მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე
"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ომ ბევ­რი არა­ფე­რი იცის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ, გა­საკ­ვი­რი არ არის.

ქვე­ყა­ნის დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა ჯერ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­საძ­ლოა, სა­გან­გა­შოც კი იყოს. გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მე­ზო­ბელ სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე 7 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­დაც­ვლი­ლი კი 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნია.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, თე­ბერ­ვლის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე, ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კა­რან­ტინ­ში არი­ან.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის იზო­ლა­ცია ამ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღია, რად­გა­ნაც იქ ჯან­დაც­ვის უსუს­ტე­სი სის­ტე­მაა, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ას ვერ გა­უმკლავ­დე­ბა.

"თუ და­ა­ვა­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა უძ­ლუ­რი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს ექი­მი ჩოი ჯანგ ჰუნი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ცხოვ­რობ­და და 2012 წელს სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გა­და­ვი­და.

რო­გორც "ევ­რო­ნი­უ­სი“ წერს, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს წყა­ლი და ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბათ. ასე­ვე, მუდ­მი­ვად დე­ფი­ცი­ტუ­რია მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

ამას­თან, 2019 წლის ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა 195 ქვე­ყა­ნას შო­რის 193-ე ად­გილ­ზეა სა­ნი­ტა­რუ­ლი ინ­დექ­სის მი­ხედ­ვით და ის მხო­ლოდ სო­მალ­სა და გვი­ნე­ას ჩა­მორ­ჩე­ბა. ეს ფაქ­ტი კი სი­ტუ­ა­ცი­ას უფრო არ­თუ­ლებს.

რო­დე­საც დე­კემ­ბერ­ში ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და და ჩი­ნე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­საც მო­ე­დო, იქ მყო­ფი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ, მსოფ­ლი­ომ არ იცის ოფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­უბ­რუნ­და სამ­შობ­ლოს და რამ­დენ მათ­განს აღ­მო­აჩ­ნდა ახა­ლი ტი­პის ვირუ­სი. ექ­სპერ­ტე­ბი გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით არც ერთი არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ბრი­ტა­ნე­ლი რე­პორ­ტი­ო­რი, ტო­მას ოხეა კინ­ტა­ნა ამ­ბობს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გარ­და, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი არას­წო­რად იკ­ვე­ბე­ბა, არის სას­მე­ლი წყლის პრობ­ლე­მა და ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

"ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­ზღუ­დუ­ლო­ბას­თან ერ­თად, ეს ფაქ­ტო­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას კი­დევ უფრო და­უც­ველს ხდის“, - ამ­ბობს რე­პორ­ტი­ო­რი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის დიქ­ტა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ად­გი­ლობ­რივ გა­ზეთ­ში Rodong Sinmun-ში გა­სულ პა­რას­კევს და­ი­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით - "სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­სუ­ლა“. გა­ზეთ­ში წე­რია კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და რჩე­ვა, რომ მო­ე­რი­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს.

გა­სულ კვი­რას ერთ-ერ­თმა ჩრდი­ლო კო­რე­ულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა ფო­ტო­ე­ბი იმის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რომ რე­ჟი­მი კო­რო­ნა­ვირუსს აკონ­ტრო­ლებს. ერთ-ერთ მათ­გან­ზე აღ­ბეჭ­დილ­ნი არი­ან სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასუფ­თა­ვე­ბენ სუ­პერ­მარ­კეტს და მომ­ხმა­რებ­ლებს ტემ­პე­რა­ტუ­რას უმოწ­მე­ბენ.

"ასი პრო­ცენ­ტით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში არი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი", - ამ­ბობს კო­რე­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი ნამ სუნგ ვუკი.

ჩი­ნე­თის ელჩი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი აცხა­დებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იტან­ჯე­ბი­ან ამ და­ა­ვა­დე­ბით მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­ში არც ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის.

"ის ფაქ­ტი, რომ არა­ფე­რი ვი­ცით ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და გარ­დაც­ვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ, დიდი პრობ­ლე­მაა და თუ სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მა აღ­მოჩ­ნდეს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის“, - წერს ექ­სპერ­ტი აზი­ის სა­კი­თხებ­ში, ჯე­სი­კა ლი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში თე­ბერ­ვალ­ში ჩა­კე­ტეს სა­ზღვრე­ბი, შე­ჩერ­და ფრე­ნე­ბი და სხვა ქვეყ­ნებ­ში მა­ტა­რებ­ლით მი­მოს­ვლა, ასე­ვე გა­უქ­მდა სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, და­ი­კე­ტა სკო­ლე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 2 ადა­მი­ა­ნის დახ­ვრე­ტის შე­სა­ხე­ბაც, თუმ­ცა ეს ცნო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
4

