სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთხი უნიკალური სამკაულის ისტორია, რომელიც უძველეს მდიდრულ აკლდამებში აღმოაჩინეს
ოთხი უნიკალური სამკაულის ისტორია, რომელიც უძველეს მდიდრულ აკლდამებში აღმოაჩინეს

სამ­კა­უ­ლი­სად­მი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რე­სი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იღებს სა­თა­ვეს. ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნის პე­რი­ოდ­ში ჩნდე­ბა სამ­კა­უ­ლის პირ­ვე­ლი ნი­მუ­შე­ბი. დღეს ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­ულ უძ­ვე­ლეს სამ­კა­უ­ლად მიჩ­ნე­უ­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, ბლომ­ბო­სის გა­მოქ­ვა­ბულ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნი­ჟა­რის მძი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, და­ახ­ლო­ე­ბით 75000 – 100000 წლით თა­რიღ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სამ­კა­ულს, ის, გარ­და იმი­სა, რომ მრა­ვალ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის, სა­ოც­რად შთამ­ბეჭ­და­ვი და ორი­გი­ნა­ლუ­რიც არის. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დონე. უნი­კა­ლუ­რი ექ­სპო­ნა­ტე­ბი მოწ­მო­ბენ, რომ ქარ­თუ­ლი სამ­კა­უ­ლის ფე­ნო­მე­ნი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სამ­კა­უ­ლი და მო­სარ­თა­ვი. მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით შეგ­ვიძ­ლია მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რია აღ­ვად­გი­ნოთ, დრო­ში ვი­მოგ­ზა­უ­როთ.

ოქ­როს თავ­სამ­კა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი, სა­კი­დე­ბი, მძი­ვე­ბი, ქსო­ვილ­ზე და­სა­კე­რე­ბე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი.... - სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცუ­ლი სამ­კა­უ­ლის ნი­მუ­შე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნე­ბენ იმა­ზე, თუ რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, ვინ ქმნი­და ამ სამ­კა­უ­ლებს და ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, ვინც მათ ატა­რებ­და.

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE არ­ქე­ო­ლოგს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის უფ­როს მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს ანა ჭყო­ნი­ას ესა­უბ­რა.

“სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­კა­უ­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნი­მუ­შე­ბი ცნო­ბი­ლია ძვე­ლი ქვის ხა­ნი­დან, უფრო ზუს­ტად, ზედა პა­ლე­ო­ლი­თის მღვი­მე­ე­ბი­დან. აქე­დან და­წყე­ბუ­ლი სამ­კა­უ­ლი გახ­და ადა­მი­ა­ნის ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი - მისი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. სამ­კა­ულ­ში აი­რეკ­ლა გარ­კვე­უ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­უ­რი ეტა­პის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, აგ­რეთ­ვე, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი; გამ­ჟღავ­ნდა კონ­კრე­ტუ­ლი ეპო­ქის ყვე­ლა სი­ახ­ლე - მა­სა­ლის, ფორ­მის და მხატ­ვრუ­ლი სტი­ლის სა­ხით. სამ­კა­უ­ლის ევო­ლუ­ცი­ა­ში დიდი როლი ითა­მა­შა ლი­თო­ნის ათ­ვი­სე­ბამ. თან­და­თა­ნო­ბით ადა­მი­ან­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა ოქ­როს სამ­კა­ულ­მა, რო­მელ­მაც, მხატ­ვრულ-ეს­თე­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ-რი­ტუ­ა­ლურ ფუნ­ქცი­ას­თან ერ­თად, შე­ი­ძი­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სიც. ოქ­როს სამ­კა­ულ­ში აი­სა­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი მხატ­ვრუ­ლი ხე­ლოს­ნო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბი და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, აგ­რეთ­ვე, გარე სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქ­ტე­ბის შე­დე­გად, თა­ნად­რო­უ­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბი­დან შე­მოღ­წე­უ­ლი ზო­გა­დი მხატ­ვრუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი.“

AMBEBI.GE მო­გი­თხრობთ ოქ­როს სამ­კა­უ­ლის ოთხ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­ულ ნი­მუ­შ­ზე, რომ­ლე­ბიც მომ­დი­ნა­რე­ობს ძვე­ლი კოლ­ხე­თის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცენ­ტრი­დან - ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქა­რი­დან, კერ­ძოდ, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი კოლ­ხი ქა­ლე­ბის სა­მარ­ხე­ბი­დან: ოქ­როს დი­ა­დე­მა, ყელ­სა­ბა­მი, წყვი­ლი სა­ყუ­რე, აგ­რეთ­ვე, ოქ­როს ბალ­თა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი შემ­თხვე­ვით.

მხედ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი

1961 წლის აღ­მო­ჩე­ნებ­მა ვა­ნის ნა­ქა­ლა­ქარ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის შეს­წავ­ლა­ში. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი - არ­ქე­ო­ლო­გის ნინო ხოშ­ტა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, გა­თხა­რა წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მდიდ­რუ­ლი სა­მარ­ხი (რი­გით №6 სა­მარ­ხი, თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რით), რო­მე­ლიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს ოქ­როს სამ­კა­ულს (1346 ერ­თე­ულს აღ­წევს). მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს მხედ­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი წყვი­ლი სა­ყუ­რე და უკვე ნა­ხე­ვარ სა­უ­კე­ნე­ზე მე­ტია ამ სამ­კა­უ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და აღ­ტა­ცე­ბა არ ნელ­დე­ბა. ვა­ნის სა­ყუ­რე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ელე­მენ­ტი­სა­გან შედ­გე­ბა: ოვა­ლურ გახ­სნილ და ბო­ლო­ებ­გახ­ვრე­ტილ „რგოლ­ზე“ მოძ­რა­ვად და­მაგ­რე­ბუ­ლია „ბა­ქან­ზე“ მდგა­რი წყვი­ლი მხე­და­რი, ხოლო „ბა­ქან­ზე“ ძეწ­კვე­ბით - რკოს მსგავ­სი სა­კი­დე­ბი.

მხედ­რის და ცხე­ნის ფი­გუ­რე­ბი ფუ­ყეა, მხე­და­რი გა­მო­სა­ხუ­ლია ტან­საც­მლის გა­რე­შე, მხო­ლოდ წელ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლია ქა­მა­რი და თე­ძოს­თან - კა­პარ­ჭი (სა­ის­რე). თავი ერ­თი­ა­ნად და­ფა­რუ­ლია მცი­რე ზო­მის ოქ­როს ბურ­თუ­ლე­ბით - ე.წ. ცვა­რა­თი (თმე­ბის ან ქუ­დის გა­მო­სახ­ვა). ცხე­ნის სხე­ულ­ზე ცვა­რა­თი შედ­გე­ნი­ლი სამ­კუ­თხე­დე­ბის რი­გე­ბია; შუბ­ლზე ცვა­რას­გან შედ­გე­ნი­ლი სამ­კუ­თხე­დია დას­მუ­ლი, რაც ცხო­ვე­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია - „ღვთის წილი“ ანუ საღვთო ცხო­ვე­ლია. ერთ სა­ყუ­რე­ზე, ცხე­ნის გა­ვა­ზე ასე­ვე ცვა­რა­თი გა­მოყ­ვა­ნი­ლია სვას­ტი­კას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა მზის სიმ­ბო­ლოდ, უწყვე­ტი მოძ­რა­ო­ბის ნი­შა­ნია და და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ღვთა­ე­ბას­თან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სვას­ტი­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძვე­ლი კოლ­ხე­თის სხვა­დას­ხვა სა­ხის ძეგ­ლებ­ზე, მათ შო­რის ოქ­როს სამ­კა­ულ­ზე მი­უ­თი­თებს ამ უცხო წარ­მო­მავ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოს დამ­კვიდ­რე­ბას ძვე­ლი კოლ­ხე­ბის რე­ლი­გი­ურ აზ­როვ­ნე­ბა­ში.

ვა­ნის სა­ყუ­რე­ე­ბი კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ტი­პი­უ­რი სამ­კა­უ­ლია; ბუ­ნებ­რი­ვად ერ­წყმის კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის ნი­მუ­შებს თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი სტი­ლით, აგ­რეთ­ვე, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­თა ში­ნა­არ­სით (მხედ­რე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა „დიდი დე­დის“ კულტს, მყა­რად და­ფუძ­ნე­ბულს ძველ კოლ­ხეთ­ში). ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ოქ­როს სამ­კა­ულს შო­რის. მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვაა ცნო­ბი­ლი მსგავ­სი სამ­კა­უ­ლის აღ­მო­ჩე­ნი­სა ქვე­მო ვოლ­გის­პი­რეთ­ში, სა­ზონ­კინ ბუ­გო­რის სა­მა­რო­ვან­ზე წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სავ­რო­მა­ტის სა­მარხში. შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ირ­კვა, რომ ისიც ძვე­ლი კოლ­ხე­თის ერთ-ერთ სა­წარ­მოო ცენ­ტრშია დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ვა­ნის სა­ყუ­რე­ებ­თან ერ­თად კოლ­ხუ­რი ოქ­რომ­ჭედ­ლო­ბის თვალ­სა­ჩი­ნო ნი­მუ­შია.

მხედ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­ყუ­რე­ე­ბი

ოქ­როს მრგვა­ლი ბალ­თა

ბალ­თა მა­მა­კა­ცი­სა და ლო­მის ბრძო­ლის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, აღ­მოჩ­ნდა ვან­ში შემ­თხვე­ვით; 1929 წლი­დან და­ცუ­ლია ს. ჯა­ნა­ში­ას სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში (სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი). ვან­სა და მის მი­და­მო­ებ­ში მა­ნამ­დე შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნილ და უგზო-უკვლოდ და­კარ­გულ ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბალ­თა გა­მო­ნაკ­ლი­სია და ერთ-ერთი პირ­ველ­თა­გა­ნია, რო­მელ­მაც მი­აღ­წია მუ­ზე­უ­მამ­დე.

ბალ­თის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ასა­ხუ­ლია ჰე­რაკ­ლეს გმი­რო­ბე­ბის ციკ­ლი­დან ცნო­ბი­ლი ეპი­ზო­დი - ჰე­რაკ­ლეს ბრძო­ლას ნე­მე­ის ლომ­თან . ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლო­სან­მა გა­და­ა­მუ­შა­ვა ეს მითი. რო­გორც წესი, გა­მო­ი­სა­ხე­ბა ბოლო მო­მენ­ტი, როცა ბრძო­ლა მთავ­რდე­ბა. ლომი უძ­ლუ­რია, მომ­წყვდე­უ­ლია და ჰე­რაკ­ლე ამარ­ცხებს მას. ამ ბალ­თა­ზე კი ჰე­რაკ­ლე და ლომი არი­ან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გმი­რი არ ამარ­ცხებს ამ ლომს. მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი არის გა­კე­თე­ბუ­ლი ლომ­ზე. ეს არის ერ­თა­დერ­თი ასე­თი სამ­კა­უ­ლი, სა­დაც ბრძო­ლის თემა შეც­ვლი­ლია . ლომი თავ­დამ­სხმე­ლია და არა მსხვერ­პლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ლო­მის­თვის უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის, კერ­ძოდ, აქე­მე­ნი­დუ­რი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნას, სა­დაც ლომი მი­იჩ­ნე­ო­და პო­ზი­ტი­ურ, მზის სიმ­ბო­ლოდ.

ოქ­როს დი­ა­დე­მა

ეს ოქ­როს დი­ა­დე­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლია ვა­ნის ერთ-ერთ მდიდ­რულ სა­მარხში, 1969 წელს აკა­დე­მი­კოს ოთარ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ამ დი­ა­დე­მას­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლია მთე­ლი კომ­პლექ­ტი, რა­მაც მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა იმა­ში იყო, რომ მა­შინ­ვე აღი­ა­რეს მისი უნი­კა­ლუ­რო­ო­ბა და ორი­გი­ნა­ლო­ბა. ეს არს ძი­რი­თა­დი რკა­ლი , დაგ­რე­ხი­ლი ფირ­ფი­ტე­ბით. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე და ეს­თე­ტი­კუ­რი სი­ლამ­ზე აქვს. რკა­ლი რომ­ბი­სე­ბუ­რი ფირ­ფი­ტე­ბით და კა­ვე­ბით. ეს რკა­ლი თავი ქა­ლის დი­ა­მეტრს აჭარ­ბებს და სა­ვა­რა­უ­დოდ იგი დიდ ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზე ან თავ­სა­ბუ­რავ­ზე გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო. თითო ფირ­ფი­ტა­ზე თითო კა­ვია და ისი­ნი იკვრე­ბა.

ფირ­ტი­ტა­ზე არის რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი, ერთ ფირ­ფი­ტა­ზე ორ ლომს მომ­წყვდე­უ­ლი ჰყავს შუ­ა­ში ხარი, მე­როე ფირ­ფი­ტა­ზე კი ორი ლომი ეჭი­დე­ბა ჯიხვს. ეს ფორ­მა კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მა რომ არის და ად­გილ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი ეჭვგა­რე­შეა. თუმ­ცა სი­უ­ჟე­ტია უნი­ვერ­სა­ლუ­რი. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ კოლ­ხე­თი იყო გახ­სნი­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, ჰქონ­და მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებ­თან და ით­ვა­ლი­სიწ­ნებ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ებს. სი­უ­ჟე­ტი ახ­სნი­ლია რო­გორც სი­ცო­ცხლის და სიკ­ვდი­ლის ჭი­დი­ლი, მას აქვს სიმ­ბო­ლუ­რი რე­ლი­გი­უ­რი დატ­ვირ­თვა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ აკ­ლდა­მა­ში იყო დაკ­რძა­ლუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ან ქუ­რუ­მი იყო , ან რა­ი­მე­ნა­ი­რად უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ტაძ­რო ცხოვ­რე­ბას. ფაქ­ტია, რომ ასე­თი მდიდ­რუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი მა­ღა­ლი რან­გის ქა­ლის შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო.

ოქ­როს დი­ა­დე­მა

კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მი

ეს ყელ­სა­ბა­მიც აღ­მო­ჩე­ნი­ლია იმ მდიდ­რულ აკ­ლდა­მა­ში , რო­მელ­შიც დი­ა­დე­მა. ის მარ­თლაც ერ­თა­დერ­თი და უნი­კა­ლუ­რია. სა­ქარ­თვე­ლოს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერ­თა­დერ­თია. ეს ყელ­სა­ბა­მი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სა­კი­დე­ბის­გან დ მრგვალ სფე­რო­სე­ბუ­რი ოქ­როს მძი­ვე­ბის­გან. არის 30 მცი­რე ზო­მის კუ და ერთი ცენ­ტრა­ლუ­რი, მოზ­რდი­ლი კუ. გა­კე­თე­ბუ­ლია აქ­ცენ­ტი მოზ­რდილ კუზე, და­ნარ­ჩე­ნი რიტ­მუ­ლად, სფე­რო­სე­ბურ მძივ­თა მო­ნაც­ვლე­ო­ბით არის ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი. ულა­მა­ზე­სია ეს ჩრდი­ლე­ბის თა­მა­ში. ცვა­რა­სი და ოქ­როს ფირ­ფი­ტის ნა­წი­ლე­ბი დიდ ეფექტს იძ­ლე­ვა.

რე­გუ­ლა­რუ­ლად, ზო­ლე­ბად ან სამ­კუ­თხე­დე­ბად არის დაც­ვა­რუ­ლი. ასე­თი სა­ხის სტრუქ­ტუ­რა ყელ­სა­ბა­მის იმ დრო­ი­სათ­ვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. უფრო ად­რე­ულ პე­რი­ოდ­ში აქ­ცენ­ტის გა­რე­შე, ერთი ზო­მის სა­კი­დე­ბი იყო , ამ პე­რი­ო­დის­თვის , მე­ხუ­თე სა­უ­კუ­ნის­კენ კი უკვე ერთი, ცენ­ტრა­ლუ­რი სამ­კა­უ­ლის გა­მო­ყო­ფა ხდე­ბა. ამ სა­ერ­თო გავ­რცე­ლე­ბულ მო­დას მის­დევს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლო­სა­ნიც და დიდი ზო­მის კუს აქ ჩარ­თვა ამის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ეს არ არის მხო­ლოდ დე­კო­რა­ტი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის. ამა­შიც , რო­გორც ყვე­ლა სა­კა­ულ­ში, არეკ­ლი­ლია იმ დრო­ის რე­ლი­გი­უ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. კუ ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ქალი ღვთა­ე­ბი­სერთ-ერთი ატ­რი­ბუ­ტია . კუ თვი­თონ ასე­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გაჩ­ნდა. თუმ­ცა სხვა ქვეყ­ნის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლია უძ­ვე­ლე­სი კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი სამ­კა­უ­ლე­ბი.

კუს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

არაჩვეულებრივია!

ზურა
0

დიდი მადლობა, შეეცადეთ თქვენი მცირე წვლილი შეიტანოთ თქვენი მკითხველების განათლებაში. თხოვნაა, მეტი ასეთი ხასიათის წერილები და ნაკლები ჩვენი ვაი-ბომონდის გარშემო ჭორებზე. საქართველოს ისტორია ხომ წარმოუდგენლად მდიდარი და საინტერესოა, თქვენი ძირითადი მკითხველი - ახალგაზრდობა კი სამწუხაროდ ცუდად იცნობს საკუთარ ფესვებს. დაეხმარეთ მათ საკუთარი თავის შეცნობაში ასეთი წერილებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ოთხი უნიკალური სამკაულის ისტორია, რომელიც უძველეს მდიდრულ აკლდამებში აღმოაჩინეს

ოთხი უნიკალური სამკაულის ისტორია, რომელიც უძველეს მდიდრულ აკლდამებში აღმოაჩინეს

სამკაულისადმი ადამიანის ინტერესი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ჯერ კიდევ ქვის ხანის პერიოდში ჩნდება სამკაულის პირველი ნიმუშები. დღეს ჩვენამდე მოღწეულ უძველეს სამკაულად მიჩნეულია სამხრეთ აფრიკაში, ბლომბოსის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნიჟარის მძივები, რომლებიც, დაახლოებით 75000 – 100000 წლით თარიღდება.

რაც შეეხება ქართულ სამკაულს, ის, გარდა იმისა, რომ მრავალ საუკუნეს ითვლის, საოცრად შთამბეჭდავი და ორიგინალურიც არის. აღფრთოვანებას იწვევს ძველი ქართული მხატვრული ხელოსნობის განვითარების დონე. უნიკალური ექსპონატები მოწმობენ, რომ ქართული სამკაულის ფენომენი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ სამკაული და მოსართავი. მათზე დაკვირვებით შეგვიძლია მთლიანად ქართული კულტურის ისტორია აღვადგინოთ, დროში ვიმოგზაუროთ.

ოქროს თავსამკაულის დეტალები, საყურეები, ყელსაბამები, საკიდები, მძივები, ქსოვილზე დასაკერებელი ფირფიტები.... - საქართველოს მუზეუმებში დაცული სამკაულის ნიმუშები მიგვანიშნებენ იმაზე, თუ როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ვინ ქმნიდა ამ სამკაულებს და ვინ იყვნენ ისინი, ვინც მათ ატარებდა.

კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშების შესახებ AMBEBI.GE არქეოლოგს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს ანა ჭყონიას ესაუბრა.

“საქართველოს ტერიტორიაზე სამკაულის ყველაზე ადრეული ნიმუშები ცნობილია ძველი ქვის ხანიდან, უფრო ზუსტად, ზედა პალეოლითის მღვიმეებიდან. აქედან დაწყებული სამკაული გახდა ადამიანის ყოფის განუყოფელი ნაწილი - მისი მატერიალური და სულიერი მდგომარეობის გამომხატველი. სამკაულში აირეკლა გარკვეული ქრონოლოგიური ეტაპის დამახასიათებელი ნიშნები, აგრეთვე, სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული პროცესები; გამჟღავნდა კონკრეტული ეპოქის ყველა სიახლე - მასალის, ფორმის და მხატვრული სტილის სახით. სამკაულის ევოლუციაში დიდი როლი ითამაშა ლითონის ათვისებამ. თანდათანობით ადამიანთა ცნობიერებაში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ოქროს სამკაულმა, რომელმაც, მხატვრულ-ესთეტიკურ და რელიგიურ-რიტუალურ ფუნქციასთან ერთად, შეიძინა სოციალური სტატუსიც. ოქროს სამკაულში აისახა ადგილობრივი მხატვრული ხელოსნობის ტრადიციები და თავისებურებანი, აგრეთვე, გარე სამყაროსთან კონტაქტების შედეგად, თანადროული დაწინაურებული კულტურული ცენტრებიდან შემოღწეული ზოგადი მხატვრული ტენდენციები.“

AMBEBI.GE მოგითხრობთ ოქროს სამკაულის ოთხ განსაკუთრებით გამორჩეულ ნიმუშზე, რომლებიც მომდინარეობს ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრიდან - ვანის ნაქალაქარიდან, კერძოდ, წარჩინებული კოლხი ქალების სამარხებიდან: ოქროს დიადემა, ყელსაბამი, წყვილი საყურე, აგრეთვე, ოქროს ბალთა, აღმოჩენილი შემთხვევით.

მხედრის გამოსახულებიანი საყურეები

1961 წლის აღმოჩენებმა ვანის ნაქალაქარზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა ქართული, უფრო კონკრეტულად, კოლხური ოქრომჭედლობის შესწავლაში. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, პირველი ქართველი ქალი - არქეოლოგის ნინო ხოშტარიას ხელმძღვანელობით, გათხარა წარჩინებული ახალგაზრდა ქალის მდიდრული სამარხი (რიგით №6 სამარხი, თარიღდება ძვ.წ. მეოთხე საუკუნის პირველი ნახევრით), რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ოქროს სამკაულს (1346 ერთეულს აღწევს). მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მხედრების გამოსახულებიანი წყვილი საყურე და უკვე ნახევარ საუკენეზე მეტია ამ სამკაულის მიმართ ინტერესი და აღტაცება არ ნელდება. ვანის საყურეები რამდენიმე ელემენტისაგან შედგება: ოვალურ გახსნილ და ბოლოებგახვრეტილ „რგოლზე“ მოძრავად დამაგრებულია „ბაქანზე“ მდგარი წყვილი მხედარი, ხოლო „ბაქანზე“ ძეწკვებით - რკოს მსგავსი საკიდები.

მხედრის და ცხენის ფიგურები ფუყეა, მხედარი გამოსახულია ტანსაცმლის გარეშე, მხოლოდ წელზე დამაგრებულია ქამარი და თეძოსთან - კაპარჭი (საისრე). თავი ერთიანად დაფარულია მცირე ზომის ოქროს ბურთულებით - ე.წ. ცვარათი (თმების ან ქუდის გამოსახვა). ცხენის სხეულზე ცვარათი შედგენილი სამკუთხედების რიგებია; შუბლზე ცვარასგან შედგენილი სამკუთხედია დასმული, რაც ცხოველის გამორჩეულობის მაჩვენებელია - „ღვთის წილი“ ანუ საღვთო ცხოველია. ერთ საყურეზე, ცხენის გავაზე ასევე ცვარათი გამოყვანილია სვასტიკას გამოსახულება, რომელიც ითვლება მზის სიმბოლოდ, უწყვეტი მოძრაობის ნიშანია და დაკავშირებულია ნაყოფიერების ღვთაებასთან. აღსანიშნავია, რომ სვასტიკის გამოსახულება ძველი კოლხეთის სხვადასხვა სახის ძეგლებზე, მათ შორის ოქროს სამკაულზე მიუთითებს ამ უცხო წარმომავლობის სიმბოლოს დამკვიდრებას ძველი კოლხების რელიგიურ აზროვნებაში.

ვანის საყურეები კოლხური ოქრომჭედლობის ტიპიური სამკაულია; ბუნებრივად ერწყმის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს თავისი მხატვრული სტილით, აგრეთვე, გამოსახულებათა შინაარსით (მხედრების გამოსახულება უკავშირდება „დიდი დედის“ კულტს, მყარად დაფუძნებულს ძველ კოლხეთში). ისინი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოს ტერიტორიაზე, მრავალრიცხოვან ოქროს სამკაულს შორის. მხოლოდ ერთი შემთხვევაა ცნობილი მსგავსი სამკაულის აღმოჩენისა ქვემო ვოლგისპირეთში, საზონკინ ბუგორის სამაროვანზე წარჩინებული სავრომატის სამარხში. შესწავლის საფუძველზე გაირკვა, რომ ისიც ძველი კოლხეთის ერთ-ერთ საწარმოო ცენტრშია დამზადებული და ვანის საყურეებთან ერთად კოლხური ოქრომჭედლობის თვალსაჩინო ნიმუშია.

მხედრის გამოსახულებიანი საყურეები

ოქროს მრგვალი ბალთა

ბალთა მამაკაცისა და ლომის ბრძოლის რელიეფური გამოსახულებით, აღმოჩნდა ვანში შემთხვევით; 1929 წლიდან დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმი). ვანსა და მის მიდამოებში მანამდე შემთხვევით აღმოჩენილ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოქროს სამკაულებისაგან განსხვავებით, ბალთა გამონაკლისია და ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელმაც მიაღწია მუზეუმამდე.

ბალთის რელიეფური გამოსახულებაზე ასახულია ჰერაკლეს გმირობების ციკლიდან ცნობილი ეპიზოდი - ჰერაკლეს ბრძოლას ნემეის ლომთან . ადგილობრივმა ხელოსანმა გადაამუშავა ეს მითი. როგორც წესი, გამოისახება ბოლო მომენტი, როცა ბრძოლა მთავრდება. ლომი უძლურია, მომწყვდეულია და ჰერაკლე ამარცხებს მას. ამ ბალთაზე კი ჰერაკლე და ლომი არიან დაპირისპირებული, მაგრამ გმირი არ ამარცხებს ამ ლომს. მთავარი აქცენტი არის გაკეთებული ლომზე. ეს არის ერთადერთი ასეთი სამკაული, სადაც ბრძოლის თემა შეცვლილია . ლომი თავდამსხმელია და არა მსხვერპლი. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ლომისთვის უპირატესობის მინიჭება უკავშირდება ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ, აქემენიდური სამყაროს გავლენას, სადაც ლომი მიიჩნეოდა პოზიტიურ, მზის სიმბოლოდ.

ოქროს დიადემა

ეს ოქროს დიადემა აღმოჩენილია ვანის ერთ-ერთ მდიდრულ სამარხში, 1969 წელს აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. ამ დიადემასთან ერთად აღმოჩენილია მთელი კომპლექტი, რამაც მაშინვე გამოიწვია დიდი გამოხმაურება მთელ მსოფლიოში. მისი განსაკუთრებულობა იმაში იყო, რომ მაშინვე აღიარეს მისი უნიკალუროობა და ორიგინალობა. ეს არს ძირითადი რკალი , დაგრეხილი ფირფიტებით. მას განსაკუთრებული სირთულე და ესთეტიკური სილამზე აქვს. რკალი რომბისებური ფირფიტებით და კავებით. ეს რკალი თავი ქალის დიამეტრს აჭარბებს და სავარაუდოდ იგი დიდ ვარცხნილობაზე ან თავსაბურავზე გასაკეთებელი იყო. თითო ფირფიტაზე თითო კავია და ისინი იკვრება.

ფირტიტაზე არის რელიეფური გამოსახულებები, ერთ ფირფიტაზე ორ ლომს მომწყვდეული ჰყავს შუაში ხარი, მეროე ფირფიტაზე კი ორი ლომი ეჭიდება ჯიხვს. ეს ფორმა კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ფორმა რომ არის და ადგილზეა დამზადებული ეჭვგარეშეა. თუმცა სიუჟეტია უნივერსალური. რაც იმას ნიშნავს, რომ კოლხეთი იყო გახსნილი მთელი მსოფლიოსთვის, ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა მოწინავე ქვეყნებთან და ითვალისიწნებდა თანამედროვე ტენდენციებს. სიუჟეტი ახსნილია როგორც სიცოცხლის და სიკვდილის ჭიდილი, მას აქვს სიმბოლური რელიგიური დატვირთვა. სავარაუდოდ, ამ აკლდამაში იყო დაკრძალული ქალი, რომელიც ან ქურუმი იყო , ან რაიმენაირად უკავშირდებოდა სატაძრო ცხოვრებას. ფაქტია, რომ ასეთი მდიდრული ინვენტარი მაღალი რანგის ქალის შეიძლებოდა ყოფილიყო.

ოქროს დიადემა

კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი

ეს ყელსაბამიც აღმოჩენილია იმ მდიდრულ აკლდამაში , რომელშიც დიადემა. ის მართლაც ერთადერთი და უნიკალურია. საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია. ეს ყელსაბამი, რომელიც შედგება კუს გამოსახულებიანი საკიდებისგან დ მრგვალ სფეროსებური ოქროს მძივებისგან. არის 30 მცირე ზომის კუ და ერთი ცენტრალური, მოზრდილი კუ. გაკეთებულია აქცენტი მოზრდილ კუზე, დანარჩენი რიტმულად, სფეროსებურ მძივთა მონაცვლეობით არის ჩამწკრივებული. ულამაზესია ეს ჩრდილების თამაში. ცვარასი და ოქროს ფირფიტის ნაწილები დიდ ეფექტს იძლევა.

რეგულარულად, ზოლებად ან სამკუთხედებად არის დაცვარული. ასეთი სახის სტრუქტურა ყელსაბამის იმ დროისათვის არის დამახასიათებელი. უფრო ადრეულ პერიოდში აქცენტის გარეშე, ერთი ზომის საკიდები იყო , ამ პერიოდისთვის , მეხუთე საუკუნისკენ კი უკვე ერთი, ცენტრალური სამკაულის გამოყოფა ხდება. ამ საერთო გავრცელებულ მოდას მისდევს ადგილობრივი ხელოსანიც და დიდი ზომის კუს აქ ჩართვა ამის მანიშნებელია. ეს არ არის მხოლოდ დეკორატიული ფუნქციის. ამაშიც , როგორც ყველა საკაულში, არეკლილია იმ დროის რელიგიური წარმოდგენები. კუ ნაყოფიერების ქალი ღვთაებისერთ-ერთი ატრიბუტია . კუ თვითონ ასეთი გამოსახულება საქართველოში პირველად გაჩნდა. თუმცა სხვა ქვეყნის ხელოვნებაში ცნობილია უძველესი კუს გამოსახულებიანი სამკაულები.

კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი