სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე
"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე

იმე­და კა­ხი­ა­ნის ოჯა­ხი კი­დევ ერთ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა. ცოტა ხნის წინ, "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მსა­ხი­ო­ბის სახ­ლი, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს რე­ა­ლუ­რად "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობს ანა ჩი­რა­ძეს ეკუთ­ვნის.

რე­ა­ლო­ბის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE იმე­და კა­ხი­ა­ნის შვი­ლიშ­ვილს ქეთო თო­ფუ­რი­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- 2000-იან წლებ­ში იმე­დამ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად კერ­ძო მშე­ნე­ბელს მურ­თაზ გვი­დი­ანს გა­და­უ­ხა­და თან­ხა, რომ­ლის თა­ნახ­მად უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო ბინა, სა­დაც სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დო­დით. მშე­ნებ­ლო­ბა ორ წე­ლი­წად­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა დღემ­დე არ დამ­თავ­რდა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მურ­თაზ გვი­დი­ან­მა ეს ფარ­თე­ბი გა­ყი­და არა­ერ­თხელ სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე და ყვე­ლა­ნი დავ­ზა­რალ­დით. მან წლე­ბის წინ გვი­თხრა, რად­გან თქვე­ნი ბი­ნის აშე­ნე­ბა ამ ეტაპ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა სხვა ბი­ნას მოგ­ცემ­თო და გა­და­ვე­დით სხვა სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში.

ამ შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, წლე­ბის შემ­დეგ, გა­მოჩ­ნდა სხვა პირი, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სახ­ლი მისი იყო და ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით სახ­ლის გა­რე­შე. ახლა კი ასე­თი სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და ეთერ­ში, რაც ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. "მთა­ვა­რი არხი" რაც არის მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჯერ ბი­ძა­ჩემ­ზე, გი­ორ­გი კა­ხი­ან­ზე მო­ამ­ზა­დეს აბ­სურ­დუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, ახლა ჩვენს ოჯახ­ზე. სი­უ­ჟეტ­ში ამ­ბო­ბენ, თით­ქოს იმე­და კა­ხი­ა­ნი ცხოვ­რობს ანი ჩი­რა­ძის ბი­ნა­ში, რაც ტყუ­ი­ლია.

ის ბინა გუ­და­უ­რის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ბა­ბუ­ა­ჩე­მი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობს, ჩემი დის ანას­ტა­სი­ას სახ­ლში. ანი ჩი­რა­ძეს ესა­უბ­რა ჩემი უფ­რო­სი და, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და გა­ირ­კვა, ანის ჩვე­ნი არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ ჰქო­ნია. "მთა­ვა­რი არ­ხის" ნი­უ­სის გუნ­დის სი­ტყვე­ბი იყო ეს, თით­ქოს იმე­და ცხოვ­რობს ჩი­რა­ძის სახ­ლში. ეს არის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი არხი, რო­მე­ლიც უნა­მუ­სოდ ამ­ბობს ტყუ­ი­ლებს. ისი­ნი რე­პუ­ტა­ცი­ას ულა­ხა­ვენ 82 წლის იმე­და კა­ხი­ანს, რო­მელ­მაც წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბით იცხოვ­რა და არა­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რე­ში არ გა­რე­უ­ლა.

- აპი­რებთ უჩივ­ლოთ "მთა­ვარ არხს"?

- ჩი­ვილს არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ ისი­ნი უა­პე­ლა­ცი­ოდ იყე­ნე­ბენ ბო­რო­ტად ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხელს, რის გა­მოც აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან, მაგ­რამ რო­გორ ამას მე და ჩემი დები გა­დავ­წყვეტთ. დღეს გა­ვი­გეთ რომ ფარ­თი ანა ჩი­რა­ძე­ზეც არის გა­ყი­დუ­ლი, ბა­ბუ­ა­ჩემ­მა 17 წლის წინ გა­და­ი­ხა­და ფული სახ­ლში და მას შემ­დეგ ხან ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობს, ხან მცხე­თა­ში, ხან ნა­თე­სავ­თან და დარ­დით ღა­მე­ე­ბი აღარ სძი­ნავს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
1

აბაშიძე უნდა გადაეღო ელდარ შენგელაიას ამან {ელდარმა}გადაიღო იმედო აბაშიძეს შეექმნა ფინანსური პრობლემები ის(აბაშიძე)ამბობდა,რომ ამას ვერ გადაიტანდა მოხდა ის რაც მოხდა, კახიანმა და.,,,ეს ამბავი"დააბრალეს" ლეილა აბაშიძეს.პ,სთუ მართლები ხართ გაუშვით!...