ამხანაგი კიმ სენ ირს არაფერი შეეშლება ყველა დაავადებულს დახვრეტს და პრობლემასაც გადაწყვეტს

rasa
3

ეს საწყლები. ისე, ჩრდილოეთ კორეას ეგ ერთი პლიუსი აქვს: მთავარია ვირუსის დიაგნოსტირება მოახდინონ და განკურნების უნიკალური მეთოდი კი იციან: დახვრეტა. არ არის ავადმყოფი = არ არის ავადმყოფობა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

ის ფაქტი, რომ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის შესახებ, გასაკვირი არ არის.

ქვეყანის დიქტატორული რეჟიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ბევრი ინფიცირებულია და მდგომარეობა, შესაძლოა, საგანგაშოც კი იყოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ სამხრეთ კორეაში შემთხვევების რაოდენობამ უკვე 7 500-ს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 50-ზე მეტი ადამიანია.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კარანტინში არიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანების იზოლაცია ამ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია, რადგანაც იქ ჯანდაცვის უსუსტესი სისტემაა, რომელიც ეპიდემიას ვერ გაუმკლავდება.

"თუ დაავადება გავრცელდება, ჩრდილოეთ კორეა უძლური იქნება", - ამბობს ექიმი ჩოი ჯანგ ჰუნი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობდა და 2012 წელს სამხრეთ კორეაში გადავიდა.

როგორც "ევრონიუსი“ წერს, ჩრდილოეთ კორეის საავადმყოფოებს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე, მუდმივად დეფიციტურია მედიკამენტები.

ამასთან, 2019 წლის ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა 195 ქვეყანას შორის 193-ე ადგილზეა სანიტარული ინდექსის მიხედვით და ის მხოლოდ სომალსა და გვინეას ჩამორჩება. ეს ფაქტი კი სიტუაციას უფრო ართულებს.

როდესაც დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსი გავრცელდა და ჩინეთის სხვა ქალაქებსაც მოედო, იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მსოფლიომ არ იცის ოფიციალურად რამდენი ადამიანი დაუბრუნდა სამშობლოს და რამდენ მათგანს აღმოაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი. ექსპერტები გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით არც ერთი არ დაინფიცირებულიყო.

ჩრდილოეთ კორეის თემაზე მომუშავე ბრიტანელი რეპორტიორი, ტომას ოხეა კინტანა ამბობს, რომ ამ ყველაფრის გარდა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არასწორად იკვებება, არის სასმელი წყლის პრობლემა და ასევე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ჰიგიენის საშუალებები.

"ინფორმაციის შეზღუდულობასთან ერთად, ეს ფაქტორები მოსახლეობას კიდევ უფრო დაუცველს ხდის“, - ამბობს რეპორტიორი.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილობრივ გაზეთში Rodong Sinmun-ში გასულ პარასკევს დაიბეჭდა სტატია სათაურით - "საბედნიეროდ, ახალი ტიპის კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა“. გაზეთში წერია კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევა, რომ მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

გასულ კვირას ერთ-ერთმა ჩრდილო კორეულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ რეჟიმი კორონავირუსს აკონტროლებს. ერთ-ერთ მათგანზე აღბეჭდილნი არიან სუპერმარკეტის თანამშრომლები, რომლებიც ასუფთავებენ სუპერმარკეტს და მომხმარებლებს ტემპერატურას უმოწმებენ.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

"ის ფაქტი, რომ არაფერი ვიცით ჩრდილოეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობისა და გარდაცვლილების შესახებ, დიდი პრობლემაა და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ეს შეიძლება უმძიმესი პრობლემა აღმოჩნდეს ადამიანებისთვის“, - წერს ექსპერტი აზიის საკითხებში, ჯესიკა ლი.

ჩრდილოეთ კორეაში თებერვალში ჩაკეტეს საზღვრები, შეჩერდა ფრენები და სხვა ქვეყნებში მატარებლით მიმოსვლა, ასევე გაუქმდა სხვადასხვა ღონისძიებები, დაიკეტა სკოლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ადამიანის დახვრეტის შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები ავტობუსში იმისთვის, რომ დისტანცია შენარჩუნდეს? - ლაგოსის პრაქტიკა, შესაძლოა, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცეს

საფრანგეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დეკემბერში გამოვლინდა - რა აღმოაჩინეს ექიმებმა პაციენტთა ნიმუშების გადამოწმების შემდეგ