მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად
"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად

"ბავ­შვს ხე­ლებს სპირ­ტი­ა­ნი ხსნა­რით ნუ და­უ­მუ­შა­ვებთ, გა­იყ­ვა­ნეთ ისი­ნი ღია ცის ქვეშ" - ამის შე­სა­ხებ ცნო­ბილ­მა პე­დი­ატ­მა ინგა მა­მუ­ჩიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "დღის თემა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სახ­ლში მის­ვლის შემ­დეგ მშობ­ლებ­მა ბავ­შვებ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბამ­დე ყვე­ლა ჰი­გი­ე­ნუ­რი წესი და­იც­ვან.

რო­გორც მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ტა­რე­ბი ხში­რად გა­იყ­ვა­ნონ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, თუმ­ცა აქვე დას­ძენს, რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ცუ­ლი იყოს გარ­კვე­უ­ლი დის­ტან­ცია.

"ზო­გა­დად, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სა­ერ­თო. მე მინ­და მო­ვუ­წო­დო მშობ­ლებს, რომ ქუ­ჩი­დან შე­მო­სუ­ლე­ბი ნუ აკო­ცებთ ბავ­შვებს, ნუ მიხ­ვალთ მათ­თან იმ ტან­საც­მლით, რომ­ლი­თაც ქუ­ჩა­ში იყა­ვით, ნუ შე­ე­ხე­ბით ბავ­შვებს და­უ­ბა­ნე­ლი ხე­ლე­ბით, ნუ გა­და­კოც­ნით.

გა­მო­იც­ვა­ლეთ, და­ი­ბა­ნეთ ხელი, იხ­მა­რეთ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რი და ასე მი­უ­ახ­ლოვ­დით პა­ტა­რებს, თუმ­ცა აქაც გა­და­კოც­ნის­გან და ჩა­კოცვნის­გან თავი უნდა შე­ვი­კა­ვოთ. ქუ­ჩა­შიც უცხო ადა­მი­ა­ნებ­მა იცი­ან, ლო­ყა­ზე ბავ­შვს მო­უ­თა­თუ­ნე­ბენ ხოლ­მე, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია.

არ ვარ წი­ნა­აღ­მდე­გი იმი­სა, რომ პა­ტა­რე­ბი ღია ცის ქვეშ ატა­რონ, ასე­ირ­ნონ, თუმ­ცა უნდა და­იც­ვან სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით მეტრნა­ხე­ვა­რი-ორი მეტ­რით ნუ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ნუ­რა­ვინ ბავ­შვს" - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­ჩიშ­ვილ­მა.

პე­დი­ატ­რის გან­მარ­ტე­ბით­ვე, არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი, რომ ბავ­შვებს ხე­ლე­ბი სპირ­ტის შემ­ცვე­ლი ხსნა­რე­ბით და­უ­მუ­შა­ონ. რო­გორც მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი ამ­ბობს, უმ­ჯო­ბე­სია ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­პო­ნი ან ბავ­შვის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ბავ­შვებს სპირ­ტის ხსნა­რე­ბით ნუ და­უ­მუ­შა­ვებთ ხე­ლებს, არ­სე­ბობს ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბი, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია მათ ხელი გა­ვუ­წ­მინ­დოთ. სპირ­ტი­ა­ნი ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა­ზე თავი შე­ვი­კა­ვოთ, რად­გან ბავ­შვის კანი ხსნარს სწრა­ფად იწოვს და შე­იძ­ლე­ბა ალერ­გია გა­მო­იწ­ვი­ოს

რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბის რე­ჟიმს, მინ­და მშობ­ლებს მო­ვუ­წო­დო, რომ შვი­ლებს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი მის­ცენ. რო­დე­საც ვირუ­სი ეკ­რო­ბა ლორ­წო­ვან გარსს, ამ დროს ლორ­წო­ვა­ნი გარ­სი არ უნდა იყოს მშრა­ლი და ის მუდ­მი­ვად უნდა ტე­ნი­ან­დე­ბო­დეს.

