სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვოცნებობ, მაჯები ავამოძრაო..." - 33 წლის თამუნა შავაძეს, რომელიც დედის დახმარების დროს მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება
"ვოცნებობ, მაჯები ავამოძრაო..." - 33 წლის თამუნა შავაძეს, რომელიც დედის დახმარების დროს მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება

33 წლის თა­მუ­ნა შა­ვა­ძის ცხოვ­რე­ბა ერ­თმა სა­ბე­დის­წე­რო დღემ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა. მას შემ­დეგ თით­ქმის 13 წელი გა­ვი­და და ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბის ეტ­ლში გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია, მაგ­რამ ბრძო­ლა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია. თა­მუ­ნა შა­ვა­ძეს ახლა თურ­ქეთ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა, რათა მა­ჯე­ბი აა­მოძ­რა­ოს და და­მო­უ­კი­დებ­ლად წყლის და­ლე­ვა შეძ­ლოს. სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას 33 წლის ქალი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დავ­ზი­ან­დი. ეზო­ში ძველ ხეს ვსხლავ­დით. და­ვი­ნა­ხე, რომ დიდი ტოტი მო­ტყდა და დე­და­ჩემს უნდა დას­ცე­მო­და, გა­ვი­ქე­ცი და მას ხელი ვკა­რი, მაგ­რამ გა­რი­დე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი და მე და­მე­ცა... კის­რის მე-5 და მე-6 მა­ლე­ბი მო­ვი­ტე­ხე და ზურ­გის ტვი­ნიც და­ვი­ზი­ა­ნე. ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ოპე­რა­ცია 9 სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სიკ­ვდილს გა­და­მარ­ჩი­ნეს, მაგ­რამ მას შემ­დეგ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, ოთხი­ვე კი­დურ­ზე მგრძნო­ბე­ლო­ბა დავ­კარ­გე.

მას შემ­დეგ მუდ­მი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სე­ბი მჭირ­დე­ბა. ჩემი ოჯა­ხი ხან სა­ი­დან შო­უ­ლობ­და სამ­კურ­ნა­ლო ფულს და ხან - სა­ი­დან... 2008-2009 წლებ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სებ­ზე ვი­ყა­ვი. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დის გა­და­ნერგვაც გა­ვი­კე­თე. მა­ნამ­დე ის­რა­ელ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამის­თვის 50 000 ევრო მჭირ­დე­ბო­და და ვერ წა­ვე­დი, ამი­ტომ აქ გა­მი­კე­თეს.

- შე­დე­გი რო­გო­რი გქონ­დათ?

- დახ­მა­რე­ბით მუდ­მი­ვად ვვარ­ჯი­შობ., დედ-მა­მაც მეხ­მა­რე­ბი­ან, კი­დუ­რებ­ზე არა, მაგ­რამ წელ­ზე, ბე­ჭებ­სა და მკლა­ვებ­ზე მგრძნო­ბე­ლო­ბა და­მიბ­რუნ­და და იმე­დი მაქვს, რომ თი­თებ­საც ავა­მოძ­რა­ვებ. ამის­თვის კი, მა­ჯებს უნდა ვგრძნობ­დე, რომ შემ­დეგ რა­მეს მოვ­კი­დო ხელი - ავი­ღო, შევ­ჭა­მო და ან ჭი­ქით წყა­ლი დავ­ლიო... ეტ­ლში ოჯა­ხის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვერ ვჯდე­ბი, პამ­პერ­სზე ვარ, მაგ­რამ სა­სო­წარ­კვე­თას არ მივ­ცე­მი­ვარ, რად­გან ვიცი, ამით ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. პი­რი­ქით, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რი უნდა ვიყო და ვიბ­რძო­ლო იმის­თვის, რომ რა­ღაც შევ­ცვა­ლო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში...

მინ­და დე­დას შრო­მა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქო. მა­საც ძა­ლი­ან უჭირს... გა­ვარ­კვიე, რომ თურ­ქეთ­ში ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით რო­ბო­ტო­თე­რა­პია ტარ­დე­ბა, სა­დაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის შემ­დეგ ძა­ლი­ან დი­დია იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ხე­ლე­ბი ავა­მოძ­რაო. ოღონდ ამის­თვის ჯერ კვლე­ვე­ბი მჭირ­დე­ბა.

მას შემ­დეგ თით­ქმის 14 წელი გა­ვი­და და რაც უნდა გა­საკ­ვირ­კი იყოს, ეტ­ლში უმოძ­რა­ოდ ცხოვ­რე­ბას მა­ინც ვერ შე­ვე­გუე, სულ ვიბ­რძვი, რომ იქ­ნებ რამე შევ­ცვა­ლო. ახლა 12 ათა­სი ლარი თუ შე­მიგ­ვროვ­დე­ბა, თურ­ქეთ­ში წას­ვლას შევ­ძლებ და დიდი შან­სია, ჩემი ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნო და ხე­ლე­ბი ავა­მოძ­რაო.

