კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში პატრული ჩაერთვება
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში პატრული ჩაერთვება

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­სა და კა­რან­ტინ­ში მყო­ფი პი­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩა­ერ­თვე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო.

"ჩვენს ერთ-ერთ მთა­ვარ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ ადა­მი­ან­თა მო­ნი­ტო­რინ­გი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მიერ, რომ გარ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა, აქ სე­რი­ო­ზუ­ლად იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სმა­ი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა, რათა კარ­გად მოხ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის, ისე­ვე, რო­გორც კა­რან­ტინ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის.

ჩვენ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­ვუ­წო­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ან კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, რომ გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ და­არ­ღვი­ონ ეს კა­რან­ტი­ნი თუ თვი­თი­ზო­ლა­ცია, რად­გან ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მათი ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან, მათ ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას­თან. ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა ეპი­დე­მი­ე­ბის დროს არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის კა­რან­ტინ­ში 178 ადა­მი­ა­ნია, ხოლო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია მი­ე­ცა 1108 პირს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
10

სირცხვილია ბიჭო, სირცხვილიიიი

რავიცი
4

თავად გადაწყვეტილება უთუოდ დროული და აუცილებელია, მაგრამ ამის გამოცხადება რა აუცილებელი იყო, ისედაც აიშვა კრიმინალმა. 

ავტორი:

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში პატრული ჩაერთვება

თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში პატრული ჩაერთვება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

"ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სმაინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების.

ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 178 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 1108 პირს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"