სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე
"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე

ქეთი ლობ­ჟა­ნი­ძე წლე­ბია საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზის ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფოს ნე­ი­რო­პე­დი­ატ­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ექი­მი-პე­დი­ატ­რია. კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია ბოლო დღე­ე­ბია საფ­რან­გეთ­შიც გავ­რცელ­და და 24 სა­ათ­ში ხუ­თა­სამ­დე ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა პე­დი­ატ­რი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ევ­რო­პის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნი­დან გვაწ­ვდის - AMBEBI.GE ქეთი ლობ­ჟა­ნი­ძეს საფ­რან­გეთ­ში და­უ­კავ­შირ­და:

- ქეთი, პირ­ველ რიგ­ში გკი­თხავთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა საფ­რან­გეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ?

- ამ ეტაპ­ზე საფ­რან­გეთ­ში შემ­თხვე­ვა­თა რო­დე­ნო­ბა მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა ჯერ არ მი­სუ­ლა კრი­ტი­კულ ნიშ­ნუ­ლამ­დე. გუ­შინ და­ფიქ­სირ­და 497 ახა­ლი შემ­თხვე­ვა 24 სთ-ში. 11 მარტს ჯა­მუ­რად იყო 2281 პა­ცი­ენ­ტი, 48 გარ­დაც­ვლი­ლით.

მე­ნე­ჯმენტს რაც შე­ე­ხე­ბა, ამ­ჟა­მად ვართ მე-2 სტა­დი­ა­ზე, ანუ ჩვე­ნი მი­ზა­ნია ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა, რის­თვი­საც იკ­რძა­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ასე­ვე გვირ­ჩე­ვენ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას და ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვას. ამ ეტაპ­ზე პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნი თვლის, რომ ვირუ­სის ცირ­კუ­ლი­რე­ბის სა­წყის ფა­ზა­ში ვართ და უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უ­ჭირ­დე­ბა ქვე­ყა­ნას ხან­გრძლივ პერ­სპექ­ტი­ვა­ში.

- არის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც... რა იწ­ვევს ლე­ტა­ლურ შე­დეგს, ჰქონ­დათ მათ თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თუ დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თეს სა­ა­ვამდყო­ფო­ებს?

- სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ გა­მოკ­ვე­თი­ლია ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა 70 წლის ზე­მო­თაა და ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი - ჰი­პერ­ტენ­ზია და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი, იმუ­ნო­დეპ­რე­სია, როცა გარ­თუ­ლე­ბის რის­კი მა­ღა­ლია. ძი­რი­თა­დი გარ­თუ­ლე­ბაა პნევ­მო­ნია სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბით, რაც ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას სა­ჭი­რო­ებს.

დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­მარ­თვა გა­დარ­ჩე­ნის შანსს ამ­ცი­რებს ზო­გა­დად, მაგ­რამ არ მგო­ნია, დღეს ამის პრობ­ლე­მა იყოს, ხალ­ხი სენ­სი­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და არც კო­ლაფსში ვართ, ვინ­მე უყუ­რა­დღე­ბოდ დარ­ჩეს.

მარ­თა­ლია, საფ­რან­გე­თის მე­დი­ცი­ნა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა ევ­რო­პა­ში, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა გა­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მოს­ვლებს აწყობს და აპ­რო­ტეს­ტებს სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის სიმ­ძი­მეს, პერ­სო­ნა­ლის უკ­მა­რი­სო­ბას. ასეთ დროს ეპი­დე­მი­ის პი­კის­თვის თა­ვის გარ­თმე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სწრა­ფი ტემ­პიც და დღეს­დღე­ო­ბით 70 %-ში ცირ­კუ­ლი­რე­ბა­დი უფრო მძი­მე, L ფორ­მა მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით, რაც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და გაწ­ვრთნილ პერ­სო­ნალს სა­ჭი­რო­ებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლია, თან მათ გა­მო­აკ­ლდე­ბი­ან მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნიც, რაც სა­ბო­ლო­ოდ კო­ლაფსს გა­მო­იწ­ვევს იტა­ლი­ის მსგავ­სად. იტა­ლი­ა­ში დღეს არ­ჩე­ვენ, ვინ გა­და­არ­ჩი­ნონ, ანუ უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა, ვი­საც უფრო მეტი შან­სი აქვს...

