სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

პირ­ველ რიგ­ში მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ახლა არ არის პა­ნი­კის დრო. ახლა ერ­თი­ა­ნო­ბის და ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის დროა,- ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, მთავ­რო­ბის ყვე­ლა ორ­გა­ნო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დის.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სი პან­დე­მი­ად გა­მო­ა­ცხა­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან მზა­ო­ბის პე­რი­ო­დის შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს მიჰ­ყვე­ბა. მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­წუ­ხა­რო სტა­ტის­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ შე­და­რე­ბით ჩვენ ვა­ხერ­ხებთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს გა­ვუმკლავ­დეთ, თუმ­ცა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ არ გვაქვს მო­დუ­ნე­ბის ან თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­გორც ჩანს ყო­ველ­დღი­უ­რად გა­იზ­რდე­ბა და ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ შე­სა­ბა­მი­სად ვი­ყოთ მზად სა­პა­სუ­ხოდ. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ უნდა ვიზ­რუ­ნოთ ჩვენს მო­ხუ­ცებ­ზე, ბავ­შვებ­ზე და რა თქმა უნდა, ერ­თმა­ნეთ­ზე.

მთავ­რო­ბის ყვე­ლა ორ­გა­ნო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დის. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა ჯან­დაც­ვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა, გა­ნათ­ლე­ბის, იუს­ტი­ცი­ის, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს და რა თქმა უნდა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ზღვრებ­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში 24 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო შე­სა­ბა­მის პრო­ტო­კო­ლურ პრო­ცე­დუ­რებს ახორ­ცი­ე­ლებს ამ ადა­მი­ნე­ბის გან­კურ­ნე­ბის­თვის, ასე­ვე დად­გე­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც კავ­ში­რი ჰქონ­და ამ ადა­მი­ა­ნებ­თან.

„პირ­ველ რიგ­ში მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ახლა არ არის პა­ნი­კის დრო. ახლა ერ­თი­ა­ნო­ბის და ეფექ­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბის დროა. ამი­ტომ ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით 1-ელ აპ­რი­ლამ­დე გა­და­ი­დო სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლა, ასე­ვე 13 აპ­რი­ლამ­დე გა­და­ვად­და სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ჯარ­ში“, - აღ­ნიშ­ნა გა­ხა­რი­ამ.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ეფექ­ტი­ა­ნად უპა­სუ­ხოს იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით შე­საძ­ლოა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას მი­ად­გეს.

„პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი გა­მოწ­ვე­ვა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ამას­თან ერ­თად, ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ასე­ვე პრი­ო­რი­ტე­ტია ვიზ­რუ­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შემ­დგომ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ეფექ­ტი­ა­ნად ვუ­პა­სუ­ხოთ იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მე­ლიც ამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მი­ად­გეს ჩვენს ეკო­ნო­მი­კას. სწო­რედ ამი­ტომ, ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ევა­ლე­ბა, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, დღეს, დღის ბო­ლომ­დე, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის სა­ხით წარ­მოგ­ვიდ­გი­ნონ ეკო­ნო­მი­კუ­რი სტი­მუ­ლი­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც ხვა­ლი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­და, ჩვენ გვაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და მათი სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის წი­ნა­შე, ისე­ვე, რო­გორც ქვეყ­ნის შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­შე. გვეს­მის, რომ ეს გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, მაგ­რამ დრო­ე­ბი­თი. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ამ გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ვა­ლა შს სა­მი­ნის­ტროს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში უზ­რუნ­ველ­ყოს წე­სე­ბის დაც­ვა იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სით თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მელ­საც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო წა­ა­წყდა, ეს გახ­ლავთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟი­მის დაც­ვა. ჩვენ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათ გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის წი­ნა­შე და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟი­მის შე­სა­ბა­მი­სი დაც­ვა არის ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, კა­რად და­იც­ვან ეს პი­რო­ბე­ბი. ასე­ვე, ვა­ვა­ლებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში უზ­რუნ­ველ­ყონ წე­სე­ბის ზუს­ტი და შე­სა­ბა­მი­სი აღ­სრუ­ლე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ არის გან­სა­ზღვრუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
25

რა კორონა ლარს რას უშვრებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით როგორ გადავიხადოთ სესხებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ?

laguna
2

ყველაფერი კარგი და მადლიერება მაგრამ ევროპის ქვეყნებთან თუ არ აიკრძალება მიმოსვლა ვფიქრობ თვითიზოლაცია ვერაფერს ვერ გვიშველის? ჩინეთში 24–სთ სულ 11 შემთხვევა დაფიქსირდა როცა ევროპის ქვეყნებში ვირუსი კატასტროფულათ მატულობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის პერიოდის შესაბამის რეკომენდაციებს მიჰყვება. მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით ჩვენ ვახერხებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, თუმცა არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს გამოწვევები, როგორც ჩანს ყოველდღიურად გაიზრდება და ჩვენ ვალდებულები ვართ შესაბამისად ვიყოთ მზად საპასუხოდ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, ბავშვებზე და რა თქმა უნდა, ერთმანეთზე.

მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ეს განსაკუთრებით ეხება ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებს და რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს, რომლებიც საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოში 24 ინფიცირებულია და ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ პროცედურებს ახორციელებს ამ ადამინების განკურნებისთვის, ასევე დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ ადამიანებთან.

„პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელ აპრილამდე გადაიდო სასკოლო დაწესებულებებში სწავლა, ასევე 13 აპრილამდე გადავადდა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს.

„პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ამ ვირუსის გავრცელებით შეიძლება მიადგეს ჩვენს ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში, დღეს, დღის ბოლომდე, შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის გარდა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე. გვესმის, რომ ეს გლობალური გამოწვევაა, მაგრამ დროებითი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იყოს“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინაციაში უზრუნველყოს წესების დაცვა იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული წესით თვითიზოლაციაში არიან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ, მათ გარკვეული ვალდებულება აქვთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან, კარად დაიცვან ეს პირობები. ასევე, ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში უზრუნველყონ წესების ზუსტი და შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების თვითიზოლაციის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის განსაზღვრული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გადავადდება თუ არა კომუნალური გადასახადები - ეკონომიკის მინისტრის კომენტარი

"ავტობუსების ნაკლებობა არ გაგვაჩნია, მაგრამ ჩემი მოწოდებაა დარჩით სახლში!" - კახა კალაძე

7 პროდუქტი, რომლებზეც ფასები არ გაიზრდება - პრემიერის დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს