სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გენახათ ექიმების ემოციები, როცა უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს..." - რას ყვება "იმედის" წამყვანი, რომელიც თვითიზოლაციაშია
"უნდა გენახათ ექიმების ემოციები, როცა უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს..." - რას ყვება "იმედის" წამყვანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"ტე­ლე­ი­მე­დის" წამ­ყვა­ნი და ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ტა­ლია ქა­ჯა­ია თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია. "ინ­ფექ­ცი­ურ­ში გუ­შინ, შუ­ა­დღეს სა­მოგ­ზა­უ­რო ის­ტო­რი­ით, უდი­დე­სი სტრე­სით და 37 სი­ცხით მო­მი­წია მის­ვლა", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა:

"ინ­ფექ­ცი­უ­რი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლის დღი­უ­რი­დან:

ფილ­ტვე­ბი სუფ­თაა - ეს იყო პირ­ვე­ლი პა­სუ­ხი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­მა­ი­მე­დე­ბე­ლიც, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი. შემ­დეგ სის­ხლის კვლე­ვა, ასე­ვე კარ­გი პა­სუ­ხით. მთა­ვა­რი მა­ინც წინ იყო - ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­დე­გი. ეს პა­სუ­ხი კი ღა­მის 1-2 სა­ა­თამ­დე შუ­ა­ლედ­ში უნდა მო­სუ­ლი­ყო. დრო კი სა­შინ­ლად იწე­ლე­ბო­და, ისევ ფე­ის­ბუ­ქის ვი­დე­ო­ზა­რებ­მა და რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან მე­სი­ჯო­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ინ­ფექ­ცი­ურ­ში გუ­შინ, შუ­ა­დღეს სა­მოგ­ზა­უ­რო ის­ტო­რი­ით, უდი­დე­სი სტრე­სით და 37 სი­ცხით მო­მი­წია მის­ვლა. მშვი­დად მო­მის­მი­ნეს, მერე ასე­ვე მშვი­დად გა­და­წყვი­ტეს რა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და რო­გორ. ამ სა­გი­ჟეთ­ში და ის­ტე­რი­კა­ში, რაც გა­რეთ ხდე­ბა და რაც თი­თო­ე­ულს გვჭირს, ესე­ნი რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად პა­ცი­ენ­ტე­ბის პატ­რო­ნო­ბას, დამ­შვი­დე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბას მარ­თლა არ ვიცი. მად­ლო­ბა მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­კა ტუ­ღუშს და თამ­რი­კო ქარ­ვე­ლიშ­ვილს, ეს ექთა­ნი კი გუ­შინ ჩემი იმე­დი იყო. თქვენ არ იცით, რო­გორ ფუს­ფუ­სე­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბით სავ­სე სა­ა­ვად­მყო­ფოს დე­რეფ­ნებ­სა თუ ოთა­ხებ­ში ეს თეთრ კომ­ბი­ნი­ზო­ნი­ა­ნი ექი­მე­ბი და დღე­ში რამ­დენ­ჯერ უწევთ ამ ე.წ. ეკი­პი­რე­ბის ჩაც­მა და გახ­და, რომ ინ­ფექ­ცია სხვა ადა­მი­ან­თან სხვა პა­ლა­ტა­ში არ მი­ი­ტა­ნონ, რამ­ხე­ლა ენერ­გი­ას ხარ­ჯა­ვენ და რო­გორ გუ­ლით აკე­თე­ბენ ამას. უნდა გე­ნა­ხათ მათი სა­ხე­ე­ბი და ემო­ცი­ე­ბი, როცა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან დო­კუ­მენ­ტი მი­ი­ღეს და იქ უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი ამო­ი­კი­თხეს, ზუს­ტად ის რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, რაც მე. გა­მო­მიშ­ვეს სახ­ლში და ვაგ­რძე­ლებ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას".

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
146

სტატიის წაკითხვა მოვისურვე. მაგრამ სათაურში ,როგორც კი ამოვიკითხე ტვ იმედი , წაკითხვის ყოველგვარი სურვილი დავკარგე.

nicola
7

magari gogo xar shen

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"უნდა გენახათ ექიმების ემოციები, როცა უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს..." - რას ყვება "იმედის" წამყვანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"უნდა გენახათ ექიმების ემოციები, როცა უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს..." - რას ყვება "იმედის" წამყვანი, რომელიც თვითიზოლაციაშია

"ტელეიმედის" წამყვანი და ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია თვითიზოლაციაშია. "ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლა", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ჩატარებული გამოკვლევის დეტალებს გვიყვება:

"ინფექციურიდან თვითიზოლაციაში დაბრუნებულის დღიურიდან:

ფილტვები სუფთაა - ეს იყო პირველი პასუხი, ძალიან მნიშვნელოვანი, დამაიმედებელიც, მაგრამ არასაკმარისი. შემდეგ სისხლის კვლევა, ასევე კარგი პასუხით. მთავარი მაინც წინ იყო - ლუგარის ლაბორატორიის შედეგი. ეს პასუხი კი ღამის 1-2 საათამდე შუალედში უნდა მოსულიყო. დრო კი საშინლად იწელებოდა, ისევ ფეისბუქის ვიდეოზარებმა და რამდენიმე მეგობართან მესიჯობამ გადამატანინა. ინფექციურში გუშინ, შუადღეს სამოგზაურო ისტორიით, უდიდესი სტრესით და 37 სიცხით მომიწია მისვლა. მშვიდად მომისმინეს, მერე ასევე მშვიდად გადაწყვიტეს რა გაეკეთებინათ და როგორ. ამ საგიჟეთში და ისტერიკაში, რაც გარეთ ხდება და რაც თითოეულს გვჭირს, ესენი როგორ ახერხებენ ასე ორგანიზებულად პაციენტების პატრონობას, დამშვიდებას და მკურნალობას მართლა არ ვიცი. მადლობა მათ, განსაკუთრებით მარიკა ტუღუშს და თამრიკო ქარველიშვილს, ეს ექთანი კი გუშინ ჩემი იმედი იყო. თქვენ არ იცით, როგორ ფუსფუსებენ პაციენტებით სავსე საავადმყოფოს დერეფნებსა თუ ოთახებში ეს თეთრ კომბინიზონიანი ექიმები და დღეში რამდენჯერ უწევთ ამ ე.წ. ეკიპირების ჩაცმა და გახდა, რომ ინფექცია სხვა ადამიანთან სხვა პალატაში არ მიიტანონ, რამხელა ენერგიას ხარჯავენ და როგორ გულით აკეთებენ ამას. უნდა გენახათ მათი სახეები და ემოციები, როცა ლუგარის ლაბორატორიიდან დოკუმენტი მიიღეს და იქ უარყოფითი პასუხი ამოიკითხეს, ზუსტად ის რეაქცია ჰქონდათ, რაც მე. გამომიშვეს სახლში და ვაგრძელებ თვითიზოლაციას".

თოვლიანი გაზაფხული დედაქალაქში - თბილისის ულამაზესი ფოტოები "ფეისბუქიდან"

"ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ..." - რა განმარტებას აკეთებს სერგი კაპანაძე

"მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა" - რას წერს ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე