პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Facebook ადას­ტუ­რებს, რომ სი­ეტ­ლში, კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Bloomberg.com ავ­რცე­ლებს.

"ჩვენს კონ­ტრაქ­ტორს COVID -19 და­უ­დას­ტურ­და. ჩვენ მივ­ყვე­ბით ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ებს და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და და­ცუ­ლო­ბა“, - ამ­ბობს "ფე­ის­ბუ­ქის" სპი­კე­რი, რობ ფრა­ი­სი.

ჯერ­ჯე­რო­ბით სხვა დე­ტა­ლე­ბი - რო­დის და­უდ­გინ­და ვირუ­სი, რამ­დენ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, რამ­დე­ნი წლი­საა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, უც­ნო­ბია. Facebook-ის სი­ეტ­ლის ოფი­სი ამ დრო­ის­თვის და­კე­ტი­ლია და რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ის 9 მარტს გა­იხ­სნე­ბა, ხოლო თა­ნამ­შრომ­ლებს რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს, რომ 31 მარ­ტის ჩათ­ვლით სახ­ლი­დან იმუ­შა­ონ.

კო­რო­ნა­ვირუსს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ებ­რძვი­ან. ვირუ­სი თავ­და­პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში გაჩ­ნდა, სა­დაც ამ დრომ­დე კა­რან­ტი­ნია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ახა­ლი ტი­პის ვირუ­სის შემ­თვე­ვე­ბი უკვე 84 ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლინ­და. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა ჩი­ნეთ­ში, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, ირან­სა და იტა­ლი­ა­შია, თუმ­ცა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სხვა ქვეყ­ნებ­შიც მკვეთ­რად მა­ტუ­ლობს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3 285-მდე გა­ი­ზარ­და, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი კი - 53 688-ია.

კო­რო­ნა­ვირუ­სით იტა­ლი­ა­ში 107 ადა­მი­ა­ნია და­ღუ­პუ­ლი, ირან­ში - 92, სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში - 35, ია­პო­ნი­ა­ში - 12, აშშ-ში - 11, საფ­რან­გეთ­ში -4, ჰონგ-კონ­გში, ეს­პა­ნეთ­სა და ერაყ­ში - ორ-ორი, ტა­ი­ვან­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში, ტა­ი­ლან­დსა და ფი­ლი­პი­ნებ­ში კი ვირუსს თითო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

Marvel
0

აუ წეღან ვიყავი ფბზე და ხოარ დამიდასტურდება მეც?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Facebook-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

Facebook ადასტურებს, რომ სიეტლში, კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg.com ავრცელებს.

"ჩვენს კონტრაქტორს COVID -19 დაუდასტურდა. ჩვენ მივყვებით ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციებს და პრიორიტეტულია ადამიანების ჯანმრთელობა და დაცულობა“, - ამბობს "ფეისბუქის" სპიკერი, რობ ფრაისი.

ჯერჯერობით სხვა დეტალები - როდის დაუდგინდა ვირუსი, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რამდენი წლისაა დაინფიცირებული, უცნობია. Facebook-ის სიეტლის ოფისი ამ დროისთვის დაკეტილია და როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, ის 9 მარტს გაიხსნება, ხოლო თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ 31 მარტის ჩათვლით სახლიდან იმუშაონ.

კორონავირუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ებრძვიან. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, სადაც ამ დრომდე კარანტინია გამოცხადებული. ახალი ტიპის ვირუსის შემთვევები უკვე 84 ქვეყანაში გამოვლინდა. ყველაზე რთული ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია, თუმცა დაინფიცირებულთა რაოდენობა სხვა ქვეყნებშიც მკვეთრად მატულობს.

ბოლო ინფორმაციით ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 285-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 53 688-ია.

კორონავირუსით იტალიაში 107 ადამიანია დაღუპული, ირანში - 92, სამხრეთ კორეაში - 35, იაპონიაში - 12, აშშ-ში - 11, საფრანგეთში -4, ჰონგ-კონგში, ესპანეთსა და ერაყში - ორ-ორი, ტაივანში, ავსტრალიაში, ტაილანდსა და ფილიპინებში კი ვირუსს თითო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.