მზიაკო
81

მიდი ჩიკა მაგარი ხარ.შენსკენ ვარ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე

"ბაბუამ 17 წლის წინ გადაიხადა ფული ამ ბინაში, მას შემდეგ დარდით არ სძინავს" - ქეთო თოფურიძე "ჩიკას" და იმედა კახიანის სკანდალურ ბინაზე

იმედა კახიანის ოჯახი კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ, "მთავარი არხის" ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მსახიობის სახლი, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს რეალურად "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობს ანა ჩირაძეს ეკუთვნის.

რეალობის გასარკვევად AMBEBI.GE იმედა კახიანის შვილიშვილს ქეთო თოფურიძეს დაუკავშირდა:

- 2000-იან წლებში იმედამ სხვა ადამიანებთან ერთად კერძო მშენებელს მურთაზ გვიდიანს გადაუხადა თანხა, რომლის თანახმად უნდა აშენებულიყო ბინა, სადაც საცხოვრებლად გადავიდოდით. მშენებლობა ორ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დამთავრდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მურთაზ გვიდიანმა ეს ფართები გაყიდა არაერთხელ სხვადასხვა პირებზე და ყველანი დავზარალდით. მან წლების წინ გვითხრა, რადგან თქვენი ბინის აშენება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა სხვა ბინას მოგცემთო და გადავედით სხვა საცხოვრებელ ფართში.

ამ შეთანხმების მიუხედავად, წლების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ სახლი მისი იყო და ჩვენ აღმოვჩნდით სახლის გარეშე. ახლა კი ასეთი სიუჟეტი გავიდა ეთერში, რაც ჩვენთვის მოულოდნელი იყო. "მთავარი არხი" რაც არის მოგეხსენებათ, ჯერ ბიძაჩემზე, გიორგი კახიანზე მოამზადეს აბსურდული სიუჟეტი, ახლა ჩვენს ოჯახზე. სიუჟეტში ამბობენ, თითქოს იმედა კახიანი ცხოვრობს ანი ჩირაძის ბინაში, რაც ტყუილია.

ის ბინა გუდაურის ქუჩაზე მდებარეობს, ბაბუაჩემი ყიფშიძის ქუჩაზე ცხოვრობს, ჩემი დის ანასტასიას სახლში. ანი ჩირაძეს ესაუბრა ჩემი უფროსი და, ნინი ბადურაშვილი და გაირკვა, ანის ჩვენი არანაირი ინტერესი არ ჰქონია. "მთავარი არხის" ნიუსის გუნდის სიტყვები იყო ეს, თითქოს იმედა ცხოვრობს ჩირაძის სახლში. ეს არის დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხი, რომელიც უნამუსოდ ამბობს ტყუილებს. ისინი რეპუტაციას ულახავენ 82 წლის იმედა კახიანს, რომელმაც წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და არანაირ სიბინძურეში არ გარეულა.

- აპირებთ უჩივლოთ "მთავარ არხს"?

- ჩივილს არ ვაპირებთ, მაგრამ ისინი უაპელაციოდ იყენებენ ბოროტად ჩვენი ოჯახის სახელს, რის გამოც აუცილებლად დაისჯებიან, მაგრამ როგორ ამას მე და ჩემი დები გადავწყვეტთ. დღეს გავიგეთ რომ ფართი ანა ჩირაძეზეც არის გაყიდული, ბაბუაჩემმა 17 წლის წინ გადაიხადა ფული სახლში და მას შემდეგ ხან ნაქირავებში ცხოვრობს, ხან მცხეთაში, ხან ნათესავთან და დარდით ღამეები აღარ სძინავს.