მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ
"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ

„ჩცდ“-ს მე­თექ­ვსმე­ტე სე­ზონ­შიც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ბევ­რი ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რი­საა ფატ­მან გრძე­უ­ლი, თურ­ქმე­ნე­თის აგენ­ტად ცნო­ბი­ლი, იდუ­მა­ლე­ბით მო­სი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მელ­საც ბევ­რი არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მე, ამ­ბა­ვი თუ ინ­ტრი­გა უკავ­შირ­დე­ბა.

პერ­სო­ნაჟს სოფო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც დღემ­დე ფარ­თო აუ­დი­ტო­რია რო­გორც მომ­ღე­რალს, ისე იც­ნობ­და ტრი­ო­დან - დები ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი.

რო­გორც გა­ირ­კვა, ის პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, თუმ­ცა „თე­ატ­რა­ლუ­რის“ დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პრო­ფე­სი­ით სა­კუ­თა­რი ნე­ბით არას­დროს უმუ­შა­ვია. მოს­წონს თუ არა სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნა­ჟი, რა­ტომ თქვა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე უარი და რო­გორ და­ი­თან­ხმეს ამ როლ­ზე, სოფო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე AMBEBI.GE-ს ახლა თა­ვად უამ­ბობს:

- მე და ეკა მჟა­ვა­ნა­ძე - სე­რი­ა­ლის კას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი „თე­ატ­რა­ლურ­ში“ ერთ პე­რი­ოდ­ში ვსწავ­ლობ­დით. იქი­დან ვახ­სოვ­დი და როლ­ზე სწო­რედ მან მო­მიწ­ვია... გიზო ჟორ­და­ნი­ას ჯგუფ­ში ვი­ყა­ვი, მას­თან სა­კურ­სო სპექ­ტაკლში „მუ­სუ­სი“ მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, რო­მე­ლიც დად­გმის დღი­დან­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ამ წარ­მოდ­გე­ნას 2 წელი კი­დევ ვთა­მა­შობ­დით, ბა­ტონ­მა გი­ზომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მცი­რე სცე­ნა­ზე გა­და­ი­ტა­ნა, მო­ხუ­ცი ქა­ლის როლი მქონ­და, რაც ყვე­ლას მოს­წონ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის როლი დღემ­დე ყვე­ლას ახ­სოვს...

ისე, სა­ნამ „ჩცდ“-ში ჩემი როლი იქ­ნე­ბო­და, მა­ნამ­დე ჩემ­მა უმ­ცროს­მა შვილ­მა, ან­დრო ჯა­ფა­რი­ძემ ითა­მა­შა სე­რი­ალ­ში ლუ­კას როლი ბავ­შვთა სახ­ლი­დან. სა­ნამ ეს როლი იქ­ნე­ბო­და, ან­დრო თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ან­მა თა­ვის ფილმში გა­და­ი­ღო... ახლა უკვე მეც მო­მი­წია ეკას­თან შეხ­ვედ­რამ. უარ­ზე კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ და­მი­თან­ხმა. თა­ვი­დან ფი­ზი­კო­სის როლი შე­მომ­თა­ვა­ზეს და უარი თქვი, ამ როლს დღეს ჩემი და - თი­ნი­კო ას­რუ­ლებს. მე­გო­ნა, ამით ეკას და­ვეხ­სე­ნი-მეთ­ქი, მაგ­რამ ასე არ მოხ­და...

ამ სფე­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რად­გა­ნაც ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და გგო­ნია, ვე­ღარ ითა­მა­შებ, სა­ხეს ვერ შექ­მნი. მოკ­ლედ, ბო­ლომ­დე ცივ უარ­ზე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ ეკამ ჩემი და­თან­ხმე­ბა მო­ა­ხერ­ხა... მერე სა­ნამ ჩემ მიერ ნა­თა­მა­შე­ბი სე­რია ეთერ­ში გა­ვი­დო­და, იმა­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ შევ­რცხვე­ნი­ლი­ყა­ვი.

- ნიკა ქავ­თა­ვა­ძე რო­გო­რი პარტნი­ო­რია, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა არ აქვს გავ­ლი­ლი, თუმ­ცა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სახე შექ­მნა.

- ძა­ლი­ან კარ­გია ნიკა, უპირ­ვე­ლე­სად, პარტნი­ო­რის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, მისი სა­ხით გვერ­დით მარ­თლა დიდ გულ­შე­მატ­კი­ვარს ვგრძნობ. თა­ვი­დან შე­ში­ნე­ბუ­ლი რომ მი­ვე­დი, სწო­რედ ნი­კამ მი­კარ­ნა­ხა რა­ღა­ცე­ბი, მირ­ჩია, მო­მაქ­ცია იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. თვი­თო­ნაც ისე აკე­თებს ამ ყვე­ლა­ფერს, სხვა გზა არ გრჩე­ბა და შენც ისე­ვე პა­სუ­ხობ.

- ფატ­მა­ნი სა­ო­ცა­რი ქა­ლია, იდუ­მა­ლე­ბით სავ­სე. უთა­ნაგ­რძნობთ ამ პერ­სო­ნაჟს?

- თან რა სა­ო­ცა­რი გვა­რი აქვს... მოკ­ლედ, მო­მინ­და, რომ სა­ში­ნე­ლი გმი­რი ელ­ვი­რი ფატ­მანს ცოტა და­ე­სა­ჯა, შე­ე­ჯან­ჯღა­რე­ბი­ნა, რად­გა­ნაც თავსგა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ამას­თან, ფატ­მა­ნიც მისი სფე­რო­და­ნაა და ასე­ვე აუ­ტა­ნე­ლი და ამაზ­რზე­ნი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი - იმ ყვე­ლა სა­ში­ნელ და­ვა­ლე­ბას ეს ქალი იძ­ლე­ვა. ამი­ტომ, მას რო­გორც პერ­სო­ნაჟს არ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ.

თუკი მა­ყუ­რე­ბელს აგ­რე­სია აქვს ელ­ვი­რის მი­მართ, და წე­სით უნდა ჰქონდს, ჩემი ნება რომ იყოს, ვი­მე­ო­რებ, მას ფატ­მანს და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებ­დი და ამით მა­ყუ­რე­ბელს გულ­საც „მოვ­ფხან­დი“. თუმ­ცა რო­გორ წავა სცე­ნა­რი, წი­ნას­წარ არ ვიცი, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად მინ­და, რომ ეს ხალ­ხი და ამ საქ­მის მკე­თებ­ლე­ბიც და­ი­სა­ჯონ, მით უმე­ტეს, მას მერე, რაც გა­ვი­გე, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი. სა­ერ­თოდ კი, გა­მი­ხარ­დე­ბო­და ისე­თი რო­ლის თა­მა­ში, რომ ეს სამ­სა­ხუ­რი ნა­ცარ­ტუ­ტად ვაქ­ციო.

- რა­ტომ არ გა­ყე­ვით ამ პრო­ფე­სი­ას, მით უფრო, რომ ეს საქ­მე ასე გა­მო­გი­ვი­დათ...

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და და რო­დე­საც მო­ვი­და დრო, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ვთქვი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ მა­მამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი მი­თხრა - ეს ოც­ნე­ბა და­ი­ვი­წყეო. არა­და, ბავ­შვო­ბი­დან ძნე­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვი - ყო­ველ­თვის იმას ვა­კე­თებ­დი, რაც მინ­დო­და, ოღონდ, ძა­ლი­ან მშვი­დად და წყნა­რად... მა­მის უა­რის შემ­დეგ, პირ­ველ წელს არ ჩა­ვა­ბა­რე „თე­ატ­რა­ლურ­ში“ - დრო გავ­წე­ლე. მე­ო­რე წელს მიხ­ვდა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვე­ღარ გა­მი­წევ­და და წარ­მა­ტე­ბით ჩა­ვა­ბა­რე.

სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში კი ამ პრო­ფე­სი­ის მი­მართ თით­ქოს ინ­ტე­რე­სი გა­მი­ნელ­და და არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მქონ­და, რად­გა­ნაც შე­მიყ­ვარ­და ჩემი ჯგუ­ფე­ლი - დათო ჯა­ფა­რი­ძე. ისე, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი აღარც მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ვთქვი კი­დეც, რომ სწავ­ლა აღარ მინ­და, თავი უნდა და­ვა­ნე­ბო-მეთ­ქი, მაგ­რამ კარ­გი ჯგუ­ფი მყავ­და - ირაკ­ლი კავ­სა­ძე, ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, გოგა თა­ვა­ძე, ირაკ­ლი მკერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, ეკა მინ­დი­აშ­ვი­ლი და კი­დევ ბევ­რი - ჩემ­თან სწავ­ლობ­დნენ. მოკ­ლედ, მათ გა­სა­ქა­ნი არ მომ­ცეს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ირაკ­ლი კავ­სა­ძემ დიდი როლი ითა­მა­შა იმა­ში, რომ სწავ­ლის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა...

რო­დე­საც მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ოჯა­ხის შექ­მნა გა­დავ­წყვი­ტეთ, მი­თხრა - არ ვიცი, შენ რას იზამ, მაგ­რამ მე არ­ტის­ტი ცოლი არ შე­მიძ­ლი­აო, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, - დათო, რა პრობ­ლე­მაა? არც მე შე­მიძ­ლია მსა­ხი­ო­ბი ქმა­რი-მეთ­ქი და ასე „მოვ­რიგ­დით“...

იმ პე­რი­ო­დის­თვის გიზო ჟორ­და­ნი­ას­თან უკვე მქონ­და როლი - სა­დიპ­ლო­მო­ზე ვმუ­შა­ობ­დით... ის სა­მუ­შაო და­ვას­რუ­ლე, „თე­ატ­რა­ლუ­რიც“ და ასე და­ვემ­შვი­დო­ბე პრო­ფე­სი­ას.

- თუმ­ცა სცე­ნას მა­ინც ვერ აც­დით და ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა სიმ­ღე­რით გა­გიც­ნოთ. თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი ტრიო - „დები ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი“ საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია. გარ­და ამი­სა, ხართ იმ სტუ­დი­ის პე­და­გო­გი, სა­დაც ახალ­გაზ­რდებს სიმ­ღე­რას ას­წავ­ლით.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე არ ვდგა­ვარ და სოლო მომ­ღე­რა­ლი არ ვარ, რაც დრო გა­დის, ვრწმუნ­დე­ბი, რომ სიმ­ღე­რა ყო­ფი­ლა ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი ტრი­ოც ბოლო დროს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა სცე­ნა­ზე, თუმ­ცა წლე­ბი იყო, კონ­ცერ­ტი არ ტარ­დე­ბო­და და გა­და­ცე­მა არ იყო ჩვენ გა­რე­შე, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ და­კარ­გეს ჩვენ მი­მართ ინ­ტე­რე­სი. მაგ­რამ რაც უნდა იყოს და რო­გორც უნდა იყოს, ვხვდე­ბი, რომ სიმ­ღე­რა ჩემ­თვის მარ­თლა ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი რამ არის. მაქვს მას­თან მუდ­მი­ვი „კონ­ტაქ­ტის“ სა­შუ­ა­ლე­ბა. გვაქვს სტუ­დია, სა­დაც ბავ­შებს სიმ­ღე­რას ვას­წავ­ლი.

