საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

რო­მის წმი­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლოს წი­ნამ­ძღვა­რი არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (ხე­ლა­ია) იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს და სამ­რევ­ლოს წევ­რებს მი­მარ­თავს დ სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დებს.

იტა­ლია, სა­დაც ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბით ჩი­ნე­თის შემ­დეგ მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

ამი­ტომ არ­ქი­მან­დრი­ტი ქარ­თვე­ლებს წე­სე­ბის დაც­ვა­სა და სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ურ­ჩევს:

"ჩემო უძ­ვირ­ფა­სე­სო ადა­მი­ა­ნე­ბო, სამ­რევ­ლოს წევ­რე­ბო, ჩემო შვი­ლე­ბო, ძმე­ბო და დებო, კე­თი­ლო მშობ­ლე­ბო!! გთხოვთ პა­ნი­კას ნუ ავ­ყვე­ბით, რად­გან პა­ნი­კა სუ­ლი­ე­რად ანად­გუ­რებს ადა­მი­ანს და ღმერ­თს აშო­რებს! მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სიფრ­თხი­ლით და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მი­ვუდ­გეთ შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას!

იტა­ლი­ა­ში რთულ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია, სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, აქვე მა­ღა­ლია გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა! ხუმ­რო­ბის დრო აღარ არის და მშვი­დად, ყო­ველ­გვა­რი შფოთვის გა­რე­შე გა­ვერ­თი­ან­დეთ ყვე­ლა­ნა­ი­რად და კონ­ტაქ­ტი ვი­ქო­ნი­ოთ ერ­თმა­ნეთ­თან!

მე თა­ვად ყვე­ლა გამ­გზავ­რე­ბა გა­ვა­უქ­მე და მე­უ­ფის კურ­თხე­ვით ვრჩე­ბი თქვენ­თან ერ­თად! გთხოვთ ვი­ლო­ცოთ და ჩვე­ნი ლოც­ვით შე­ვე­წი­ოთ ჩვენს სამ­შობ­ლოს და გან­საც­დელ­ში მყოფ იტა­ლი­ას! უფა­ლი მე­ფობს და მისი წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით დას­რულ­დე­ბა" - წერს მამა იო­ა­ნე რო­მის სამ­რევ­ლოს "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

იტა­ლი­ის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­რან­ტი­ნი და­წეს­და. ამის შე­სა­ხებ იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯუ­ზე­პე კონ­ტემ გა­ნა­ცხა­და. ქვე­ყა­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მებს ამ­კაც­რებს, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ თავ­შეყ­რას კრძა­ლავს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ოს ან გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ზო­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ცა­ვად იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი.

იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 97 ადა­მი­ა­ნით გა­ი­ზარ­და და ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 463-ს შე­ად­გენს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
4

gmerto daifare yvela qartveli

ირაკლი
58

მაინტერესებს ზიარება რა წესით ტარდება თქვენთან , პანიკის გარეშე??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"რთულდება სიტუაცია... გთხოვთ, პანიკას ნუ ავყვებით" - რომის სამრევლოს წინამძღვარი იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

რომის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) იტალიაში მცხოვრებ ქართველებს და სამრევლოს წევრებს მიმართავს დ სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

იტალია, სადაც ასიათასობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და მუშაობს მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ამიტომ არქიმანდრიტი ქართველებს წესების დაცვასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს:

"ჩემო უძვირფასესო ადამიანებო, სამრევლოს წევრებო, ჩემო შვილებო, ძმებო და დებო, კეთილო მშობლებო!! გთხოვთ პანიკას ნუ ავყვებით, რადგან პანიკა სულიერად ანადგურებს ადამიანს და ღმერთს აშორებს! მაგრამ აუცილებელია სიფრთხილით და დიდი პასუხისმგებლობით მივუდგეთ შექმნილ ვითარებას!

იტალიაში რთულდება სიტუაცია, სწრაფი ტემპით იზრდება დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, აქვე მაღალია გარდაცვლილთა რაოდენობა! ხუმრობის დრო აღარ არის და მშვიდად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე გავერთიანდეთ ყველანაირად და კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან!

მე თავად ყველა გამგზავრება გავაუქმე და მეუფის კურთხევით ვრჩები თქვენთან ერთად! გთხოვთ ვილოცოთ და ჩვენი ლოცვით შევეწიოთ ჩვენს სამშობლოს და განსაცდელში მყოფ იტალიას! უფალი მეფობს და მისი წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება" - წერს მამა იოანე რომის სამრევლოს "ფეისბუქის" გვერდზე.

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.

"პულსი ამდიოდა 100-ზე, საუბრისას ღრმად ჩასუნთქვები მჭირდებოდა" - ნიუ-იორკში მყოფი ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს

როცა ქართველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობილი ნახატების "გაცოცხლება" სთხოვა, ბავშვებმა ასე საოცრად შეასრულეს დავალება...

"უმუშევრად დარჩენილ ქართველებს ხშირად ხვდებათ კართან საკვები ან ფული..." - რას ყვება 34 წლის ემიგრანტი აშშ-ში ქართველების ცხოვრების შესახებ