აქამ­დე რომ არ მი­ვი­დეთ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ამ ეტაპ­ზე­ვე უნდა შე­ვუ­შა­ლოთ ხელი უფრო რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით. და­ნი­ა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა და უკვე და­კე­ტეს სკო­ლე­ბი, ღა­მის კლუ­ბე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ზი­ნო­ე­ბი, გა­ა­უქ­მეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თვალს ადევ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით, რამ­დე­ნად სწო­რად იმარ­თე­ბა პრო­ცე­სე­ბი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სებს კი­დევ უფრო ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს, ჯერ ერთი, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, იქ ცხოვ­რობს - ასა­კო­ვა­ნი მშობ­ლე­ბი და ძმა თა­ვი­სი ოჯა­ხით და მე­ო­რეც, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საფ­რან­გე­თი­სას არ შე­ედ­რე­ბა, რისი ში­შიც მქონ­და. ზუს­ტად აქ გა­მო­იკ­ვე­თა ადეკ­ვა­ტუ­რი მარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რომ ფი­ნან­სე­ბი ყვე­ლა­ფერს არ წყვეტს.

ბევ­რჯერ დავ­წე­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და აქე­და­ნაც მინ­და და­ვუ­დას­ტუ­რო ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა ბა­ტო­ნებს - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს, პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძეს. ბა­ტონ პა­ა­ტას სტუ­დენ­ტო­ბი­დან ვიც­ნობ, ბა­ტონ ამი­რან­თან პა­რიზ­ში ჩვენ­მა სა­ელ­ჩომ მოგ­ვი­წყო შეხ­ვედ­რა რამ­დე­ნი­მე ექიმს. მათ­ზე ყო­ველ­თვის დიდი აზ­რის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რაც ახლა გა­ა­კე­თეს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით!

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ქმე­დე­ბე­ბი ბევ­რი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ძლი­ე­რი ქვეყ­ნის მე­ნე­ჯმენტზე უფრო ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა! მათი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის ერთი ნა­ბი­ჯით უს­წრებ­და ჯან­მოს რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ბო­ლოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რიც, მათი და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვა სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბით, ოლიმ­პი­უ­რი სიმ­შვი­დე და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ტონი აღ­მოჩ­ნდა ისე­თი ფსი­ქო­თე­რა­პია ამ კო­რო­ნა­ის­ტე­რი­ა­ში, რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბი­თაც დღეს ერი პა­ნი­კა­ში არაა.

- კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა იმი­თაც, რომ სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბავ­შვებს ნაკ­ლე­ბად ერ­ჩის, რო­გო­რია თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა ამ თე­მა­ზე?

- კო­რო­ნა­ვირუ­სი იშ­ვი­ა­თია ბავ­შვებ­ში და ის მსუ­ბუ­ქი ფორ­მით მი­დის: და­ბა­ლი სი­ცხე, მშრა­ლი ხვე­ლა. ამ დროს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი იკ­რძა­ლე­ბა. ბავ­შვის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე ვუხ­სნით საქ­მის ვი­თა­რე­ბას, ვთა­ვა­ზობთ კი­თხვე­ბის დას­მას და აზ­რის გა­მოთ­ქმას, უნდა ვას­წავ­ლოთ ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვა, სა­ჭი­როა ოთა­ხის სვე­ლი წე­სით წმენ­და და რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­ნი­ა­ვე­ბა...

კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია სა­ში­შია ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო, ახალ­გაზ­რდებს ის ბევ­რად უფრო მსუ­ბუ­ქად გა­და­აქვთ. ზო­გა­დად ამ ვირუ­სის მთა­ვა­რი სა­შიშ­რო­ე­ბა მისი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა და კონ­ტა­გი­ო­ზუ­რო­ბაა (ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის თვი­სე­ბა გა­და­ე­ცეს და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი­დან - ჯან­მრთე­ლებს).