სტუ­დი­ა­ში ჩემი დის, თი­ნი­კოს ძა­ლის­ხმე­ვით მოვ­ხვდი, იქ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც თა­ვის დრო­ზე, როცა სტუ­დია ყა­ლიბ­დე­ბო­და, უარს ვამ­ბობ­დი. ყვე­ლაფ­რი კი იმის ბრა­ლია, რომ გა­მო­ჩე­ნა არ მიყ­ვარ­და და რა უც­ნა­უ­რია, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე...

ბავ­შვო­ბი­დან ვახ­მო­ვა­ნებ­დით ხოლ­მე ფილ­მებს. „აურ­ზა­უ­რი სალ­ხი­ნეთ­ში“ რომ გა­და­ი­ღეს, 4-5 წლის ვი­ყა­ვი და მაგ ფილმზე მო­მი­წია სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა. ცოტა კი გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ნო­დარ გა­ბუ­ნი­ამ ჩემ გამო სიმ­ღე­რა გა­და­ა­კე­თა - იოლი ვა­რი­ან­ტი მამ­ღე­რა. მოკ­ლედ, ის მო­მენ­ტი უფრო მომ­წონ­და, როცა არ ჩან­ხარ და მღე­რი და ასე არა­ერთ ფილმში გვაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

სა­ერ­თოდ რომ ვმღე­რი, ეს დე­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დე­დამ გვა­ზი­ა­რა ამ ხე­ლოვ­ნე­ბას ყვე­ლა შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი და შვილ­თაშ­ვი­ლებ­საც უმ­ღე­რის დღემ­დე. მა­მაც კარ­გად მღე­რო­და, მაგ­რამ უმე­ტე­სად დედა გვამ­ღე­რებ­და, ამა­ში აქ­ტი­უ­რი იყო, ხომ ვამ­ბობ, მის იავ­ნა­ნა­ზე გა­ვი­ზარ­დეთ. თუმ­ცა ბავ­შვო­ბი­დან დიდი სმე­ნით და ხმით არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი. მამა დე­დას უებ­ნე­ბო­და, - ლი­ზი­კო, რა და­ვა­შა­ვეთ, რომ ეს ბავ­შვი ასე­თი გა­მო­ვი­დაო?! ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან სულ სიმ­ღე­რა ის­მო­და.

თამ­რი­კო დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად, სამ ხმა­ში მღე­რო­და. მერე ეტყო­ბა, თამ­რი­კოს შე­ვე­ცო­დე, დამ­სვა, მა­მე­ცა­დი­ნა და ამამ­ღე­რა. აი, სა­ი­დან იწყე­ბა მისი პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა და ჩემი შე­ერ­თე­ბა მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­თან. მერე თი­ნი­კო გაჩ­ნდა, რო­მელ­საც სიმ­ღე­რა­ზე მე­ტად ცეკ­ვა მოს­წონ­და, მაგ­რამ ისიც აამ­ღე­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­მი­ვე სამ ხმა­ში ვმღე­რო­დით. ჩვენ­ზე ტე­ლე­რე­ჟი­სორ­მა ლია დავ­ლი­ა­ნი­ძემ ფილ­მიც „სამი და“ გა­და­ი­ღო.

- თამ­რი­კო თქვენ შო­რის უფ­რო­სია და რო­გორც ჩანს, მზრუნ­ვე­ლიც.

- არა მარ­ტო უფ­რო­სი დაა, ის მუ­სი­კა­ში ჩვენ­ზე ნი­ჭი­ე­რია, რო­გორც მუ­სი­კოსს ვერ შე­ვედ­რე­ბით, ახ­ლოს ვერ მი­ვალთ. ის ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბის იდე­ის ავ­ტო­რია, რა­საც მუ­სი­კა­ლუ­რი სტუ­დი­ის შემ­თხვე­ვა­ში ვერ ვი­ტყვი. იქ და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით თი­ნი­კოა ყვე­ლა­ფე­რი.

- სე­რი­ალ­ში თქვენს როლს რო­გორ აფა­სებს?

