პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეწყდება თუ არა სწავლა თბილისის კერძო ბაღებში?
შეწყდება თუ არა სწავლა თბილისის კერძო ბაღებში?

კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კა­ში­რე­ბით, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ჯა­რო სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში სწავ­ლა პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე გა­და­ი­დო. ამის მი­უ­ხე­და­ვად კერ­ძო ბა­ღე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი სას­წავ­ლო პრო­ცესს კვლავ გა­ნაგ­რძობს. რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი ბა­ღებ­ში ხვალ ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მი­იყ­ვა­ნენ შვი­ლებს. თუმ­ცა კერ­ძო ბა­ღე­ბის დიდ ნა­წილს16 მარ­ტამ­დე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ თუ არა კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შე­ა­ჩე­რე­ბენ თუ არა მუ­შა­ო­ბას პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე. ჩვენ რამ­დე­ნი­მე კერ­ძო ბაღს და­ვუ­კავ­შირ­დით:

"რა თქმა უნდა, ჩვენ შე­ვუ­ერ­თდე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რად­გან ასე და­წეს­და, ესე­ი­გი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, ამი­ტომ არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ, ისე მი­ვი­ღეთ პირ­ველ აპ­რი­ლამ­დე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“ - გვი­თხრეს სა­ბავ­შვო ბაღ "ნე­ვარ­ლენდში".

სა­პი­რის­პი­როს აცხა­დე­ბენ "ერუ­დი­ტებ­ში". სა­ბავ­შო ბა­ღის მე­ნე­ჯერ­მა AMBEBI.GE -სთან გა­ნა­ცხა­და, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლონ, რად­გან ფი­ნან­სუ­რად ზა­რალ­დე­ბი­ან.

"რო­გორც ვიცი, ძლი­ან ბევ­რი კერ­ძო ბაღი ახ­ლაც მუ­შა­ობს. თუმ­ცა ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 16-მდე შე­გევ­ჩე­რე­ბი­ნა პრო­ცე­სი. პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ავუ­ბით მხა­რი, მაგ­რამ ახლა იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, გა­ვაგ­რძე­ლოთ სწავ­ლა, რად­გან ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან ვზა­რალ­დე­ბით. ამი­ტომ, ვა­პი­რებთ, რომ 16-იდან ჩვე­უ­ლებ­რივ რე­ჟიმ­ში გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა" - აცხა­დებს სა­ბავ­შო ბა­ღის მე­ნე­ჯე­რი.

კი­დევ ერთ კერ­ძო ბაღ­ში გვი­თხრეს, რომ ჯერ არ გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, გა­ა­ხან­გრძლი­ვე­ბენ თუ არა არ­და­დე­გებს.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ სწავ­ლის გა­და­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ისი­ნი კერ­ძო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვერ ჩა­ე­რე­ვი­ან და მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბი­ან.

პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ უმ­ჯო­ბე­სია ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­მა და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­ა­რი­დონ, თუმ­ცა თუ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კერ­ძო ბა­ღებ­მა ჰი­გი­ე­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­აძ­ლი­ე­რონ.

"მინ­და მოვ­წო­დო მშობ­ლებს, რომ ბავ­შვე­ბი და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ ატა­რონ, ასე­ირ­ნონ და და­ვიც­ვათ დის­ტან­ცია. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი-ორი მეტ­რით ნუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ნუ­რა­ვინ ბავ­შვს... დიდი ყუ­რა­დღე­ბაა ბავ­შვე­ბის მი­მართ სა­ჭი­რო, თუ მშობ­ლებს არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა ბავ­შვი და­ტო­ვონ სახ­ლში, უნდა იყ­ვნენ გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლე­ბი, რომ სა­ბავ­შვო ბარ­ში იყოს ყვე­ლა ნორ­მა და­ცუ­ლი და გაძ­ლი­ერ­დეს ჰი­გი­ე­ნუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი" - ამ­ბობს პე­დი­ატ­რი.

ავტორი:

შეწყდება თუ არა სწავლა თბილისის კერძო ბაღებში?

შეწყდება თუ არა სწავლა თბილისის კერძო ბაღებში?

კორონავირუსთან დაკაშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებსა და ბაღებში სწავლა პირველ აპრილამდე გადაიდო. ამის მიუხედავად კერძო ბაღების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესს კვლავ განაგრძობს. რამდენიმე მშობელმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ ისინი ბაღებში ხვალ ჩვეულ რეჟიმში მიიყვანენ შვილებს. თუმცა კერძო ბაღების დიდ ნაწილს16 მარტამდე სასწავლო პროცესი შეჩერებული აქვს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, გაითვალისწინებენ თუ არა კერძო საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და შეაჩერებენ თუ არა მუშაობას პირველ აპრილამდე. ჩვენ რამდენიმე კერძო ბაღს დავუკავშირდით:

"რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. რადგან ასე დაწესდა, ესეიგი ამის საჭიროება არსებობს, ამიტომ არც კი დავფიქრებულვართ, ისე მივიღეთ პირველ აპრილამდე სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება“ - გვითხრეს საბავშვო ბაღ "ნევარლენდში".

საპირისპიროს აცხადებენ "ერუდიტებში". საბავშო ბაღის მენეჯერმა AMBEBI.GE -სთან განაცხადა, რომ იძულებული არიან სწავლა გააგრძელონ, რადგან ფინანსურად ზარალდებიან.

"როგორც ვიცი, ძლიან ბევრი კერძო ბაღი ახლაც მუშაობს. თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 16-მდე შეგევჩერებინა პროცესი. პირველ შემთხვევაში სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ავუბით მხარი, მაგრამ ახლა იძულებულები ვართ, გავაგრძელოთ სწავლა, რადგან ფინანსურად ძალიან ვზარალდებით. ამიტომ, ვაპირებთ, რომ 16-იდან ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა" - აცხადებს საბავშო ბაღის მენეჯერი.

კიდევ ერთ კერძო ბაღში გვითხრეს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაახანგრძლივებენ თუ არა არდადეგებს.

განათლების სამინისტოში აცხადებენ, რომ სწავლის გადადების საჭიროება არსებობს, თუმცა ისინი კერძო სექტორის საქმიანობაში ვერ ჩაერევიან და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან.

პედიატრი ინგა მამუჩიშვილიც მიიჩნევს, რომ უმჯობესია ბავშვები მშობლებმა დახურულ დაწესებულებებს მოარიდონ, თუმცა თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს, აუცილებელია, კერძო ბაღებმა ჰიგიენური ღონისძიებები გააძლიერონ.

"მინდა მოვწოდო მშობლებს, რომ ბავშვები დახურულ დაწესებულებებში არ ატარონ, ასეირნონ და დავიცვათ დისტანცია. დაახლოებით ერთი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს... დიდი ყურადღებაა ბავშვების მიმართ საჭირო, თუ მშობლებს არ აქვთ საშუალება ბავშვი დატოვონ სახლში, უნდა იყვნენ გაფაციცებულები, რომ საბავშვო ბარში იყოს ყველა ნორმა დაცული და გაძლიერდეს ჰიგიენური ღონისძიებები" - ამბობს პედიატრი.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"