მა­გა­ლი­თად, ჩი­ნეთ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ავ­ტო­ბუს­ში ერ­თმა ვირუ­სი­ან­მა შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ა­ინ­ფი­ცი­რა ირ­გვლივ 3-4 მეტ­რის მან­ძილ­ზე. ამი­ტომ დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში! სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი მუ­დამ თან უნდა ვი­ქო­ნი­ოთ და გა­და­ვეჩ­ვი­ოთ სა­ხე­ზე ხე­ლის მო­კი­დე­ბას...

- ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის სა­ერ­თოა, მაგ­რამ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა თუ გაქვთ საფ­რან­გეთ­ში?

- ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია აქაც, კონ­კრე­ტუ­ლად ვი­ტყო­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებ­ზე, რაც მგო­ნი ზუს­ტად ვერ გა­ი­გეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ანუ 14 დღის მან­ძილ­ზე იკ­რძა­ლე­ბა: სამ­სა­ხურ­ში, სა­ყიდ­ლებ­ზე, გა­სარ­თობ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი, არ ვე­კა­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს!

ტემ­პე­რა­ტუ­რას ვი­კონ­ტრო­ლებთ დღე­ში ორ­ჯერ, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბი­სას ვი­ძა­ხებთ სას­წრა­ფოს, ვა­ტა­რებთ ქი­რურ­გი­ულ ნი­ღაბს, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვა­ნი­ა­ვებთ ოთახს, გვძი­ნავს ცალ­კე, ვი­ცავთ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს! ეს რე­კო­მენ­და­ცია ეხე­ბა კონ­ტაქ­ტში მყოფ ასიმპტო­მურ და მსუ­ბუქ ფორ­მებს. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბას ად­გენს გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფი...

სპე­ცი­ა­ლო­ბით ზო­გა­დი პე­დი­ატ­რი და ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი ვარ, გა­და­უ­დე­ბელ­ში აღარ ვმო­რი­გე­ობ, ასე რომ შე­ხე­ბა ჯერ არ მქო­ნია და­ვირუ­სე­ბულ­თან. პრო­ტო­კო­ლით გვე­ვა­ლე­ბა ყვე­ლა ცხე­ლე­ბა და სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა ვაც­ნო­ბოთ სას­წრა­ფოს ჯგუფს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რომ მო­ახ­დი­ნონ იზო­ლი­რე­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ პა­ნი­კი­სა და ნერ­ვი­უ­ლო­ბის დროს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნი­ტე­ტი სუს­ტდე­ბა. ეთან­ხმე­ბით, რომ ამის ნი­ა­დაგ­ზე უფრო მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს ნე­ბის­მი­ე­რი ვირუ­სი?

- პირ­და­პი­რი კავ­ში­რი დად­გინ­და სტრეს­სა და იმუ­ნი­ტეტს შო­რის. ვირუ­სი­სა და მისი გარ­თუ­ლე­ბის მარ­თვა ისე­დაც ძნე­ლია. აქ იზ­რდე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის როლი, ამი­ტომ ზედ­მე­ტი პა­ნი­კი­თა და სტრეს­ში ყოფ­ნით კი­დევ უფრო და­ვიმ­ძი­მებთ მდგო­მა­რე­ო­ბას!

სა­ჭი­როა მხო­ლოდ ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე, მარ­ტი­ვი ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით შეგ­ვიძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბა. გა­და­ცე­მის გზე­ბია: ჰაერ-წვე­თო­ვა­ნი, კონ­ტაქ­ტუ­რი (ორო-ფე­კა­ლუ­რი) და სქე­სობ­რი­ვი. მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით პირ­ველ რიგ­ში ასა­კო­ვან ხალ­ხს და­ვი­ცავთ სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხის­გან!

- და­სას­რულს რო­გო­რია თქვე­ნი რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დე­დე­ბის­თვის, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ?