- თამ­რი­კოს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, შე­ფა­სე­ბას ყო­ვე­ლი სე­რი­ის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბი. გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, რომ უხა­რია ჩემი ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა. გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, რად­გან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­დღაც ვჩან­ვართ, მაგ­რამ სე­რი­ალ­ში მეც და თი­ნი­კოც პირ­ვე­ლად გა­მოვ­ჩნდით. მოს­წონს ჩვე­ნი ამ სფე­რო­ში ყოფ­ნა. გვა­ქებს.

- ორი შვი­ლი გყავთ. ერთს უკვე ჰქო­ნია კი­ნო­რო­ლი და სე­რი­ალ­შიც გა­მოჩ­ნდა...

- ან­დრო­ზე გი­თხა­რით და გო­გო­ნა ახ­ლა­ხანს გა­თხოვ­და. კა­ტო­საც აქვს როლი რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის ფილმში ნა­თა­მა­შე­ბი. მოკ­ლედ, მე და ჩემი მე­უღ­ლე ჩა­მოვ­შორ­დით სცე­ნას და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ იქ, თუმ­ცა კატო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და მისი ოც­ნე­ბა ექი­მო­ბაა, ექი­მო­ბა თამ­რი­კო­საც უნ­დო­და, მა­რი­ამ­საც, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი ჯერ მხო­ლოდ კა­ტომ გა­დად­გა!

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1212
14

საზიზღარი საყურებელია უკვე ეს ჩცდ და ეს ფატმანიხო საერთოდ და ნიკა თავისი თქვლეფით

ჟანა დარკი.
14

ამ უგემოვნებო ხალხს, ერთად-ერთი ჩცდ, რომ არ გვამხნევებდეს, რა გვეშველება. წინადადებაა, იქნებ კორონავირუსზე დავდგათ, ან გადავიღოთ რამე, ნაცებისა და ქოცების ჭიდილის ფონზე. აუ!!! რა იქნება! დახურავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ

"ჩემი ნება რომ იყოს, ელვირს დავაჩაგვრინებდი ფატმანს" - სოფო ჭოხონელიძე ჩცდ-ს იდუმალი პერსონაჟისა და ცნობილი ოჯახის შესახებ

„ჩცდ“-ს მეთექვსმეტე სეზონშიც, როგორც ყოველთვის, ბევრი ახალი პერსონაჟი მონაწილეობს. მათ შორისაა ფატმან გრძეული, თურქმენეთის აგენტად ცნობილი, იდუმალებით მოსილი ქალბატონი, რომელსაც ბევრი არც ისე სასიამოვნო საქმე, ამბავი თუ ინტრიგა უკავშირდება.

პერსონაჟს სოფო ჭოხონელიძე განასახიერებს, ადამიანი, რომელსაც დღემდე ფართო აუდიტორია როგორც მომღერალს, ისე იცნობდა ტრიოდან - დები ჭოხონელიძეები.

როგორც გაირკვა, ის პროფესიით მსახიობია, თუმცა „თეატრალურის“ დამთავრების შემდეგ პროფესიით საკუთარი ნებით არასდროს უმუშავია. მოსწონს თუ არა საკუთარი პერსონაჟი, რატომ თქვა მსახიობობაზე უარი და როგორ დაითანხმეს ამ როლზე, სოფო ჭოხონელიძე AMBEBI.GE-ს ახლა თავად უამბობს:

- მე და ეკა მჟავანაძე - სერიალის კასტინგის მენეჯერი „თეატრალურში“ ერთ პერიოდში ვსწავლობდით. იქიდან ვახსოვდი და როლზე სწორედ მან მომიწვია... გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვიყავი, მასთან საკურსო სპექტაკლში „მუსუსი“ მაქვს ნათამაშები, რომელიც დადგმის დღიდანვე პოპულარული გახდა. ამ წარმოდგენას 2 წელი კიდევ ვთამაშობდით, ბატონმა გიზომ რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გადაიტანა, მოხუცი ქალის როლი მქონდა, რაც ყველას მოსწონდა. წარმოიდგინეთ, ის როლი დღემდე ყველას ახსოვს...

ისე, სანამ „ჩცდ“-ში ჩემი როლი იქნებოდა, მანამდე ჩემმა უმცროსმა შვილმა, ანდრო ჯაფარიძემ ითამაშა სერიალში ლუკას როლი ბავშვთა სახლიდან. სანამ ეს როლი იქნებოდა, ანდრო თორნიკე გოგრიჭიანმა თავის ფილმში გადაიღო... ახლა უკვე მეც მომიწია ეკასთან შეხვედრამ. უარზე კი ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ დამითანხმა. თავიდან ფიზიკოსის როლი შემომთავაზეს და უარი თქვი, ამ როლს დღეს ჩემი და - თინიკო ასრულებს. მეგონა, ამით ეკას დავეხსენი-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა...

ამ სფეროში დაბრუნება ვერ წარმომედგინა, რადგანაც ამდენი წელი გავიდა და გგონია, ვეღარ ითამაშებ, სახეს ვერ შექმნი. მოკლედ, ბოლომდე ცივ უარზე ვიყავი, თუმცა საბოლოოდ ეკამ ჩემი დათანხმება მოახერხა... მერე სანამ ჩემ მიერ ნათამაშები სერია ეთერში გავიდოდა, იმაზე ვნერვიულობდი, არ შევრცხვენილიყავი.

- ნიკა ქავთავაძე როგორი პარტნიორია, ადამიანი, რომელსაც არანაირი სამსახიობო სკოლა არ აქვს გავლილი, თუმცა შესანიშნავი სახე შექმნა.

- ძალიან კარგია ნიკა, უპირველესად, პარტნიორის გულშემატკივარია, მისი სახით გვერდით მართლა დიდ გულშემატკივარს ვგრძნობ. თავიდან შეშინებული რომ მივედი, სწორედ ნიკამ მიკარნახა რაღაცები, მირჩია, მომაქცია იმ სიტუაციაში. თვითონაც ისე აკეთებს ამ ყველაფერს, სხვა გზა არ გრჩება და შენც ისევე პასუხობ.

- ფატმანი საოცარი ქალია, იდუმალებით სავსე. უთანაგრძნობთ ამ პერსონაჟს?

- თან რა საოცარი გვარი აქვს... მოკლედ, მომინდა, რომ საშინელი გმირი ელვირი ფატმანს ცოტა დაესაჯა, შეეჯანჯღარებინა, რადგანაც თავსგასული ადამიანია. ამასთან, ფატმანიც მისი სფეროდანაა და ასევე აუტანელი და ამაზრზენი საქმის მკეთებელი - იმ ყველა საშინელ დავალებას ეს ქალი იძლევა. ამიტომ, მას როგორც პერსონაჟს არ ვგულშემატკივრობ.

თუკი მაყურებელს აგრესია აქვს ელვირის მიმართ, და წესით უნდა ჰქონდს, ჩემი ნება რომ იყოს, ვიმეორებ, მას ფატმანს დავაჩაგვრინებდი და ამით მაყურებელს გულსაც „მოვფხანდი“. თუმცა როგორ წავა სცენარი, წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მინდა, რომ ეს ხალხი და ამ საქმის მკეთებლებიც დაისაჯონ, მით უმეტეს, მას მერე, რაც გავიგე, რომ რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები. საერთოდ კი, გამიხარდებოდა ისეთი როლის თამაში, რომ ეს სამსახური ნაცარტუტად ვაქციო.

- რატომ არ გაყევით ამ პროფესიას, მით უფრო, რომ ეს საქმე ასე გამოგივიდათ...

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა და როდესაც მოვიდა დრო, პროფესიული არჩევანი გამეკეთებინა, ვთქვი, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მამამ კატეგორიული უარი მითხრა - ეს ოცნება დაივიწყეო. არადა, ბავშვობიდან ძნელად დასამორჩილებელი ვიყავი - ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ოღონდ, ძალიან მშვიდად და წყნარად... მამის უარის შემდეგ, პირველ წელს არ ჩავაბარე „თეატრალურში“ - დრო გავწელე. მეორე წელს მიხვდა, რომ წინააღმდეგობას ვეღარ გამიწევდა და წარმატებით ჩავაბარე.

სწავლის პერიოდში კი ამ პროფესიის მიმართ თითქოს ინტერესი გამინელდა და არც ისე წარმატებული შედეგები მქონდა, რადგანაც შემიყვარდა ჩემი ჯგუფელი - დათო ჯაფარიძე. ისე, რომ სწავლის პროცესი აღარც მაინტერესებდა. ვთქვი კიდეც, რომ სწავლა აღარ მინდა, თავი უნდა დავანებო-მეთქი, მაგრამ კარგი ჯგუფი მყავდა - ირაკლი კავსაძე, ზურა ბერიკაშვილი, გოგა თავაძე, ირაკლი მკერვალიშვილი, ეკა მინდიაშვილი და კიდევ ბევრი - ჩემთან სწავლობდნენ. მოკლედ, მათ გასაქანი არ მომცეს, განსაკუთრებით, ირაკლი კავსაძემ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ სწავლისკენ შემომაბრუნა...

როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ, მითხრა - არ ვიცი, შენ რას იზამ, მაგრამ მე არტისტი ცოლი არ შემიძლიაო, არც დავფიქრებულვარ, - დათო, რა პრობლემაა? არც მე შემიძლია მსახიობი ქმარი-მეთქი და ასე „მოვრიგდით“...

იმ პერიოდისთვის გიზო ჟორდანიასთან უკვე მქონდა როლი - სადიპლომოზე ვმუშაობდით... ის სამუშაო დავასრულე, „თეატრალურიც“ და ასე დავემშვიდობე პროფესიას.

- თუმცა სცენას მაინც ვერ აცდით და ფართო მაყურებელმა სიმღერით გაგიცნოთ. თქვენი ოჯახური ტრიო - „დები ჭოხონელიძეები“ საკმაოდ ცნობილია. გარდა ამისა, ხართ იმ სტუდიის პედაგოგი, სადაც ახალგაზრდებს სიმღერას ასწავლით.

- მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე არ ვდგავარ და სოლო მომღერალი არ ვარ, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ სიმღერა ყოფილა ჩემთვის ყველაფერი. ჩვენი ტრიოც ბოლო დროს ძალიან იშვიათად ჩნდება სცენაზე, თუმცა წლები იყო, კონცერტი არ ტარდებოდა და გადაცემა არ იყო ჩვენ გარეშე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დაკარგეს ჩვენ მიმართ ინტერესი. მაგრამ რაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს, ვხვდები, რომ სიმღერა ჩემთვის მართლა ყველაზე ახლობელი რამ არის. მაქვს მასთან მუდმივი „კონტაქტის“ საშუალება. გვაქვს სტუდია, სადაც ბავშებს სიმღერას ვასწავლი.

სტუდიაში ჩემი დის, თინიკოს ძალისხმევით მოვხვდი, იქ საქმიანობაზეც თავის დროზე, როცა სტუდია ყალიბდებოდა, უარს ვამბობდი. ყველაფრი კი იმის ბრალია, რომ გამოჩენა არ მიყვარდა და რა უცნაურია, რომ სამსახიობოზე ჩავაბარე...

ბავშვობიდან ვახმოვანებდით ხოლმე ფილმებს. „აურზაური სალხინეთში“ რომ გადაიღეს, 4-5 წლის ვიყავი და მაგ ფილმზე მომიწია სიმღერის ჩაწერა. ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ ნოდარ გაბუნიამ ჩემ გამო სიმღერა გადააკეთა - იოლი ვარიანტი მამღერა. მოკლედ, ის მომენტი უფრო მომწონდა, როცა არ ჩანხარ და მღერი და ასე არაერთ ფილმში გვაქვს მონაწილეობა მიღებული.

