საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი მისწერა თანამშრომლებს "გეფას" დირექტორმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული
რა წერილი მისწერა თანამშრომლებს "გეფას" დირექტორმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

„გე­ფას“ დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, ბო­დიშს იხ­დის.

ის კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წე­რილს უგ­ზავ­ნის, რო­მელ­შიც იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში მის­ვლას „წინ­და­უ­ხე­და­ო­ბად“ აფა­სებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ნიც­დის ამის გამო შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას.

ამას­თან, ის „გე­ფას“ თა­ნამ­შრომ­ლებს იტა­ლი­ა­ში მისი სტუმ­რო­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა და უხ­სნის, რომ აე­რო­პორ­ტში სა­ბა­ჟო-კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სას სი­ცხის დამ­წე­ვი მე­დი­კა­მენ­ტი მი­ღე­ბუ­ლი არ ჰქო­ნია.

"მინ­და მოგ­მარ­თოთ ბოლო დღე­ე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მო­გიყ­ვეთ ჩვე­ნი და­ვირუ­სე­ბის და შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის ამ­ბა­ვი.

მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მე­უღ­ლე­ე­ბით და ზრდას­რუ­ლი შვი­ლე­ბით, სულ 8 ადა­მი­ა­ნი 23 თე­ბერ­ვალს გავფრინ­დით იტა­ლი­ა­ში - მი­ლან­ში, ზუს­ტად ამ დღეს გა­მო­ცხად­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ამი­ტომ, ჩაფ­რე­ნის­თა­ნა­ვე ვი­ქი­რა­ვეთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და გა­ვე­შუ­რეთ იტა­ლი­ის სამ­ხრეთ ტი­რო­ლის ნა­წილ­ში, ავ­სტრი­ის სა­ზღვარ­თან (სა­დაც არც მა­ნამ­დე და არც ჩვენ იქ ყოფ­ნი­სას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი).

ვი­ნა­ი­დან შემ­დე­გი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა შემ­თხვე­ვებ­მა მი­ლა­ნის ირ­გვლივ აღარ დავ­ბრუნ­დით, რო­გორც და­გეგ­მი­ლი გვქონ­და უკან ისევ მი­ლა­ნით, გა­ვემ­გზავ­რეთ იგი­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით ვე­ნა­ში, სა­დაც შე­ვი­ძი­ნეთ ბი­ლე­თე­ბი ვენა-თბი­ლი­სი და პირ­ველ მარტს გა­მოვფრინ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში.

პას­პორტ-კონ­ტროლ­ზე გვკი­თხეს თუ ვი­ყა­ვით ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში, ირან­ში, კო­რე­ა­ში ან იტა­ლი­ა­ში, რაც და­ვუ­დას­ტუ­რეთ და გვთხო­ვეს გაგ­ვევ­ლო და­მა­ტე­ბი­თი კონ­ტრო­ლი, რომ­ლის დრო­საც შეგ­ვი­მოწ­მეს სი­ცხე დინ­სტან­ცი­უ­რი თერ­მო­მეტ­რით და გაგ­ვიშ­ვეს სახ­ლში. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ არც ერთ ჩვენ­განს არ ჰქონ­და და­ლე­უ­ლი სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ვი­ნა­ი­დან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ავე­რი­დეთ ეპი­დე­მი­ის ად­გილს და არც არა­ფე­რი გვა­წუ­ხებ­და, მი­ვე­დით სახ­ლში, სა­დაც 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ასა­კო­ვა­ნი დედა გვე­ლო­დე­ბო­და.

მე­ო­რე დი­ლას იგი­ვე გან­წყო­ბით, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში მის­ვლი­სას რომ ვარ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, 2 მარტს მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში და რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გას­თან მქონ­და ხან­გრძლი­ვი სა­ო­ფი­სე კონ­ტაქ­ტი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და იმ­ყო­ფე­ბი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში.

3 მარტს გა­ვი­გე რომ ჩემ მე­გო­ბარს მო­უ­მა­ტა სი­ცხემ, და მას შემ­დეგ აღარ გავ­სულ­ვარ სახ­ლი­დან. 4 მარტს სა­ღა­მოს ჩემ მე­გო­ბარს და­უდ­გინ­და ეს დი­აგ­ნო­ზი, შემ­დეგ დღეს ჩვენც მივ­მარ­თეთ ინ­ფექ­ცი­ურს.