- დე­დე­ბის­თვის მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცი­აა ზრუნ­ვა ბავ­შვის ფი­ზი­კურ-ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი გზით, არა­ნა­ი­რი სტი­მუ­ლა­ტო­რი! სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის დაყ­ვა­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე და მეტი დი­ა­ლო­გი ბავ­შვთან, ვუს­მი­ნოთ და ამომ­წუ­რა­ვად ვუ­პა­სუ­ხოთ კი­თხვებ­ზე, მო­ვი­აზ­როთ პი­როვ­ნე­ბად, მაგ­რამ არ დაგ­ვა­ვი­წყდეს ლი­მი­ტის და­წე­სე­ბა. ეს თით­ქოს ვირუს­თან არაა კავ­შირ­ში, მაგ­რამ ბავ­შვის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი კო­რო­ნა­ზე რთულ ვირუს­საც გა­უმკლავ­დე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
5

ნაწილობრივ - ეგრეა. ჩვენებმა მართლაც იყოჩაღეს, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ პატარა ქვეყანაში ადვილია დაავადებების აღრიცხვაც და დაფიქსირებაც. ყველას ყველა ყავს ფეისბუკზე (ან საერთო მეგობრები), შესაბამისად არ იპარება თითქმის არაფერი. დიდ ქვეყნებს მაგის ფუფუნება არ აქვთ

უცნობი
0

მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პაატა იმნაძის და ამირან გამყრელიძის უდიდესი შრომისა და გონიერების დამსახურებაა, და აგრეთვე იმისი, რომ ამ ჭკვიანი ადამიანების აზრს ითვალისწინებს მთავრობა და გიორგი გახარია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე

"დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბევრი განვითარებული ქვეყნის მენეჯმენტზე ეფექტური აღმოჩნდა" - რას ყვება ქართველი პედიატრი საფრანგეთში არსებულ ვითარებაზე

ქეთი ლობჟანიძე წლებია საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების ექიმი-პედიატრია. კორონავირუსული ინფექცია ბოლო დღეებია საფრანგეთშიც გავრცელდა და 24 საათში ხუთასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, ყველა პედიატრი ამბობს, რომ ბავშვებს კორონავირუსული ინფექცია მარტივად გადააქვთ, მაგრამ საინტერესოა ის რეკომენდაციები და შეფასებები, რომელსაც ჩვენი თანამემამულე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან გვაწვდის - AMBEBI.GE ქეთი ლობჟანიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:

- ქეთი, პირველ რიგში გკითხავთ, რა მდგომარეობაა საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ?

- ამ ეტაპზე საფრანგეთში შემთხვევათა როდენობა მატულობს, თუმცა ჯერ არ მისულა კრიტიკულ ნიშნულამდე. გუშინ დაფიქსირდა 497 ახალი შემთხვევა 24 სთ-ში. 11 მარტს ჯამურად იყო 2281 პაციენტი, 48 გარდაცვლილით.

მენეჯმენტს რაც შეეხება, ამჟამად ვართ მე-2 სტადიაზე, ანუ ჩვენი მიზანია ინფექციის გავრცელების შეფერხება, რისთვისაც იკრძალება მასობრივი ღონისძიებები 1000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, ასევე გვირჩევენ მოგზაურობისგან თავის შეკავებას და ჰიგიენის წესების დაცვას. ამ ეტაპზე პრეზიდენტი მაკრონი თვლის, რომ ვირუსის ცირკულირების საწყის ფაზაში ვართ და უფრო რადიკალური ღონისძიებები გაუჭირდება ქვეყანას ხანგრძლივ პერსპექტივაში.

- არის გარდაცვალების შემთხვევებიც... რა იწვევს ლეტალურ შედეგს, ჰქონდათ მათ თანმდევი დაავადებები, თუ დაგვიანებით მიმართეს საავამდყოფოებს?

- სიკვდილიანობას რაც შეეხება, აქ გამოკვეთილია ასაკობრივი კატეგორია, გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წლის ზემოთაა და ქრონიკული პათოლოგიები - ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები, დიაბეტი, იმუნოდეპრესია, როცა გართულების რისკი მაღალია. ძირითადი გართულებაა პნევმონია სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რაც ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებს.

დაგვიანებით მიმართვა გადარჩენის შანსს ამცირებს ზოგადად, მაგრამ არ მგონია, დღეს ამის პრობლემა იყოს, ხალხი სენსიბილიზებულია და არც კოლაფსში ვართ, ვინმე უყურადღებოდ დარჩეს.

მართალია, საფრანგეთის მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ საავადმყოფოებს პრობლემები აქვთ. უკვე რამდენიმე თვეა გადაუდებელი სამსახური გამოსვლებს აწყობს და აპროტესტებს სამუშაო პირობების სიმძიმეს, პერსონალის უკმარისობას. ასეთ დროს ეპიდემიის პიკისთვის თავის გართმევა რთული იქნება.

გაითვალისწინეთ ინფექციის გავრცელების სწრაფი ტემპიც და დღესდღეობით 70 %-ში ცირკულირებადი უფრო მძიმე, L ფორმა მოსალოდნელი გართულებებით, რაც ჰოსპიტალიზაციას და გაწვრთნილ პერსონალს საჭიროებს, რომელთა რაოდენობაც ასევე შეზღუდულია, თან მათ გამოაკლდებიან მუშაობის პროცესში ინფიცირებულნიც, რაც საბოლოოდ კოლაფსს გამოიწვევს იტალიის მსგავსად. იტალიაში დღეს არჩევენ, ვინ გადაარჩინონ, ანუ უპირატესობა მიენიჭება, ვისაც უფრო მეტი შანსი აქვს...

აქამდე რომ არ მივიდეთ, ვირუსის გავრცელებას ამ ეტაპზევე უნდა შევუშალოთ ხელი უფრო რადიკალური მეთოდებით. დანიაში მსგავსი არაფერი ხდება და უკვე დაკეტეს სკოლები, ღამის კლუბები, რესტორნები, კაზინოები, გააუქმეს ღონისძიებები...

- დარწმუნებული ვარ თვალს ადევნებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, როგორ შეაფასებდით, რამდენად სწორად იმართება პროცესები?

- საქართველოში პროცესებს კიდევ უფრო ყურადღებით ვადევნებ თვალს, ჯერ ერთი, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, იქ ცხოვრობს - ასაკოვანი მშობლები და ძმა თავისი ოჯახით და მეორეც, ჩვენი შესაძლებლობები საფრანგეთისას არ შეედრება, რისი შიშიც მქონდა. ზუსტად აქ გამოიკვეთა ადეკვატური მართვის მნიშვნელობა, რომ ფინანსები ყველაფერს არ წყვეტს.

ბევრჯერ დავწერე სოციალურ ქსელში და აქედანაც მინდა დავუდასტურო ჩემი პატივისცემა ბატონებს - ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს. ბატონ პაატას სტუდენტობიდან ვიცნობ, ბატონ ამირანთან პარიზში ჩვენმა საელჩომ მოგვიწყო შეხვედრა რამდენიმე ექიმს. მათზე ყოველთვის დიდი აზრის ვიყავი, მაგრამ რაც ახლა გააკეთეს, წარმოუდგენელია ადამიანური და პროფესიული თვალსაზრისით!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქმედებები ბევრი განვითარებული და ძლიერი ქვეყნის მენეჯმენტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა! მათი რეგულაციები ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდა ჯანმოს რეკომენდაციებს და ბოლოს, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორიც, მათი დაუღალავი ძალისხმევა სწორი ნაბიჯებით, ოლიმპიური სიმშვიდე და დამაჯერებელი ტონი აღმოჩნდა ისეთი ფსიქოთერაპია ამ კორონაისტერიაში, რომლის დამსახურებითაც დღეს ერი პანიკაში არაა.

- კორონავირუსული ინფექცია საინტერესო აღმოჩნდა იმითაც, რომ სტატისტიკიდან გამომდინარე, ბავშვებს ნაკლებად ერჩის, როგორია თქვენი შეფასება ამ თემაზე?

- კორონავირუსი იშვიათია ბავშვებში და ის მსუბუქი ფორმით მიდის: დაბალი სიცხე, მშრალი ხველა. ამ დროს სკოლაში სიარული იკრძალება. ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ვუხსნით საქმის ვითარებას, ვთავაზობთ კითხვების დასმას და აზრის გამოთქმას, უნდა ვასწავლოთ ჰიგიენის წესების დაცვა, საჭიროა ოთახის სველი წესით წმენდა და რეგულარული განიავება...

კორონავირუსული ინფექცია საშიშია ასაკოვან ადამიანებში გართულებების გამო, ახალგაზრდებს ის ბევრად უფრო მსუბუქად გადააქვთ. ზოგადად ამ ვირუსის მთავარი საშიშროება მისი სწრაფი გავრცელება და კონტაგიოზურობაა (ინფექციური დაავადებების თვისება გადაეცეს დაავადებულებიდან - ჯანმრთელებს).

მაგალითად, ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ ავტობუსში ერთმა ვირუსიანმა შვიდი ადამიანი დააინფიცირა ირგვლივ 3-4 მეტრის მანძილზე. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო საზოგადოებრივ ტრანსპორტში! სადეზინფექციო ხსნარი მუდამ თან უნდა ვიქონიოთ და გადავეჩვიოთ სახეზე ხელის მოკიდებას...

- ზოგადი რეკომენდაციები ყველა ქვეყნისთვის საერთოა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა თუ გაქვთ საფრანგეთში?

- ჰიგიენის დაცვის ზოგადი რეკომენდაციებია აქაც, კონკრეტულად ვიტყოდი თვითიზოლაციის წესებზე, რაც მგონი ზუსტად ვერ გაიგეს საქართველოში, ანუ 14 დღის მანძილზე იკრძალება: სამსახურში, საყიდლებზე, გასართობ-გამაჯანსაღებელ აქტივობებზე სიარული, არ ვეკარებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, საავადმყოფოებს!

ტემპერატურას ვიკონტროლებთ დღეში ორჯერ, სუნთქვის უკმარისობისას ვიძახებთ სასწრაფოს, ვატარებთ ქირურგიულ ნიღაბს, რეგულარულად ვანიავებთ ოთახს, გვძინავს ცალკე, ვიცავთ ჰიგიენის წესებს! ეს რეკომენდაცია ეხება კონტაქტში მყოფ ასიმპტომურ და მსუბუქ ფორმებს. ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას ადგენს გამოძახებული სამედიცინო ჯგუფი...

სპეციალობით ზოგადი პედიატრი და ნეონატოლოგი ვარ, გადაუდებელში აღარ ვმორიგეობ, ასე რომ შეხება ჯერ არ მქონია დავირუსებულთან. პროტოკოლით გვევალება ყველა ცხელება და სუნთქვის უკმარისობა ვაცნობოთ სასწრაფოს ჯგუფს, დაუყოვნებლივ რომ მოახდინონ იზოლირება.

- ამბობენ, რომ პანიკისა და ნერვიულობის დროს ადამიანის იმუნიტეტი სუსტდება. ეთანხმებით, რომ ამის ნიადაგზე უფრო მარტივად შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი ვირუსი?

- პირდაპირი კავშირი დადგინდა სტრესსა და იმუნიტეტს შორის. ვირუსისა და მისი გართულების მართვა ისედაც ძნელია. აქ იზრდება იმუნიტეტის როლი, ამიტომ ზედმეტი პანიკითა და სტრესში ყოფნით კიდევ უფრო დავიმძიმებთ მდგომარეობას!

საჭიროა მხოლოდ ყურადღება და სიფრთხილე, მარტივი ჰიგიენური პროცედურებით შეგვიძლია კორონავირუსის გავრცელების შეფერხება. გადაცემის გზებია: ჰაერ-წვეთოვანი, კონტაქტური (ორო-ფეკალური) და სქესობრივი. მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით პირველ რიგში ასაკოვან ხალხს დავიცავთ სასიკვდილო საფრთხისგან!

- დასასრულს როგორია თქვენი რჩევები და რეკომენდაციები, განსაკუთრებულად დედებისთვის, რა უნდა გაითვალისწინონ?

- დედებისთვის მთავარი რეკომენდაციაა ზრუნვა ბავშვის ფიზიკურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერება მხოლოდ ბუნებრივი გზით, არანაირი სტიმულატორი! სრულფასოვანი კვება, ეკრანთან გატარებული დროის დაყვანა მინიმუმამდე და მეტი დიალოგი ბავშვთან, ვუსმინოთ და ამომწურავად ვუპასუხოთ კითხვებზე, მოვიაზროთ პიროვნებად, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ლიმიტის დაწესება. ეს თითქოს ვირუსთან არაა კავშირში, მაგრამ ბავშვის ჰარმონიული განვითარება და ძლიერი იმუნიტეტი კორონაზე რთულ ვირუსსაც გაუმკლავდება!

ადამიანთა რა კატეგორიას გაუკეთდება კორონავირუსზე ტესტირება - თამარ გაბუნიას განმარტება სწრაფ ტესტებზე

თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით - პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა