სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა
„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ წე­რილს წა­ვა­წყდი, აშშ-ში მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნა მად­ლო­ბას უხ­დი­და ქარ­თველ რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ის სამი შვი­ლის დედა გახ­და. ტექ­სტი მე­ტად ემო­ცი­უ­რია. ილა­ნა ბარ დიდ­დო­ნე აღ­ნიშ­ნავს, რომ რთუ­ლია იმ გრძნო­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა, რა­საც ქარ­თვე­ლი ექი­მის მი­მართ გა­ნიც­დის და მად­ლო­ბა პა­ტა­რა სი­ტყვაა იმას­თან შე­და­რე­ბით, რა­საც ის იმ­სა­ხუ­რებს. წე­რილს თან ფო­ტოც ახ­ლავს, სა­დაც ილა­ნა მე­უღ­ლე­სა და სამ შვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ჩვენ ილა­ნას და­ვუ­კავ­შირ­დით და ისიც გა­ვარ­კვი­ეთ, რომ სწო­რედ ქარ­თუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­ის ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით მას აშშ-ში სა­ა­გენ­ტოც გა­უხ­სნია, რო­მე­ლიც უშ­ვი­ლო წყვი­ლებს თბი­ლის­ში, კლი­ნი­კა „აი-ვი-ეფ ჯორ­ჯი­ა­ში“ გზავ­ნის. ახლა კი მას­თან ინ­ტერ­ვი­უს გთა­ვა­ზობთ.

მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ

მე ვარ ილა­ნა ბარ დიდ­დო­ნე, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ებ­რა­ე­ლი. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ზე, ამი­ტომ და­ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე დავ­გეგ­მეთ შვი­ლე­ბის ყოლა. თუმ­ცა სამ­წუ­ხა­რო სირ­თუ­ლე­ებს გა­და­ვა­წყდით, დამ­დგა­რი ათი ორ­სუ­ლო­ბი­დან ვერ­ცერ­თი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. გა­დი­ო­და წლე­ბი და არა­ფე­რი იც­ვლე­ბო­და. ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ სხვა გზა უნდა გვე­პო­ვა. ეს გზა კი ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა. დღეს უკვე სამი შვი­ლი გვყავს და ჩვე­ნი ოჯა­ხი სრულ­ყო­ფი­ლია.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­კე­თე­ბა?

რო­დე­საც ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გა­კე­თე­ბა გა­და­წყდა, ამ თე­მა­ზე უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძი­ეთ, გა­ვარ­კვი­ეთ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბით სრულ­დე­ბო­და ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი. წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ვარ, ენა­საც ვფლობ და სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყვი­ტეთ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გვე­ცა­და ბედი. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის გან­ხილ­ვის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თეთ რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ ნანა კვერ­ნა­ძე­ზე და და­ვი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა კლი­ნი­კა „აი-ვი-ეფ ჯორ­ჯია“-ში. პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რა 2015 წლის მა­ის­ში ჩა­ვი­ტა­რე, აქაც გვქონ­და უშე­დე­გო მცდე­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა უკვე 2018 წლის მარ­ტში დედა გავ­ხდი. რო­გორც და­სა­წყის­ში აღ­ვნიშ­ნე, ჩემი ოც­ნე­ბა იყო მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, ამი­ტომ მა­ლე­ვე და­ვი­წყე ფიქ­რი მე­ო­რე შვილ­ზე და თურ­მე მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი წინ გვე­ლო­და, ორ­სუ­ლო­ბა დად­გა ტყუ­პებ­ზე. 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში უკვე სამი შვი­ლის დედა გავ­ხდი.

რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ, რაც დედა გახ­დით?