დღეს მე, ჩემი მე­უღ­ლე, ორი­ვე უფ­რო­სი შვი­ლი და რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა ვართ ინ­ფექ­ცი­ურ­ში ამ დი­აგ­ნო­ზით

ყო­ვე­დღი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ბრუნ­დე­ბა ევ­რო­პი­დან, სა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­რცე­ლე­ბა აქვს უკვე ამ გრიპს. მინ­და შე­გახ­სნოთ, რომ 80% მეტი შემ­თხვე­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობს მცი­რე ან სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოდ და შე­საძ­ლოა ბევ­რმა ჩვე­თა­გან­მა არც იცის რომ აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა და გა­ავ­რცე­ლა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. იქ­ნებ ჩემი შემ­თხვე­ვა იყოს სხვის­თვის მა­გა­ლი­თი რომ მეტი წინ­და­ხე­დე­ბუ­ლო­ბა გვმარ­თებს თი­თო­ე­ულს ჩვენ­განს.

დღე­ის­თვის ქვე­ყა­ნამ და მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ პრობ­ლე­მას რე­ა­ლუ­რად გა­უს­წო­რა თვა­ლე­ბი და მი­ღე­ბუ­ლია ბევ­რად მკაც­რი კონ­ტრო­ლის ზო­მე­ბი ვიდ­რე აქამ­დე. მათ შო­რის ჩვენს სამ­სა­ხურ­ში, ოფის­ში, სა­წყობ­ში და აფ­თი­ა­ქებ­ში ჩა­ტარ­და და გაგ­რძელ­დე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

მე კი მინ­და ყვე­ლა ჩემს ირ­გვლივ მყოფ ადა­მი­ანს ბო­დი­ში მო­უ­ხა­დო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულ­ზე მაწ­ვე­ბა იმ პრობ­ლე­მე­ბის გამო რაც მე შევ­ქმე­ნი ჩემი წინ­და­უ­ხე­დებ­ლო­ბით და ამავდრო­უ­ლად მინ­და უზარ­მა­ზა­რი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო თი­თე­ო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი­სად­მი, ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვათ არ მიგ­ვრძნია არც ერ­თის­გან არა­ფე­რი გვერ­დში დგო­მის გარ­და“,- წერს „გე­ფას“ დი­რექ­ტო­რი სა­კუ­თა­რი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის, ელექტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის, „გე­ფას“ დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც მე­ხუ­თეა, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, მე­უღ­ლეს­თან, ორ შვილ­სა და იტა­ლი­ა­ში მას­თან ერ­თად მყოფ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად უკვე ერთი კვი­რაა ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მას­თან კონ­ტაქტს უკავ­შირ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე პირ­ზე, მათ შო­რის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის შვილ­ზე გავ­რცე­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
21

ბოდიში აღარ შველის ამ ამბავს, სამწუხაროდ. კონტროლს ექვემდებარებოდეს დაავადება და არავინ დაიღუპოს, თორემ ვინმე დაღუპულის ნათესავმა შეიძლება ცუდი რამე იკისროს, თუ ეგ გეფას დირექტორი გამოჯანმრთელდა

თანამშრომლის ოჯახის წევრი
5

ჩვენ კი გვაქვს გული გახეთქვაზე, მეტი აღარ შეგვიძლია მოგვკლა ნერვიულობამ, ოჯახით გამოჯანმრთელებას გისურვებ.

ავტორი:

რა წერილი მისწერა თანამშრომლებს "გეფას" დირექტორმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

რა წერილი მისწერა თანამშრომლებს "გეფას" დირექტორმა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული

„გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, ბოდიშს იხდის.

ის კომპანიის თანამშრომლებს წერილს უგზავნის, რომელშიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლას „წინდაუხედაობად“ აფასებს და აღნიშნავს, რომ განიცდის ამის გამო შექმნილ სიტუაციას.

ამასთან, ის „გეფას“ თანამშრომლებს იტალიაში მისი სტუმრობის შესახებ უყვება და უხსნის, რომ აეროპორტში საბაჟო-კონტროლის გავლისას სიცხის დამწევი მედიკამენტი მიღებული არ ჰქონია.

"მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23 თებერვალს გავფრინდით იტალიაში - მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).

ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშველოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი, რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

მეორე დილას იგივე განწყობით, როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

3 მარტს გავიგე რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან. 4 მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით

ყოვედღიურად რამდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.

დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავათ არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“,- წერს „გეფას“ დირექტორი საკუთარი თანამშრომლებისთვის, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის, „გეფას“ დირექტორი, რომელიც მეხუთეა, ვისაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა, მეუღლესთან, ორ შვილსა და იტალიაში მასთან ერთად მყოფ რამდენიმე მეგობართან ერთად უკვე ერთი კვირაა ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. მასთან კონტაქტს უკავშირდება კორონავირუსის რამდენიმე პირზე, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილზე გავრცელება.

"უკეთესი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ორი კვირით გახანგრძლივება" - თენგიზ ცერცვაძე

საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა იმართება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა