ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის რო­გორც სა­ჰა­ე­რო, ისე სახ­მე­ლე­თო გზით, კვე­თი­სას ფარ­თოვ­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ისე, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის:

ჩი­ნეთს, სამ­ხრეთ კო­რე­ას, ირანს და იტა­ლი­ას ემა­ტე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბიც და ახლა უკვე გერ­მა­ნი­ი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან და ავ­სტრი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი პი­რე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან:

1. წარ­მო­ად­გი­ნონ კო­რო­ნა­ვირუს­ზე (COVID -19) შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა (სპე­ცი­ფი­კუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი პო­ლი­მე­რა­ზუ­ლი ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია (PCR) კვლე­ვა), რო­მე­ლიც გა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს გა­მომ­გზავ­რე­ბის ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ, ხოლო ტრან­ზი­ტუ­ლად მგზავ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მიერ.

2. PCR ცნო­ბის წარ­მო­უდ­გენ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ უნდა გა­ი­ა­რონ შე­სა­ბა­მი­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა და შემ­დეგ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი სა­კა­რან­ტი­ნო პრო­ცე­დუ­რა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით.

მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გარ­და, არ გა­ემ­გზავ­როთ სა­ზღვარ­გა­რეთ!

კო­რო­ნა­ვირუს­თან ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა არა მხო­ლოდ მთავ­რო­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გა­ნაც მაქ­სი­მა­ლურ სიფრ­თხი­ლეს და ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს.

შე­სა­ბა­მი­სად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის ზედ­მი­წევ­ნით დაც­ვა.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­გი­წო­დებთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბა და არ და­არ­ღვი­ოთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი!

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით უზ­რუნ­ველ­ყოფს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დაც­ვის მკაცრ კონ­ტროლს.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ინ­ტენ­სი­ურ ნა­ბი­ჯებს დგამს, რათა ეფექ­ტუ­რად უპა­სუ­ხოს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას, შე­საძ­ლოა, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით მი­ად­გეს.

უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ბიზ­ნეს­თან, მათ შო­რის, სა­ბან­კო და ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­თან და კერ­ძო სექ­ტო­რის სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბო­ლომ­დე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის სა­ხით წარ­მო­ად­გენს ეკო­ნო­მი­კუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბის კონ­კრე­ტულ გეგ­მას, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვამ­ცი­როთ მსოფ­ლი­ო­ში პან­დე­მი­უ­რი ვი­თა­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ზე.

აქვე ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ი­სა და ე.წ. გა­და­სას­ვლე­ლი პუნ­ქტე­ბის ჩა­კეტვის გამო, მთავ­რო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია ად­გილ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც ამ ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

შე­სა­ბა­მი­სად, მთავ­რო­ბა ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ­თვის სა­ჭი­რო დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის თუ მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ამას­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა ენ­დონ მხო­ლოდ და მხო­ლოდ გა­და­მოწ­მე­ბულ და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ მათ შო­რის, მთავ­რო­ბის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ ვებ-გვერ­დზე - stopCoV.ge“, - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღმასრულებელი ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადმულ ნაბიჯებს განმარტავს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.

მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე - საზოგადოების წინაშე.

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

  • საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
  • ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.
  • სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
  • პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
  • პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
  • დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.

* ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;

* თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;

* ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში - სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!

კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.

კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე - stopCoV.ge“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს