მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა
"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პრო­კუ­რორს, და­ვით შა­კი­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­და.

მო­სა­მარ­თლეს თხოვ­ნით თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც მი­მარ­თა და სთხო­ვა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო გა­მო­ყე­ნე­ბი­ნა.

და­კა­ვე­ბულ­მა პრო­კუ­რორ­მა და­ვით შა­კი­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მის კო­ლე­გებს, პრო­კუ­რა­ტუ­რას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, ად­ვო­კა­ტებს კი გვერ­დით დგო­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

„დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, იმი­სათ­ვის რომ მობ­რძან­დით. მე არა­ვის­თვის მი­თხო­ვია, რომ ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბი და­ი­ცა­ვით-მეთ­ქი. ერთი თხოვ­ნა მაქვს, იმ ადა­მი­ანს შე­ეშ­ვით, ვინც ეს გა­ა­კე­თა, თა­ვი­სიც ეყო­ფა. ძა­ლი­ან დიდი ბო­დი­ში მინ­და ჩემ კო­ლე­გებს მო­ვუ­ხა­დო, პრო­კუ­რა­ტუ­რას. ის ადა­მი­ა­ნე­ბი იქ მუ­შა­ო­ბენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ შო­რის, მეც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი სა­ხელ­მწი­ფოს. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ კრი­მი­ნა­ლი შე­გე­ვემ­ცი­რე­ბი­ნა. მე შევ­ცდი, არ ვიცი რო­გორ, რა­ნა­ი­რად, როცა თა­ვად მე ღირ­სე­ბის მეტი არა­ფე­რი მქო­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, ეს უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ვი­დი­ნე ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ან­მა. არ ვიცი, სა­ტა­ნა და­მაჯ­და მხარ­ზე, თუ რა ჯან­და­ბა მოხ­და. მი­ვა­ტო­ვე 2 ოჯა­ხი, ერთი - პრო­კუ­რა­ტუ­რა და მე­ო­რე ჩემი ნამ­დვი­ლი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ასე მი­ვა­ტო­ვე. ძლივს ამო­ვე­დით გა­ჭირ­ვე­ბი­დან და ისევ უკან ჩავ­ვარ­დით. მე გთხოვთ, რომ გა­მო­ი­ყე­ნოთ გი­რაო", - გა­ნა­ცხა­და შა­კი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რორ­მა და­ვით შა­კი­აშ­ვილ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რის­თვის საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მო­ი­თხო­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ქრთა­მი 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

„ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა ად­ვო­კატს გა­ნუ­მარ­ტა, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბრალ­დე­ბულს არ გა­უ­ფორმ­დე­ბო­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რი და­თან­ხმდა პრო­კუ­რო­რის მო­თხოვ­ნას და თბი­ლი­სის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რორ­მა და­ვით შა­კი­აშ­ვილ­მა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მას და ად­ვო­კატს ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა მთლი­ა­ნო­ბა­ში 20 000 ლარი. ქრთა­მის აღე­ბის დროს პრო­კუ­რო­რი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abubeqr
6

თავის მოკატუნება რა კაიააა რამდენი გაგიმწარებია უხ შენიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

"შევცდი... არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა" - დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

მოსამართლეს თხოვნით თავად ბრალდებულმაც მიმართა და სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებინა.

დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა სასამართლო პროცესზე მის კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემ კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას. ის ადამიანები იქ მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და მათ შორის, მეც ვემსახურებოდი სახელმწიფოს. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ კრიმინალი შეგევემცირებინა. მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა. არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი - პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე. ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო", - განაცხადა შაკიაშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

„ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით შაკიაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

იჩხრკება პაატა ბურჭულაძის შვილის ავტომობილი - რა ხდება ჭავჭავაძეზე, სადაც ცრუ SMS-თან დაკავშირებით პოლიცია საგამოძიებო მოექმედებებს ატარებს

კარანტინში, იძულების წესით, 99 ადამიანია გადაყვანილი - შსს-ს მიმართვა

ბოლო 24 საათში კარანტინში, იძულების წესით 55 ადამიანი გადაიყვანეს