საერთოდ რომ ვმღერი, ეს დედის დამსახურებაა. დედამ გვაზიარა ამ ხელოვნებას ყველა შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილებსაც უმღერის დღემდე. მამაც კარგად მღეროდა, მაგრამ უმეტესად დედა გვამღერებდა, ამაში აქტიური იყო, ხომ ვამბობ, მის იავნანაზე გავიზარდეთ. თუმცა ბავშვობიდან დიდი სმენით და ხმით არ გამოვირჩეოდი. მამა დედას უებნებოდა, - ლიზიკო, რა დავაშავეთ, რომ ეს ბავშვი ასეთი გამოვიდაო?! ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერა ისმოდა.

თამრიკო დედასთან და მამასთან ერთად, სამ ხმაში მღეროდა. მერე ეტყობა, თამრიკოს შევეცოდე, დამსვა, მამეცადინა და ამამღერა. აი, საიდან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა და ჩემი შეერთება მუსიკალურ ოჯახთან. მერე თინიკო გაჩნდა, რომელსაც სიმღერაზე მეტად ცეკვა მოსწონდა, მაგრამ ისიც აამღერა. მოგვიანებით კი სამივე სამ ხმაში ვმღეროდით. ჩვენზე ტელერეჟისორმა ლია დავლიანიძემ ფილმიც „სამი და“ გადაიღო.

- თამრიკო თქვენ შორის უფროსია და როგორც ჩანს, მზრუნველიც.

- არა მარტო უფროსი დაა, ის მუსიკაში ჩვენზე ნიჭიერია, როგორც მუსიკოსს ვერ შევედრებით, ახლოს ვერ მივალთ. ის ჩვენი სიმღერების იდეის ავტორია, რასაც მუსიკალური სტუდიის შემთხვევაში ვერ ვიტყვი. იქ და იმ მიმართულებით თინიკოა ყველაფერი.

- სერიალში თქვენს როლს როგორ აფასებს?

- თამრიკოს გამოხმაურებას, შეფასებას ყოველი სერიის შემდეგ ველოდები. გახარებული ვარ, რომ უხარია ჩემი ეკრანზე გამოჩენა. გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან მთელი ცხოვრება სადღაც ვჩანვართ, მაგრამ სერიალში მეც და თინიკოც პირველად გამოვჩნდით. მოსწონს ჩვენი ამ სფეროში ყოფნა. გვაქებს.

- ორი შვილი გყავთ. ერთს უკვე ჰქონია კინოროლი და სერიალშიც გამოჩნდა...

- ანდროზე გითხარით და გოგონა ახლახანს გათხოვდა. კატოსაც აქვს როლი რუსუდან გლურჯიძის ფილმში ნათამაშები. მოკლედ, მე და ჩემი მეუღლე ჩამოვშორდით სცენას და ჩვენი შვილები აღმოჩნდნენ იქ, თუმცა კატო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და მისი ოცნება ექიმობაა, ექიმობა თამრიკოსაც უნდოდა, მარიამსაც, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯები ჯერ მხოლოდ კატომ გადადგა!

"რა გგონიათ, ჰეითერებო, დედის ყურს ვერ გაგინებთ?" - თორნიკე ყიფიანის ახალი სკანდალური მიმართვა კრიტიკოსებს

ზღაპრული თილიების სამყარო "თამთას სივრცეში" - "ჩემი შვილები დამოუკიდებელი ადამიანები არიან უკვე და თითქოს ფიქრის დრო დადგა ჩემს ცხოვრებაში..."

თორნიკე ყიფიანის სკანდალური პოსტი - მოხსნიან ქართველ მომღერალს "ევროვიზიის" კონკურსიდან?