მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ
"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა­ში 40 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, აქე­დან 7 პა­ცი­ენ­ტის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ა­ზე სა­ეჭ­ვო პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა არ გაზ­რდი­ლა.

"დღეს ამ მო­მენ­ტის­თვის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა სულ 40 ადა­მი­ა­ნი, ეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც იყო გუ­შინ. ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფექ­ცი­ა­ზე სა­ეჭ­ვო ავად­მყო­ფე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის მხრივ მა­ტე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა . დღეს აღე­ბუ­ლია მა­სა­ლა, გა­მოკ­ვლე­ვა დი­ლის სა­ა­თებ­ში აუ­ღეს 7 პა­ცი­ენტს და პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა ახლა წუთი წუთ­ზე, ხოლო დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში აუ­ღეს მა­სა­ლა გა­მო­საკ­ვლე­ვად 17 პა­ცი­ენტს და მათი პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა გვი­ან ღა­მით და­ახ­ლო­ე­ბით 12 პირ­ველ სა­ათ­ზე.

ჯერ­ჯე­რო­ბით დღეს არც ერთი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც ჯერ პა­სუ­ხე­ბი არ მო­სუ­ლა, ამას ასე კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ ვი­ტყვი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ რომ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს არც ერთი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში რჩე­ბა 15 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, აქე­დან 14 მკურ­ნა­ლობს ჩვენ­თან, ერთი არის სა­ჩხე­რე­ში",- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჩხე­რე­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებს, ცერ­ცვა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო დამ­ძიმ­და.

"მას არ აღე­ნიშ­ნე­ბა რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი და სე­რი­ო­ზუ­ლი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენ­თან, გა­მარ­თლდა ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა ,რომ ამ და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს თან­და­თა­ნო­ბით დამ­ძი­მე­ბა პირ­ვე­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი კვი­რის მან­ძილ­ზე ერთი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც წინა დღე­ებ­ში მძი­მე იყო, ის რჩე­ბა მძი­მედ და უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ პა­ცი­ენ­ტთან რა­ი­მე სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო დარ­ღვე­ვე­ბი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის მხრივ არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ა­ზე გა­დას­ვლა ჯერ არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რომ დაგ­ვჭირ­დეს.

კი­დევ სხვა პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თა­გან სამს აქვს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია და ზო­გი­ერ­თებს კი­დევ ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი გა­დახ­რე­ბი სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზის მხრივ, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. მარ­თა­ლია ზო­გი­ერ­თმა კლი­ნი­კურ­მა სიმპტომ­მა მო­ი­მა­ტა, მაგ­რამ ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა ამ და­ა­ვა­დე­ბის დროს პირ­ვე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და ხში­რად პირ­ვე­ლი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა ვირუ­სის რეპ­ლი­კა­ცია, ანუ გამ­რავ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მში და ამ ვირუ­სის გამ­რავ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ კლი­ნი­კუ­რი მა­ნი­ფეს­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს.

შე­იძ­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტე­ბის დამ­ძი­მე­ბის ნიშ­ნე­ბი იყოს. ჩვენ­თან ჯერ­ჯე­რო­ბით გარ­და იმ ერთი პა­ცი­ენ­ტი­სა , სხვას­თან დამ­ძი­მე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არ მომ­ხდა­რა, რაც კარ­გია ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბას. მიგ­ვაჩ­ნია , რომ სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ტა­რეს ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­კა­ვებ­ლად ეფექ­ტუ­რი და დრო­უ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გის ცერ­ცვა­ძემ.

ვაა
2

იქნებ შეგვახსენოთ რომელი ქვეყნიდან ბრძანდება ეს 7 მოქალაქე შემთხვევით ირანიდან ხომ არა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ

"ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა" - თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსით დაინფიცირებულების შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 7 პაციენტის ანალიზის პასუხები რამდენიმე წუთში იქნება ცნობილი.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ინფექციაზე საეჭვო პაციენტების მიმართვიანობა არ გაზრდილა.

"დღეს ამ მომენტისთვის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება სულ 40 ადამიანი, ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც იყო გუშინ. ახალი კორონავირუსით ინფექციაზე საეჭვო ავადმყოფების მომართვიანობის მხრივ მატება არ აღინიშნება . დღეს აღებულია მასალა, გამოკვლევა დილის საათებში აუღეს 7 პაციენტს და პასუხები იქნება ახლა წუთი წუთზე, ხოლო დღის მეორე ნახევარში აუღეს მასალა გამოსაკვლევად 17 პაციენტს და მათი პასუხები იქნება გვიან ღამით დაახლოებით 12 პირველ საათზე.

ჯერჯერობით დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა, თუმცა რამდენადაც ჯერ პასუხები არ მოსულა, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, დღეს არც ერთი ახალი ინფიცირებული არ დადასტურებულა. საქართველოში რჩება 15 ინფიცირებული, აქედან 14 მკურნალობს ჩვენთან, ერთი არის საჩხერეში",- განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, საჩხერეში მყოფი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ცერცვაძის ინფორმაციით, ერთი პირის მდგომარეობა, როგორც მოსალოდნელი იყო დამძიმდა.

"მას არ აღენიშნება რაიმე გართულებები და სერიოზული კლინიკური ნიშნები. რაც შეეხება ჩვენთან, გამართლდა ჩვენი მოსაზრება ,რომ ამ დაავადებას ახასიათებს თანდათანობით დამძიმება პირველი 2 კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით პირველი კვირის მანძილზე ერთი პაციენტი, რომელიც წინა დღეებში მძიმე იყო, ის რჩება მძიმედ და უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა. ჯერჯერობით ამ პაციენტთან რაიმე სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები ორგანოთა სისტემების მხრივ არ გამოვლენილა და ინტენსიურ თერაპიაზე გადასვლა ჯერ არ დაგვჭირვებია, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ დაგვჭირდეს.

კიდევ სხვა პაციენტებს, რომელთაგან სამს აქვს ორმხრივი პნევმონია და ზოგიერთებს კიდევ ჰქონდათ გარკვეული გადახრები სისხლის საერთო ანალიზის მხრივ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ზოგიერთმა კლინიკურმა სიმპტომმა მოიმატა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ამ დაავადების დროს პირველი კვირის განმავლობაში და ხშირად პირველი ორი კვირის განმავლობაში გრძელდება ვირუსის რეპლიკაცია, ანუ გამრავლება ორგანიზმში და ამ ვირუსის გამრავლების კვალდაკვალ კლინიკური მანიფესტაცია შეიძლება გაძლიერდეს.

შეიძლება, პაციენტების დამძიმების ნიშნები იყოს. ჩვენთან ჯერჯერობით გარდა იმ ერთი პაციენტისა , სხვასთან დამძიმება სერიოზულად არ მომხდარა, რაც კარგია ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ოპტიმისტურ განწყობას. მიგვაჩნია , რომ საპასუხო ზომები, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარეს ინფექციის შესაკავებლად ეფექტური და დროული იყო“, - განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"