მი­ე­ცით პა­ტა­რებს მეტი რა­ო­დე­ნო­ბით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი - ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვად მდი­და­რი ვი­ტა­მი­ნე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ასე­ვე კარ­გია ცი­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა, რძის პრო­დუქ­ტე­ბი. შე­ვე­ცა­დოთ ჯან­სა­ღად ვკვე­ბოთ ისი­ნი. არ წა­ვიყ­ვა­ნოთ ბავ­შვე­ბი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე, რო­გო­რე­ბიც არის "ფასტ ფუ­დე­ბი"... ასე­თი საკ­ვე­ბი მათ­თვის კარ­გს არ მო­ი­ტანს" - გა­ნა­ცხა­და პე­დი­ატრმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
elene
4

udzlieresi pediatri brdzandebit da didi madloba rom arsebobt

ქართველი
11

N1 პედიატრი, ადამიანი და ქალი

ავტორი:

"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად

"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს კორონავირუსთან საბრძოლველად

"ბავშვს ხელებს სპირტიანი ხსნარით ნუ დაუმუშავებთ, გაიყვანეთ ისინი ღია ცის ქვეშ" - ამის შესახებ ცნობილმა პედიატმა ინგა მამუჩიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის თემა განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოვებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან.

როგორც მამუჩიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა აქვე დასძენს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია.

"ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, რომ ქუჩიდან შემოსულები ნუ აკოცებთ ბავშვებს, ნუ მიხვალთ მათთან იმ ტანსაცმლით, რომლითაც ქუჩაში იყავით, ნუ შეეხებით ბავშვებს დაუბანელი ხელებით, ნუ გადაკოცნით.

გამოიცვალეთ, დაიბანეთ ხელი, იხმარეთ სადეზინფექციო ხსნარი და ასე მიუახლოვდით პატარებს, თუმცა აქაც გადაკოცნისგან და ჩაკოცვნისგან თავი უნდა შევიკავოთ. ქუჩაშიც უცხო ადამიანებმა იციან, ლოყაზე ბავშვს მოუთათუნებენ ხოლმე, ეს დაუშვებელია.

არ ვარ წინააღმდეგი იმისა, რომ პატარები ღია ცის ქვეშ ატარონ, ასეირნონ, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირება. დაახლოებით მეტრნახევარი-ორი მეტრით ნუ მიუახლოვდება ნურავინ ბავშვს" - აღნიშნა მამუჩიშვილმა.

პედიატრის განმარტებითვე, არ არის რეკომენდირებული, რომ ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარებით დაუმუშაონ. როგორც მამუჩიშვილი ამბობს, უმჯობესია ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი საპონი ან ბავშვის ჰიგიენური საშუალებები იქნას გამოყენებული.

"ბავშვებს სპირტის ხსნარებით ნუ დაუმუშავებთ ხელებს, არსებობს ანტიბაქტერიული ხელსახოცები, რომლითაც შეგვიძლია მათ ხელი გავუწმინდოთ. სპირტიანი ხსნარით დამუშავებაზე თავი შევიკავოთ, რადგან ბავშვის კანი ხსნარს სწრაფად იწოვს და შეიძლება ალერგია გამოიწვიოს

რაც შეეხება კვების რეჟიმს, მინდა მშობლებს მოვუწოდო, რომ შვილებს დიდი რაოდენობით სითხეები მისცენ. როდესაც ვირუსი ეკრობა ლორწოვან გარსს, ამ დროს ლორწოვანი გარსი არ უნდა იყოს მშრალი და ის მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს.

მიეცით პატარებს მეტი რაოდენობით ჯანსაღი საკვები - ხილი, ბოსტნეული, ბუნებრივად მდიდარი ვიტამინებით გაჯერებული საკვები, ასევე კარგია ცილოვანი დატვირთვა, რძის პროდუქტები. შევეცადოთ ჯანსაღად ვკვებოთ ისინი. არ წავიყვანოთ ბავშვები თავშეყრის ადგილზე, როგორებიც არის "ფასტ ფუდები"... ასეთი საკვები მათთვის კარგს არ მოიტანს" - განაცხადა პედიატრმა.

"მოგვიწევს კორონავირუსთან კოჰაბიტაცია" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

"სასიამოვნოდ მიკვირს, რომ მედიის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ღმერთი იფარავთ და არ ინფიცირდებიან" - თენგიზ ცერცვაძე