თა­მუ­ნას დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის ვაქ­ვეყ­ნებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

მიმ­ღე­ბი ბან­კი: "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი": ბან­კის კოდი: BAGAGE22, მიმ­ღე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა: თა­მარ შა­ვა­ძე

მიმ­ღე­ბის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE77BG0000000318014700

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

dadeT ra piradi nomeri

mia
2

ღმერთმა გაგაძლიეროს, უფალი მოწყალეა და ყველაფერი კარგად იქნება. დავეხმაროთ ხალხნო, ძალა ერთობაშია

ავტორი:

"ვოცნებობ, მაჯები ავამოძრაო..." - 33 წლის თამუნა შავაძეს, რომელიც დედის დახმარების დროს მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება

"ვოცნებობ, მაჯები ავამოძრაო..." - 33 წლის თამუნა შავაძეს, რომელიც დედის დახმარების დროს მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება

33 წლის თამუნა შავაძის ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ სრულიად შეცვალა. მას შემდეგ თითქმის 13 წელი გავიდა და ცხოვრების საუკეთესო წლების ეტლში გატარება მოუწია, მაგრამ ბრძოლა არასდროს შეუწყვეტია. თამუნა შავაძეს ახლა თურქეთში რეაბილიტაცია სჭირდება, რათა მაჯები აამოძრაოს და დამოუკიდებლად წყლის დალევა შეძლოს. საკუთარ ისტორიას 33 წლის ქალი AMBEBI.GE-ს უყვება:

- 18 წლის ვიყავი, როდესაც დავზიანდი. ეზოში ძველ ხეს ვსხლავდით. დავინახე, რომ დიდი ტოტი მოტყდა და დედაჩემს უნდა დასცემოდა, გავიქეცი და მას ხელი ვკარი, მაგრამ გარიდება ვერ მოვასწარი და მე დამეცა... კისრის მე-5 და მე-6 მალები მოვიტეხე და ზურგის ტვინიც დავიზიანე. ქუთაისის საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა და სიკვდილს გადამარჩინეს, მაგრამ მას შემდეგ პარალიზებული ვარ, ოთხივე კიდურზე მგრძნობელობა დავკარგე.

მას შემდეგ მუდმივი მკურნალობა და სარეაბილიტაციო კურსები მჭირდება. ჩემი ოჯახი ხან საიდან შოულობდა სამკურნალო ფულს და ხან - საიდან... 2008-2009 წლებში, სახელმწიფოს დახმარებით უკრაინაში, რეაბილიტაციის კურსებზე ვიყავი. შემდეგ საქართველოში ღეროვანი უჯრედის გადანერგვაც გავიკეთე. მანამდე ისრაელში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ამისთვის 50 000 ევრო მჭირდებოდა და ვერ წავედი, ამიტომ აქ გამიკეთეს.

- შედეგი როგორი გქონდათ?

- დახმარებით მუდმივად ვვარჯიშობ., დედ-მამაც მეხმარებიან, კიდურებზე არა, მაგრამ წელზე, ბეჭებსა და მკლავებზე მგრძნობელობა დამიბრუნდა და იმედი მაქვს, რომ თითებსაც ავამოძრავებ. ამისთვის კი, მაჯებს უნდა ვგრძნობდე, რომ შემდეგ რამეს მოვკიდო ხელი - ავიღო, შევჭამო და ან ჭიქით წყალი დავლიო... ეტლში ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ვერ ვჯდები, პამპერსზე ვარ, მაგრამ სასოწარკვეთას არ მივცემივარ, რადგან ვიცი, ამით ვერაფერს შევცვლი. პირიქით, ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა ვიყო და ვიბრძოლო იმისთვის, რომ რაღაც შევცვალო ჩემს ცხოვრებაში...

მინდა დედას შრომა შევუმსუბუქო. მასაც ძალიან უჭირს... გავარკვიე, რომ თურქეთში ახალი ტექნოლოგიით რობოტოთერაპია ტარდება, სადაც რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ხელები ავამოძრაო. ოღონდ ამისთვის ჯერ კვლევები მჭირდება.

მას შემდეგ თითქმის 14 წელი გავიდა და რაც უნდა გასაკვირკი იყოს, ეტლში უმოძრაოდ ცხოვრებას მაინც ვერ შევეგუე, სულ ვიბრძვი, რომ იქნებ რამე შევცვალო. ახლა 12 ათასი ლარი თუ შემიგვროვდება, თურქეთში წასვლას შევძლებ და დიდი შანსია, ჩემი ოცნება ავიხდინო და ხელები ავამოძრაო.

თამუნას დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომრებს:

მიმღები ბანკი: "საქართველოს ბანკი": ბანკის კოდი: BAGAGE22, მიმღების დასახელება: თამარ შავაძე

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000318014700

პაშა ბანკი საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის გენერალური პარტნიორია

2018 წელს მოკლული ნანიკო ბერიაშვილის მშობლებს ქალიშვილი შეეძინათ

"წლობით უნახავი შვილების მონატრებას გავუძელით, კორონავირუსი რას დაგვაკლებს?!" - ქართველი ემიგრანტები იტალიაში არსებულ ვითარებაზე