ქ-ნი ნანა კვერ­ნა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა ახდა, დღეს ჩვენ ვზრდით სამ ულა­მა­ზეს გო­გო­ნას და ვართ სრულ­ფა­სო­ვა­ნი უბედ­ნი­ე­რე­სი ოჯა­ხი. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, კი­დევ არ გვჯე­რა და თავი სიზ­მარ­ში გვგო­ნია. ამ გრძნო­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძნე­ლია, ზუს­ტად ვი­ცით, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით ქ-ნი ნა­ნა­სი. მი­ლა­ნის, ქე­ი­თი­სა და ელი­ზა­ბე­დის ამ ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბა­ში მისი წვლი­ლი ჩვენ­თვის ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

მას შემ­დეგ რაც თა­ვად გახ­დით დედა, სხვა უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბით შვი­ლის ყო­ლა­ში. რო­გორ ახერ­ხებთ ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში წყვი­ლე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას?

ამ­ჟა­მად, როცა უკვე ვტკბე­ბი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბით და ცხოვ­რე­ბით, გა­დავ­წყვი­ტე და­ვეხ­მა­რო სხვა უშ­ვი­ლო წყვი­ლებს, რათა მა­თაც აიხ­დი­ნონ ოც­ნე­ბა. გავ­ხსე­ნი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც უცხო­ელ წყვი­ლებს, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და გა­ი­კე­თონ ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა. უკვე ათე­უ­ლო­ბით წყვი­ლი გა­ვა­ბედ­ნი­ე­რე და იმე­დი მაქვს კი­დევ ბევრ წყვილს ავუს­რუ­ლებთ ოც­ნე­ბას კლი­ნი­კა „აი-ვი-ეფ ჯორ­ჯია“-ს და ნანა კვერ­ნა­ძის დახ­მა­რე­ბით.

სა­კუ­თა­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან მინ­და ყვე­ლა უშ­ვი­ლო წყვილს ვუ­თხრა, რომ დრო­უ­ლად მი­მარ­თონ კვა­ლი­ფი­ცი­ურ ექიმს და არ და­ნებ­დნენ. ჩვენ უკვე და­ვამ­ტკი­ცეთ, რომ უშ­ვი­ლო­ბა დი­აგ­ნო­ზია და არა გა­ნა­ჩე­ნი და გვინ­და სი­ა­მა­ყით გი­თხრათ, რომ ჩვენ ის და­ვა­მარ­ცხეთ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
4

ძალიან კარგი, მაგრამ ქალის ორგანიზმისთვის როგორია ამდენი წამალი, ხელოვნური სტიმულირება? ეს ვიცით?

ედიკა
11

ხოდა რაში გვაინტერესებს??? თავად როგორც უნდა ისე ქნას, მაგრამ თქვენ რეკლამა გამოგდით, ხოდა მერე, ვისაც დაეზარება-იმენნა, რეალური პონტი ეგრე მოიქცევა და ადამიანებიც, ხელოვნურები და უჯიგროები გამოვლენ ბოლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა

„უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი“ - ინტერვიუ აშშ-ში მცხოვრებ გოგონასთან, რომელმაც სამი შვილი საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებით გააჩინა

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ერთ წერილს წავაწყდი, აშშ-ში მცხოვრები გოგონა მადლობას უხდიდა ქართველ რეპროდუქტოლოგს, რომლის დახმარებითაც ის სამი შვილის დედა გახდა. ტექსტი მეტად ემოციურია. ილანა ბარ დიდდონე აღნიშნავს, რომ რთულია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ქართველი ექიმის მიმართ განიცდის და მადლობა პატარა სიტყვაა იმასთან შედარებით, რასაც ის იმსახურებს. წერილს თან ფოტოც ახლავს, სადაც ილანა მეუღლესა და სამ შვილთან ერთად არის გადაღებული. ჩვენ ილანას დავუკავშირდით და ისიც გავარკვიეთ, რომ სწორედ ქართული რეპროდუქციის ცენტრის დახმარებით მას აშშ-ში სააგენტოც გაუხსნია, რომელიც უშვილო წყვილებს თბილისში, კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯიაში“ გზავნის. ახლა კი მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

მოგვიყევით თქვენ შესახებ

მე ვარ ილანა ბარ დიდდონე, ამერიკაში მცხოვრები ებრაელი. ყოველთვის ვოცნებობდი მრავალშვილიან ოჯახზე, ამიტომ დაქორწინებიდან მალევე დავგეგმეთ შვილების ყოლა. თუმცა სამწუხარო სირთულეებს გადავაწყდით, დამდგარი ათი ორსულობიდან ვერცერთი შევინარჩუნეთ. გადიოდა წლები და არაფერი იცვლებოდა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სხვა გზა უნდა გვეპოვა. ეს გზა კი ინვიტრო განაყოფიერება აღმოჩნდა. დღეს უკვე სამი შვილი გვყავს და ჩვენი ოჯახი სრულყოფილია.

რატომ გადაწყვიტეთ ინვიტრო განაყოფიერების საქართველოში გაკეთება?

როდესაც ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთება გადაწყდა, ამ თემაზე უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ, გავარკვიეთ სხვადასხვა ქვეყანაში რამდენად წარმატებით სრულდებოდა ეს პროცედურები. წარმოშობით ქართველი ვარ, ენასაც ვფლობ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ სწორედ საქართველოში გვეცადა ბედი. სხვადასხვა ვარიანტის განხილვის შემდეგ არჩევანი გავაკეთეთ რეპროდუქტოლოგ ნანა კვერნაძეზე და დავიწყეთ მკურნალობა კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯია“-ში. პირველი პროცედურა 2015 წლის მაისში ჩავიტარე, აქაც გვქონდა უშედეგო მცდელობები, თუმცა უკვე 2018 წლის მარტში დედა გავხდი. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ჩემი ოცნება იყო მრავალშვილიანი ოჯახი, ამიტომ მალევე დავიწყე ფიქრი მეორე შვილზე და თურმე მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა, ორსულობა დადგა ტყუპებზე. 2019 წლის დეკემბერში უკვე სამი შვილის დედა გავხდი.

როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც დედა გახდით?

ქ-ნი ნანა კვერნაძის დამსახურებით ჩვენი ცხოვრების მთავარი ოცნება ახდა, დღეს ჩვენ ვზრდით სამ ულამაზეს გოგონას და ვართ სრულფასოვანი უბედნიერესი ოჯახი. საოცარი განცდაა, კიდევ არ გვჯერა და თავი სიზმარში გვგონია. ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა ძნელია, ზუსტად ვიცით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება მადლობელი ვიქნებით ქ-ნი ნანასი. მილანის, ქეითისა და ელიზაბედის ამ ქვეყნად მოვლინებაში მისი წვლილი ჩვენთვის ფასდაუდებელია.

მას შემდეგ რაც თავად გახდით დედა, სხვა უშვილო წყვილებსაც ეხმარებით შვილის ყოლაში. როგორ ახერხებთ ამერიკიდან საქართველოში წყვილების გამოგზავნას?

ამჟამად, როცა უკვე ვტკბები საკუთარი შვილებით და ცხოვრებით, გადავწყვიტე დავეხმარო სხვა უშვილო წყვილებს, რათა მათაც აიხდინონ ოცნება. გავხსენი სააგენტო, რომელიც უცხოელ წყვილებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეხმარება საქართველოში ჩამოვიდნენ და გაიკეთონ ინ ვიტრო განაყოფიერება. უკვე ათეულობით წყვილი გავაბედნიერე და იმედი მაქვს კიდევ ბევრ წყვილს ავუსრულებთ ოცნებას კლინიკა „აი-ვი-ეფ ჯორჯია“-ს და ნანა კვერნაძის დახმარებით.

საკუთარი გადმოსახედიდან მინდა ყველა უშვილო წყვილს ვუთხრა, რომ დროულად მიმართონ კვალიფიციურ ექიმს და არ დანებდნენ. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ უშვილობა დიაგნოზია და არა განაჩენი და გვინდა სიამაყით გითხრათ, რომ ჩვენ ის დავამარცხეთ.

მაღაზიათა ქსელმა „საგა“ -მ სრული დატვირთვით განაახლა მუშაობა

აპილაკი გრინდექსი - სამეფო საჩუქარი ბუნებისგან იმუნიტეტის გასაძლიერებლად!

PSP ონლიან დისტანციური სერვისით სარგებლობა უფასო სატელეფონო შეკვეთითაც არის შესაძლებელი